რა გახსენდებათ ამ სიტყვის პირველ გაგონებაზე? ფასდაკლება ტანსაცმელზე? ელექტრო ტექნიკაზე? როდის არის ხოლმე სეილები? ძირითადად დიდი კომპანიები სეილებს საახალწლოდ აანონსებენ. დიდი სეილები ყოველთვის იზიდავს დიდი რაოდენობით მომხმარებლებს.
რა რეაქცია გენებათ რომ გაიგოთ სეილები მარტში? სამი და რვა მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით ბევრი კომპანია აკეთებს აქციებს, სეილებს და გათამაშებებს. მაგრამ გსმენიათ რამე ფოტო სერვისის ფასდაკლებისა და აქციების შესახებ? მე ძალიან იშვიათად. არადა ცუდია. მსგავსი აქციები აუცილებელია ნებისმიერი ფოტო სტუდიისთვის როგორც სარეკლამოდ, ასევე განვითარებისთვის და ზოგადად საინტერესო და ახალი სამუშაო პროცესების გაღვივებისთვის.
მაინც რა სახის უნდა იყოს ფოტო სერვისის სეილები? 20 % ? 30? 50%? რა იქნება თუ ისინი უფრო გაიზრდებიან. თან დღეს, როცა სოციალურ ქსელებში ფოტოგრაფიის ნამდვილი ბუმია. ნებისმნიერ მეორე ადამიანს საპროფილედ მაღალი დონის პროფესიონალური ფოტო ნაწარმი უნდა რომ ქონდეს. სწორედ ამ ტენდენციისა და ქალთათვის მარტის დღესასწაულების მისალოცად უცხოგრაფის გუნდმა გადაწყვიტა დიიიდი ფოტო აქცია:
მხოლოდ ერთი დღით
7 მარტს
თელავში, პარკ ნადიკვარზე
8 პროფესიონალური პორტრეტი - მხოლოდ 8 ლარად!!!
3 საოჯახო პორტრეტი - მხოლოდ 3 ლარად!!!
ფოტოების ადგილზე დამუშავებით და დისკზე ჩაწერით.
აქცია დაიწყება 12:00 საათიდან და გაგრძელდება 17:00 საათამდე.
დაუჯერებელია ხომ? ამ სერვისს ხომ სხვა სტუდიები 50 ლარად ან სულაც 100 ლარად გთავაზობენ. თანაც 5 ფოტოთი ან სულაც ათით. მაგრამ მთლიანობაში ერთი ფოტოს ღირებულება მაინც 5 ან 10 ლარი გამოდის. ჩვენი აქციის ფარგლებში კი თქვენ მიიღებთ 1 ფოტოს 1 ლარად!
უცხოგრაფის გუნდი და სამუშაო სტუდია განლაგებული იქნება ნადიკვარის კაფეში, რომელიც ჩვენი პარტნიორია და 12 საათიდან დაგელოდებათ. მიულოცეთ თქვენს ოჯახის წევრებს, დედებს, შვილებს, შეყვარებულებს ან მეუღლეებს ქალთა დღესასწაულები და ისარგებლეთ ჩვენი აქციით.
ყველას გილოცავთ გაზაფხულის შემობრძანებას! :*
ავტორი: გიორგი ბეჟანიშვილი
ბლოგერი. პროფესიონალი ფოტოგრაფი. ფოტოჟურნალისტიკის ლექტორი.
Facebook: https://www.facebook.com/Utskhography
Pinterest: https://www.pinterest.com/Utskhography/
Twitter: https://twitter.com/Utskhography
E-mail: g.bejanishvili@gmail.com
Tel: +995 598 00 52 00
0 comments:
Post a Comment