Friday, March 4, 2016

ნინი ჩაფიძის 4 წლის იუბილე (ფოტო კოლაჟი)

დაბადების დღის აღნიშვნა რამდენ თქვენთაგანს უყვარს? 

სიმართლეს გეტყვით რომ მე არა, ადრე მიყვარდა, ახლა ნაკლებად, თუმცა მეც რომ იმ დღეს დავბადებულიყავი აუცილებლად ვიზეიმებდი, რადგან გოგო რომლის დაბადების დღის გადასაღებადაც ვიყავი ოფიციალურად მხოლოდ 4 წლისაა :) 

საქმე ეხება თებერვლის უცნაურობას და ერთ მოპარულ თუ ზედმეტ დღეს (მომიტევეთ ასეთ საკითხებში ძალიან ცუდი ვარ). მოკლედ ნინის რომელიც 29 თებერვალს დაიბადა და ახლა 16 წლისაა, რეალურად 4 წლის იუბილე ქონდა :D

თბილი და მხიარული ნინი ჩაფიძე მეგობრებთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში მე და ხოსემ გადავიღეთ. ვიდეოსაც მალე შემოგთავაზებთ, მანამდე კი ფოტოკოლაჟის მცირე ვერსია იხილეთ.

პ.ს. დისკის დიზანზე ვფიქრობდი და ვერ გადამიწყევტია 4 დავაწერო თუ 16 :D იქნებ თქვენი აზრებიც მომაშველოთ <3
















მისტერ ხოსე და გოგონები





















გიო ბეჟანიშვილი
ბლოგერი. პროფესიონალი ფოტოგრაფი. ფოტოჟურნალისტიკის ლექტორი.

Facebook:/Utskhography
Instagram /Utskhography/
Twitter: /Utskhography
E-mail: g.bejanishvili@gmail.com
Tel: +995 598 00 52 00





0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...