Sunday, March 8, 2015

სა8მარტო აქცია

გამარჯობა!

დიდი ხანია ფართო მაშტაბიან აქციას ვგეგმავდით უცხოგრაფის გუნდი, მე და ჩემი სტუდენტები, რომლებიც უკვე ჩემი კოლეგები არიან და ერთ გუნდათ გავერთიანდით. ბევრი იდეა გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ღია ფოტოსესიის იდეა ამოვირჩიეთ, რომელიც სად გაიმართებოდა თუ არა ნადიკვრის პარკში. ჯერ 1 მარტს ვგეგმავდით. ბოლოს 7 მარტს გადმოვწიეთ. ვინც იგებდა გვეკითხებოდა 7 მარტი რა დღესასწაულია 8-ში რატომ არ გეგმავთო. დღეს ალბათ ყველა დარწმუნდა, რომ არამხოლოდ ფოტოგრაფიაში, არამედ ამინდისა და თარიღის ამორჩევაშიც პროფები ვართ :)
გუშინდელი დღე იყო ძალიან სასიამოვნო. დილის თორმეტზე ყველანაირად შემზადებულები და მობილიზებულები ნადიკვრის კაფეში ვისხედით და მუშტარს ველოდით. პირობები ალბათ იცით. მაინც შეგახსენებთ. 3 და 8 მარტის თარიღებთან დაკავშირებით გვქონდა ორი პაკეტი 3 საოჯახო ფოტო 3 ლარი და 8 სინგლ პორტრეტი 8 ლარი. ზუსტად 12 საათზე აჩი და რიეტე გამოჩნდნენ. ნათიამ და მაიკომ პიკნიკი წყვილს ზედ კავკასიონის ფონზე მოუწყვეს. ბევრი ფოტო გადავიღეთ. შემდეგ ამ ფოტოებს მერიკო ამუშავებდა. სულ 4 ადამიანი ვიყავით გუნდში. სამწუხაროდ, თამო ჩემი მეოთხე მოსწავლე ვერ მოვიდა. მალე ჩვენ ბორდს CHCHX Production (ანუ ძმები ჩეკურიშვილები) შემოუერთდნენ, რომლებიც ამ დღის ვიდეო მხარდაჭერას ახდენდნენ (თუმცა არც მაშუქების და ამრეკლების ჭერა აცდათ). ცოტა მოგვიანებით კი ლევან დვალი და თორნიკე ხაჩიძეც მოვიდნენ. მიხარია, როცა ე.წ. "კონკურენტი" ფოტოსტუდიები ჩვენთან არიან და ერთად ვართ შემოქმედებით პროცესში ჩართული. მოკლედ მთელი დღე გადაღებებში გავატარეთ. ხან ოჯახები მოდიოდნენ, ხან პორტერეტების მსურველები. მთლიანობაში 10-მდე "შეკვეთა შემოვიდა". ჩემი აზრით ეს ძალიან კარგი შედეგი იყო, პატარა ქალაქისათვის, სადაც მსგავსი აქცია არასოდეს ყოფილა (თუ ყოფილა და მე არ ვიცი კომენტარებში შემისწორეთ). ძალიან ბევრმა ადამიანმა გვიან გაიგო ჩვენი იდეის შესახებ და იყო გაუთავებელი ზარები და კითხვები კიდევ როდის გავიმეორებდით აქციას. ვფიქრობ მარტის ბოლოს კიდევ ერთხელ გავიმეორებთ!
სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. მადლობა ყველას! (აღარ ჩამოვთვლი). გიზიარებთ იმ ფოტოებს რაც ონლაინ "მოვიპარე", რადგან ჩემ კომპში ფოტოები სამწუხაროდ არ შემორჩა.












აქცია უახლოეს მომავალში ისევ განახლდება, ამიტომ გირჩევთ გამოიწეროთ უცხოგრაფი ფეისბუქზე და თვალი გვადევნოთ ;)
მომავალ პოსტამდე :*


ავტორი: გიორგი ბეჟანიშვილი
ბლოგერი. პროფესიონალი ფოტოგრაფი. ფოტოჟურნალისტიკის ლექტორი.

Facebook: https://www.facebook.com/Utskhography
Pinterest: https://www.pinterest.com/Utskhography/
Twitter: https://twitter.com/Utskhography
E-mail: g.bejanishvili@gmail.com
Tel: +995 598 00 52 00


0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...