Wednesday, October 25, 2017

თანასწორობა გვჭირდება! თან ასწორებს!




თანასწორობა გვჭირდება, თან ასწორებს! - ეს იყო მთავარი მესიჯები გასულ კვირას ჩატარებული სამდღიანი აქციების, რომელიც თელავსა და მის შემოგარენში, რამდენიმე სოფელში გაიმართა.

აქციების მთავარი მიზანი იყო მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და საჭიროა ქალების გაძლიერება პოლიტიკაში.

- მეტი ქალი პოლიტიკაში - ამ ფრაზას ხშირად მოისმენდით და მას ყველაზე ხშირად დუტა აჟღერებდა, რომელიც პროექტში კეთილი ნების ელჩი იყო.

კამპანია წარმოაჩენს იმ ხილულ თუ უხილავ ბარიერებს, რომლებსაც აწყდებიანკარიერულიწინსვლით დაინტერესებული ქალები, და ხელს უწყობს საზოგადოებრივ მსჯელობას საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ქალების არასაკმარისი ჩართულობის შესახებ.

კამპანიის ინიციატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა გენდერული თანასწორობისათვისგაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.

ფოტორეპორტაჟში სამივე დღეა აღწერილი.

დუტას განსაკუთრებული სიყვარულით ხვდებოდნენ სოფლებში. იყო ბევრი სასაცილო და წმინდა კახური იუმორით გაჟღენთილი მომენტები. ძირითადად რაც პირველ რიგში კახელებს თვალში ხვდებოდათ დუტას თმის ვარცხნილობა და საყურეები იყო, რომელიც მათში რაღაც უცხოს ასოციაციას ტოვებდა, თუმცა როგორც კი საუბარს იწყებდნენ მასთან, ეს ყველაფერი სულაც ავიწყდებოდათ.

კამპანია აქტიურად შუქდებოდა კამერებით, რომელსაც სოფლის ასაკიანი მკვიდრები ძირითადად გაურბოდნენ ან ემალებოდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ მცდელობა იყო, ისევ კეთილი ნების ელჩის უშუალო საუბრითა და პრობლემაზე კითხვების დასმით სიტუაცია ძალიან შინაურული ხდებოდა და კახელებიც გულწრფელად გამოთქვამდნენ აზრებს. იმედია სიუჟეტი მალე მომზადდება და ვნახავთ რა დამოკიდებულება გვაქვს კახელებს თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებაზე.

სიმართლე გითხრათ მეც ბევრი ახალი გავიგე, ბევრი სტატისტიკური მონაცემი თუ ნამდვილი, ცოცხალი ამბავი. ვფიქრობ დღეს თანასწორობა ნამდვილად გვჭირდება, მეტი ქალი პოლიტიკაში კი ჰაერივით საჭიროა, მით უფრო იმ ფონზე, როცა თელავში არჩევნების შემდეგ საკრებულოში 35-იდან 32 კაცი და მხოლოდ 3 ქალი შევიდა.

იმედს ვიტოვებ უფრო ხშირად გაიმართება მსგავსი აქციები, ჩვენც უფრო მეტად დავფიქრდებით ქალების როლზე პოლიტიკაში და მხარს დავუჭერთ მათ გაძლიერებას.






















































































































ფოტო: გიო ბეჟანიშვილი
ფოტოედიტორი: თამარა შოშიტაშვილი






0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...