Monday, July 25, 2016

გიოს და ქეთას ქორწილი (მცირე კოლაჟი)




გიო და ქეთა მათი ქორწილის გადაღებამდე 2 დღით ადრე გავიცანი, თბილისში მივდიოდი გადაღებაზე და თელავიდან გამიყოლეს მანქანით. გზაში ბევრი ვისაუბრეთ საქორწინო დღის გეგმაზე. თავიდანვე მივხვდი რომ ძალიან გამიმართლა, შესანიშნავი, ენერგიული და რაც მთავარია პოზიტივით სავსე წყვილი შემხვდა გადაღებისთვის.

ქორწილის დღეს დილიდან ყველა იმას ვნატრობდით არ გაწვიმებულიყო, თუმცა თბილისში დილით მაინც გაგვიწვიმდა. უნდა ვაღიარო რომ იმ მომენტში პირიქით გამიხარდა, რადგან ტბაზე გადაღებულ ფოტოებს წვიმის წვეთები მოუხდა კიდეც.

კახეთში შედრებით უკეთესი და უნალექო ამინდი დაგვხვდა. მხიარულად გავიარეთ გზა ალავერდისკენ, შემდეგ კი შატო მერესკენ, სადაც საღამოს სუფრა და წვეულება იყო დაგეგმილი. ქორწილი ვიწრო წრეში იყო გაკეთებული, რაც ჩემთვის ერთგავ შვებას წარმოადგენდა. არ მიყვარს გადატვირთულ სუფრებზე ქაოსურად მუშაობა, ეს იყო ჩემთვის იდეალური გარემო სამუშაოს წყნარად შესრულებისთვის. თუ რა და როგორ გადავიღე ქვემოთ ნახავთ.

იმედია მოგეწონებათ, თქვენი მოსაზრებები და შთაბეჭდილებები შეგიძლიათ კომენტარებში დამიტოვოთ ;)







































































































2 comments:

  1. გიოს და ქეთასაც გაუმართლათ რომ ასეთი "შესანიშნავი, ენერგიული და რაც მთავარია პოზიტივით სავსე" ფოტოგრაფი შეხვდათ გადაღებისთვის. :)

    ReplyDelete

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...