Friday, July 22, 2016

როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი ფოტოგრაფია ორი უბრალო გადაწყვეტილებით



შეკითხვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვისმენ: 

- ,,ვაუ, ლამაზი ფოტოა! რომელ კამერას იყენებთ?“ 

გეცნობათ ეს კითხვა? 

ადრე ამ შეკითხვის გაგონებისას ყოველთვის ვპასუხობდი ერთსა და იმავეს, ვეუბნებოდი თუ რომელ კამერას ვიყენებდი, თუმცა ჩემი აზრით, ამას ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა.

დამწყებები და მოყვარული ფოტოგრაფები, როგორც წესი ელიან, ფულის დაზოგვას და დანაზოგით ახალი უკეთესი ტექნიკის შეძენას. ფიქრობენ რომ სწორედ  ეს გააუმჯობესებს მათ შედეგებს. შესაძლოა ესაა მიზეზი იმის, რომ ამდენი ადამიანი ყიდულობს ციფრულ კამერებს ცოდნის გარეშე.

საკმაოდ ადვილად ამოიცნობთ ასეთი ტიპის ფოტოგრაფებს... 

ესენი ისინი არიან, ვინც იყენებს განათების ავტომატურ რეჟიმს მთელი ქალაქის ჰორიზონტის გასანათებლად.

მე მესმის, რომ ყველა ჩვენგანს გვინდა გადავიღოთ დიდებული ფოტო ძალიან ბევრი ინვესტირების გარეშე დასაწყისისათვის (ან საერთოდ).  მეც ამის მსგავსად დავიწყე ლანდშაფტის და ურბანის ფოტოგრაფია, სანამ არ მივხვდი, რომ არ არის საჭირო ერკვეოდეთ კამერის მონაცემებში და სეთინგებში, თუ რას გიკეთებთ კამერა მანამ, სანამ თქვენ გსურთ მიიღოთ კრეატივი. ჩემთვის, ან უმეტესი ჩვენგანისათვის აუცილებელია გავიგოთ სხვაობა , როგორიცაა მაგალითად f/4.5 და f/11ს შორის, რადგან შესაძლოა გარკვეული ტიპის სტილი გვქონდეს გათვალისწინებული, მაგრამ თუ თქვენ ახალი ხართ და უბრალოდ გსურთ კარგი ფოტოს გადაღება, შესაძლოა არ ჰქონდეს მნიშვნელობა, როგორ ფიქრობთ.

მე ვამუშავებდი ფოტოს, რომელიც ამ წელს ნიუ იორკში გადავიღე და ვიფიქრე, შესაძლოა საინტერესო ყოფილიყო დავბრუნებოდი ჩემს ძველ ფოტოებს და მენახა, როგორ შევიცვალე და როგორ შეიცვალა ჩემი ფოტოგრაფიის ტიპი. მე პირველად ამ ადგილს 2012 წელს ვეწვიე, ასე რომ ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იყო შედარებისათვის.

ორივე ფოტოს იერსახე სრულიად განსხვავებულია და ჩემს თვალში დიდად გაუმჯობესებულია ხარისხი, რაც მაფიქრებინებს, რატომაა ასეთი დიდი განსხვავება 2012სა და 2014ს შორის?



ყველაფერი კამერაზეა დამოკიდებული – მცდარია!

როდესაც ამ ორ ფოტოს შევხედე დავფიქრდი, თუ რა მექანიზმს ვიყენებდი ორი წლის წინ და მივხვდი, რომ ზუსტად იგივე კამერას და ლინზას ვიყენებდი. ერთადერთი საგანი, რომელიც შევცვალე იყო ჩემი ძალიან იაფი და მძიმე შტატივი, ეს წლების წინ უნდა გამეკეთებინა, რათა შემენარჩუნებინა წონა და  ნერვები.

გარდა ამისა ვისწავლე, როგორ გამოვიყენო კამერა და გადავწყვიტე გამეუმჯობესებინა  დამუშავება, რადგან არ მიყვარს როდესაც ექსტრემალურად არარეალურ შედეგებს ვიღებ. მე ვკითხულობ უამრავ სტატიას, წიგნს და ყველაფერს, რასაც ვპოულობ ფოტოგრაფიის შესახებ, იუთუბზე ვუყურებ სხვა პროფესიონალ ფოტოგრაფებს და უბრალოდ ვცდილობ ახალი რამეები უკეთ გავაკეთო.

უკვე ვხედავ და მესმის ყველა პატარა "შეცდომა“, რაც დავუშვი და ვიცი, როგორ უნდა აღმოვფხვრა ისინი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მე გავუმჯობესდი ახალი კამერის გარეშე.

რა გჭირდებათ ლანდშაფტის ფოტოგრაფიისათვის

მე ვთქვი, რომ უმეტეს შემთხვევაში დამწყებებისათვის და მოყვარული ფოტოგრაფებისათვის კამერას არ აქვს მნიშვნელობა, რაც მართალია, რადგან მინიმუმი სამუშაო გაქვთ. ჩემი აზრით, მხოლოდ ეს სამი რამაა აუცილებელი:

1. კამერა RAW გადაღების შესაძლებლობით

2. კამერა, რომელზეც საშუალება გექნებათ ცვალოთ f-stop ხელით

3. კარგი შტატივი (იდეალური შემთხვევაა დისტანციურად მართოთ კამერა, რათა თავიდან აიცილოთ შენჯღრევა ჩამკეტის ღილაკზე შეხებისას.)

მეგაპიქსელები ცოტახნით დაივიწყეთ, არ სცადოთ ND ფილტრით დაწყება, თავად არ შექმნათ მიზეზი მიიღოთ სრული ფორმატის კამერა ფოტოს უკეთესი ხარისხისათვის. ყველაფერი ეს ტექნიკაა გარკვეული ტიპის შედეგის მისაღებად, მაგრამ თუ დამწყები ხართ ისინი საერთოდ არ აუმჯობესებენ თქვენს ფოტოგრაფიას.



პირველი გადაწყვეტილება – მხოლოდ ერთ საგანზე მოახდინეთ ფოკუსირება

სანამ ფოტოგრაფიის განსხვავებული ტიპების მხოლოდ ერთ ნაწილზე მოვახდენდი ფოკუსირებას, მაკრო ფოტოგრაფიის კეთებით ვცადე თემების სრული სპექტრი (ამისათვის შევიძინე დღეისათვის გამოუყენებელი 70-300მმ ლინზა), ვცდილობდი სხვადასხვა ხანგრძლივობის ექსპოზიციას, დავიწყე პორტრეტების გადაღება და ა.შ.

მოკლედ რომ ვთქვა, ყველაფრის ცდა მინდოდა, მაგრამ გაუმჯობესების შანსი არასდროს მქონია, რადგან თითოეული ფოტო საჭიროებდა სრულიად განსხვავებულ აზროვნებას და სხვა ტექნიკურ ასპექტს. ჩემი რჩევა იქნება, დაიწყოთ ფოკუსირება ახლავე. ყველაზე მეტად ლანდშაფტის ფოტოგრაფია მომწონდა, ასე რომ გადავწყიტე ერთი ლინზა გამომეყენებინა - 17-50მმ.

თუ პორტრეტი მოგწონთ, შესაძლოა იყოს კიდევ ერთი ლინზა, რომელიც ეფუძნება იმას, თუ რა არის თქვენთვის დასაწყებად მნიშვნელოვანი. ვინაიდან მე ვიყავი ერთადერთი გადამღები მინიმალური მექანიზმით, გავაცნობიერე, რომ ჩემი ხედვა კარგ პერსპექტივებზე ბევრად უკეთესია.

მე ეს შევნიშნე მას შემდეგ, რაც მთხოვეს ქორწილის გადაღება ამ წელს. გაოცებული დავრჩი შედეგებით, წყვილს გადაღებამდე ვუთხარი კიდეც, რომ ძალიან ბევრის მოლოდინი არ ჰქონოდათ, რადგან დიდი ხანია პორტრეტები არ გადამიღია.

და გამოიცანით? მე მქონდა მხოლოდ ეს ერთადერთი ლინზა, რომელსაც  ამ დროისათვის ძალიან კარგად ვიცნობ. ნაკლები შესაძლებლობები, მაგრამ უფრო მეტი დრო მნიშვნელოვან ასპექტებზე ფოკუსირებისათვის, როგორც დამწყებისათვის საქორწილო ფოტოგრაფიაში.


მეორე გადაწყვეტილება – ისწავლეთ როგორ დაამუშაოთ ფოტოები

მას შემდეგ, რაც აქცენტი გავაკეთე ერთ რამეზე, კარგი ფოტოს მისაღებად დავიწყე დამუშავების შესწავლა. მე, როგორც პროფესიონალი ვებ დიზაინერი და პროდუქტის მენეჯერი წლების განმავლობაში Adobe Photoshop-ში ვმუშაობდი, მაგრამ ეს იყო სრულიად განსხვავებული სამუშაო პროცესი.

თეორიულად, ვიცოდი საფუძვლები, თუ როგორ გამომეყენებინა ეს კომპლექსური პროგრამა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ დამემუშავებინა ფოტოები სწორად. ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი ბევრი ფოტოგრაფისათვის არის ის, რომ შეწყვიტოს ფოტოშოპის, ან მსგავსი პროგრამების გათვალისწინება, როგორც თაღლითობა – ეს ასე არ არის.

ადამიანის თვალს (და ტვინს) შეუძლია ძალიან სწრაფად ადაპტირდეს მაღალ დინამიურ დიაპაზონებზე, კამერას არ შეუძლია. სწორედ ამიტომ ადამიანები პირველ რიგში იწყებენ HDR-ის (მაღალი დინამიური დიაპაზონი) კეთებას. უმეტეს დროს მე ვუყურებ ჩემს შემდგარ ფოტოებს და მახსოვს ორიგინალი სცენის განწყობა სრულიად განსხვავებულად.



ფერები ხშირად განსხვავებულია იმისგან, რაც მახსოვს და ვგრძნობ. მაგალითად ჩამავალი მზისას. დამუშავებას ჩემთვის და ყველასთვის მოაქვს შესაძლებლობა დავაბრუნოთ ყველაფერი, რაც დაიკარგა ფოტოში.  ამიტომ არის მნიშვნელოვანი RAW ფორმატით გადაღება, რადგან ის შეიცავს და ინახავს ბევრად მეტ დეტალს, რომელიც შეგიძლიათ აღადგინოთ, თუ გენდომებათ. თუ რამდენად უნდა ,დაარედაქტიროთ კადრი ფოტოშოპში, ხშირად დამოკიდებულია თქვენს RAW მონაცემებზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამდენი ვისწავლე ჩემი პირადი უპირატესობები იმის შესახებ, თუ რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი დიდად შეიცვალა შემდეგი თანმიმდევრობით:

1. დრო და ადგილმდებარეობა

გადაიღეთ ფოტოები სწორ დროს და სწორ ადგილას: საოცარი მზის ჩასვლისას, ან ლურჯი საათის დროს და თქვენი შედეგები მინიმუმ - საკმაოდ ღირსეული დონის იქნება.

2. დამუშავება

გზა, რომელსაც გაივლით საბოლოო შედეგებამდე, უმეტესად თქვენს პერსონალურ სტილზეა დამოკიდებული. გინახავთ ოდესმე ფოტო და მომენტალურად მიხვდით ვინ გადაიღო? ეს პორტრეტის ფოტოგრაფიაში, შესაძლოა იყოს ტანსაცმელი და ა.შ. მაგრამ ლანდშაფტის ფოტოგრაფიაში ძირითადად ეს დამოკიდებულია თუ რა გზით დაამუშავებთ ფოტოს.

3. გადაიღეთ

სანამ სრულიად გაანადგურებთ ფოტოს არასწორი ფოკუსის გამოყენებით ძალიან არამახვილი შედეგის გამოყენებით, ან ლანდშაფტისათვის   f/2.8-ზე დაყენებით, ვერ შეძლებთ ამ ნაწილის ჩაშლას. ჩემი აზრით ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია გასაგებად.

შესანიშნავი პროფესიონალი ფოტოგრაფები იმიტომ კი არ იღებენ საუკეთესო შედეგს, რომ მათ აქვთ საუკეთესო და ყველაზე ძვირიანი მექანიზმი, არამედ იმიტომ, რომ მათ იციან საუკეთესო დრო გადაღებისათვის და ის, თუ როგორ დაამუშაონ RAW-ში. ყველაზე კარგი მაგალითია, ერთ–ერთი ჩემი საყვარელი ფოტოგრაფი კილიან შონბერგერი, რომელმაც ზუსტად იცის, როდის უნდა გადაიღოს, რომ მის ყველა ფოტოში იყოს ბუნდოვან  –მისტიკური განწყობა.
 


დასასრულს

კარგი იდეაა დაიწყოთ ფოკუსირება რაიმეზე და გააუმჯობესოთ ცოდნა პატარა მასშტაბებით. იყურე უკან, თქვენ შეამჩნევთ უფრო დიდ ნაბიჯებს, რომელიც აგრეთვე გადაიხდის დივიდენდებს მთელი თქვენი ფოტოგრაფიული ცოდნისა და შედეგებისათვის.

თუ თქვენ უკვე ფლობთ წესიერ კამერას და ფიქრობთ ფულის დაბანდებაზე შემდეგი თაობის აპარატზე, ორმაგად უნდა იფიქროთ, რის მიღწევას ცდილობთ. მე არასდროს ვურჩევ ქორწილის ფოტოგრაფს  f/1.8 ლინზის ყიდვას თუ უკვე აქვს f/4.

და ბოლოს, თუ თქვენ ჯერ კიდევ არ იყენებთ Adobe-ს პროგრამებს ან  ისეთ საოცარ  ფილტრებს, როგორებიცაა Nik and Topaz, უნდა იფიქროთ ინვესტიციაზე ხარისხის დასამუშავებლად და ისწავლოთ, როგორ გამოიყენოთ ეს ინსტრუმენტები სწორად.


თარგმნა ნინო კაპანაძემ


წყარო: https://iso.500px.com/how-i-drastically-improved-my-photography-with-just-2-little-decisions/?utm_source=500px&utm_medium=social&utm_campaign=how-i-drastically-improved-my-photography-with-just-2-little-decisions



0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...