ზამთარი შესაძლოა შესანიშნავი დრო აღმოჩნდეს თქვენი
პორტფოლიოს გასაახლებლად. როდესაც მიწა თეთრ საბანში გაეხვევა, ყველაზე კარგად ნაცნობმა
ადგილებმაც კი შეიძლება მიიღოს სრულიად განსხვავებული პერსპექტივა. სწორედ ამ დროს
გვეძლევა ხელსაყრელი შემთხვევა გადავიღოთ უნიკალური ფოტოები. ზამთარი ისეთ გამოწვევებს
გვიგზავნის, როგორსაც ფოტოგრაფები სხვა სეზონზე ვერ შევხვდებით. ამ სტატიით გთავაზობთ
რჩევებს, რომლებიც დავაგროვე წლების მანძილზე საკუთარი გამოცდილებით და შესაძლოა მან
თქვენი ზამთრის ფოტოების გადაღების პროცესი მეტად პროდუქტიული და სახალისო გახადოს.
ფოტო №1. ექსპოზიციის შედეგი დაფუძნებულია ცის გაზომვაზე. |
თოვლს შეუძლია მოატყუოს თქვენი ექსპონომეტრი
ზამთრის ყველაზე დიდი გამოწვევა სწორი ექსპოზიციის მიღწევაა.ყველა
კამერის ექსპონომეტრი მოწმდება ნეიტრალურ ტონალობაზე, ან ნეიტრალურ ნაცრისფერზე. თეთრმა,
თოვლით დაფარულმა პეიზაჟმა სავსებით შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს და იმოქმედოს
ექსპოზიციის განსაზღვრისას. მხოლოდ ექსპონომეტრით გაზომვამ შესაძლოა მიგვიყვანოს იმედგაცრუებამდე.
გადაღების მომენტში ვივარაუდებთ, რომ თოვლი გამოჩნდება თეთრი, მიუხედავად განათების
პირობებისა და ბოლოს აღმოვაჩენთ, რომ ყველა თოვლიან პეიზაჟზე თეთრის ნაცვლად გაურკვეველი
ნაცრისფერია.
მოდი გავერკვეთ თუ როგორ მუშაობს ექსპონომეტრი. მისი
არსი ძალიან უბრალოა და მდგომარეობს იმაში, რომ სწორად შევარჩიოთ ექსპოზიცია და სწორად
დავაკომპენსიროთ (გადავანათოთ). მე აღმოვაჩინე, რომ სწორედ ღრუბლიანი და ჩაბნელებული
დღის თოვლით დაფარული სცენა საჭიროებს გადანათებას +1 EV, მზით განათებულ თოვლის სცენას
კი შესაძლოა დასჭირდეს +2EV. ძალიან ფრთხლად უნდა ვიყოთ +2EV_ით კომპენსაციის დროს,
რადგან საგნები შეიძლება გაფერმკრთალდეს და დაკარგოს დეტალები. გიამბობთ, როგორ მივედი
ამ შედეგამდე.
მე ვარჩევ ვიმუშაო ექსპოზიციის ხელით დაყენების რეჟიმზე
და გამოვიყენო ადგილზე გაზომვა. ამ გზით მე შემიძლია მივიღო სწორი ექსპონომეტრი რომელიც
წაიკითხავს ნებისმიერ საგანს, ან დეტალს, რომლის გაზომვაც მინდა. ნათელ დღეს მე შემიძლია
პირველად გავზომო ჩრდილოეთის ცა დაახლოებით 45 გრადუსით მაღლა ჰორიზონტზე. შემდეგ მარეგულირებლით,
ჩამკეტის სიჩქარით, ან ორივეთი ერთად მე ვაყენებ ექსპოზიციას -1EV_სა და +1 EV_ს შორის,
იმის მიხედვით, რამდენად მუქი, ან ნათელი ფერი მინდა მივცე ცას. შემდეგ მე გავზომავ
თოვლს, რათა შევხედო რამდენად ადარებს ექსპონომეტრი წინა ექსპოზიციას. თუ შედარება
ნაკლებია +3 EV_ზე (ან თუ გადანათების სიგნალი არ ციმციმებს ეკრანზე), მე ვიცი, რომ
ყველაფერი კარგად იქნება. თუ თოვლი ზედმეტად გადანათებულია, ვბრუნდები, თავიდან ვზომავ
ცას და ვცვლი ექსპოზიციას ერთი ნაბიჯით ნაკლებით. თავიდან ვამოწმებ თოვლს ექსპონომეტრით
და თავიდან ვარეგულირებ თუ საჭიროა. ეს მრავალჯერ გამეორებადი პროცესია. ორი სცენა
ერთნაირი ვერ იქნება. იგი საჭიროებს პრაქტიკას და მოთმინებას, სანამ არ იგრძნობ მას.
პირველი ფოტო ნათელი მაგალითია ამ ხერხის წარმატებით გამოყენებისა.
თუ ღრუბლიანი ამინდია, მე უბრალოდ ვასწორებ ექსპონომეტრს
თოვლზე და ვაყენებ ექსპოზიციას +1EV_ზე. რათქმაუნდა თქვენ შეგიძლიათ თითოეულ სიტუაციაში
ადგილზე გაზომოთ რაღაც ნეიტრალური შეფერილობის, მაგ. როგორიცაა ნაცრისფერი კლდე, ან
მსგავსი რამ, რათა შემდგომ დააყენოთ ექსპოზიცია და მიიღოთ შესაბამისი ფერი. იგივე პრინციპს
გამოვიყენებთ ჩამკეტის ან AP რეჟიმის დროს, მაგრამ ცოტა მეტი ეშმაკობაა საჭირო იმისათვის,
თუ სცენის რომელი განსხვავებული ნაწილები შევადაროთ ერთმანეთს, ან რომელი მათგანი ვაკონტროლოთ
ექსპოზიციით და მივიღოთ ნამდვილი გამოსახულება.გარდა ამისა, თუ არ გამოვიყენებთ ექსპოზიციის
ჩამკეტს და ავამოძრავებთ კამერას, იგი შეიცვლება და დიდი შანსია შეცდომა დავუშვათ.
თუ ეჭვობთ, მაშინ უმჯობესია
გადიღოთ ბრეკეტინგით, ორი კადრი - ერთი გადანათებული,
მეორე ჩაბნელებული. ამისთვის საუკეთესო
იქნება 1 (EV) ზრდით. გამოცდილებასთან ერთად, თქვენ უფრო მეტი თავდაჯერებით შეარჩევთ
ექსპოზიციას ისე, რომ ნაკლებად დაგჭირდეთ
ბრეკეტინგის გამოყენება. ყოველთვის შეამოწმეთ ჰისტოგრამა და ისწავლეთ, როგორ ივარაუდოთ
ზამთრის სცენა: თუ თოვლი გადანათებული იქნება მიიღებთ დამახინჯებულ ფოტოებს.
ასევე კარგი იდეაა კამერაში დაყენებული გქონდეთ ,,ექსპოზიციის
საშიშროება“. იგი გადანათებულ ადგილებს ააციმციმებს ეკრანზე. რამოდენიმე ძალიან გადანათებული
პატარა ადგილის ციმციმი დასაშვებია, თუმცა ალბათ არ გენდომებათ მთლიანი თოვლით დაფარული
მინდორი, ან ცა იყოს ასე. თუ ასე მოხდა, უბრალოდ გაზარდეთ ჩამკეტის სიჩქარე ერთით,
ან მეტით, ან დახურეთ დიაფრაგმა იმ რაოდენობით, სანამ აციმციმებული ადგილი დასაშვებ
ზღვარს არ მიაღწევს.
ველური სამყაროს გადაღება ზამთარში, შესაძლოა ცოტა მეტად
პირდაპირი იყოს. ვინაიდან ცხოველები გადაღების მთავარი ობიექტები არიან, აუცილებელია
სწორი ექსპოზიცია შევარჩიოთ და თუ საჭიროა დავთმოთ სხვა ყველაფერი. მე ისევ აღმოვაჩინე,
რომ ცხოველის ადგილზე გაზომვა, საუკეთესოა. ჩვენი მსჯელობიდან გამომდინარე, თუ იგი
მთლად თეთრი, ნეიტრალური შეფერილობის, ან მუქია, ვაყენებთ შესაბამის ექსპოზიციას და
ვაკომპენსირებთ თანმიმდევრობით. ასე მაგ: +1 EV, 0 EV ან -1 EV, როგორც საწყისი წერტილი და ჰისტოგრამის შემოწმების შემდეგ ვარეგულირებთ
ისე, როგორც საჭიროა. გამოცდილებასთან ერთად ეს გახდება ინტუიციური და თუ ეჭვის თვალით
უყურებთ ბრეკეტინგულ ექსპოზიციას, შეგიძლიათ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი აარჩიოთ.
უფრო მეტი ზამთრის ველური სამყაროს ფოტოგრაფიის შესახებ, ოდნავ მოგვიანებით.
ზამთარში გადაღებისას არ დაგავიწყდეთ მაშუქი. იგი შეგიძლიათ
გამოიყენოთ, როგორც ეფექტური საშუალება წინა პლანის საგნების გასანათებად, ასევე უზრუნველყოფს
თვალის სიკაშკაშეს, ან
აქრობს არასასურველ ჩრდილებს.
ფოტო №2. ზამთრის ხედი გლაციერის ეროვნულ პარკში, ტბა მაკდონალდი. ცაზე ყურადღების გასამახვილებლად და ღრუბლების უფრო გარკვევით წარმოსაჩენად გამოყენებულია პოლარაიზერი |
ფილტრები
პოლარაიზერი, არის ჩემი ერთგული ფილტრი, მიუხედავად
იმისა, წლის რომელი დროა. იგი შესანიშნავი ხელსაწყოა ცისფერი ცის გასამუქებლად, ღრუბლებისთვის
მეტი სიზუსტის შესაძენად, სიკაშკაშის გასაუქმებლად და ფერების მეტი გაჯერებულობისათვის.ერთი
უცნაურობა ისაა, რომ ადვილია ზამთრის დაბურული მზის ზედმეტად პოლარიზება და ცისთვის
არაბუნებრივი შესახედაობის მიცემა, ასე რომ, გონივრული იქნება თუ წავიღებთ რამოდენიმე
ჩარჩოს სხვადასხვანაირი პოლარიზაციებით, რათა შევხედოთ რომელი მუშაობს უკეთ. მეორე
ფოტო გვიჩვენებს ეფექტს, თუ როგორ გავაუმჯობესეთ იგი პოლარაიზერის გამოყენებით.
„Graduated neutral-density“ფილტრი გამოიყენება მაშინ,
როდესაც საჭიროა ექსპოზიციის გადახრის გაწონასწორება სცენის განსხვავებულ ნაწილებს
შორის, როგორიცაა წინა ან უკანა პლანი და ცა. მე აღმოვაჩინე, რომ ნაცრისფერი „Graduated
neutral-density“ ფილტრი კარგად მუშაობს ზამთრის სცენის ჩვეულებრივ სიტუაციებში.
მომდევნო ფილტრი, რომელიც ციფრულ ერაში ნაკლებად გამოიყენება,
არის „warming“ ფილტრი, ასეთია 81C. დამატებითი მოყვითალო ფერი ნეიტრალდება თოვლის
მოლურჯო ელფერით, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას მზიან დღეებში ან ჩრდილში. თეთრის ბალანსის
დაყენება ,,ჩდილისთვის“, ან მარეგულირებლის მერე „Lightroom“-თან, ან სხვა პროგრამასთან,
უზრუნველყოფს მსგავს ეფექტს.
ფილტრები იყოფა ორ ჯგუფად - ისინი, რომლებიც მაგრდებიან
უშუალოდ ლინზების ბოლოს და ისინი, რომლებიც მოძრაობენ დამჭერზე (ასეთებია Lee და Cokin
სისტემები). ეს უკანასკნელი შესაძლებელია უმჯობესი იყოს ზამთარში გამოსაყენებლად, მაშინ,
როცა მძიმე ხელთათმანებით მოძრაობა უხერხულია.
ფოკუსის პრობლემები
დაბალი ხილვადობის პირობებში, მოღრუბლულ ან ნისლიან
დღეს, ან როდესაც თოვს, ავტოფოკუსისას თქვენი ლინზა შესაძლოა სიძნელეს შეეჯახოს. მესამე
ფოტო გვიჩვენებს ასეთ სიტუაციას. ასეთ პირობებში შესაძლოა ლინზა ფოკუსის გასწორებისას
„დაიბნეს“. არ შეგეშინდეთ - ეს იშვიათი შემთხვევა არ არის. პრობლემა ისაა, რომ ლინზას
არ შეუძლია იპოვოს და დააფოკუსოს ისეთი რამ, რაც საკმაოდ მკაფიო არაა. შესაძლოა მოვიდეს
დრო, როდესაც ლინზა შეძლებს ფოკუსირებას თოვაზე, მთავარი თემის საპირისპიროდ, დატოვოს
საგანი არაკონტრასტული, ან საერთოდ ფოკუსის გარეშე.
როდესაც ასეთ მდგომარეობაში ფოტოგრაფირებთ, საუკეთესოა
ავტოფოკუსი გადაიყვანოთ ხელით მართვის რეჟიმზე. “Manual” რეჟიმისას დააწექით შუთერს
ნახევრად, ფოკუსის მიღებისას ფოკუსის წერტილი აინთება თქვენს ხედმძებნზე, რათა გაცნობოთ,
რომ ყველაფერი კარგადაა. არ დაგავიწყდეთ გამორთოთ ავტოფოკუსი როდესაც დაამთავრებთ.
სწორი გადაღების
სიჩქარე
თოვის ან ქარის დროს სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა
შესაფერისი გადაღების სიჩქარე. სწრაფი სიჩქარე აჩერებს ყოველგვარ მოძრაობას მაშინ,
როდესაც ნელი სიჩქარე გვაძლევს გაბლარულ მოძრაობას.
ერთის მხრივ, თოვა კარგი შემთხვევაა. გადაღების ნელი
სიჩქარის დროს თოვლის ფიფქები გამოჩნდება, როგორც თეთრი ხაზები, მაშინ როდესაც სწრაფი
სიჩქარე აძლევს მათ თეთრი წერტილების სახეს. რა არის სწრაფი და რა არის ნელი? როდესაც
მშვიდი დღეა და სუსტად თოვს, გაყინული მოძრაობის მისაღებად საჭიროა ისეთი პატარა სიჩქარე,
როგორიცაა 1/125. ქარბუქის პირობებში 1/350 სრულიად საკმარისი იქნება. ასე რომ, თუ
რაიმე კითხვა გაქვთ, მიზანშეწონილია გამოყენოთ “bracket shot” ბევრი სახეობის სიჩქარით
და დიაფრაგმის კომბინაცია, რათა გაიგოთ ამა თუ იმ პირობებში რომელი უკეთესად მუშაობს.
მეოთხე ფოტო გვიჩვენებს ამ ეფექტს თოვაში.
ფოტო №4: ხშირი თოვა საჭიროებს 1/250 სიჩქარეს, რათა
შეაჩეროს მოძრაობა ისე, როგორც ზედა ფოტოზეა ნაჩვენები. მომდევნო ფოტო გვიჩვენებს თოვლს
ხაზებად, გადაღებულია 1/115 სიჩქარით.
ცივი ამინდი და
ბატარეები
ბატარეები დაბალ ტემპერატურაზე ძალას კარგავენ, სიცივეში
კი სულმთლად იფიტებიან. ეს ყველა ბატარეას ეხება, თუმცა ბოლო თაობები უფრო უკეთესია,
ვიდრე მისი წინამორბედები. საუკეთესო დასამუხტია ლითიუმ-იონიანი ბატარეები გამოშვებული
NiCad_ის და NiMH_ის მიერ.ისინი წესით 0 გრადუს
ტემპერატურაზეუნდა ფუნქციონირებდნენ. თავი აარიდეთ ტუტეს, რადგან ისინი სიცივეში ცუდია.
ცივ ამინდში გამოფიტული ბატარეები სითბოში კვლავ დაიბრუნებს
ძალას. გირჩევთ, გასვლისას თან იქონიოთ ერთი, ან მეტი სათადარიგო ბატარეა. ისინი შეგიძლიათ
გამორთოთ, როცა აღარ დაგჭირდებათ და შეინახოთ შიდა თბილ ჯიბეში. ხელით გამთბარი ჯიბე
სათადარიგო ბატარეებს დაეხმარება აღიდგინონ და შეუნარჩუნდეთ ძალა უფრო სწრაფად.
რიკ შერემეტა, ჩრდილოდასავლეთ მონტანა.
რიკ შერემეტა, ჩრდილოდასავლეთ მონტანა.
მთარგმნელი - ნინო კაპანაძე
👍👌✌
ReplyDelete