Sunday, March 6, 2016

#მე ვახარისხებ ნარჩენს

თუ თელავის რაიონის სოფლებში: ბუშეტი, წინანდალი, ქვემო ხოდაშენი გაგივლიათ ამ უახლოეს ხანში ალბათ შენიშნავდით რომ ჩვეულებრივი ნაგვის ურნების გვერდით ახალი სტიკერებიანი ნაგვის ურნები გამოჩნდა. არ ვიცი სოფელი რამდენად მზადაა ნაგვის დახარისხება დაიწყოს, ანუ ქაღალდი, პლასტმასი და სხვა ნარჩენები ცალ-ცალკე მოათავსოს ჯერ პარკებში და შემდეგ ყუთებში, მაგრამ WMTR პროგრამა უკვე აქტიურად მუშაობს მათთან. გარდა იმისა რომ არალეგალური ნაგავსაყრელები გაწმინდეს, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გადაატრენინგეს და ნაგვის სეპარაციისთვის ურნებიც დადგეს, უკვე სკოლებშიც ატარებენ ტრენინგებს ნაგვის დახარისხების შესახებ.

მე როგორც რიგით მოქალაქეს და არა ფოტოგრაფს ძალიან მახარებს ეს ამბავი, პარკები რომლებიც პლასტმასის შესაგროვებლად აქციაზე დაურიგდათ ახალგაზრდებს, სახლში მეც წამოვიღე და ახლა ჩემ 6 წლის შვილს ვაჩვენებ რომ პლასტმასის ბოთლები სწორედ იქ უნდა მოათავსოს. ვთვლი რომ ამაში რთული და რაიმე განსაკუთრებული არაფერია და რაც მალე მივეჩვევით ნაგვის დახარიხებას და მოთავსებას შესაბამის კონტეინერებში, მით უფრო მალე გავთავისუფლდებით მავნე ჩვევებისა და ნაგვისგან.

ეს რაც შეეხებოდა ჩემს სამოქალაქო პოზიციას.

ახლა კი როგორც ფოტოგრაფი და ამ პროცესების დამკვირვებელი გთავაზობთ ტრენინგის ფოტოებს ;) იმედია მალე ყველა დავიწყებთ და ჩავერთვებით აქციაში:

#მევახარისხებნარჩენს




































0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...