Friday, March 23, 2018

"ეს დროშა მშვიდობაში" - საპროტესტო ფოტოპროექტი




მარიამ შაქარაშვილი ერთ-ერთი წარმატებული მხატვარი და არტისტია საქართველოში, ის არაერთი საინტერესო პერფორმანსის იდეის ავტორია. ეს მისთვის პროტესტის ერთგვარი გამოხატვის ფორმაა.

აღნიშნული პროექტი ჩვენი საერთო, დასრულებული პროექტია.

პერფორმანსის სახელწოდებაა "ეს დროშა მშვიდობაში", რომელიც ეძღვნება არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას.

ეს იყო როგორც აღნიშნული ტრაგედიის მიმართ პროტესტი, ამასთან გადმოვეცით ის თუ რა შეიძლება განიცადოს დედამ, რომელსაც უკლავენ შვილს და საშუალება არ აქვს მისი ცხედარი მაინც დაიტიროს.

ეს იყო პროტესტი ადამიანის გრძნობების არაფრად ჩაგდებისა, ქალების ტკივილისა და იმ ყველა ნეგატიური პროცესისა რაც წლების განმავლობაში თან სდევს მცოცავ ოკუპაციას.

ლოკაციად გორის ქარის ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია შევარჩიეთ, როგორც თანამედროვე სამყაროს სახე, სადაც სივრცე იმდენად დიდია, რომ ჩვენი, ადამიანების ემოციები იკარგება.

აქვე გთავაზობთ მარიამის სიტყვებს, რაც პრინციპში პერფორმანსს დაედო საფუძლად და უკეთ გამოხატავს ფოტოების არსს:

"თანამედროვე სამყაროში ტკივილი შეუმჩნეველი გახდა, ემოციები - გამოუთქმელი.

შეიცვალა იარაღები და დღეს აქტუალური იგნორი, ცინიზმია... უკვალოდ ქრებიან ჩვენი ფიქრები და ქარში იფანტებიან სისხლიანი მოგონებები წარსულზე და გვაშინებს მომავალი. გვტანჯავს გამოუთქმელი ფიქრები და ვიცით, რომ ვერ მივაწვდენთ ხმას ჩვენი ტკივილის ადრესატს. ახლოა წითელი ზღვარი, რომელიც დაგვიწესეს თვითმარქვიებმა და მაინც, არ ძალგვიძს მისი გარღვევა. ომი გვაცარიელებს, ომი გვაიძულებს, განვაგრძოთ ცხოვრება დაუძლურებულებმა. და ჩვენც გავშეშდით დაუცველნი თანამედროვე სამყაროს წინაშე, სადაც ჩვენს სიტყვას ფასი არა აქვს, სადაც არ გვისმენენ..

და არ გვტოვებენ სისხლიანი მოგონებები თქვენზე, მათზე, ჩვენზე..

თეთრი ფერი ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული სიწმინდისა და სისპეტაკის სიმბოლო-ჰიპოსტასად აღიქმებოდა. მორალური პრინციპების თანახმად, უძველესი დროიდან ომშიც კი უბრუნებდნენ მიცვალებულებს ერთმანეთს. თეთრი ფერი - როგორც მოწოდება მორალისაკენ."






























ავტორი:  თამარ შოშიტაშვილი














0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...