მსოფლიო რბენაზე გასულ წელს ვიყავი. მახსოვს მაგრად მომეწონა, განსაკუთრებით კონცერტმა მომხიბლა. კიდევ მაღალი დონის ორგანიზებამ. წელსაც ყველაფერი კარგად იყო. რეგისტრაცია 2 დღით ადრე გავიარე და 3 მაისის გათენებას სულმოუთმენლად დაველოდე.
გათენდა და რა გათენდა. წვიმა, ნისლი, ჭყოპი. აღარ ვიცოდი რამდენი ფენა ტანსაცმელი ჩამეცვა, აბა იქ სამხედრო ბათინკებიო, აქეთ საწვიმარი პალტოო, ვინ რას მაწვდიდა სახლში ვეღარ ვიგებდი. ავიკაზმე და წავედი. გადაღებაზე ლევან დვალთან ერთად ვიყავი.
მივედი და დამხვდა გუბეების ქალაქი. თუმცა ძალიან მალე ამინდი ისე შეიცვალა, თითქოს დაკვეთით გამოიდარაო. სასწაულად დაცხა და ყველა ერთიანად გაშიშვლდა :D
ფოტოების გადაღების განწყობა ნამდვილად მქონდა, თუმცა უფრო არა გადაღება და მედია სტატუსი, არამედ მონაწილეობა და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა მინდოდა. ვინ იცის მომავალ წელს შეიძლება სწორედ მონაწილედ დავრეგისტრირდე.
ქვემოთ მოცემული ფოტოები სპონტანურად გადავიღე. იმედია მოგეწონებათ. ყველაზე მეტად მეწყინა სიახლე, რომ ჯგუფი "ყველა" რომელიც კონცერტზე გამოვიდა თურმე იშლება, მაგრამ გამიხარდა, რომ მათ ბოლო კონცერტს მაინც დავესწარი.
სტარტამდე
ჩეკურიშვილები :D
სტარტის ხაზთან
დავრწმუნდი რომ, შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს:
არც ასაკი
დარბის ყველა
ზოგიც არამხოლოდ დარბის . . .
ზოგი მალე იღლება
და უკვე მოსეირნობს
ზოგი სიმღერით მოდის
ზოგი გაოცებული იყურება
და აგერ თელაველი მონაწილეებიც გამოჩნდნენ
ასპარეზობა გადამწყეტ ფაზაში შედის . . .
ყველას გამარჯვების იმედი აქვს, თუმცა გამარჯვებული ოდნავ მოგვიანებით ისევ ანატოლი ოლეინიკოვი გახდა, რომელმაც გასულ წელსაც გაიმარჯვა, მაგრამ ამერიკაში არ გაუშვეს. იმედია წელს მაინც ჩაერევა სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო და ამ ორგზის ჩემპიონს მისცმენ ვიზას. ქალთა შორის გამარჯვებული კი ჰოლანდიელი ქალბატონი გახდა. სამწუხაროდ გამარჯვებულების ფოტოები არ მომეპოვება, რადგან იმდენად გავერთე კონცერტით და დროსტარებით, რომ კამერები და გადაღება სულ დავივიწყე. კონცერტი როგორც მოგახსენეთ ნამდვილად კარგი იყო.
ჯგუფი მწვანე ოთახი |
0 comments:
Post a Comment