მას შემდეგ კახასთან და ორგანიზაცია "CENN"-თან კიდევ რამოდენიმეჯერ ვითანამშრომლე. ახლაც რომ დამირეკა კახამ გადაღებაზე მივდივართო, მივხვდი რაღაც უცნაურობას მიმზადებდა. ამჯერად თავი პანკისში, სოფელ დუისში ამოვყავით, სადაც ორი დღის მანძილზე თვითნებური ნაგავსაყრელების გასუფთავებას ვაშუქებდი.
აქციაში ახმეტის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახური და სოფლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. გზაში კახა მეკითხებოდა ნაგავსაყრელის გარდა სხვა ასეთ უცნაურ გადაღებაზე თუ ყოფილხარო. გონება დავძაბე, მაგრამ მართლა ვერ გავიხსენე. ეს ყველაზე უცნაური თემაა ჩემ კომერციულ დაკვეთებს შორის.როგორია ერთ დღეს რომ ქორწილს იღებ, მეორე დღეს ფეშენ რეკლამას და მესამე დღეს ნაგავსაყრელის გადასაღებად მიდიხარ. თუმცა ისე ხშირად დავდივარ, რომ მგონი უკვე მივეჩვიე. მისვლისთანავე "მოვშინაურდი" და რეპორტაჟულ სტილში გადაღება დავიწყე, თუმცა ვცდილობდი ცოტა მხატვრული შტრიხებიც შემეტანა ამ არცთუ მხატვრულ აქციაში, რამდენად გამომივიდა ეს უკვე თქვენ შეაფასეთ.
0 comments:
Post a Comment