Saturday, October 22, 2016

საჰაერო ფოტოგრაფია (დრონები) - 5 ჟანრი, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ.

ალბათ ყველაზე დიდი ბარიერი, გახდე უკეთესი ფოტოგრაფი, არის ის, რომ შენს კომფორტულ ზონას არ გასცდე. ყველას აქვს საყვარელი ჟანრი, რომელსაც ყოველთვის ინარჩუნებს, მაგრამ თუ დამატებით რაიმეს არ ცდით თქვენი სწავლის მრუდი დაბლა დაიწევს და ამის გამო შესაძლოა კრეატიულობა დაკარგოთ.

ვეცდებით თქვენი ფოტოგრაფიის საზღვრებს ვუბიძგოთ ნელა შეაბიჯოს უცხო მხარეში. გვინდა შთაგაგონოთ იყოთ მეტად თავგადასავლების მოყვარული კამერასთან ერთად და  სულ მცირე ერთი  ჟანრი მაინც სცადოთ, რომელიც აქამდე არ გიცდიათ. მართალია გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ეს შეავსებს თქვენი კამერის უნარებს და გადაღების ტექნიკას,მაგრამ რამოდენიმე უნიკალურ კადრს მაინც მიიღებთ, რათა თქვენს პორტფოლიოს დამატებითი ელფერი შესძინოთ...





დაიპყარით ცა დრონით.

რამოდენიმე წლის წინ, დრონები, ან UAV_ები (უპილოტო საფრენი აპარატები) მხოლოდ უკიდურესად ძვირი კი არ იყო, არამედ წარმოუდგენლად რთული იყო მათი გამოყენება. მაგრამ ფასის შემცირებამ და ტექნოლოგიის დახვეწამ საჰაერო კამერის საჭიროება გააჩინა და ეს ჟანრი უფრო  ხელმისაწვდომი გახადა. ზოგიერთი მოწინავე 4K quadcopter კომპლექტის შეძენა თითქმის კარგი ლინზების ფასადაა შესაძლებელი.

რამოდენიმე ფოტოგრაფიული მექანიზმიდან დრონი არის ერთ–ერთი, რომელიც თქვენს შემოქმედებაში ნამდვილად რევოლუციურ გზას გაივლის, იგი საშუალებას მოგცემთ ისეთ ადგილას განათავსოთ კამერა, სადაც სხვა შემთხვევაში ეს პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. დრონი  კარს უღებს ტრადიციულ საჰაერო ფოტოგრაფიას და ის აგრეთვე საშუალებას გაძლევთ უახლესი გადაღების კუთხეები იპოვოთ მაგ: როგორიცაა წყალში სხეულის გადაღება ზემოდან, ან ციცაბო კლდის ზღვარი. მსოფლიოს სრულიად განსხვავებული ხედის ქონა საშუალებას მოგცემთ იყოთ კრეატიულები ახალ გზებზე, სადაც არაფრით გამორჩეული სცენები შესაძლოა უცებ წარმოუდგენლად ფოტოგენურად იქცეს. თუ მეტი შთაგონება გჭირდებათ უბრალოდ გადახედეთ 2000 წლის ერთ–ერთი საუკეთესო ფოტოგრაფის იან არტუს ბერტრანდის საჰაერო ნამუშევრებს, ისინი გადაღებულია ვერტმფრენით.

აირჩიეთ დრონი

დრონის ფასები საკმაოდ მერყევია და უამრავი რამ უნდა გაითვალისწინო შეძენამდე. შეგიძლიათ დაფიქრდეთ პატარა toy quadcopter_ზე, რომელსაც 20 ევროდ იყიდით, მაგრამ სერიოზული ფოტო – ვიდეო გადაღებისათვის ეს შეუფერებელია (თუმცა კარგად გაერთობით). ყველაზე იაფი სერიოზული დრონი არის DJI’s Phantom 3+ის სტანდარტული ნაკრები, რომელიც ამჟამად  425 ევროდ იყიდება. მას მოყვება ჩამონტაჟებული კამერა, კონტროლერი, სათადარიგო საყრდენი (props), ბატარეა და მიკრო SD ბარათი, ასე რომ ის მზადაა სამუშაოდ. ის აგრეთვე მოიცავს ჩამონტაჟებულ gimbal_ს, რომელიც კამერას ფრენის დროს დონეს უნარჩუნებს. იგი პაწია მოტორს იყენებს დრონის მოძრაობის დასაკომპენსირებლად და ყოველთვის სწორ ჰორიზონტს აწარმოებს. მიზეზი, თუ რატომაა ეს ასე მნიშვნელოვანი არის ის, რომ დრონების მოძრაობა  ნაბიჯ–ნაბიჯ მოგზაურობის მიმართულების სწავლებით ხდება, ასე რომ კარგი gimbal_ის გარეშე კამერა მუდმივად დახრილი იქნება. DJI_ს რამოდენიმე სხვა მოდელიც აქვს Phantom_ის ხაზით, რომლებსაც შესანიშნავი ფასი აქვთ და არაჩვეულებრივი შედეგი. დრონის ზოგიერთ მოდელს არ მოყვება gimbal_ი, ან კამერა და მოგიწევთ ცალკე შეიძინოთ. ის მოიცავს შესანიშნავ 3DR Solo_ს, რომელიც ისეა შექმნილი, რომ GoPro  ან მსგავსი მოდელი ატაროს. დრონები, რომლებსაც შეუძლია ჩაანაცვლოს CSC და DSLR მნიშვნელოვნად ძვირი და გაცილებით უფრო დიდია, მათი ფასები 2000_დან 5000 ევრომდეა და მოყვება gimbal_ი. პროფესიონალურ მოდელებს 6 ან 8 საყრდენი აქვს, 4ის ნაცვლად.



ადვილად გამოსაყენებელია

სამომხმარებლო დონის დრონები საოცრად მარტივად შეგუებადია და მისი საამაყო უსაფრთხოების მახასიათებლების გამო მისი ავარია ძალიან ძნელია. ერთ–ერთი ასეთი მახასიათებელი არის სახლში დაბრუნების ფუნქცია, რომელიც ჯიპიესს იყენებს, რათა როდესაც საჭიროა ავტომატურად დაუბრუნდეს მიწას, დაწყების წერტილს. ზოგიერთ დრონს დაბრკოლებების აღმოაჩენაც შეუძლია, თავს არიდებს მათ და მაშინაც კი ჩერდება, როდესაც უშვებ, თუნდაც ძლიერ ქარში. კონტროლერს აქვს ორი ჯოისტიკი, პატარა, დისტანციური მართვის მქონე მანქანის მსგავსი, კუთხის მარეგულირებელი (adjusting the pitch). რთულად ჟღერს, მაგრამ ერთ ან ორ საათში ეს მეორეხარისხოვანი ხდება. მიამაგრეთ სმარტფონი კონტროლერს და შეძლებთ ცვალოთ პარამეტრები აპლიკაციის მეშვეობით. ასევე პირდაპირ რეჟიმში დაინახავთ ვიდეო ეთერს კამერიდან, ასე კადრების გადაღება საკმაოდ ადვილია.

თუ დრონის შეძენას ფიქრობთ, გადახედეთ ბაზარზე არსებულ საუკეთესო ღირებულების მქონე მოდელების შესახებ რეკომენდაციებს ქვემოთ. აგრეთვე დარწმუნდით, რომ გაეცანით დრონის გამოყენების წესებს რომელიც ასევე ქვემოთაა მოცემული.



რჩევა: იყიდეთ სათადარიგო ბატარეა.
უმეტესი სამომხმარებლო დრონების ბატარეა 20-30  წუთი ძლებს, ასე რომ უკეთესი იქნება თუ დამატებითი ბატარეა გექნებათ კომპლექტში.

ინვესტიცია დრონში

ბაზარზე რამოდენიმე საკმაოდ ხელმისაწვდომი დრონი არსებობს, რომელიც საოცრად მოწინავე მახასიათებლების კომპლექტს გთავაზობთ. არასდროს ყოფილა ფრენა ასე იოლი და ხშირ შემთხვევაში ისინი ავტომატურად ბრუნდებიან მიწაზე, სახლში. სერიოზული სამომხმარებლო დრონების უმრავლესობა კამერიდან თქვენ სმარტფონში პირდაპირ ეთერს გადასცემს, ასე რომ თქვენ ხედავთ, რას იწერს კამერა. ეს ნამდვილად სასარგებლო შემადგენელი კომპონენტია.

ჯიპიესი ჩამონტაჟებულია დრონში, ასე რომ მან ყოველთვის იცის, სად არის. მას ნებისმიერ დროს შეუძლია ის საწყის წერტილამდე დასაბრუნებლად გამოიყენოს.
ძლიერი ძრავებით და მსუბუქი ტანით, სამომხმარებლო დრონებს შეუძლიათ იმოგზაურონ 45 მილი საათში.

4საყრდენი ადვილად ეხსნება ტრანსპორტირებისას, ან შეცვლისას.

ბევრ დრონს აქვს კამერა ჩამონტაჟებული და ხშირად თავს იწონებენ 4K ვიდეოს ფუნქციით.

Gimbalი უზრუნველყოფს რომ კამერამ მოძრაობისას სრულყოფილი დონე შეინარჩუნოს.






DJI Phantom 4
£1229

მარტში გამოშვებული Phantom 4 quadcopter სამომხმარებლო დრონის ტექნოლოგიაში მოწინავე ხაზზეა. 1229 ფუნტი სტერლინგი მშვენიერი ფასია თუ გავითვალისწინებთ, რომ ბატარეასთან ერთად, რომელიც 28 წუთი ძლებს აქვს ასევე ჩაშენებული 4K კამერა და Gimbal_ი, ასევე ისეთი მოწინავე ფუნქციები, როგორებიცაა ,,გამომყევი მე“ რეჟიმი, დაბრკოლების თავიდან აცილება და TapFly. ძველ Phantom 3 მოდელები მნიშვნელოვნად შემცირებული ფასითაა ხელისაწვდომი.

წესები:  რისი გაკეთებაა ნებადართული და რისი არა

არანაირი სამართლებრივი შეზღუდვა არ არსებობს დრონის მყიდველებისათვის, მაგრამ არსებობს გარკვეული შეზღუდვები, როგორ და სად შეიძლება გამოვიყენოთ. დრონის კვალიფიციური პილოტი ლოიდ როჯერსი გვასწავლის...

ფრენის მანძილი

შესაბამის ორგანოებთან წინასწარი თანხმობის გარეშე დრონი 122 მეტრზე მაღლა არ უნდა ააფრინოთ, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო შეჯახება თვითმფრინავთან. აგრეთვე თქვენი დრონი აუცილებლად უნდა იყოს ვიზუალური ონლაინ მხედველობის ფარგლებში, ასე რომ ის თქვენგან 500მეტრის  მოშორებით არასდროს გაუშვათ.

ადამიანები და შენობები

არ შეიძლება ფრენა 150 მეტრზე შორს გადატვირთულ ტერიტორიაზე, ან რაიმე შეკრებაზე, სადაც 1000ზე მეტი ადამიანია. სულ მცირე 50მეტრი უნდა შეინარჩუნოთ ავტომანქანებთან, გემებთან და  სხვა სტრუქტურულ ნაგებობებთან, თუ თქვენი კონტროლის ქვეშ არ არის ესა თუ ის ტრანსპორტი და არ შეიძლება ფრენა ადამიანებისგან 50 მეტრის ფარგლებში და მიწაზე დაშვებისას 30 მეტრში.

აეროპორტები და სამხედრო ძალები

თავი აარიდეთ დრონის ფრენას აეროდრომების, აეროპორტების და სამხედრო მხარეების ტერიტორიაზე 2,5კმ_ის მანძილზე. ეს შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაული იყოს.

კომერციული გამოყენება

ზოგიერთ ქვეყანაში თუ დრონს კომერციული საქმიანობისათვის იყენებთ (თუ გამოიმუშავებთ ფულს), უნდა გაგაჩნდეთ საავიაციო სამუშაოების ნებართვა, რომელიც რა თქმა უნდა გამოცდის ჩაბარებას მოიცავს. 


თარგმნა ნინო კაპანაძემ
წყარო: Practical Photography - July 2016 

0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...