Saturday, October 29, 2016

15 შეკითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დაუსვათ ქორწილის ფოტოგრაფს დაჯავშნამდე

გამარჯობა ;)

ქორწილის ფოტოგრაფის შერჩევა დღეს ძალიან რთული საქმეა. სანამ კონკრეტულ ფოტოგრაფს დაადგავდეთ თვალს, მანამდე დიდი გზის გავლა მოგიწევთ. ის გარემოება, რომ დღეს გარეშემო მართლაც ბევრი საუკეთესო ფოტოგრაფია, თქვენ მისიას უფრო რთულს ხდის.




თუმცა, როგორც კი ჩამოაყალიბებთ და შეადგენთ მოკლე სიას, თუ ვინ შეიძლება გადაიღოს თქვენთვის გამორჩეული დღე, აუცილებლად დაგჭირდებათ წინასწარი მოლაპარაკება. სტატიაში გთავაზობთ 15  საჭირო შეკითხვას, რომელიც თქვენს ქორწილის ფოტოგრაფს უნდა დაუსვათ დაჯავშნამდე.




ხართ თუ არა თავისუფალი ქორწილის დღისით?

აშკარაა, რომ საუბარი სწორედ ამ კითხვით უნდა დაიწყოთ. თუ ის ან ისინი დაკავებული აღმოჩნდნენ საუბრის გაგრძელებას აზრი ეკარგება.

რა სტილში იღებთ საქორწინო ფოტოებს?

ნებისმიერ ფოტოგრაფს, არიან ისინი ქორწილის თუ ველური ბუნების ფოტოგრაფები, საკუთარი სტილი გააჩნიათ. სწორედ ეს სტილი უნდა დაემთხვას თქვენს საქორწინო მოთხოვნებს. აზრი არ აქვს დაიქირაოთ პოზირებული და დადგმული ფოტოების სტილის მქონე ფოტოგრაფი, თუ თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს უფრო ნატურალური, სპონტანურად გადაღებული ფოტოები გაინტერესებთ, და პირიქით.

თავისთავად, მასთან დაკავშირებამდეც კი აუცილებელია ეწვიოთ მის ვებ გვერდს ან საქორწინო ალბომებს სოციალურ მედიაში, რათა გამოარკვიოთ გინდათ თუ არა მასთან თანამშრომლობა.



თქვენ ხართ ის ადამიანი ვინც ჩემს ქორწილს გადაიღებს?

თუ საქმე დიდ სტუდიებს ან კომპანიებს ეხება, ეს კითხვა აუცილებლად გასაჟღერებელია. რადგან ადამიანი ვისაც თქვენ ესაუბრებით შეიძლება იმ დღეს სხვა ქორწილში მიდიოდეს ან საერთოდ არ იღებდეს და თქვენთან სხვა გამოგზავნოს. ამიტომ კარგი იქნება საკითხის დაზუსტება.

თუ ვარაუდი გამართლდა და სხვა ფოტოგრაფი მოდის, უკეთესი იქნება თუ მას შეხვდებით ან გაესაუბრებით წინასწარ. არაფერია იმაზე ცუდი, არ მოგწონდეთ ადამიანი, რომელთან ერთადაც თქვენი საუკეთესო დღე და 12 (14 - 16) საათი უნდა გაატაროთ და იმუშაოთ.

რა არის თქვენი როგორც ფოტოგრაფის ბექგრაუნდი?

დაიმახსოვრეთ ფოტოგრაფები არიან ხელოვანები, ამიტომაც ისინი სულაც არ საჭიროვებენ ტრენინგებს და განსაკუთრებულ სერტიფიკატებს. მთავარია თვალი, ხედვა და სპეციალური უნარები.

აქედან დასკვნა, სხვადასხვა ფოტოგრაფების გამოცდილებამ შეიძლება სულ სხვადასხვა შედეგი გამოიღოს. მაგალითად ავიღოთ მრავალ კონკურსში გამარჯვებული სპორტული ფოტოჟურნალისტი. მიუხედავად მისი მიღწევებისა და გამოცდილებისა, მან შეიძლება საერთოდ ვერ გადაიღოს თქვენთვის საუკეთესო ფოტოები, როცა მის ადგილას გამოცდილმა მაგრამ ნაკლებად ცნობილმა ქორწილებზე სპეციალიზებულმა ფოტოგრაფმა ეს დავალება საუკეთესოდ შეასრულოს.

ასევე კარგი იქნება თუ შეეკითხებით დაახლოვებით რამდენი ქორწილი აქვთ გადაღებული წარსულში, რადგან ქორწილის ფოტოგრაფია რადიკალურად განსხვავდება სხვა ჟანრებისგან. და თქვენ აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ქორწილის ფოტოგრაფი არ გამოტოვებს (გამაზავს) უმნიშვნელოვანეს მომენტებს.



რამდენი ფოტოგრაფი და კამერა იმუშავებს ამ კონკრეტულ დღეს?

ცხადია, რაც მეტი კამერა და ფოტოგრაფია, მით უფრო მეტი ფოტო დაგრჩებათ. მაგრამ, დაუსვით თქვენ თავს კითხვა, მართლა ბევრი ფოტო გინდათ? თუ მხოლოდ მნიშვნელოვანი მომენტების დაფიქსირება გსურთ.

ეს ინდივიდუალური არჩევანის თემაა, მაგრამ თქვენ წინასწარ უნდა იცოდეთ რამდენი ადამიანი იქნება თქვენთან ამ დიდებულ დღეს. რადგან სწორედ მათი რაოდენობა განსაზღვრავს თქვენი ქორწილის ბიუჯეტს და გაწყობთ თუ არა ორი ან სამი ფოტოგრაფი ქორწილში.

თუმცაღა, ძირითადად ქორწილებში ერთი ფოტოგრაფი და ერთი ასისტენტი მიდიან.

არის კიდევ რაიმე დამატებითი გადასახადი, რაც ჩვენ წინასწარ უნდა გავთვალოთ?

ხშირად ქორწილის ფოტოგრაფებს რამდენიმე სხვადასხვა ანაზღაურების პაკეტი აქვთ, მაგრამ ზოგჯერ მიუხედავად წინასწარ განსაზღვრული თანხისა, შეიძლება დამატებითი თანხის გადახდაც მოგიწიოთ. სწორედ ამიტომ ჯობია დაზუსტება, ხომ არაფერი გამოჩნდება რაც ჰონორარს გაზრდის.

საქართველოში ნაკლებად, მაგრამ საზღვარგარეთ ბევრი ფოტოგრაფი საათობრივ ანაზღაურებაზე მუშაობს. რა იქნება გადასახადი თუ თქვენ დამატებით საათებს მოითხოვთ ქორწილის დღისით? ან თუ გაგიჩნდათ სურვილი ფოტოები მხოლოდ ციფრულად კი არა დაბეჭდილი, ალბომის სახით მიიღოთ და ა.შ.

რა გეცმევათ თქვენ (და თქვენ ასისტენტს) ქორწილის დღეს?

ავტორის შენიშვნა: დამავიწყდა თავიდანვე გამეფრთხილებინეთ, რომ სტატია ინგლისურიდან, უცხოენოვანი საიტიდანაა ნათარგმნი. მე მესმის, რომ ეს შეკითხვა შეიძლება ძალიან არაადეკვატურად ჟღერდეს დღევანდელ საქართველოს სიტუაციაში. მაგრამ მაინც - 

მნიშვნელოვანია იცოდეთ ერგება თუ არა თქვენი ქორწილის ფოტოგრაფის ჩაცმულობა და ვიზუალი თქვენს ქორწილის სტილს და იდეას. და ხომ არ გამოიწვევს ის უხერხულობას ან სარკასტულ სიცილს თქვენს სტუმრებსა თუ მომავალ მეუღლეს შორის.

ძირითადად ქორწილის ფოტოგრაფები იცვამენ ყოველდღიურ სამუშაო სტილში და ამას გემოვნებიანად აკეთებენ. მაგრამ თუ თქვენ ქორწილში დრეს კოდი გაქვთ, მაგალითად შავი სამოსი, შეეცადეთ ის ან ისინი ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილოთ, თუმცა ზომიერებას ნუ დაივიწყებთ და ნუ შეეცდებით მათგან მთლად "ადამიანი შავებში" შექმნათ :D



ქორწილის გაუქმების ან გადადების შემთხვევაში მოგვიწევს თუ არა რაიმე "საჯარიმო" თანხის გადახდა?

არცერთ ჩვეთაგანს არ უყვარს წინასწარ ცუდზე ფიქრი, მაგრამ რას ვიზავთ, რაღაცეებზე გათვლების გაკეთებაც გვიწევს. ამიტომ ჯობია წინასწარ იკითხოთ იმ შედეგებზე, რაც შეიძლება თქვენი ქორწილის გაუქმებას მოყვეს. იკითხეთ მოგიწევთ თუ არა და რამდენის, თუ თქვენი მიზეზით გააუქმებთ დაგეგმილ საქორწინო ხელშეკრულებას (ავტორის შენიშვნა - საქართველოს შემთხვევაში - სიტყვიერ შეთანხმებას). ან გადადების შემთხვევაში თუ იქნება რაიმე გადასახადი.

კონკრეტულად რის გადაღებას გეგმავთ ქორწილის დღეს?

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ქორწილის ფოტოები, უმჯობესია აუხსნათ თქვენ ფოტოგრაფს რა სახის ფოტოები გსურთ. რა უფრო მეტად გსურთ სტუმრების რეაქციები სხვადსხვა მომენტებში თუ თქვენი რეაქციები? უფრო მეტად თქვენი პორტრეტები გსურთ თუ თვქენი მშობლების რეაქციები, როდესაც თქვენ ცოლქმრად გაცხადებენ.

გაარკვიეთ ქორწილის რა ნაწილის გადაღებას გეგმავს ფოტოგრაფი და რას არ გადაიღებს,  უთხარით თქვენ რისი გადაღება გსურთ, რომ არ გამორჩეს.



რამდენ ხანში მივიღებთ ჩვენ ფოტოებს?

ფოტოების ჩაბარების ვადები დამოკიდებულია იმაზე თქვენ რა დაუკვეთეთ. ლოდინი რამოდენიმე კვირიდან რამოდენიმე თვემდე შეიძლება მოგიწიოთ. ზოგიერთი ფოტოგრაფი რამოდენიმე ფოტოს ამოარჩევს ხოლმე და მალევე ამზადებს თავიანთ სოც მედია გვერდებზე დასადებად. მაგრამ ჯობია გაარკვიოთ თუ როდის მიიღებთ საბოლოო დასრულებულ ფოტოებს.

არ დაგავიწყდეთ, თუ თქვენ ბეჭდური ალბომიც დაუკვეთეთ ჩაბარების ვადები უფრო გაიწელება, თუმცა შესაძლებელია ფოტოგრაფმა ციფრული ალბომი უფრო ადრეც მოგაწოდოთ.

ასევე უკეთესი იქნება თუ იკითხავთ რა სახით უნდა მიიღოთ ფოტოები, იქნება ისინი დისკზე თუ usb-ზე თუ ინტერნეტით გადმოგეგზავნებათ და შემდეგ ჩამოტვირთვა მოგიწევთ.

მაინც რას მივიღებთ საბოლოოდ თქვენგან?

გაარკვიეთ მაინც რას მიიღებთ დათქმულ დროს, იქნება ეს ნაბეჭდი ალბომი თუ მხოლოდ ფოტოები დისკზე, როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ. თუ ბეჭდური ალბომიც გექნებათ, მაშინ რამდენი გვერდიანი იქნება და რამდენ ფოტოს დაიტევს შიგნით?




რამდენ პირად ინახავთ ჩვენ ქორწილის ფოტოებს?

ზემოთაც ავღნიშნეთ ცუდზე ფიქრი არავის უნდა, მაგრამ მაინც სიფრთხილეს თავი არ ასტკივა. ნამდვილად საშინელი იქნება თუ თქვენი ქორწილის ფოტოების RAW ფაილები სადმე დაიკარგება ან წაიშლება.

ამიტომაც უმჯობესია იკითხოთ თქვე პოტენციურ ქორწილის ფოტოგრაფთან, სად და როგორ ინახავს ის თქვენ ფოტოებს. გეგმავს თუ არა შეინახოს მეორე პირად ანუ copy ვერსია back up-ისათვის. არავინ იცის როდის გაფუჭდება SD ბარათი ან გარევინჩესტერი, სადაც შეიძლება ფოტოები ინახებოდეს.

მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ეს კითხვა მშვიდობიანი ტონით დაუსვათ.



აქამდე გიმუშავიათ თუ არა (ჩასვით ვიდეო ოპერატორის სახელი) ერთად?

თუ თქვენ უკვე შეარჩიეთ ქორწილის ვიდეო ოპერატორი, კითხეთ თქვენ ქორწილის ფოტოგრაფს ამ ორს ერთად უმუშავია თუ არა ადრე. თუ კი, ეს მართლაც მაგარი ამბავია, რადგან ისინი უფრო შეთანხმებულად იმუშავებენ. და თუ არა, მაშინ გაუცვალეთ მათ ერთმანეთის კონტაქტები, რომ თუ საჭირო გახდა წინასწრაც შეხმიანდნენ.

გიმუშავიათ თუ არა (ჩასვით ადგილის სახელი) აქამდე?

ეს მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან თუ ფოტოგრაფი გამოცდილია იმ ადგილზე მუშაობაში, სადაც თქვენი ქორწილია, ეს ნიშნავს რომ მან კარგად იცის იქ რა და როგორაა მოწყობილი და სად უნდა გადაიღოს საუკეთესო ფოტოები. ასევე დღის რა მონაკვეთებში რა განათება დგება და როგორ შექმნას ამ განათებებით ფანტასტიური ფოტოები.




აპირებთ თუ არა ჩვენი ფოტოების ონლაინ სივრცეში განთავსებას?

სრულიად შესაძლებელია რომ არ გსურდეთ ქორწილის ყველა ფოტოს ონლაინ განთავსება. ამიტომ სანამ დროა უნდა იკითხოთ და დააზუსტოთ. თუ საერთოდ არ გსურთ არცერთი ფოტოს განთავსება, გარკვევით აუხსენით ეს თვქენ ფოტოგრაფს, რადგან უმრავლესობა მათგანი შეეცდება თქვენ დარწმუნებას, რომ ფოტოების საუკეთესო ვერსიებს განათავსებს სოც ქსელებში, მათ ბლოგებზე ან საქორწინო ვებ საიტებზე.

წყარო : http://www.easyweddings.com.au/articles/15-questions-ask-wedding-photographer/

ფოტოები და თარგმანი გიო ბეჟანიშვილის









0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...