გამარჯობა!
იმის მტკიცება, რომ თქვენი ქორწილის ვიდეო "ტაშ-ფანდურა" სულაც არაა და რომ დახვეწილი და კარგად დავარცხნილი (ან დამონტაჟებულია) უბრალოდ თავის მოტყუებაა. თუმცა გამონაკლისებიც არსებობს, მაგრამ დღეს საქართველოში ქორწილის ე.წ. "სრული ვიდეოს" 90% "ტაშ-ფანდურა" ფორმატშია აწყობილი და მეტი არაფერი.
ესაა ვიდეო, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ რომ დიდად არც ოპერატორს აქვს ნაწვალები და მითუფრო არც მემონტაჟეს, კი შეიძება ის სულაც "DSLR" ან მაღალი რეზოლუციის ვიდეო კამერითაა გადაღებული, მაგრამ მონტაჟი და გადაღების ხაზი ზუსტად იმეორებს თქვენი მეგობრის ქორწილის ხაზს.
მარტივი სიუჟეტი:
გათენდა დილა, წავედით სალონში, ვიპრანჭებით, მივდივართ ჯვრისწერაზე, გზაა, გზაა, გზაა, დავიწერეთ ჯვარი და ფოტოსესია. პოზები, გოგო შუაშია და დანარჩენები მატარებლის ვაგონებივით ჩაბმულან, ან ყველა ერთად ჰაერშია.
ორიგინალურია!
არა, უფრო გენიალურია ვიდრე ორიგინალური!
მივდივართ დარბაზში გზაა, გზაა, გზაა . . . ( მცირე სტატისტიკა: ვიდეოს 15 ზოგჯერ 20 პროცენტიც კი უკავია გზის კადრებს. . . ) დარბაზში ხომ სცენარი ერთიდაიგივეა, ტყუპისცალებივით მსგავსი ქორწილები ხშირად მაფიქრებინებს, რომ თამადები სხვების ქორწილის დისკებს უყურებენ და ნომეკლატურულად სადღეგრძელოზაციას ახდენენ ("გრძელო" ნამდვილად შეეფერება აქ ნათქვამ სადღეგრძელოებს). ანუ აქავერებენ სხვა ქორწილის სცენარს. ცეკვა დაისი (მგონი დაისია ხო?), ისევ თამადა, ცეკვა, თამადა, ცეკვა, თამადა . . . ბოლოში აღმოაჩენ რომ სუფრის ვიდეოში თამადა უფრო ხშირად ჩანს, ვიდრე ნეფე-პატარძალი. ფეიერვერკი, ფრანები, ტორტი და თაიგული! მორჩა კინო, წადით სახლში.
აი რას ვეძახი ტაშ-ფანდურა ქორწილს!
შეიძლება მითხრათ რომ მე ვცდები ან ვაზვიადებ, რომ ეს ტრადიციული ქართული ქორწილია, მაგრამ . . . საიდან ვასკვნით, რომ ზუსტად ასე იხდიდნენ ქორწილებს ჩვენი წინაპრები? რომ ასეთი სცენარი იყო? და თუნდაც ყოფილიყო, რა აუცილებელია მისი მთელი სიცხადით, გადამთვრალი მოქეიფე ხალხით და ოღრაშული სცენებით ჩვენება? ა და კიდევ ერთი, არ მესმის იმ ხალხის, ვინც მეზობლების ქორწილის დისკებს მიარბენინებს სახლში და 2-3 საათი ("ნახე, ნახე "კიოსკაან ბალღი" როგორ ცეკვავს" ძახილში) უყურებენ.
აი რას არ ვუყურებთ ჩვენ!
აი რას არ ვიღებთ ჩვენ!
ტაშ-ფანდურა ქორწილის ვიდეო VS უცხოგრაფის დოკუმენტური ფილმი?
(VS - ვერსუს, პირისპირ, წინაააღმდეგ!)
ახლა გავარკვიოთ რას ვეძახით ჩვენ სტუდიაში დოკუმენტურ ფილმს.
თუმცა მანამდე მინდა გავიხსენო ჩემი პირველი შეხვედრა დოკუმენტალისტიკასთან. ეს იყო 2009 წელს, როცა ერთი (ალბათ 100 დოლარიანი) კამერა გამომატანეს თბილისიდან და მითხრეს დააკვირდი და თუ საინტერესო ადამიანებს წააწყდები - გადაიღეო. თავიდან ეს კამერაც და ეს მთელი ამბავიც თამაში მეგონა, დავრბოდი და რაღაცეებს ვიღებდი. ამ რაღაცეებს "თელავური სერიები" ერქვა, რომელიც ჯერ ძალიან უცხო, შემდეგ კი პირიქით მისაღები და საყვარელი აღმოჩნდა თელავისა და კახეთისათვის. ასე თანდათანობით მოვაგროვე 20-მდე თელავური სერია მედია ორგანიზაცია "გოუ ჯგუფისათვის". მონტაჟიც იქ ვისწავლე და გადაღებაც, ვთვლი რომ მე საუკეთესო მასწავლებელი მყავდა და ეს დათო ფიფიაა. სწორედ დათოს და მთელი "გოუ ჯგუფის" დახმარებით გავერკვიე თუ რა იყო დოკუმენტური სამოყვარულო ფილმის გადაღება და მონტაჟი.
მაინც რა არის დოკუმენტური საქორწინო ფილმი?
ეს არის პირველი კითხვა რაც ხალხს უჩნდება, როცა ვეუბნები რომ "პრიამოი" ქორწილის ვიდეოს არ ვიღებ, რომ ჩემი ხაზი და ხელწერა მაქვს.
ცოტა დამაბნეველად ჟღერს სიტყვა დოკუმენტურიც, რადგან ყველა ვიდეო, რომელიც ქორწილშია გადაღებული, ისედაც დოკუმენტურია, თუმცა როგორც ზემოთ ავღნიშნე მილიონჯერ გამეორებული სიუჟეტური ხაზითა და პლაგიატური სამონტაჟო სტილით ის უკვე გამოდის დოკუმენტური ჩარჩოებიდან და ემსგავსება დადგმულს.
ხოსე გადაღებაზე |
ა) ჩვენ ვიღებთ ქორწილმდე რამდენიმე დღით ან კვირით ადრე - - - - "ტაშ-ფანდურაში" კი მხოლოდ ქორწილის დღეა ნაჩვენები.
ბ) ჩვენ ვიწერთ ინტერვიუებს და ვისმენთ სიყვარულის ისტორიას სხვადასხვა ადამიანებისგან (ოჯახი, მეჯვარეები, მეგობრები) - - - "ტაშ-ფანდურაში" კი ინტერვიუები საერთოდ არაა.
დ) ჩვენ ყველა მოვლენას ორი ან სამი ვიდეო კამერით ვიღებთ - რაც თითქმის არ ხდება ჩვეულებრივ ქორწილებში. შესაბამისად გვაქვს ერთი ინტერვიუს, მოვლენის ან სულაც ცეკვის ორი რაკურსი, ორი კუთხე.
ე) ჩვენ დოკუმენტურ ფილმებს ვუყურებთ როგორც პროექტს: წინასწარ ვხვდებით წყვილს, ვათანხმებთ სცენარს, გადაღებისთვის საჭირო ლოკაციებს და ა.შ. ქორწილის შემდეგ აუარებელ მასალას ვახარისხებთ, ისევ ვალაგებთ სცენარს, სიუჟეტურად ვშლით, ვაერთებთ, ვშლით, ვაერთებთ. ანუ ესაა პროცესი სადაც ხდება კრეატიული იდეების ჭიდილი, დამკვეთთან ერთად განხილვა.
რაც ჩემთვის ცნობილია მსგავსი პროცესი საერთოდ გამორიცხულია "პრიამოი" ვიდეოს შემთხვევაში. რომელსაც სტუდიები ერთ დღეში იღებენ და როგორც წესი ერთ დღეში ან სულაც ერთ კვირაში ამონტაჟებენ.
როგორც ვიდეოს და არა ფილმს.
გადასაფარი კადრის ძიებაში |
ვ) კიდევ ერთი სხვაობა ფასია.
ჩვენი ფილმი ძვირი ღირს, რადგან გადაღების და მონტაჟის დღეები ბევრია, ის ხომ მეტ შრომას მოითხოვს, რადგან ის ფილმია, ჩვეულებრივი ფილმი. ზოგჯერ ჩვენი ფილმი 3 ან 4-ჯერ უფრო ძვირი გამოდის ვიდრე "ტაში-ტუშა" ვიდეოები.
ეს ერთი მხრივ ცუდია ჩვენთვის, რადგან კლიენტი ძირითადად ეძებს იაფს და სწრაფს (და მარტივს "დაი ბიო რა ინტერვიუები, ლიჟბი ე ფოტოსესია ჩამაგორებინა და სუფრაზე დამსვა" რეპლიკის თანხლებით).
თუმცა სწორედ იმიტომ რომ ის ძვირია - გვაქვს შანსი ვიმუშოთ უფრო იშვიათად, მაგრამ ნელა და ხარისხიანად. ამხელა პროექტის (ხან სრული სამონტაჟო მასალა 20-30 საათს შეადგენს) განხორციელებას ნამდვილად უნდა დაფიქრება, განხილვა და აუჩქარებლად გაკეთება. შესაბამისად ვიღებთ პროდუქტს, რომელიც ღირს ძვირი, არის იშვიათი (უცხო) და ხარისხიანი. და ამ ყველაფერს სწორედ მაღალი ფასი და ბაზარი არეგულირებს.
სხვაობები კიდევ არის, უბრალოდ არ მინდა დაგღალოთ, ვთვლი ესეც საკმარისია დაგარწმუნოთ იმაში, რომ თუ თქვენი ქორწილი ჯერ კიდევ წინაა სწორედ ასეთი ფილმი უნდა დაუკვეთოთ ჩვენ სტუდიას და არა აწ უკვე მილიონჯერ გადაღეჭილი, მოსაწყენი და ბანალური ვიდეო. თუ ამისთვის ფული არ გყოფნით, გირჩევთ შეამციროთ სტუმრების რაოდენობა. მაგალითად 300-ის ნაცვლად დაპატიჟოთ 250 და სამაგიეროდ დაიტოვოთ სამახსოვრო და ორიგინალური ვიდეო, რომელსაც ნებისმიერ დროს სიამოვნებით უყურებთ მეგობრებთან, შვილებთან ან სულაც შვილიშვილებთან ერთად. ეს არის ვიდეო, რომელისაც რაც უფრო დრო გავა უფრო დაედება ფასი.
ასე რომ ნუ დაინანებთ თანხებს (რომელსაც მაინც ხარჯავ შორეული ნათესავების დაპატიჟებაში) კარგი პროდუქტის (რომელსაც ზემოთ ხსენებული თვისების გამო ღვინოსაც კი შევადარებდი) შესაძენად.
ავტ: გიო ბეჟანიშვილი
მაიტა და ჩაგვსხი ერთი კარგათ აბა!
ReplyDeleteპაატა გმოდი, გიცანი ;)
ReplyDelete✅რა დღეში ხარ უჰ . მაგრამ ეგზოტიკა
ReplyDeleteდავიბენი ზაქარია. ვერც ერთ წინადადებაზე ვერ მივხვდი მესიჯს
ReplyDelete