Thursday, July 14, 2016

სტუმრად შალოშვილის მარანში

შალოშვილის მარანში სტუმრად ერთი სრული დღე გავატარე. გადასაღებად მისულს აბსოლუტურად განსხვავებული გარემო დამხვდა, ვიცოდი რომ ქალაქგარეთ მივდიოდი, მაგრამ იქ არსებული საოცარი აურა და მშვიდი სიტუაცია მალამოსავით მეამა. 

- ათასი საქმე მაქვს, მალე უნდა წავიდე მეთქი - დავიწუწუნე დილაუთენია მისულმა. საქმეები მოიცდის, დაისვენეო მითხრეს, თავიდან ვიფიქრე გადავიღებ და მალევე წავალ დავუბრუნდები თქო ქალაქს, მაგრამ ბოლოს კინაღამ იქ დავრჩი, სახლში შუაღამისას დავბრუნდი, კარგად დასვენებული და რაც მთავარია უგემრიელესი ღვინით შეზარხოშებული. 

ფოტოებს დღის განმავლობაში ვიღებდი, საღამოს სტუმრებიც გვეწვივნენ და აახმაურეს მარნის კარ-მიდამო. სუფრის თამადა, მსახიობი ვანო იანტბელიძე ქართულ ადათ წესებს და სიმღერებს აცნობდა სტუმრებს. შევეცადე მინიმალურ განათებაშიც დამეფიქსირებინა მარანი და მისი სტუმართმასპინძლობა. 

სახლში დაბრუნებულმა მყარად გდავწყვიტე დაბრუნება და რამდენიმე დღით დასვენება. ფილმის სცენარზე მუშაობისათვის იდეალური გარემოა, თუმცა ვფიქრობ მარანში ნებისმიერი ადამიანი იპოვის თავისი საქმის ინსპირაციას.

























































































0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...