‘Saturn’s rings’ (c.1984), NASA |
მოდი საუბარი საავტორო უფლებებით დავიწყოთ. აშშ-ს მთავრობას სანაქებო დამოკიდებულება აქვს იმ ფოტოების საავტორო უფლებების მიმართ, რომლებსაც ფლობენ საჯაროდ დაფინანსებული ორგანიზაციები, როგორიცაა NASA: ბევრი გამოცემისათვის საერთოდ არ არსებობს აკრძალვები ან სპეციალური გადასახადი. თუ პროექტი საზოგადოების გადასახადებით ფინანსდება - რასაც ის აწარმოებს, ყველაფერი საზოგადოების კუთვნილებაა.
რაც შეეხება რეალობას, ცალსახად უნდა ითქვას რომ ფოტო რელობას აცდენილია. ნუ, როგორც ჩვენთვის ცნობილია, სატურნის რკალები შეუიარაღებელი თვალით ასე სულაც არ გამოიყურება. ფოტოში ფერები შემდეგ დაამატეს. რომ ჩავუფიქრდეთ ეს არაკეთილსინდისიერი საქციელია. თუმცა, ადარდებს კი ეს ვინმეს? თუ ფოტო ჩვენზე საოცარ ეფექტს და შთაბეჭდილებას ახდენს, და თანაც დაფუძვნებულია რეალობაზე, მაგრამ მთლად რეალობაც არაა; თუ გაკვირვებას შეუძლია გადალახოს მათი ღაღადი, ვინც უარყოფს, რომ კაცობრიობის მომავალი და არსებობა სწორედ რომ შორეულ კოსმოსურ-ფრენებს უკავშირდება; მაშინ შედეგმა შეიძლება გაამართლოს საშუალება. და ბოლოს, ეს ყველაფერი მეცნიერებაცაა ხელოვნებასთან ერთად.
ახლა ვისაუბროთ შესაძლებლობებზე. ძალიან მცირე ჩვენთაგანს თუ დაუნახავს როგორ გამოიყურებიან სატურნის რკალები ახლოდან, კოსმოსური ხომალდიდან. მაშ, რაღას აკეთებს ეს სურათი გამოცემაში სახელად " მოყვარული ფოტოგრაფი"? პასუხი მარტივია. "მოყვარული" მუშაობს სიყვარულით იმ საქმის მიმართ, რასაც ის აკეთებს. ისინი ვინც სპეციალური ხელსაწყოები აიტანა რათა ეს ფოტო გადაეღო სწორედაც რომ "მოყვარულები" იყვნენ. მოყვარულები კოსმოსური-ფრენის და ფოტოგრაფიის. ყველა ჩვენთაგანი ვეჭიდებით იმ შესაძლებლობებს, რასაც ეს ცხოვრება გვთავაზობს.
და ბოლოს, ავტორობა. თუ ველური ბუნების ფოტოგრაფი მოაწყობს კამერას ისე, რომ მექანიზმი ვეფხვის გავლისას გადაიღებს ფოტოს, ავტორი მართლაც ფოტოგრაფი გამოდის, და არა ვეფხვი. მაგრამ შეიძლება კი ფოტოს ავტორობა იყოს განზოგადებული? თუ ასმა ან სულაც ათასმა ფოტოგრაფმა მოაწყო აპარატურა ხომალდზე რომ ფოტო გადაეღოთ, ასეთ შემთხვევაში ავტორობა გუნდურად იყოფა? ან, სულაც ყველა იმ ადამიანზე ვინც ზოგადად ამ პროექტში მუშაობს? ან იქნებ დედამიწის ყველა მკვიდრზე?
და ბოლოს მოდი ასეთ მაგალითს დავაკვირდეთ. თუ მაიმუნი უღებს თავის თავს სურათს, და ეს ერთი კარგი ფოტოგრაფის დამსახურებაა, რომელმაც მას ამის ნიადაგი შეუქმნა, მაშინ გადაჭრით უნდა ითქვას, რომ სურათი ან მაიმუნს უნდა ეკუთვნოდეს, ან ფოტოგრაფს. და არა ყველა ადამიანს დედამიწაზე.
ავტორი: როჯერ ჰიქსი
ჟურნალიდან: "Amateur Photographer"
თარგმნა გიო ბეჟანიშვილმა
0 comments:
Post a Comment