Sunday, March 18, 2018

კვირის სეირნობები vol. 6 - თელავი (2018)





კვირის სეირნობებისთვის მზადება ყოველთვის წინასწარ იწყება.

თუ კვირის დღეები არ მაქვს დაკავებული შუა კვირაში გავდივარ, თუ არადა შაბათ დღეს.

გუშინ გასვლა დღის მეორე ნახევარში გადავწყვიტე. მარშრუტი უკვე წინასწარ შედგენილი მქონდა, როცა ნინუცამ, ჩემმა შვილმა გამოყოლა გადაწყვიტა.

ზოგადად ვცდილობ ჩემი პროფესია თავს არ მოვახვიო და გადაღებებზეც ნაკლებად დამყავს. არ მინდა რადგან მამა ფოტოგრაფი ყავს, ავტომატურად ჩათვალოს რომ თვითონაც იგივე საქმე უნდა გააგრძელოს. თუმცა გუშინ კარგი ამინდი იყო და ვიფიქრე გამოსეირნება არ აწყენდა.

სულ მალე ჩემდაგასაკვირად ფოტოების გადაღებაც დაიწყო საკუთარი ტელეფონით და ნადიკვარზე მისული საინტერესო კადრებით გამაოცა.

ერთია იღებდე თელავს, ქალაქს რომელიც მართლაც გამორჩეულია თავისი მდებარეობით, გორებით და არქიტექტურით და მეორეა ამას შვილთან ერთად აკეთებდე. ქმნიდე ისტორიას, აძლევდე მოგონებებს და თან ცოდნას აზიარებდე. 

ვფიქრობ სულ უფრო და უფრო ხშირად უნდა ვაძლევდეთ თავს აზროვნების და თავგადასავლების ძიების საბაბს. ფოტოგრაფიაც ხომ თავიდან ფიქრით და ძიებით შეიქმნა.

დანარჩენს უკვე კადრები გიამბობთ.

იმედია მოგეწონებათ და არც გაზიარებას დაიზარებთ, მითუფრო რომ ეს პროექტი სრულიად მოხალისეობრივია და ერთადერთი რაც სტიმულს მაძლევს როგორც ფოტოგრაფს და თელავის ჟამთაღმწერელს თქვენი დადებითი შეფასებები და მხარდაჭერაა.

სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ საოცარ თელავში.






































პ.ს. არ დაგავიწყდეთ - კომენტარებში მოგვწერეთ რომელია თქვენი ფავორიტი ფოტო ამ სეირნობიდან.

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი



0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...