Showing posts with label ფოტო დღიური. Show all posts
Showing posts with label ფოტო დღიური. Show all posts

Monday, March 24, 2025

მარტის სიურპრიზი თელავს

 მარტს სიურპრიზები უყვარსო ნათქვამია და ეს ყოველ წელს დასტურდება ბუნების მიერ.

წელს ჯერ უჩვეულოდ თბილი ამინდებით გაგვანებივრა და გაგვახარა, მერე კი სამდღიანი წვიმები მოულოდნელი სიურპრიზით დააგვირგვინა.

იმხელა ფანტელები წამოვიდა შაბათს დილიდან, რომ თელაველებს თავი ზღაპარში გვეგონა.

გამოვიდა დიდი თუ პატარა გარეთ, ფოტოგრაფებს მუხტი და ენერგია მოგვმატა თოვლმა და ვინც ქალაქში ვიყავით ყველა გამოვეფინეთ ქუჩებს.

მე ცოტა დამაგვიანდა და გამოსვლიდან 10 წუთში დიდი ფანტელები შეწყდა. თუმცა მივიღე რაღაც განსხვავებული - შემორჩენილი და წყლად ქცეული თოვლის კომბინაცია ქუჩებში. გადავიღე ბევრი და მივხვდი, რომ მომნატრებია ამ ჯადოსნურ ქალაქში ხეტიალი.

თელავში კამერით ხეტიალმა ისე გამახარა, ძველი მოგონებები ამიშალა და აგერ დამაბრუნა კიდეც ბლოგზე, რომელიც 5 წელია არ გამიხსნია.

იმედია ეს მოტივაცია არსად წავა და უფრო ხშირად დავწერ ან გადავიღებ ამ ბლოგისათვის და თქვენთვის, ვინც ახლა ამას კითხულობთ. <3






 










2025 / უცხოგრაფი

Tuesday, May 15, 2018

ბრატისლავა / ვენა - უცხოს ფოტო დღიური





ბრატისლავასა და ვენაში პირველად ვიყავი.

ამ ორ საინტერესო ქალაქში თავი ჩემი საქმიანობის შედეგად ამოვყავი. საქმე იმაშია რომ წელს პირველად ორგანიზაცია "CENN"-მა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის გამარჯვებულებს სიურპრიზი მოუმზადა და 5 დღიანი სასწავლო ტურით დაასაჩუქრა.

ტურის ვიდეო გაშუქება რომ შემომთავაზეს ძალიან გამიხარდა. ეს უკვე ჩემი მეორე გასვლა იყო ევროპაში გადასაღებად, მაგრამ ამ ტიპის ტურზე პირველად.

ეს ვიდეო გადაღების პარალელურად ჩემი მოგროვილი ფოტოებია, რომელსაც ხან სიჩქარეში და ხანაც სრულიად გადაღლილი ვიღებდი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე თქვენთვის მეჩვენებინა.

იმედია მოგეწონებათ.






























































































































ავტორი: გიო ბეჟანიშვილი