Saturday, March 12, 2016

საგაზაფხულო აქცია უცხოგრაფისგან

გამარჯობა, გაზაფხული მშვიდობისა! <3

მარტი მართლაც გამორჩეული თვეა, ჯერ ერთი იმიტომ რომ დღესასწაულებითაა დატვირთული და მეორეც ძალიან ლამაზია, უცბად ფერადდება და იპენტება, ცვალებადი ხასიათიც უხდება და გაზაფხულის შემოსვლასაც ლამაზ-ლამაზად გვაცნობს.

არ ვიცი თქვენ თუ ხართ ჩემნაირ რომანტიულ ხასიათზე ან რამდენად პოეტურად უყურებთ ამ თვეს, მაგრამ სწორედ გაზაფხულის კაშკაშა ამინდებმა გადამაწყვეტინა მომეწყო ერთი სახალხო ფოტოსესია უცხოგრაფისგან!

მსგავსი ტიპის აქცია გასულ წელსაც გავმართეთ, მაშინ ეს რვა მარტს უკავშირდებოდა, ახლა კი მინდა უბრალოდ მარტის თვეს მივუძღვნათ!

აქციის ფორმა:

აქციას მარტივი ფორმა ექნება: სრული დღე მოედანზე, ერეკლე მეფის გალავანთან დაეთმობა გადაღებას. ფოტოებთან ერთად გადავიღებთ ასევე მოკლე ვიდეო რგოლსაც. გადაღების ყველა მონაწილეს ექნება საშუალება 10 წუთის მანძილზე იპოზიოროს უცხოს კამერის წინ ;) ხოლო გადაღებული ფოტოები მეილის საშუალებით მივა ადრესატამდე.

აქციაში მონაწილეობა:

აქციაში მონაწილეობისათვის საჭიროა 13 მარტიდან 23 მარტამდე ყოველდღიუარად გააზიაროთ უცხოგრაფის ბლოგიდან - utskhography.blogspot.com ნებისმიერი ხასიათის და შინაარსის პოსტები და მონიშნოთ ისინი ჰეშტაგით #გააზიარეუცხოგრაფი. პოსტების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა მას ვისი პოსტებიც ყველაზე მეტ ჩართულობას გამოიწვევს ჩვენგან საჩუქრად ინდივიდუალური ფოტოსესიის ბარათი გადაეცემა ;) დღეში ერთი პოსტი საკმარისია აქციაში მონაწილეობის მისაღებად. სხვა მოთხოვნები მონაწილეთა მიმართ არ არსებობს.

როგორ ხდება აქციაზე მოხვედრა:

24 მარტს მოვახდენთ აქციის დაჯამებას. დავითვლით სტატიებს და ადამიანებს ჰეშტეგის დახმრებით. მათ ვინც #გააზიარეუცხოგრაფი-ის გარეშე გამოაქვეყნებს სტატიებს აქციაში მონაწილეობა არ ჩაეთვლებათ. ყველა მონაწილეს 26 მარტისთვის დავუკავშირდებით და ფოტოსესიაზე დავპატიჟებთ ;)

იმედია პირობები გასაგებია და საინტერესო.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგვეხმიანეთ ფეისბუქის გვერდზე

მომავალ შეხვედრამდე :*


0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...