Thursday, October 5, 2017

გრძნობების, ისტორიისა და ბიზნესის ფოტოგრაფი





მართალია ფოტოგრაფია ხელოვნების ახალი დარგია და სხვებთან შედარებით დიდი ისტორია არ აქვს, ის მაინც ყოველდღიურად განიცდის განვითარებას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ადამიანთა ცხოვრებაში.

დღეს ჩვენ ვიღებთ ფოტოებს ადგილების, ადამიანების, მოვლენების დასამახსოვრებლად. უკვე სხვადასხვა მიმართულების ფოტოგრაფებიც გაჩნდნენ, რომლებიც მხოლოდ თავის სფეროში მუშაობენ.  თუკი მის მცირე ისტორიის ნაწყვეტს გადავავლებთ თვალს, იქნებ დღევანდელი ფოტოგრაფიის ფუძეები სწორედ იქ დავინახოთ.

ადრეული ფოტოგადაღების ლიმიტების მიუხედავად, 1840იან წლებში, ფოტოგრაფია მაინც პოპულარული ხელოვნების ფორმა გახდა და საკმაოდ მომგებიანი ბიზნესიც.იმ დროისთვის, პორტრეტული ფოტოგრაფია მეტად მოსაწყენი და გრძელი პროცესი იყო,რადგან კარგად განათებულ სივრცესა და მომთმენ ნატურას მოითხოვდა, რომელიც შეძლებდა წყნარად მჯდარიყო მცხუნვარე სინათლის წინ.ალბათ სწორედ ესაა მიზეზი იმის, თუ რატომ იყო ვიქტორიანულ ეპოქაში მკვდრების გადაღება და მათი ცოცხლებად წარმოჩენა ფოტოებში პოპულარული.საძიებო სიტყვების „post-mortem photography“ ქვეშ უამრავ სულისშემძვრელ ფოტოს აღმოაჩენთ და ფოტოგრაფთა ჯაფაც მოგხვდებათ თვალში, თუ როგორ ცდილობენ გარდაცვლილი ადამიანები ცოცხლებს დაამგვანონ.

ერთ-ერთი გავრცელებული ხერხი იყო გარდაცვლილი ადამიანები თავის საყვარელ არსებებთან ან ნივთებთან ერთად მოეთავსებინათ და ისე გადაეღოთ. ამ შემთხვევაში ძაღლებთან ერთად. იხილეთ მეტი: http://www.viralnova.com/post-mortem-victorian-photographs/

მეცხრამეტე საუკუნის ამერიკაში, მასებს ხიბლავდა  იმის პერსპექტივა, რომ საყვარელი ადამიანების სურათები აღექვათ და დაენახათ. ნიუ იორკელი ფოტოგრაფი მეთიუ ბრეიდი ადამიანების სწორედ ამ საჭიროებას ჩაეჭიდა და 1856 წლის ნიუ იორკის  ყოველდღიურ გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა სათაურით „ვერასოდეს გაიგებ რამდენად მალე შეიძლება იყოს ყველაფერი უკვე ძალიან გვიან“ . განცხადებით იგი  სთავაზობდა ადამიანებს ფოტოზე აღებეჭდათ თავისი  ცოცხალი, საყვარელი ადამიანები ვიდრე ეს შესაძლებელი იყო. 1861 წლის სამოქალაქო ომის დასაწყისში ეს შეთავაზება უფრო რელევანტური და მომგებიანიც გახდა ფოტოგრაფისთვის. ათასობით ჯარისკაცი და მათი ოჯახის წევრები მზად იყვნენ გადაეხადათ დოლარი მცირე ზომის ფოტოებში. იმ დროისთვის  ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო, რადგან  დღევანდელი ვალუტით, მაშინდელი 1 დოლარი, 30 დოლარის ექვივალენტი იყო. ჭკვიან ბრეიდის ცნობილი ადამიანებისთვისაც კი ჰქონდა სპეციალური შეთავაზება: ის პოლიტიკოსებს, გენერლებს თუ მსახიობებს  გადაღებისთვის გასამრჯელოს არ ართმევდა, თუმცა მათ სახელსა და ავტორიტეტს იყენებდა საკუთარი ბრენდის პოპულარიზებისთვის.


მაშინ, როცა არსებული პოლიტიკური კლიმატი იცვლებოდა და სამოქალაქო ომი უფრო და უფრო ცხელ ფაზაში შედიოდა, ბრეიდიმ გადაწყვიტა ის თავად აღებეჭდა დოკუმენტურად. თუმცაღა, რადგანაც ფოტოაპარატების ტექნოლოგიური შესაძლებლობები მწირი იყო,  მას მხოლოდ ომის წინა და შემდგომი კადრების აღბეჭდვა შეეძლო.და მაინც,  მისი დახმარებით ისტორიკოსებმა  შეძლეს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება  ფოტოებიდან. ბრეიდი კი ომის პირველი ამეირიკელი ფოტოგრაფი და პირველი ადამიანი გახდა, ვინც კადრები არმიის ბანაკებში გადაიღო.

მოკავშირეები ელიან ტრანსპორტირებას.
Belle Plain, Va, 1865. (Image: Picryl)


















ომის პროგრესირებასთან ერთად მისი ამბიციებიც იზრდებოდა. მან დაიქირავა ადამიანები, შეიძინა სპეციალური გადაადგილებადი (მობილური) ბნელი ოთახი და თითოეულკადრს, რაც კი მისი და დაქირავებული ჯგუფის  მიერ დამზადდა საკუთარი საავტორო უფლება მიანიჭა. ბრეიდი და მისი გუნდი დაყვებოდა არმიას და მათ გამარჯვებებსა და მარცხებს აღბეჭდავდა. ამერიკას კი გამაოგნებელი და ტრაგიკული სამოქალაქო ომის ფოტოისტორია შემატა.

ამგვარად, ტექნოლოგიური სიმწირის მიუხედავად მეთიუ ბრეიდმა შეძლო ფოტოგრაფიით შეხებოდა ადამიანურ გრძნობებს, შეხებოდა აწმყოს და ექცია ის ისტორიად, ამასთან შეძლო, იმ დროისთვის ერთობ დამღლელი და შრომატებადი საქმე ბიზნესად ექცია.და  თუკი ბევრი ფოტოგრაფისთვის კითხვას-რა არის ფოტოგრაფია-ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვს, მეთიუ ბრეიდისთვის ის ალბათ  ბიზნესიც იყო და ხელოვნებაც, ისტორიაც და მხილებაც, რისკიც და სიამოვნებაც...





































პ.ს მეთიუ ბრეიდის ფოტოების სრული კოლექცია შეგიძლიათ იხილოთ აქ. დღეს ის ნებისმიერი დაინტერესებულისთვის ხელმისაწვდომია.

წყარო: http://bigthink.com/articles/civil-war-scenes-see-film-roll-from-americas-first-photojournalist

https://picryl.com/collections/mathew-brady-photographer-of-us-civil-war/?

თარგმნა სალომე აფციაურმა



0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...