Sunday, October 2, 2016

10 დაწკაპუნება – ახალი და საინტერესო პროექტები თქვენი ინსპირაციისთვის

1. დაიჭირე მომენტი... უნიკალური გამოცდილება ლამაზ ფოტოებად აქციე


შესაძლოა ფიქრობთ, რომ სრულყოფილი კადრის მისაღებად საათები უნდა დახარჯოთ მათ დაგეგმვაში, მაგრამ საუკეთესო შესაძლებლობა შესაძლოა მხოლოდ წუთებში მოგვეცეს. თუ რაიმე განსაკუთრებული მოულოდნელად იწყება, დასტაცეთ ხელი კამერას და აღმოჩნდით მოქმედების შუაგულში. დევეშ ტრიფატი ძალიან სწრაფად მოქმედებს ღონისძიებებზე, სანამ ესა თუ ის მომენტი დამთავრდება და იღებს უნიკალური სერიის ფოტოებს.

,,ვაშინგტონში ვიყავი, ჰოლის ივენთზე, სადაც ყოველ საათში ფერად ფხვნილებს ყრიდნენ ჰაერში და მოუწოდებდნენ ხალხს გაერთიანებულიყვნენ და მათაც გადაეყარათ. ვიცოდი, რომ ეს იყო მომენტი, რომელსაც ფოტოზე, ან ტილოზე ჯადოსნური ელფერი ექნებოდა. უკეთესი ხედვისათვის, გადავწყვიტე ვყოფილიყავი სცენაზე, სადაც ეს უნდა მომხდარიყო და გამეშუქებინა უსაფრთხო  კუთხიდან.

ამ გადაღების არსი მაღალი ჩამკეტის სიჩქარე და ყველაზე დაბალი მგრძნობელობა იყო, რაც შემეძლო. თუმცა ასევე ავირჩიე დაბალი f რიცხვები, პატარა ბლარის მისაღებად გლუვ ფონზე.

RAW ფოტოს თითქმის არ მოეთხოვება კორექტირება, მაგრამ მე ცოტა კონტრასტი და ჟღერადობა დავამატე. ჩემმა მისწრაფებამ, შემექმნა სხვა სცენებისგან განსხვავებული უნიკალური ფოტო,  აქამდე მიმიყვანა და ამ ფოტოს შექმნა შთამაგონა.“

დევეშ ტრიპატი არის სხვადასხვა ჟანრის გამოცდილი ფოტოგრაფი, რომელიც ძლიერ სცენებს და დრამატულ ცას იღებს.

გადასაღებად დაგჭირდებათ:

  • ·         ფართო კუთხიანი ობიექტივი
  • ·         მაღალი ჩამკეტის სიჩქარე

როგორ გადავიღოთ ასე:

დიდი მასების გადაღება ითხოვს ფართოკუთხიან ობიექტივს, ასე რომ ისეთი ობიექტივი, როგორიცაა Sigma 10-20mm f/4-5.6  ასეთი ფოტოების გადასაღებად სრულყოფილი იქნება. ფაქტობრივად, ნებისმიერი 35მმ_ზე მეტიანი ლინზა დაგეხმარებათ კადრი სრულად შეავსოთ. თუმცა თუ თქვენ ღონისძიებისგან მოშორებით ხართ, ან გსურთ დაიცვათ აღჭურვილობა ფერადი ფხვნილისგან 70-300მმ ტელეფოტო, ან მსგავსი ლინზა საშუალებას მოგცემთ მიუახლოვდეთ მას.

2. შთააგონეთ თავი საყვარელი მუსიკით... შემოქმედებით გზაზე ბლარის გამოყენებით განსაკუთრებული განწყობა გამოხატეთ 


 შთაგონება შესაძლოა ნებისმიერ ადგილას გეწვიოთ, არამარტო იმ ადგილას, სადაც დგახართ. ჰენგკი ლიის მისი ერთ–ერთი საყვარელი მუსიკოსის მოსმენისას მოუვიდა იდეა ეს ფოტო გადაეღო.

,,ამ ფოტოს შთაგონების წყარო იყო Secret Garden_ის ერთ–ერთი პოეტური სიმღერა "Serenade to Spring".  

"სიმღერის განწყობა სიმშვიდეს და მარტოობას გამოხატავს, რაც მსურდა ფოტოში ამესახა.

ფოტო კარავანგში გადავიღე, ჯაკარტას გარეუბანში. პირველ რიგში მოვიფიქრე  რა უნდა ყოფილიყო განწყობის კონცეფცია და შემდეგ მოვემზადე მის შესასრულებლად. გადავწყვიტე რომელი მოდელის გამოყენება მსურდა, სად მსურდა გადაღება და რა რეკვიზიტის გამოყენება მინდოდა. როდესაც რეალურად მივედი გადაღებამდე  დავაყენე გადასაღები ობიექტი ისე, რომ შემექნა განსხვავებული სხეულის ჟესტები და შემდეგ გავასწორე კუთხე და ექსპოზიცია კამერაში.

მე ამ გადაღებისათვის გამოვიყენე Lensbaby Composer ერთ ოპტიკურ მინასთან ერთად. როგორც მე ვიცოდი Lensbaby იყო სპეციალური ობიექტივი, რომელსაც აქვს უნიკალური საოცნებო ბლარის ეფექტი. შემდეგ ექსპოზიცია და დიაფრაგმის პარამეტრები ხელით ვმართე.

ფოტოს რედაქტირება დავიწყე Adobe Camera RAW_ში, რათა ფერადი შავ–თეთრად გარდამექმნა და გარკვეული კორექტირება შემეტანა კონტრასტში. შემდეგ გავხსენი ფაილი ფოტოშოპში და საბოლოო რედაქტირება გავაკეთე Silver Efex (ფოტოშოპის პროგრამული უზრუნველყოფის plug-in), რათა დამემატებინა ვინიეტინგი და ზოგიერთი რამ განწყობის გასაძლიერებლად."

ჰენგკი ლიის აღებული აქვს ჯილდო,როგორც ვიზუალურ ხელოვანს, იგი არის ფოტოგრაფი ინდონეზიიდან, ჯაკარტადან. მას უყვარს პოეზიიდან, ფილმებიდან და წიგნებიდან შთაგონება.

გადასაღებად დაგჭირდებათ:

  • ·         Lensbaby
  • ·         სასურველი მოდელი

როგორ გადავიღოთ ასე:

თუ გსურთ შექმნათ ოცნების მსგავსი ბლარი თქვენს ფოტოში, იფიქრეთ Lensbaby_ს ინვესტიციაზე. ეს სპეციალური ლინზები სხვადასხვა ეფექტს იძლევა Edge 50 ოპტიკასთან ერთად და უზრუნველყოფს ფოკუსის ‘sweet spot“. იგი პოპულარულია ქორწილის ფოტოგრაფებში, მისი ეფექტი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნამდვილი ფოკუსისათვის თქვენს საგანზე. დარწმუნდით, რომ ბევრი დრო გაქვთ ამ ლინზებთან სავარჯოშოდ, რადგან მისი სიმკვეთრის შეზღუდული ფართობის გამო შესაძლოა მასთან შეგუება დაგჭირდეთ.

3. გამოავლინეთ გადასაღები ობიექტის შინაგანი გონება ...კრეატიულად


რაღაც მომენტში მრავალჯერადი ექსპოზიცია იწვევს პროტესტს, რადგან იგი ყველგან ჩნდება, დაწყებული ინტელექტუალური მშვენიერი ხელოვნებიდან რეკლამებით დამთავრებული. როდესაც ასეთი მომენტალურად ცნობადი ტექნიკა ჩვეულებრივ მუშაობს ხალხში, შეიძლება რთული აღმოჩნდეს რაღაც ახლის მიტანა მათთან, რათა ნამდვილად გადმოიბიროთ მნახველი. მაგრამ პიოტრ შკოცზილასმა აღმოაჩინა გზა გამოეყენებინა მრავალჯერადი ექსპოზიცია, რათა ჩვეულებრივი პორტრეტი შეეცვალა კრეატიულით და გადასაღები ობიექტის ხასიათი და პიროვნება წარმოეჩინა.

,,ცხოვრება საინტერესო ადამიანებით და მათი ისტორიებითაა სავსე. ფოტოგრაფია ერთ–ერთი უდიდესი გზაა შეინახო მომენტი და გახადო იგი მუდმივად ცოცხალი. ამ ფოტოს (სახელად ,,არ არსებობს“) იდეა მომივიდა მრავალჯერადი ექსპოზიციის ხერხის გამოყენების დროს. ვეცადე ჩემი მეგობრის პიროვნება გამომეხატა. ის სიცოცხლით და ენერგიით სავსეა, რომელიც გამოვსახე ძლიერი წითელი ფერით შუაში.  მაგრამ ამავე დროს, მინდოდა მეჩვენებინა, რომ იგი მეოცნებეა, რაც შენობებს შორის ღია სივრცით და ფრინველების ფრენით გიჩვენეთ.

ეს ხერხი საკმაოდ ადვილია, როცა იცი, რის მიღწევა გინდა, თუმცა აუცილებლად უნდა იცოდეთ ფოტოშოპი. მე 6 ფოტო შევაერთე რათა ეს საბოლოო ფოტო მიმეღო. ძირითადი ფოტო დასავლეთ ლონდონში გადავიღე, რადგან ჩემი ობიექტის უკან სიღრმის დასამატებლად გაბლარული ქალაქის ხედი  მინდოდა. აგრეთვე მსურდა განსაკუთრებულად ნათელი სიტუაცია, რათა მოგვიანებით დამუშავების პროცესი უფრო იოლი ყოფილიყო.  მაღალი აივნიანი შენობა აღმოვაჩინე და იქ გადავიღე. განსაკუთრებით დახვეწილი განათება არ იყო, მაგრამ თავისი საქმე შეასრულა – კვლავ ბუნებრივმა განათებამ გაიმარჯვა!

პიოტრ შკოცზილასი არის ლონდონელი პორტრეტის ფოტოგრაფი, რომელიც ფოტოგრაფიას იყენებს, როგორც გზას მოყვეს ისტორიები თავის საკუთარ სურეალისტურ სამყაროში.

გადასაღებად დაგჭირდებათ:

  • ·         ფოტოშოპი
  • ·         მეგობარი ან მოდელი
  • ·         ქალაქის ხედი, ან პეიზაჟი

როგორ გადავიღოთ ასე:

მრავალჯერადი ექსპოზიციის ხერხი სახიფათოდ გამოიყურება, მაგრამ რეალურად საკმაოდ ადვილად მისაღწევია. Canon 80D_ს მსგავსი მოდელები საშუალებას იძლევა  გადაიღოთ მრავალჯერადად კამერით, ასე რომ შეამოწმეთ ხელით, რათა ნახოთ არის თუ არა ასე. თუმცა, თუ  პიოტრივით ფოტოშოპის გამოყენებას  აპირებთ, დაგჭირდებათ გაეცნოთ ფერების პალიტრას. როდესაც გადაიღებთ დარწმუნდით, რომ მოდელი გამოიკვეთა, ან მეორე ფოტოს დეტალი არ არის შესამჩნევი. მოდელის თავში ქალაქის მოსათავსებლად დაიწყეთ ახალ ფოტოშოპის დოკუმენტი და  ორივე გამოსახულება ფენებად ჩასვით. შეცვალეთ ზომა თუ საჭიროა. მრავალჯერადი ექსპოზიციის ეფექტის მისაღწევად უბრალოდ თავში შეცვალეთ Layer’s Blending რეჟიმი Screen_ით . შესაძლოა აგრეთვე ექსპერიმენტი მოგინდეთ Lighten blend რეჟიმით ოდნავ განსხვავებული ეფექტის მისაღებად.

4. შექმენით ფერადი აბსტრაქტული მოდელი... ფოტოები კაშკაშა ფერებით და საინტერესო ფორმებით გააცოცხლეთ 


კარგი ხარისხის ფოტოების მისაღებად არ არის სავალდებული მაღალი დონის DSLR გქონდეთ. ასე რომ, სანამ ნათელ მხარეს ხართ კამერით, რომელიც მოხერხებულად ჯდება თქვენს ჯიბეში, შეგიძლიათ გადაიღოთ ნებისმიერი რამ, რაც შეგხვდებათ. სმარტფონები რევოლუციური ცვლილებაა კამერების ბაზარზე და მარტივი დასანახია რატომ. მიუხედავად იმისა, რომ საშუალო დონის სმარტფონში გამოსახულების სენსორი მნიშვნელოვნად დაბალია, DSLR და CSC_სთან შედარებით, ამ პაწია სივრცეში წარმოუდგენელი რაოდენობის პიქსელებს აერთიანებენ. სმარტფონის ფოტოგრაფიის სილამაზე მდგომარეობს იმაში, რომ არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, კამერა ყოველთვის თან გაქვს. არტურო ხუარესი იყენებს iPhone 6+_ს ამ ფერადი ნიმუშების შესაქმნელად.

,,მიყვარს აბსტრაქტული ფოტოები გეომეტრიული ფორმებით და ფერებით. ჩემი სამშობლო მექსიკა სავსეა ფერებით და ტრადიციებით, რომლებიც მის სოფლებში და ცხოვრებაში აისახება. მე ჩემი ქვეყნის ყოველ კუნჭულს ვხედავ, როგორც შესაძლებლობას, გადმოვცე მისი ფერადი ხელოვნება აბსტრაქტული გზით, ჩემი ფოტოების მეშვეობით.

ამ ლამაზი ფოტოს შთაგონების წყარო გახდა ტრადიციული მექსიკური ლავაშის ფიალებით გაკეთებული კედელი. ვგრძნობ რომ ეს ჩვენს გასტრონომიას წარმოადგენს, როგორც ჩვენი კულტურის ნაწილს. რედაქტირებისათვის გამოვიყენე Snapseed. მაქსიმალურად გავაჯერე ფერები და მინიმუმამდე დავიყვანე ჩრდილები“.

არტურო ხუარესი არის ფოტოგრაფი, რომელიც სიამოვნებას იღებს ფერადი ნიმუშების და ფორმების ძიებით ბუნებაში.

გადასაღებად დაგჭირდებათ:

  • ·         სმარტფონი
  • ·         რედაქტირების აპლიკაცია

როგორ გადავიღოთ ასე:

სმარტფონის ერთ–ერთი საოცარი თვისება არის ის, რომ შეგიძლიათ გადაიღოთ, დაამუშაოთ და გააზიაროთ ფოტო ერთ წუთში. ძალიან ბევრი რედაქტირების პროგრამაა, მაგრამ ერთ–ერთი ფავორიტია Afterlight. აპლიკაცია ტვირთავს ინტუიციურ პარამეტრებს, როგორიცაა კონტრასტის გაძლიერება, ან ფილტრების და ჩარჩოების დამატება. მას შემდეგ, რაც დაამთავრებთ ფოტოს დამუშავებას Afterlight გაძლევთ საშუალებას გაუზიაროთ იგი თქვენს მედია საშუალებას.

5. მოიტყუეთ მაკრო შეხედულებით...


თუ სასოწარკვეთილი ხართ იმის გამო, რომ გსურთ ველური ბუნების კადრები და არ შეგიძლიათ ამისათვის ეგზოტიკურ ექსპედიციაში წასვლა, მაშინ იმოგზაურეთ უახლოეს მინდორში, ან ტყეში. ვილკო ვესტერდუინმა ეს ფოტო პირველად თავისი Sony α58_ით გადაიღო.

,,iPhones 4 და 5_ის შემდეგ გადავწყვიტე ჩემი ფოტოგრაფია მომდევნო საფეხურზე გადამეყვანა. შევცვალე დამწყები α58_ით და ვესტუმრე ჰოლანდიის სოფელ დენ ოევერს, როდესაც ჩემმა თვალმა დააფიქსირა ეს საყვარელი პატარა ლოკოკინა, რომელიც მწვანე ბალახს კვნეტდა. რადგან 18-55mm ლინზებით ვიყავი არ მქონდა მაკრო შესაძლებლობა და ფართო დიაფრაგმა სიღრმისათვის. საბოლოო ჯამში ორიგინალი ფოტო საერთოდ არ გამოიყურება ასე.

მაკრო სახის შესაქმნელად ფოტო დავამუშავე Lightroom_ში და iPhoto_ში. არცერთი ჩემი ფოტოსთვის ფოტოშოპის სრული ვერსია არ გამომიყენებია, ასე რომ ამ შედეგით და ლიმიტირებული მექანიზმის გათვალისწინებით, რაც გადაღების დროს მქონდა ბედნიერი ვიყავი.“

ვილკოს ინოვაცია შეუფერებელი მექანიზმი გვიჩვენებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა აღჭურვილობას განაგებთ, ყოველთვის გაქვთ შესაძლებლობა შექმნათ ფანტასტიური კადრი პატარა გამომგონებლობით.

ვილკო ვესტერდუინი არის ფოტოგრაფი ნიდერლანდებიდან, რომელიც 2013 წლიდან იღებს. ის ლანდშაფტის და ბუნების ფოტოგრაფია.

გადასაღებად დაჭირდებთ:
  • ლაითრუმი
  • დამწყები დონის კამერა

როგორ გადავიღოთ ასე:

მაკროს სილამაზე მდგომარეობს იმაში, რომ შეგიძლიათ ძალიან მკვეთრი დაშორების წერტილი შევქმნათ რბილი ფონის წინააღმდეგ. მაგრამ შესაძლოა ძალიან ძნელი იყოს სწორი ნაწილით მოახვედროთ ცხოველი ფოკუსში. ჩადეთ ფული მაკროს ხაზში და შეძლებთ გადაიღოთ ფოტოები დამატებითი რაოდენობის ფოკუსით.

6. გამოიკვლიეთ ახალი სიმაღლეები ფოტოშოპთან ერთად – შექმენით რეალური კომპოზიციები მოდელების და პეიზაჟების შერწყმით.


წარმოუდგენლად გულდასაწყვეტი შეიძლება იყოს, იცოდეთ ამაღელვებელი სცენა და არავინ იყოს, ვისაც გაუზიარებთ და არავინ იყოს, ვისაც გადაიღებთ მასში! თუმცა თქვენ ყოველ ჯერზე, როდესაც ლაშქრობა მოგინდებათ მეგობარი მთაზე არ უნდა ატაროთ. ზსოლნაი გერგელი ქმნის კომპოზიციურ ფოტოებს, რათა მის პეიზაჟებს შემატოს ადამიანური ელემენტი. ,, ვიღებ ადგილს და შემდეგ ვიღებ მოდელებს სტუდიაში განათების დასამთხვევად. ვცდილობ ფოტოშოპით გავზარდო ფოტოები ისე, რომ იგრძნობოდეს ის გადაღებულია იმ ადგილას. ეს მათ რეალობის სასიცოცხლო შეხებას აძლევს.

გადასაღებად დაგჭირდებათ:

  • ·         ეპიკური პეიზაჟი
  • ·         მოდელი

როგორ გადავიღოთ ასე:

ამ ხერხის მნიშვნელოვანი ნაწილია თანმიმდევრული განათება. თუ მზე თქვენს პეიზაჟს მარცხნიდან ეცემა, მაშინ თქვენი განათებაც მარცხნიდან უნდა ანათებდეს მოდელს.

7. გახადეთ ფერებით სავსე ... ზაფხულის ყვავილებით


ტიგერ სეოს მსგავსად ფოტოგრაფიაში სასიამოვნო სეირნობა ჩართეთ. ,,დილით ადრე ვსეირნობდი, როდესაც დავინახე პაწაწინა ყვითელი ყვავილი. აქამდე ბევრჯერ გადამიღია ტიტა, მაგრამ არასოდეს მინახავს მარტოსული ყვავილი ასეთი ყვავილების საწოლში. გამოვიყენე Canon 125mm f/2L USM  f/2.8 ბევრი ბოკეს შესაქმნელად. დაახლოებით 10ჯერ გადავიღე ირგვლივ სხვადასხვა კუთხით და საუკეთესო ავარჩიე. ფოტოს რედაქტირებისას ყვითელი ტიტის ფერის გაძლიერებაზე გავაკეთე ფოკუსირება.

გადასაღებად დაგჭირდებათ:

  • ·         ყვავილების საწოლი
  • ·         მცირე ფოკუსური სიღრმე

როგორ გადავიღოთ ასე:

როდესაც ასეთი მცირე ფოკუსური სიღრმე გაქვთ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მთავარი საგანი სრულყოფილადაა ფოკუსში. ტიგერის ფოტოში კარგადაა ეს, რადგან ყვითელი ტიტა კრისტალურად ნათელია.

8. გადაიღეთ იდუმალი ატმოსფერო ..გამოიყენეთ უკიდურესი კონტრასტი , რათა ფოტოებს მისცეთ დამატებითი ზღვარი


ქუჩის ფოტოგრაფია რთულია, განსაკუთრებით მაშინ თუ გსურთ საკუთარი ხელწერის, სტილის შექმნა. დრაგან დიურიჩი იყენებს უკიდურეს განსხვავებას (და მძიმე მეტალს) რათა ფოტოებში შექმნას ატმოსფეროს გრძნობა.

,,მიყვარს ფოტოების გადაღება, რომლებშიც ხალხია, განსაკუთრებით ისეთ გადატვირთულ ადგილებში, როგორიცაა მაგ: სავაჭრო ცენტრი. იქ ხომ ძალიან ბევრი ადამიანია განსხვავებული აზრებით შეპყრობილი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები უმთავრესი ობიექტები არიან ჩემს ფოტოებში მათი მოძრაობაა ის, რაც ნამდვილად იძლევა დინამიურ ზღვარს.

ყოველთვის ვუსმენ მუსიკას, როდესაც ფოტოებზე ვმუშაობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მძიმე მეტალის დიდი ფანი ვარ და ვფიქრობ, მუსიკა დიდ გავლენას ახდენს ატმოსფეროზე, რომლებსაც ჩემს ფოტოებს ვაძლევ.

თავდაპირველად ყველა ფოტო გადამყავს შავ–თეთრში და შემდეგ, როგორც წესი ვამცირებ ჩრდილებს და საშუალო ტონებს და ვზრდი მაჩვენებლებს, კონტრასტს და შემავსებელ სინათლეს. შემდეგ ვამატებ ცოტაოდენ განათებას და ვამცირებ ექსპოზიციას.“

დრაგან დიურიცი არის ხორვატიელი ქუჩის და პეიზაჟის ფოტოგრაფი. ის 20 წელია იღებს ფოტოებს.

გადასაღებად დაგჭირდებათ:

  • ·         მოთმინება
  • ·         ფოტოშოპი

როგორ გადავიღოთ ასე:

ქუჩის ფოტოგრაფია ხშირად სრულყოფილი კადრის ძიების საკითხია და შემდეგ ლოდინი ხელსაყრელი მომენტის დაჭერის. თუ თქვენ ხედავთ დიდებულ ,,ჩარჩოს“ ფოტოსთვის, მაგ: გვირაბის გახსნას, მაშინ უბრალოდ მოემზადეთ გადაღებისათვის  და დაელოდეთ ზუსტ ობიექტს, რომელიც გაივლის მანამ, სანამ დააჭერთ გადაღების ღილაკს.

9. ისწავლეთ მოთმინების ფასი...  პეიზაჟისთვის დაელოდეთ წლის ყველაზე ხელსაყრელ დროს.


ზოგჯერ სრულყოფილება ცოტა დროს ითხოვს. მარკ ვან ვუურენმა აღმოაჩინა სრულყოფილად მშვენიერი პეიზაჟი, მაგრამ მანამდე არ იყო ბედნიერი, სანამ არ დაელოდა კარგის მაგივრად დიდებული გამოსულიყო.

,,ერთ დღეს შევამჩნიე ეს პატარა ქოხი, მისი პეიზაჟი უკან და წარმოვიდგინე იგი ყვავილებთან ერთად, რომლებიც მხოლოდ გვიან ზაფხულზე და ადრეულ შემოდგომაზე ყვავილობს. დაველოდე და ეს დღეც დადგა. როდესაც ისინი გაიშალნენ, მომეცა ხელსაყრელი შემთხვევა და გადავიღე ის ზუსტად იქ, სადაც მინდოდა გადამეღო. ცა შესაძლოა ცოტა მეტად განათებული ყოფილიყო, მაგრამ მზის სხივები გამოძვრნენ ტირიფის ხეში და შექმნეს ღრუბლების მოქმედება.

ფოტოს დამუშავებისას გამოვიყენე კონტრასტის გაუმჯობესება სხივებს შორის, რათა ნამდვილად პოპულარული გამეხადა. აგრეთვე ცოტა მეტად გავანათე ყვავილები წინა პლანზე და გავზარდე luminescence განათების ეფექტით, რათა მიმეღო მოელვარე ხარისხი.“

მარკ ვან ვუურენი არის სამხრეთ აფრიკელი ფოტოგრაფი. იგი ბუნების და ლანდშაფტის ფოტოგრაფია.

გადასაღებად დაგჭირდებათ:

  • ·         ვიწრო დიაფრაგმა
  • ·         შტატივი

როგორ გადავიღოთ ასე:

თუ მზის სხივების გადაღება გსურთ დაავიწროვეთ დიაფრაგმა და უფრო შთამბეჭდავი ეფექტი ექნება. დიაფრაგმის რიცხვები ლინზას კარნახობს რამდენი მზის სხივი უნდა გამოჩნდეს. საუკეთესო დრო მის გადასაღებად არის, როდესაც მზე დაბლაა ცაზე , იგი ისე იქნება კადრში, როგორც პეიზაჟის  ნაწილი.

10. გაყინეთ და გაბლარეთ ... რათა ხაზი გაუსვათ გამოხატვას


საზღვარგარეთ მოგზაურობას ველური ბუნების გადაღების მიზნით ნამდვილად სწორი არჩევანია. სიგრიდ ბუენე იყო ბალში, როდესაც წააწყდა გრძელკუდიანი მაკაკა მაიმუნებსის ჯგუფს.
,, ისეთი თამამები და ცნობისმოყვარეები იყვნენ და ჩვენს გარშემო დარბოდნენ, ბავშვებივით. მინდოდა მაიმუნის სახე გადამეღო, განსაკუთრებით თვალები. სწრაფი გადაღების სიჩქარე ავირჩიე მისი სწრაფი მოძრაობების გაყინვისათვის და ფართო დიაფრაგმა უკანა ფონის გასაბლარად“.

გადასაღებად დაგჭირდებათ:

  • ·         სწრაფი ჩამკეტის სიჩქარე
  • ·         ნელი მოძრაობები

როგორ გადავიღოთ ასე:

მიუხედავად იმისა, რომ მაიმუნები საინტერესო ქმნილებები არიან ყველა გარეული ცხოველი ვერ იქნება ასეთი მისაღები ადამიანისათვის. იმოძრავეთ ნელა და იყავით წყნარად რათა თავიდან აიცილოთ მათი გაბრაზება.  


თარგმნა ნინო კაპანაძემ
წყარო: Practical Photography - July 2016 









0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...