ინდივიდუალურ ფოტოსესიებს იშვიათად ვიღებ, ძირითადად ალბად იმიტომ, რომ ჩვენთან ამის კულტურა ჯერ არ არსებობს. უამრავი თინეიჯერი მწერს ფოტოსესიის შესახებ, თუმცა იდეაში ამ პროცესს ფოტოსესიას ვერც დავარქმევთ. ეს უფრო საფეისბუქო 4-5 ფოტოს გადაღებაა. რაშიც ახალგაზრდები მზად არიან მიზერული თანხა გადაიხადონ. თანხას თავი დავანებოთ, როცა ვეუბნები რომ გადაღებამდე უნდა შევხვდეთ, შევათანხმოთ ტანსაცმელი, აქსესუარები და ლოკაციები, იბნევიან. ისიც უკვირთ რომ გადაღება ორ ან სამ დღეს გაგრძელდება. საბოლოოდ ყველაფერი "კარგი, დროებით" მთვარდება.
ლალინამ რომ დამირეკა, ზუსტად ამიხსნა რისთვის უნდოდა ფოტოები და გადაღების რამდენიმე დღიან პროცესზეც თავიდანვე შევთანხმდით. ფოტოებს ორი თუ სამი დღე ვიღებდით. შედეგით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა. ვიფიქრე თვენთვისაც გამეზიარებინა ჩვენი საერთო ნამუშევრები.
შეფასებები თქვენთვის მომინდია.
ალბომი: სტუდიური
ყოველდღიური სტილი
პ.ს. მადლობა კაფეებს "გიშერი" და "სტარზი"
0 comments:
Post a Comment