Wednesday, October 4, 2017

რა უნდა გავითვალისწინოთ მეორადი კამერის შეძენისას


მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ფოტოგრაფიული აღჭურვილობის ფასი მნიშვნელოვნად მცირდება, მაინც ძნელია ათას დოლარზე მეტის გადახდა ახალ კამერასა და ლინზებში. დადებითი ისაა, რომ კამერის მექანიზმი (განსაკუთრებით ლინზები), თავის ღირებულებას კარგად გამოიმუშავებს. შედეგად, თითქმის ყოველთვის მეორადი კამერის ბოდების, ლინზების  და აქსესუარების სიჭარბეა. სანამ ნახმარი მექანიზმის ყიდვას დააპირებთ კარგად გაითავისეთ, რომ შეფასება ხარისხისა და ფასის თვალსაზრისით შესაძლოა ცოტა სახიფათო აღმოჩნდეს. როგორც უსირცხვილო ფოტოგრაფი, რომელსაც თავის კოლექციაში დაახლოებით 50% მეორადი აღჭურვილობა აქვს, გთავაზობთ რამოდენიმე მეთოდს რომელიც კამერის შეძენისას აღმოვაჩინე.



























ფასი შეამოწმეთ კარგი რეპუტაციის მქონე ონლაინ წყაროებზე

ახლა თითქმის ყველა ონლაინ გამყიდველებს თავიანთ საიტზე მეორადი კამერების სექცია აქვთ. ყურადღება მიაქციეთ ხარისხის რეიტინგს და კომენტარს თითოეულ ნივთზე და შეადარეთ თქვენს მოლოდინს. ხშირად გამოყენებულ ნივთებს, რომლებსაც ძალიან დაბალი ფასი აქვს რაიმე სახის მექანიკური, ან კოსმეტიკური პრობლემა აქვს, ასე რომ თუ იფიქრებთ, რომ ხელსაყრელი შემოთავაზებაა - დაეჭვდით. დაბალი ფასების გარდა დაეჭვების კიდევ ერთი მიზეზია არალეგალური წარმოების ნივთები, რომელიც არანაირი ქარხნული გარანტიით არ სარგებლობს. იმის შესამოწმებლად, ნივთები ლეგალურია თუ არა, საუკეთესო გზაა მოძებნოთ სერიული ნომერი და მიუთითოთ იგი კამერის მწარმოებლის მონაცემთა ბაზაში.

მეორადი მექანიზმის ონლაინში ყიდვის უპირატესობა არის ის, რომ ხშირად ნივთი შემოწმებულია გამყიდველის მიერ. ასევე შესაძლოა საკმაოდ მოქნილი პირობები იყოს შეცვლაზე და უკან დაბრუნებაზე იმ შემთხვევისათვის, თუ შენაძენით კმაყოფილი არ იქნებით. ორმაგად შეამოწმეთ გამყიდველი და დარწმუნდით, რომ სანდოა, განსაკუთრებით ამაზონზე, რომელიც კერძო გაყიდვების საშუალებას იძლევა.


შეამოწმეთ ადგილობრივი განცხადებები

კერძო პირისგან მეორადი აპარატის ყიდვის უპირატესობა არის ის, რომ სანამ იყიდით შეგიძლიათ შეამოწმოთ. ნერვიულობთ უცხო ადამიანთან ბიზნეს გარიგებაზე შესახვედრად? ამისათვის ხალხმრავალი ადგილი შეარჩიეთ, როგორიცაა ქალაქის ცენტრი, ან კაფე. აგრეთვე აღმოვაჩინე, რომ კამერის გამყიდველები თავად არიან პროფესიონალი ფოტოგრაფები და მათი სახელებით და ინტერნეტ პორტფოლიოებით ადვილად შეიძლება მათზე ინფორმაციის მიღება შეხვედრამდე. თუ კერძოდ ყიდულობთ უნდა იცოდეთ როგორ შეაფასოთ კამერა თავად.






როგორ დავადგინოთ ნახმარი ლინზის ხარისხი?

























ხარისხის შეფასების თვალსაზრისით ლინზები შედარებით იოლი შესაფასებელია. პირველ რიგში დეტალურად დაათვარიელეთ ლინზა და ეძებეთ სოკო, მტვერი და ნაკაწრები. მიანათეთ რაიმე ლინზას და გახედვისას ნებისმიერი ნაკლი შესამჩნევი გახდება. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი პრობლემა, როგორიცაა მტვერი და პატარა ნაკაწრები, მხოლოდ კოსმეტიკური დაზიანებაა და ფოტოს საერთო ხარისხზე ეფექტს არ მოახდენს. თუმცა ნებისმიერი სახის სოკოს ნიშანი ლინზაზე გარიგების ჩამშლელია, რადგან მისი მოცილება ძალიან რთული და ძვირადღირებული პროცესია.

მეორე, ობიექტივზე მექანიკური ტესტი ჩაატარეთ რათა ნახოთ როგორ მუშაობს. საუკეთესოა გქონდეთ თქვენი კამერა მიტანილი, რათა ნახოთ რამდენად შეესაბამება. დარწმუნდით, რომ დიაფრაგმის პირი სუფთაა და თავისუფლად მოძრაობს და ასევე ზუმის და ფოკუსის რგოლები. ლინზის მოდელებიდან გამომდინარე იშვიათია რგოლებს შორის რაიმე შეუსაბამობა, მაგრამ დარწმუნდით რომ ორივე შეუფერხებლად მუშაობს. და ბოლოს, შეამოწმეთ ავტოფოკუსის გავლენა ლინზაზე და დარწმუნდით რომ ის გლუვია.

როგორ დავადგინოთ მეორადი კამერის ბოდის ხარისხი?

























მეორადი კამერის ბოდების შეფასება ცოტა რთულია. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ნორმალურია თუ მასზე გამოყენების ფიზიკური ნიშნებია ასახული. კამერის დანახვისას პირველი ვიზუალური შთაბეჭდილება შეაფასეთ, როგორც პირველი განაჩენი. თუ კამერა ცუდად გამოიყურება გარედან, სავარაუდოდ შიგნითაც არაფერი უკეთესი არ იქნება. თუმცა კამერის ბოდის ყველაზე მრავლისმთქმელი ნაწილია ჩამკეტი, რომლის შეცვლაც ძალიან ძვირია. ხანდახან ადამიანები ყიდიან კამერას, მაშინ როცა ჩამკეტი მწყობრიდან გამოსვლის პირზეა, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალმა მფლობლმა ბევრი ფული უნდა დახარჯოს მის შესაცვლელად. როგორ შევამოწმოთ გადაღებული კადრების რაოდენობა და ასევე რამდენი კადრის გადაღების შესაძლებლობა აქვს მეორად ბოდის დამოკიდებულია კამერის ბრენდზე და მოდელზე. გუგლში და ფორუმებზე ძიებამ გარკვეული რესურსი უნდა შემოგთავაზოთ.

კამერის ბოდიში კიდევ ერთი ასპექტია ავტოფოკუსი, რომელიც უნდა შემოწმდეს. შეამოწმეთ კამერა სანდო ლინზების გამოყენებით, რომელსაც თქვენ ატარებთ,  და ნახეთ როგორ მუშაობს ერთი და უწყვეტი  რეჟიმის ავტოფოკუსი. ასევე შეამოწმეთ ობიექტივის სამაგრი და დარწმუნდით რომ ლინზები უსაფრთხოდ ემაგრება.

იმის მიუხედავად მოყვარული ხართ თუ პროფესიონალი, სრულიად მისაღებია მეორადი კამერის შეძენა. უბრალოდ კარგად გამოიკვლიეთ და გაერკვიეთ იმ პროდუქტის დეტალებში რომლის შეძენასაც აპირებთ და ყოველთვის გამოიყენეთ სანდო წყაროები.


თარგმანი: ნინო კაპანაძე
წყარო: https://digital-photography-school.com/buy-used-camera-gear/


0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...