,,ჰეი, მშვენიერი ფოტოა! სანაძლეოს დავდებ კარგი კამერა
გაქვთ“
ეს სიტყვები ყველა ფოტოგრაფს ათასჯერ აქვს მოსმენილი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვისმენ ამ წინადადებას
თვალებს
ვატრიალებ და ვუხსნი, რომ ,,ეს კამერა არაა, კამერის უკან ხელოვანი დგას.
საქმე მექანიზმში არ მდგომარეობს.“ მოვახდენ
ერთ–ერთი ჩემი საყვარელი ფოტოგრაფის, ელიოტ ერვიტის ფრაზის ციტირებას: ,,ფოტოგრაფია
კეთდება ცოტათი იმით, თუ რას ვუყურებთ და ყველაფერი კეთდება იმით, თუ როგორ ვხედავთ.“
ჩემი კამერა მხოლოდ ხელსაწყოა. ამას ყოველთვის ვამჩნევდი.
მას არ აქვს ფანტაზიის დონე, ცოდნა და უნარი, განახორციელოს დიდებული გადაღება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სუსტი წერტილია მექანიზმის
ახალი ნაწილი, სხვა ფოტოგრაფებთან აღჭურვილობაზე საუბარი ძალიან მღლის. მინდა გვჯეროდეს,
რომ ფოტოგრაფები არიან ხელოვანები, რომლებიც კამერას, როგორც იარაღს ისე ირჩევენ. ეს
ყოველთვის ჩემი აზრი იყო.
ბოლო დრომდე.
მე მქონდა სიამოვნება, გადამეღო Neptune Steps ოლაფ
პიგნატაროსთან და იან მაკნიკოლთან ერთად. ჩვენ აღმოვჩნდით ადგილზე, რომელიც სავსე იყო
აპარატურებით. იქ იყო სტუდენტი ფოტოგრაფი თოკების შესასწავლად.
,,მსუბუქად იმოგზაურებთ“ – ვუთხარი მას.
მან პასუხი დამიბრუნა – ,, მე არ მაქვს ფული აპარატურების
შესაძენად. სტუდენტი ვარ.“
მას ჰქონდა ერთი კამერა და ერთი ლინზა. თავისი ნამუშევარი
მაჩვენა და კარგი იყო. როგორც მთელი სხეულით ნამუშევარი, მისი პორტფოლიო ნამდვილად
შესაბამისი იყო და ამ დღეს მან რამოდენიმე მშვენიერი ფოტო გადაიღო. ეს ყველაფერი ადასტურებს
იმას, რომ შეზღუდული რაოდენობის აპარატურა საშუალებას გაძლევთ თქვენი ფოტოების სტილი შექმნათ, სხვადასხვა მექანიზმის გამოყენების გავლენის გარეშე.
ამ ყველაფერმა დამაწყებინა ფიქრი საკუთარი გადაღების
მიდგომაზე. ძალიან ბევრი ხომ არ მივიღე ფოტო აღჭურვილობით? რაც, თავის მხრივ განიხილავს სიტუაციებს,
სადაც ვიყავი სწორი მექანიზმით, ან არ ვიყავი, დამეხმარა, თუ შეაფერხა შესაძლებლობა
გადამეღო ის, რაც მსურდა. ხანდახან, აპარატურის არქონამ ჩემი ფანტაზია წაიყვანა ადგილებისკენ,
სადაც არ უნდა წასულიყო. თავის მხრივ, შევქმენი ფოტოები, რომლებსაც ამ გამოწვევის გარეშე
არ გადავიღებდი.
ასე რომ, თქვენი მექანიზმი მხოლოდ იარაღია მაშინ, როდესდაც
ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოგრაფის კრეატიული ხედვაა? თუ კარგი ხარისხის მექანიზმი ფოტოგრაფის
განუყოფელი ნაწილია?
ვისურვებდი, რომ საწყის ეტაპზე კარგი ფოტოგრაფია იყოს
მხოლოდ ხელოვანების ხედვაზე დამოკიდებული. თუმცა, არ ვფიქრობ რომ ეს ყოველთვის მუშაობს.
თუ ვერ იღებთ კარგ ფოტოს – გააკეთეთ იგი და თქვენი იარაღები შემოქმედებითი პროცესის
განუყოფელი ნაწილი იქნება.
ფოტოგრაფები და ხელოვანები საოცარ დროში ვცხოვრობთ, ყველა სახის ტექნიკა გვაქვს
გარშემო, რათა დაიჭიროს ჩვენი ხედვა. მაგრამ როგორც სპორტის, ან თავგადასავლების ფოტოგრაფი
ყოველთვის ვიბრძვით აპარატურისთვის საჭირო თანხით უფლება გვქონდეს მივიღოთ, რაც გვჭირდება,
მაგრამ ზუსტი მექანიზმის გარეშე ამას ვერ მიიღებთ.
კამერის აღჭურვილობის განსაკუთრებული ნაწილის ქონა საშუალებას
გაძლევთ წვდომა გქონდეთ გარკვეულ გამოსახულებაზე, რომლის მიღება მის გარეშე შეუძლებელი
იქნება. ისეთ კონკურენტუნარიან ინდუსტრიაში, რომელშიც ვმუშაობთ, შესაძლოა განსხვავება
იყოს ზედმეტი დავალების ქონაში, ამის გამო ერთი გადაღებისას გამოიყენეთ კონკრეტული
კამერის მექანიზმი. ყველაზე საინტერესო კუთხის
გადაღებით შეიძლება გამოეყოთ მსოფლიო კონკურენციას, თუ გააკეთებთ ყველაფერს, მის გადასაღებად.
ხანდახან მთელი თქვენი იდეა და კონცეფცია ეყრდნობა იდეას აპარატურასთან ერთად. ეს არის შემთხვევა, რომელიც საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ ისეთი
უნიკალური ფოტო, როგორსაც ვერ წარმოიდგენდით. თუმცა გახსოვდეთ, რომ საწყისი და საბოლოო
წერტილი ყოველთვის შემოქმედის წარმოსახვიდან მოდის და არა მექანიზმიდან.
ჩემთვის ფოტოგრაფის ხედვა და კამერა მხარდამხარ მიდიან.
ფოტოგრაფის/ხელოვანის თვალსაზრისი არის გასაღები, მაგრამ არსებითად სწორი ინსტრუმენტის
ქონა საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ ის, რაც თავში გაქვთ და გადათარგმნოთ ის ფოტოდ. პატიოსნები
უნდა ვიყოთ საკუთარ თავთან. ასე, რომ როდესაც ვინმე გვკითხავს – ჰეი, რა კარგი ფოტოა!
ნიძლავს დავდებ კარგი კამერა გაქვს“ თქვენი პასუხი უნდა იყოს – ..კი, და ცოტა გატაცება
და იდეა დამეხმარა მის გამოყენებაში".
ასე რომ დიახ, თქვენი კამერა და მისი აღჭურვილობა არის
განუყოფელი ნაწილი ფოტოგრაფიის. იგი საშუალებას გვაძლევს გავთვალოთ ჩვენი ხედვა , გადავიღოთ
ახალი კუთხეებით და აწესებს ზღვარს, რისი გადაღება
შეგვიძლია. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი – ანსელ ადამსმა
ასე ხატოვნად გადმოსცა ის– ,,კამერის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია 12 ინჩი მის
უკან“.
თარგმნა ნინო კაპანაძემ
წყარო: https://iso.500px.com/what-should-matter-more-to-a-photographer-camera-or-creativity/
0 comments:
Post a Comment