Sunday, October 2, 2016

5 წინასაარჩევნო დაპირება "უცხოგრაფისაგან"

გამარჯობა!

კარს არჩევნები მოგვადგა და უამრავი დაპირებები ისმის. ყველა რაღაცას გვპირდება და გადავწყვიტეთ რომ ჩვენც დავდოთ წინასაარჩევნო დაპირებები. მერე რა თუ არცერთ პარტიას არ ვეკუთვნით, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა 5 მთავარ დაპირებაზე მინდა ვისაუბრო. ვისაუბრო ჩვენ ამომრჩეველთან, რომელიც ყველა ჯერზე, როცა ფოტო თუ ვიდეო სჭირდება სწორედაც რომ არჩევანს აკეთებს.


დაპირება N5: დრონით მომსახურება

ამ საარჩევნო დაპირებას ჩვენ ამომრჩეველს 8 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად ვპირდები. მიუხედავად იმისა რომ "სტუდიას" (პარტიას) არ აქვს დრონის შესაძენი სახსრები, ჩვენ შეგვიძლია ეს მაინც ვუზრუნველყოთ. ეს კი კოალიციური მუშაობით მიიღწევა იმ ადამიანთან რომელმაც უკვე შეიძინა დრონი და რომელიც მზად არის ნებისმიერ დროს ითანამშრომლოს ჩვენთან. სატესტო კოალიციური გადაღება 30 სექტემბერს "თელავინოზე" შედგა და ჩვენი ამომრჩეველი შედეგს სულ მალე იხილავს.

დაპირება N4: კიდევ უფრო მრავალფეროვანი საქორწინო პაკეტები

ჩვენ უკლებლივ ყველა ამომრჩეველს ვპირდებით უფრო მრავალფეროვან საქორწინო პაკეტებს. როგორც იცით, თვეების წინ ჩვენ მხოლოდ ფოტოებსა და დოკუმენტურ ვიდეო ფილმზე ვმუშაობდით. ჩვენი 8 ოქტომბრის შემდეგ არჩევის შემთხვევაში მომსახურების პაკეტებს დაემატება: ნახევარ საათიანი საქორწინო ვიდეო, 3 წუთიანი კლიპი და მეორე ფოტოგრაფი ქორწილში.

დაპირება N3: უფრო მეტი სტატიები და ვიდეო ტუტორიალები ბლოგზე

ჩვენ ნათლად ვაცნობიერებთ რომ მომავალი ფოტოგრაფიისაა, რომ დღითიდღე უფრო მეტი ადამიანი იჩენს ინტერესს ფოტოგრაფიის შესახებ. ყველა გზააბნეულ და დამწყებ ამომრჩეველ ფოტოგრაფს ვპირდებით რომ ჩვენი არჩევის შემთხვევაში, ისინი მიიღებენ უფრო მეტ და საინტერესო სტატიებს უცხოგრაფის ბლოგზე. ასევე ოქტომბრის ბოლოდან ავამუშავებთ ვიდეო ტუტორიალების პროგრამას, რომელიც აუცილებლაად შეუმსუბუქებთ ყოფას დამწყებ თუ მოყვარულ ფოტოგრაფებს.

დაპირება N2: გაზრდილი ფოტო-ვიდეო აქციები

ჩვენ ვაცნობიერებთ რომ ყველას არ აქვს საშუალება ჩვენი ძვირადღირებული სერვისებით ისარგებლოს, სწორედ ამიტომ ჩვენი გუნდის საუკეთესო ეკონომისტები ამუშავებენ "საყოველთაო აქციების" რეფორმას. აქციები შეეხებათ მათ ვისაც ფულის ნაცვლად აქვს ენერგია და ენთუზიაზმი გამოადგეს ქვეყანას და ჩვენს სტუდიას (პარტიას). აქციები რომლებიც ჩვენ გაზაფხულზე გვქონდა 8 ოქტომბრის შემდეგ გახდება უფრო ხშირი და ჩვენი ამომრჩეველი ამ ყველაფერს თავის თავზე არჩევნების მეორე დღიდანვე იგრძნობს.

დაპირება N1: განახევრებული ფოტო-ვიდეოს ჩაბარების ვადები

მას შემდეგ რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა თითქმის ყველა პარტია გვირდება ამას, მაგრამ დაპირება დაპირებად რჩება. წლიდან წლამდე იზრდება ფოტოსა თუ ვიდეოს ჩაბარების ვადები. ვიცით და ვაღიარებთ არც ჩვენც გვაქვს გრძელი ვადები, და დაგვიანებებიც მომხდარა, მაგრამ ამომრჩეველს ჩვენი "4 წლიანი სწრაფი განვითარების გეგმის" ფარგლებში ვპირდებით, რომ მინიმუმ ორჯერ შევამცირებთ ფოტოს ჩაბარების დროს. შეგახსენებთ ახლა ის თვეს, ზოგჯერ თვენახევარს შეადგენს. რაც შეეხება ვიდეოს - მისი ჩაბარების დროზე 2017 წლის გაზაფხულიდან ვიმუშავებთ და ისიც აუცილებლად განახევრდება.

ჩვენ გვესმის რომ წინასაარჩევნოდ მართლაც ბევრი მიმზიდველი დაპირებები ისმის, მაგრამ გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი დაპირებები ყველაზე რეალისტურია. სწორედ ამიტომ როცა გადაწყვეტილებისა და არჩევანის წინაშე დადგებით, გახსოვდეთ რომ ამ ბრძოლაში საუკეთესო არჩევანი სწორედ "უცხოგრაფია".

ღრმად გვწამს რომ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!

მშვიდობიან და გონივრულ არჩევნებს გისურვებთ ყველას <3

პატივისცემით, 
გიო ბეჟანიშვილი, დამოუკიდებელი კანდიდატი და "უცხოგრაფის" თავმჯდომარე.


Photo by Konstantin Tatar

0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...