Wednesday, January 6, 2016

"არანაირი თანამედროვე ნოვაცია არ რჩება ”უცხოსთვის” უცხო"

როცა კლასის საიუბილეო თარიღის აღნიშვნა გადავწყვიტეთ,ორგანიზებისას-თუ ვინ გადაიღებდა მას, არჩევანი უყოყმანოდ შევაჩერეთ გიო ბეჟანიშვილზე,რადგან გვინდოდა განსაკუთრებული გამოსულიყო ეს დღე.

იუბილემ მართლაც ძალიან მაგრად ჩაიარა, რაშიც დიდი წვლილი სწორედ გიოს მიუძღვის.

ეს ფოტოები/ვიდეო ახლა ჩვენი კლასელებისთვის მართლაც ძვირფასი სამახსოვროა,რადგან გიომ, როგორც ნამდვილმა პროფესიონალმა და კრეატიული ნიჭით დაჯილდოებულმა, არაჩვეულებრივად მოახერხა თითოეული ჩემი კლასელის ხასიათის დაჭერა და ამ დღის პოზიტიური განწყობის გადმოცემა.

მასთან თანამშრომლობაც კომფორტულია, რადგან როცა ხედავ,როგორ უშუალოდ და მეგობრულად ცდილობს განგაწყოს გადაღების პროცესში,ხვდები, რომ მას შემოქმედებითად უყვარს თავის საქმე და რომ ეს მისთვის მხოლოდ სამუშაო არაა.დასაფასებელია, რომ ის მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე და არანაირი თანამედროვე ნოვაცია არ რჩება ”უცხოსთვის” უცხო.

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ყველას შემიძლია ვურჩიო, რომ თუკი სურთ გემოვნებიანი და ხარისხიანი მომსახურება, ნებისმიერი სადღესასწაულო თუ საქმიანი ივენთის გადაღება მიანდონ ”უცხოგრაფს”!

გიორგი გვერდელაშვილი

0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...