ცივი ამინდი და
სინესტე
იქ სადაც კამერა და მისი აღჭურვილობაა სინესტე ყოველთვის
პრობლემაა, ზამთარი ამ მხრივ გამონაკლისი არაა. ძალიან ცივი ჰაერი უმთავრესად მშრალია.
ჰაერი შენობებთან, სადაც გათბობაა და ტრანსპორტთან ყოველთვის შეიცავს ნესტს. როდესაც
გარეთ ცივა არა უშავს, მაგრამ როდესაც გაყინული კამერით შედიხარ თბილ ადგილას, ნესტი
კონდენსირდება თქვენი აპარატის შიგნით და გარეთ. იგივე მიზეზით, არაა კარგი იდეა, თქვენი
გაყინული კამერა მოათავსოთ პალტოს ქვეშ დაცვის მიზნით. არავითარ შემთხვევაში! ნესტი,
რომელსაც თქვენ გარედან ხედავთ და შეგიძლიათ შეამშრალოთ არაა პრობლემა. პრობლემაა ნესტი
შიდა ელექტრულ ნაწილებზე. როგორც ყველამ ვიცით, ელექტრობა და ნესტი ერთად ვერ იქნება,
ასე რომ, საუკეთესო გამოსავალია თავი აარიდოთ ასეთ სიტუაციას.
პირველი ნაბიჯი პრობლემისგან თავის ასარიდებლად არის,
ის რომ მოათავსოთ კამერა ჰერმეტულ ცელოფნის ტომარაში, ან თავისივე ჩანთაში, სანამ სიცივიდან
სითბოში შეხვალთ. დატოვეთ იგი ჩანთაში მანამ, სანამ ყველაფერი ოთახის ტემპერატურას
მიაღწევს. თუ მაინც მოხდა კონდენსაცია თქვენს კამერაში, მაშინვე ამოიღეთ ბატარეები
და დაელოდეთ ნესტის აორთქლებას. სამწუხაროდ, ეს დიდ დროს წაიღებს, თუმცა ამ პროცესს
დააჩქარებთ, თუ თმის ფენს გამოიყენებთ დაბალ სიჩქარეზე.
დაიცავით აღჭურვილობა
თანამედროვე DSLR კამერები და მისი აღჭურვილობა ზამთრის
პირობებში ძირითადად მშვენივრად ფუნქციონირებს. ექსტრემალური სიცივის პირობებში პლასტმასის
კამერის ტანი, ლინზები და ნაწილები შეიძლება დაიმტვრეს, ასე რომ ცოტა მეტი სიფრთხილე
გმართებთ.
მშრალი, ფხვიერი თოვლი საერთოდ არ ქმნის პრობლემას,
მსუბუქად ეცემა და შესაძლოა არც გამოჩნდეს, თუმცა თქვენი ხელსაწყოების დაცვა სველი
თოვლისგან ან წვიმისგან აუცილებელია. ცუდ პირობებში საგნების მშრალად შესანარჩუნებლად
საჭიროა წვიმისაგან დამცავი, ქოლგა ან თუნდაც უხეში პლასტმასის ჩანთა (მიუხედავად იმისა,
რომ ისინი შეიძლება იყოს ძალიან პატარა და ძნელად გადასატანი). შეინარჩუნეთ ლინზები
დახურული და მიმართეთ თქვენი კამერა ქვემოთ, ან მოაშორეთ იგი ქარის მიმართულებას, ასე
ნაკლები ალბათობაა იმის, რომ თოვლი მოგროვდეს ლინზების წინ.
იმ შემთხვევაში, თუ მაინც მოხვდა
თოვლი კამერაზე, ან ლინზაზე, სპეციალური ფუნჯი გამოიყენეთ მის მოსაშორებლად. არ სცადოთ
თოვლის შებერვით მოშორება, ეს მხოლოდ გაართულებს პრობლემას, რადგან ნესტი დაემატება
კამერას. თუ იგი ძალიან სველია შეგიძლიათ რბილი ზამშის, ან ბამბის პირსახოცით შეამშრალოთ,
მაგრამ შემდეგში თავი აარიდეთ მსგავს სიტუაციას.
თბილ სუნთქვას, ან ნესტს ქუდიდან ან ნიღბიდან შეუძლია
დანისლოს თქვენი ხედმძებნი და ცოტა ხანში მიიღოთ კამერის უკანა მხარე სველი. თუ ხედმძებნი
დაგეორთქლათ, ჯობია Live View
ჩართოთ და მისი დახმარებით გაასწოროთ კადრი და ფოკუსი.
ზამთარი და ველური
სამყარო
ზამთარი შესაძლოა მკაცრი და კრიტიკული დრო იყოს ველური
სამყაროსათვის. ძვირფასი ენერგიის შენარჩუნების უნარი, შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს
მათი სიცოცხლისათვის.
ამ მიზეზის გამო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ფოტოგრაფებმა
მიიღონ კარგი გადაწყვეტილებები და დაიცვან ეთიკური ნორმები, რათა თავიდან აარიდონ ცხოველებს
რაიმე უადგილო სტრესი, რომელიც მათ რაიმე განსაცდელში ჩააგდებთ. ვისწავლოთ თუ როგორ
ამოვიცნოთ რაიმე ნიშანი იმის, რომ ცხოველი არაკომფორტულადაა, ამჟღავნებს სტრესს, ან
აჩერებს ნორმალურ აქტივობას. თუ ასეა საქმე ე.ი. თქვენ ძალიან ახლოს ხართ მასთან და
საჭიროა ნელა მოშორდეთ და მისცეთ მეტი სივრცე.
აშკარაა, რომ საუკეთესოა თავი ავარიდოთ პირველ ადგილზე
ნაჩვენებ სიტუაციას და გამოვიყენოთ ტელეფოტო (zoom )ლინზები, შევინარჩუნოთ ნორმალური
მანძილი და არ დავაყენოთ ველური სამყარო ,,ბრძოლის ან ფრენის“ სიტუაციაში. ეს შესაძლოა
გადამწყვეტი იყოს მათი გადარჩენისათვის. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ველური სამყაროს
ფოტო არ საჭიროებს ახლო ხედვას, პორტრეტებს. ხშირად უფრო საინტერესოა გადავიღოთ შორიდან,
ფართო კუთხით, თუ როგორ არის ცხოველი თავის ზამთრის გარემოში.
ცხოველის გადაღებისას უმნიშვნელოვანესია ფოკუსი მოახდინოთ თვალზე. ფოტოს შექმნის დროს, მყისიერად უნდა დავიჭიროთ იგი, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები.
ეს სცენა ექსპოზირებულია ცხოველზე და დაფოკუსირებულია მის თვალზე. მე ვიცდიდი სანამ ის შემობრუნდებოდა და გავხსნიდი ჩამკეტს, რათა დამეჭირა მისი მზერა.
პერსონალური დაცვა
შენ ვერ მიიღებ
სახალისო და პროდუქტიულ გამოცდილებას, თუ არ ხარ კომფორტულად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,
ჰიპოთერმია შეიძლება იყოს მომაკვდინებელი და ნებისმიერ შემთხვევაში თავი უნდა ავარიდოთ
მას. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იყო სათანადოდ ჩაცმული.
სასურველია ტანსაცმელი,
რომელიც სუნთქავს და აქვს უნარი, დაიცვას სხეული ნესტისგან. ასეთია ბაწრის, ან სინთეტიკური
ქსოვილები, როგორიცაა პოლიესტერი. ზამთარში ბამბის ტანსაცმელი აუცილებლად სახლში უნდა
დატოვოთ. გარეთა ჩასაცმელი უნდა იყოს ქარგამძლე და წყალგაუმტარი. ქურთუკი სასურველია
იყოს კაპიშონიანი. ბაწრის, ან პოლიესტერის ქუდით არ გაიოფლებით. სახის ნიღაბი კი დაიცავს
თქვენს სახეს გაყინვისაგან ძალიან ცივ, ან ქარიან ამინდში.
როდესაც ზამთარში
გარეთ გასასვლელად ემზადებით, საუკეთესო ვარიანტია ჩაიცვათ რამოდენიმე თხელ ფენად,
ვიდრე გეცვათ ერთი და მძიმე. იმის მიხედვით, თუ აქტივობის რა დონეზე ხართ, შეგიძლიათ
მოიკლოთ ტანსაცმლის ერთი ფენა, ან - დაიმატოთ. მთავარია დარჩეთ თბილად, თუმცა თავი
შეიკავეთ გაოფვლისაგან, რადგან თუ ტანსაცმელი დასველდა, შეიძლება გაცივდეთ.
კამერის მართვის
დროს ხელების დაცვა და თითების არგაყინვა უნიკალური გამოწვევაა ფოტოგრაფებისათვის.
მე როგორც წესი, სიცივის დროს ვიყენებ ჩვეულებრივ ხელთათმანებს, მსუბუქი ბაწრის ხელთათმანებს,
ან ხელთათმანებს, რომლებსაც ეხსნება თითები და მაგრდება მასზევე. ექსტრემალურ პირობებში
სქელი ნაქსოვი ხელთათმანების ზემოდან მაცვია წყალგაუმტარი ხელთათმანები. კარგი იდეაა,
შეეგუოთ კამერასთან მუშაობას ხელთათმანებით მანამ, სანამ სიცივის წინაშე დადგებით.
წყალგაუმტარი
ჩექმები, რომლებიც ატარებს ჰაერს ბაწრის, ან სინთეტიკურ წინდებთან ერთად, ეხმარება
თქვენს ფეხებს სიმშრალის შენარჩუნებაში. ხანგრძლივი დროით თოვლში, ან გაყინულ ზედაპირზე
დგომამ, შეიძლება გამოიწვიოს ფეხების გაციება, მიხედავად იმისა, თუ რა გაცვიათ. ძველ
ფეხსაწმენდზე დადგომა კარგი საშუალებაა თქვენი ფეხების გაყინვისგან დასაცავად დიდი
ხნით.
ზამთრის ბათინკებით თოვლში
ივლით ნიავივით და ასევე კარგად დაიცავს თქვენს ფეხებს სიცივისაგან. გარდა ამისა, მათ
კბილანისებრი ძირებით შეუძლიათ უზრუნველყონ სტაბილურობა ყინულზე, ან დატკეპნილ თოვლზე.
როდესაც მივდივართ ღრმა თოვლში, მივცოცავთ ზევით, ან ჩავდივართ დაღმართ ფერდობზე ბათინკებით,
ან მის გარეშე დიდ დახმარებას გვიწევს სათხილამურო, ან ქვეითი ჯოხები.
არ დაგავიწყდეთ,
თქვენს პერსონალურ სიაში ტუჩის ბალზამის და თასმიანი სათვალეების ჩამატება. სითბოს
შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია იყოთ ტენიანი და გამოკვებილი, ასე რომ თან იქონიეთ
წყალი და მსუბუქი საუზმე.
დაიკარგე აქედან
არ მისცეთ ზამთრის პირობებს უფლება, ხელი შეგიშალონ
გარეთ გასვლაში. ზამთარი უნიკალური დროა , როდესაც მრავალრიცხოვანი და მუდმივად ცვალებადი
ფოტოგრაფიული შესაძლებლობები უხვად გვაქვს. თუ აქ წარმოდგენილ რჩევებს გაითვალისწინებთ,
თქვენ აუცილებლად დაჯილდოვდებით მხიარული ზამთრის
ულამაზესი ფოტოებით, რომლებითაც იამაყებთ.
http://www.outdoorphotographer.com/how-to/shooting/tips-for-winter-photography.html?utm_source=facebook&ute_medium=status&utm_campaign=jan_feb_2016#.VqSze4V961v
სტატიის პირველი ნაწილის სანახავად დააწკაპეთ აქ
მთარგმნელი - ნინო კაპანაძე
0 comments:
Post a Comment