Wednesday, May 6, 2015

ჩვენი მიზნები და სტილი


"უცხოგრაფი" ეს არის ფოტო-ვიდეო სტუდია და ბლოგი ფოტოგრაფიის შესახებ.

ჩვენი აზრით ფოტოგრაფია ჯადოქრობაა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს წარსულსა და მომავალს.

კარგი ფოტო თუ ფოტოგრაფი აუცილებლად უნდა ყვებოდეს საინტერესო ამბავს, რომელიც ისტორიის ნაწილს წარმოადგენს.


წამის გაჩერება და მისი საუკეთესოდ შენახვა ჩვენ მისიად იქცა. 

ჩვენი სტილი გამორჩეულია და ის ფოტოჟურნალისტიკას და ამბის თხრობას უკავშირდება. ჩვენ გვჯერა რომ შეგვიძლია შევქმნათ და შევინახოთ ლამაზი და საინტერესო მოგონებები თქვენთვის. 

ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა ერთი კადრის თუ სიტუაციის მრავალი კუთხიდან დანახვა, სწორედ ამიტომ ვმუშაობთ რამდენიმე კამერით და ხშირად ჩასაფრებულ მდგომარეობაში ვიმყოფებით.

ჩვენი დოკუმენტური ჟანრი სწორედ კადრის გამოჭერას უკავშირდება და არა მის დადგმას. ზოგჯერ დადგმაც მიზანშეწონილია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჩვენ მოდარაჯის პოზიციაზე ყოფნა გვიწევს და ექსპრომტში მუშაობა.

სწორედ ესაა უცხოგრაფის ხელწერა და სტილი.

სანამ საიტს მიმოიხილავდე, უფრო ახლოს გაეცანი ჩვენი მუშაობის ისტორიას.

და იხილე ჩვენი ყველაზე პოპულარული ამბები:

რატომ უნდა ღირდეს ფოტომომსახურება საქართველოში ძვირი
- ჩემი ძმა, ერთი აქეთაც გადაგვიღე!
- გადამღებები მოვიდნენ, ქოჩორი გაისწორე პაწრო!

მიმოიხილეთ ბლოგი და დაგვიმეგობრდით სოციალური მედიის სხვა ვებ-სიტებზეც.

1 comments:

  1. საინტერესო სტატიებია ფოტოგრაფიის შესახებ. კარგი იქნება თუ Qwelly-ს ფოტოგრაფიის ჯგუფში გადმობლოგდებოდა ))

    http://www.qwelly.com/group/photography

    ReplyDelete

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...