Wednesday, January 20, 2016

"ადამიანი კამერით" - უცხოგრაფის საკონკურსო კადრი

ვიცი ეს ფოტო ბევრ თქვენთაგანს მოწონდა. ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვრალესი და სწრაფი კადრია, რომელიც შემთხვევით დავიჭირე.

გადაცემაში, რომელიც პირველ არხზე გადის ფოტოგრაფების შეჯიბრია, მე ვთვლი რომ ფოტოგრაფია ხელოვნებაა და ის შეიძლება იყოს ძალიან სხვადასხვა ანუ ინდივიდუალური, რომ სასტარტო წერტილი ერთია, თუმცა ფინიში სხვადსხვა. ნუ ხედვა ძალიან ინდივიდუალურია . . . ანუ დიდად არ მივესალმები შეჯიბრებას, მაგრამ კონკურსი, რომლის საშულაბითაც საკუთარ თავს გამოცდი და საზოგადოებასაც გააცნობ ძალიან მომწონს. მსგავსი კონკურსები საქართველოში თითქმის არ იმართება, ამიტომ გადვწყვიტე მასში მონაწილეობა. . . სიტყვა გამიგრძელდა, პირველი გადაცემის თემა სინათლეა. . . გარდა სატელევიზიო მონაწილეებისა პროექტს ფბ გვერდზე ყოველკვირეული კონკურსიც აქვს. ამ კონკურსში სწორედ ზემოთ მოცემული ფოტო გავიტანე, ვთვლი რომ ფოტოში ნამდვილად არის სინათლე და "სინათლეც" . . . 


ფეისბუქ გამარჯვებულები მომავალ სეზონში შეიძლება სატელევიზიო გადაცემაშიც გამოჩდნენ, სწორედ ამიტომ ვთვლი რომ აუცილებლად უნდა შეხვიდეთ ქვემოთ ბოლოში მოცემულ ლინკზე (ან თუ ჩართული გაქვთ ფეისბუქი, პირდაპირ დაალაიქოთ) და მისცეთ ხმა ფოტოს , რომელიც თქვენ მოგწონთ. თუ ეს ჩემი ზემოთ მოცემული ფოტოა - ძალიან გამახარებთ.


უგულშემტკივრეთ უცხოს და "ადამიანს კამერით". იმედს ვიტოვებ მომავალი სეზონიდან უფრო ახლოს, უკვე როგორც მონაწილე ისე გაგაცნობთ პროექტს და მის მონაწილე ქართველ ფოტოგრაფებს ;)




გიო ბეჟანიშვილიშეგახსენებთ, რომ პირველი ფოტო კონკურსის თემაა სინათლე (პირველი გადაცემის თემა...
Posted by ადამიანი კამერით/adamiani kameit on Wednesday, January 20, 2016

0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...