Sunday, October 22, 2017

როგორ გადავიღოთ თეთრი ღვინო იდეალურად თეთრ ფონზე



პროდუქტის ფოტოგრაფიაში თეთრი ღვინის გადაღება ისე, რომ ბრწყინავდეს და ბოთლის მეშვეობით ლამაზი შეფერილობა მიეცეს, ძნელი არ არის. ამ 9 წუთიან ვიდეო გაკვეთილში დასტინ დოლბი გვაჩვენებს არაჩვეულებრივ გზას, თუ როგორ მივაღწიოთ მას მარტივი ხერხებით.



,,როდესაც პროდუქტების თეთრ ფონზე გადაღებას განვიხილავთ, უნდა ვიცოდეთ და კარგად დავიმახსოვროთ, რომ ნათელი, დახვეწილი ფონი ლამაზ განათებად იქცევა ღვინის ბოთლზე  და მას მოცულობის ზრდის შეგრძნებას დაამატებს" - დასტინ დოლბი.

იმის გამო, რომ ღვინის ბოთლი გამჭვირვალეა, შეგიძლიათ უკნიდან გაანათოთ. მაგრამ თუ თქვენ სტრიფბოქსით პირდაპირ უკნიდან მიანათებთ, არცთუ ისე სასიამოვნო ეფექტს მიიღებთ საშინელ კონტრასტთან და არანაირ ,,სირბილესთან" ერთად.


თუმცა დიდი დიფუზიური პანელის დამატებით, შეგიძლიათ მთლიანად შეცვალოთ ეფექტი. ეს სიმეტრიულ შესახედაობას მეტად წარმოაჩენს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ გაზარდოთ თქვენი მაშუქის ძალა დიფუზორის დამატებით.



შემდეგ დოლბს სტრიფბოქსი უფრო მეტად კუთხისკენ გადააქვს დიფუზიური პანელის უკან, სანამ მეორე სტრიფბოქსსს დაამატებს პირდაპირ სახით ბოთლის მიმართულებით.


რეფლექტორს მარჯვენა მხრიდან მოაქვს ეტიკეტის დეტალები და ბოთლის სახურავი, მაგრამ თუ მას ძალიან ძლიერი ეფექტი აქვს შეგიძლიათ სხვა კომპოზიცია განიხილოთ და შეურიოთ რეფლექტორთან ერთად და მის გარეშე.


დოლბი ვარაუდობს საბაზისო კადრის შექმნას, ერთ რეფლექტორიან კადრს და 2 რეფლექტორიან კადრს.  მას შემდეგ რაც დაამუშავებთ, შეგიძლიათ ყველა ერთად შეკრიბოთ და შექმნათ ფინალური კადრი.



წყარო: https://petapixel.com/2017/09/21/photograph-white-wine-perfectly-white-background/
თარგმანი: ნინო კაპანაძე



0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...