Wednesday, October 11, 2017

ბექა და გურანდა - საქორწინო ფოტოამბავი / Beqa & Guranda - Wedding Photostory



ქორწილის ფოტო გადაღების თაობაზე გურანდამ რომ დამირეკა მგონი ზაფხულიც არ იყო. ვიფიქრე როგორც ხდება ხოლმე, ალბათ ქორწილი მაქსიმუმ ერთ თვეში ექნებათ თქო და მაგიტომ რეკავდა. მაგრამ რომ მითხრა შემოდგომაზე, სექტემბერში მაქვს ქორწილიო, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. თან თვითონაც გაეცინა მანამდე კი ლამის ნახევარი წელია, მაგრამ წინასწარ მაინც მინდა დაჯავშნაო. მაშინვე მივხვდი რომ ეს იქნებოდა ქორწილი რომელსაც აუცილებლად გადავიღებდი. მიუხედავად იმისა რომ არც გურანდას და არც ბექას არ ვიცნობდი, წინასწარ ვიგრძენი მათგან პოზიტიური ენერგია და ყურადღება.

ერთი შეხედვით ფოტოგრაფია არასუბიექტური საქმეა, მითუფრო შორიდან ასე ჩანს. მაგრამ მცირე დეტალსაც კი შეუძლია გაუფუჭოს ხასიათი ქორწილის ფოტოგრაფს ქორწილამდე თუ მისი მიმდინარეობის დროს. ეს კი თავისთავად აისახება ფოტოებზე.  გურანდას და ბექას შემთხვევაში კი ყველაფერი, ყველა ზარი თუ დეტალების შეთანხმება მიტოვებდა განცდას, რომ საქმე მქონდა ორ საკმაოდ ყურადღებიან და საინტერესო ადამიანთან. ადამიანებთან რომლებიც მზად იყვნენ ეთანამშრომლათ ჩემთან და არა "დავექირავებინე", რაც ხშირად ტოვებს ხოლმე ცუდ განცდას გადაღების დროს. ამისათვის მადლობა მინდა გადავუხადო მათ.

სიტყვა გამიგრძელდა და ამიტომ შევამოკლებ ჩემ სათქმელს.

ქორწილის დღემ საოცრად ჩაიარა, მითუფრო რომ ძალიან პოზიტიური ხალხი გავიცანი და ასევე შევხვდი ჩემს გადაღებულ კიდევ ერთ წყვილს გიოს და ქეთას, რომლებიც უკვე მშობლები არიან. მსგავსი სასიამოვნო სიახლეებით დატვირთული დღე კი ყოველთვის სტიმულია კარგი ფოტოამბებისათვის. ვფიქრობ სწორედ დადებითმა ენერგიამ მოახდინა ზემოქმედება ფოტოებზეც. თუ ფოტოების დათვალიერებისას ამას თქვენც იგრძნობთ, შემატყობინეთ კომენტარების სახით.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ ვულოცავ  ბექას და გურანდას გაბედნიერებას და ვუსურვებ სულ ასეთი ბედნიერები და ღიმილიანები ყოფილიყვნენ.











































































































ფოტოგრაფი: გიორგი ბეჟანიშვილი 
ფოტოედიტორი: დავით კობიაშვილი

უცხოგრაფი @ 2017





4 comments:

  1. გიო,
    მადლობა ძალიან ცოტაა შენთვის... არ ვიცი მადლიერება როგორ გამოვხატო...
    მე და ბექას გვიყვარხარ!!! ❤️❤️
    საუკეთესო ხარ შენს საქმეში! 👌⭐️️📷✌️
    წარმატებები!.. 👏👏

    ❤️❤️ #უცხოგრაფი

    ReplyDelete
  2. ძალიან გამახარეთ ამ კომენტარით <3 მეც მიყვარხართ და წარმატებებს გისურვებთ ცხოვრებაში :* ;) <3

    ReplyDelete
  3. შესანიშნავია... (Y)

    ReplyDelete

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...