Tuesday, October 11, 2016

ფესტივალი "თელავინო 2016" (მცირე კოლაჟი)

ღვინის ფესტივალი "თელავინო 2016" სექტემბრის 30-ში გაიმართა, თუმცა საარჩევნო ცხელ-ცხელი დღეების გამო ფოტოებს ახლაღა ვაქვეყნებ. ვფიქრობ ხალხმა უკვე მოიცალა ყოველდღიური ამბებისთვის და პოლიტიკური დაძაბულობებიდან გამოვიდა.

ფესტივალს "თელავინო" წელს უკვე მესამედ ვაშუქებდი ჩემ მეგობრებთან ერთად. მე ფოტოზე ვმუშაობდი და საკმაოდ ბევრი კადრი მოვაგროვე, რომლის ნაწილსც სტატიაში გთავაზობთ. ვიდეო თრეილერსაც მალე იხილავთ. მანამდე შეგიძლიათ წინა წლის ვიდეოს ნახვით შეიქციოთ თავი.

რაც შეეხება უშუალოდ ფესტივალის დღეს:

ეს იყო საოცარი დღე. 

არაჩვეულებრივი გარემო და სიტუაცია.

შესანიშნავი მზიანი ამინდი და ღვინო. 

მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა და ხელნაკეთი და ნატურალური პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა. 

ღვინის კომპანიების ერთმანეთზე საუკეთესო ღვინოების დეგუსტაცია და მწვადი. 

უამრავი სტუმარი, ტურისტები უცხო ქვეყნებიდან და მოკლედ დიდი მხიარულება. 

ვფიქრობ კადრებიდან უფრო მეტს წაიკითხავთ ამიტომ გაგეცლებით და ფოტოებთან დაგტოვებთ მარტოდ :*










































































0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...