გიყვარს ფოტოგრაფია?
გაინტერესებს გაიგო უფრო მეტი უცხოელი ფოტოგრაფების შესახებ?
იცი ინგლისური და შეგიძლია სტატიების გადათარგმნა?
მაშინ "უცხოგრაფი" შენ გელოდება!
ვის ვეძებ?
გამომდინარე იქიდან, რომ მაქვს დროის სერიოზული დეფიციტი და ვეღარ ვახერხებ ეს ბლოგი კომერციულთან ერთად შემეცნებითიც იყოს, გადავწყვიტე გამოვაცხადო ვაკანსია. ვეძებ ადამიანს რომელსაც შეეძლება ინგლისურენოვანი სტატიების გადათარგმნა და ბლოგპოსტად დაწერა (ფოტოების ატვირთვა და პოსტის გაშეარება). ადამიანს, რომელსაც უყვარს ფოტოგრაფია და აქვს სურვილი ჩაიბაროს ჩემი ბლოგის შემეცნებითი ნაწილი.
ვეძებ ადამიანს რომელიც იქნება "უცხოგრაფის" თანაავტორი. მთავარია გააჩნდეს სურვილი და შეეძლოს თარგმანის გაკეთება. სოციალური მედიის საბაზისო ელემენტებში ტრენინგს თავად მე ჩავუტარებ.
რა იქნება ანაზღაურება?
გამომდინარე იქიდან, რომ მე როგორც ბლოგერს არ მაქვს ანაზღაურება და ამ საქმეს მთლინად ენთუზიასტურად ვაკეთებ, თანაავტორსაც ამ ეტაპზე ფულად ანაზღაურებას ვერ შევთავაზებ.
სამაგიეროდ:
ა) ის იქნება ერთ-ერთი აქტიური და პერსპექტიული სტუდიის და ბლოგის გუნდის წევრი
ბ) ნებსმიერი ანაზღაურებადი საქმიდან, რომელიც მომავალში შეეხება ბლოგს (შიდა რეკლამა, პროექტის შექმნა და გაყიდვა და ა.შ.) მიიღებს ფულად შემოსავალს.
გ) გავუწევ რეკომენდაციას ნებისმიერ ადგილას, როგორც ბლოგერს და ჩვენი გუნდის წევრს.
დ) ჩაერთვება ტრენინგების და ბლოგზე დაგეგმილი პროექტების პროცესში.
ე) დანარჩენს ერთად მოვიფიქრებთ.
სამუშაოს აღწერილობა და გრაფიკი:
სამუშაოს გრაფიკი განისაზღვრება ერთობლივი სცენარით. სასურველია თუ კვირაში ერთხელ მოამზადებს და დადებს ერთ ან ორ სტატიას. სტატიის შერჩევა მოხდება ერთობლივად ჩემი და მისი მოლაპარაკების შედეგად. შერჩეულ სტატიას მიეთითება მისი სახელი და გვარი, როგორც მთრგმნელის და ბლოგერის. სტატიის თარგმნა შეუძლია ინტერნეტით, ანუ შერჩეული კანდიდატის გეოგრაფიულ მდებარეობას და საცხოვრებელ არეალს ჩემთვის მნიშვენლობა არ აქვს. თავისთვად არც ასაკს, არც კანის ფერს, სქესს და ა.შ.
როგორ უნდა შემეხმიანოთ?
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მომწეროთ
ა) ელექტრონულ ფოსტაზე: g.bejanishvili@gmail.com
ბ) ან ჩემს ფეისბუქზე
თუ თვლით, რომ ეს სათქვენო საქმე არაა, ან დრო აქ გეყოფათ, რომ ჩემთან ერთად აწარმოვოთ ბლოგი, გაუზიარეთ ეს სტატია მას ვინც შეიძლება დაინტერესდეს და მომავალში ჩემი თანაბლოგერი გახდეს ;)
მადლობა ყურადღებისთვის! <3
0 comments:
Post a Comment