Showing posts with label ვაკანსია. Show all posts
Showing posts with label ვაკანსია. Show all posts

Sunday, June 11, 2017

2 ახალი ვაკანსია სტუდია "უცხოგრაფში"




გამარჯობა,

კარგა ხანია ვაკანსიებზე არ დაგვიწერია. არადა განვითარების პროცესი სულ ახალ-ახალ პოზიციებს აჩენს გუნდსა და სტუდიაში.

ამჯერად საჭიროებამ და დრომ მოიტანა ორი საინტერესო ვაკანსია გამოვაცხადოთ.



ფოტოსეტ მენეჯერი:

სამუშაოს აღწერილობა:

ფოტოსეტ მენეჯერის მოვალეობაში შედის ფოტოსესიისთვის სათანადო ლოკაციის შერჩევა და მომზადება. ფოტოსესიის შინაარსის და მიზნის წინასწარ გაცნობა. ლოკაციის კარგად ცოდნა და კრეატიულად ხედვა. ფოტოსესიის ორგანიზება: ფოტოგრაფისთვის თავისი ხედვის გაცნობა და ფოტოსესიის მთავარ ობიექტთან (ობიექტებთან) მუშაობა. მოყვარული თუ პროფესიონალი მოდელებისათვის რჩევების მიცემა პოზების შესახებ. სამუშაო ადგილზე პოზიტიური მუხტის შექმნა და დაძაბულობისა მოხსნა.

სასურველია ვაკანსიაზე გამოგვეხმაურონ ადამიანები, რომელთაც მსგავსი გამოცდილება გააჩნიათ, თუმცა ვითვალისწინებთ იმას, რომ მსგავსი პოზიციები ფაქტიურად არ არსებობს საქართველოში, გასაუბრებაზე მივიღებთ გამოუცდელ ადამიანებსაც, ყველას ვინც თვლის რომ ეს ვაკანსია საინტერესო და მისთვის შესაფერისია.

სამუშაო ლოკაცია: კახეთი.

ანაზღაურება: პროექტულად, გამომუშავებით.




"უცხოს შოუს" ოპერატორი


"უცხოს შოუ" გიო ბეჟანიშვილის უცხოგრაფის დამფუძვნებელის პერსონალური პროექტია. გადაცემისათვის ვეძებთ ოპერატორს, რომელიც მზად არის კვირაში 2-3 დღის მანძილზე სხვადასხვა გადასაღებ ადგილებსა და სიტუაციებს ესტუმროს გიოსთან ერთად.

ოპერატორს არ მოეთხოვება მაღალი დონის გადაღების ცოდნა, ვინაიდან გადაცემა სრულიად დოკუმენტურ სტილზეა აგებული. მთავარია კამერისა და ვიდეო გადაღების საბაზისო ტექნიკური ცოდნა.

ოპერატორის ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფას სტუდია იღებს თავის თავზე.

სამუშაო ლოკაცია: კახეთი.

ანაზღაურება: დასაწყისისათვის სამუშაო მოხალისეობრივ საწყისებზე იქნება. თუმცა პერსპექტიული და ზრდაზე ორიენტირებული ოპერატორი მომავალში სტუდია "უცხოგრაფში" გადამღები გუნდის წევრი გახდება, სადაც ანაზღაურებად სამუშაოზე იქნება.


დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, არაუგვიანეს 17 ივნისისა,  ფეისბუქ გვერდზე ან ელ. ფოსტაზე - g.bejanishvili@gmail.com 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. 


Thursday, February 2, 2017

სარეკლამო აგენტის ვაკანსია "უცხოგრაფში"






სტუდია "უცხოგრაფი" აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო აგენტის პოზიციაზე.

მდებარეობა - თბილისი,
სამუშაო განაკვეთი - ნახევარი
ანაზღაურება - მოზიდული რეკლამიდან გამომდინარე.

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 20 - 35 წელი;
 ** საშუალო განათლება (აუცილებელი), უმაღლესი განათლება (სასურველი);
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** მოტივირებულობა;
** გამართული მეტყველების უნარი;


ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოზიდვა
** კლიენტებისთვის პროდუქტებზე/მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება;
** შეკვეთის მიღება და კოორდინირება;


დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, არაუგვიანეს 9 თებერვლამდე,  ფეისბუქ გვერდზე ან ელ. ფოსტაზე - g.bejanishvili@gmail.com 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. 


Wednesday, January 25, 2017

ვიდეო მემონტაჟის ვაკანსია "უცხოგრაფში"






სტუდია "უცხოგრაფი" აცხადებს ვაკანსიას სტუდიის ვიდეო მემონტაჟის პოზიციაზე.

მდებარეობა - თელავი,
სამუშაო განაკვეთი - სრული.
ანაზღაურება - პროექტულად / გამომუშავებით.

ძირითადი მოვალეობები:

გადაღებული მასალის კომპიუტერში შეტანა/დახარისხება;
მასალის პროგრამაში შეტანა/დახარისხება;
ვიდეო კლიპების/ფილმების მონტაჟი, მუსიკის შერჩევა, ფერების კორექცია;
დამკვეთებთან კომუნიკაცია მეილის ან სოც. მედიის საშუალებით;
ვიდეო მასალის ჩაბარების გეგმის და დროის დაცვა;


ძირითადი მოთხოვნები:

კომპიუტერული უნარ ჩვევები;
ინგლისურის ან რუსულის საბაზისო ცოდნა;
სამონტაჟო პროგრამის შესწავლის სურვილი;


პიროვნული უნარ-ჩვევები:

* კომუნიკაბელურობა
* გუნდური მუშაობის უნარი
* რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი
* მაღალი მოტივაცია
* პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში არაუგვიანეს 2017 წლის 2 თებერვლისა, გთხოვთ CV გამოგვიგზავნოთ უცხოგრაფის ფეისბუქ გვერდზე.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. 

Sunday, December 18, 2016

ქასთინგი - უცხოგრაფის სარეკლამო რგოლისთვის

მოგესალმებით!

სტუდია "უცხოგრაფი"  აცხადებს ქასთინგს სტუდიის სარეკლამო რგოლში მონაწილეობის მსურველთა მისაღებად. ვიდეო კლიპის გადაღებისათვის ვეძებთ 16-დან 19 წლამდე ახალგაზრდებს.

მთავარი მოთხოვნა გამართული მეტყველებაა.

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ:

სამი ფოტოსურათი (სხვადასხვა სიტუაციაში გადაღებული, მათ შორის ერთი ახლო პორტრეტი).

სამოტივაციო წერილი (რატომ გსურთ მონაწილეობა)

უცხოგრაფის ფეისბუქ გვერდზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 23 დეკემბერი.

ვიდეო რგოლის გადაღება დაგეგმილია დეკემბრის ბოლო კვირაში.









Wednesday, September 28, 2016

ბლოგერის ვაკანსია "უცხოგრაფში"





გამარჯობა!

როგორც მოგეხსენებათ დღეს ციფრულ სამყაროს და სოციალურ მედიას დიდი ყურადღება და დრო სჭირდება.

ნებისმიერი თანამედროვე ბიზნესი თუ ორგანიზაცია, ნაწილობრივ სწორედ სოციალურ მედიაზეა დაყრდნობილი. დღევანდელი ვებ საიტები იძლევა წარმოუდგენელ საშუალებებს ჩვენი იდეებისა თუ ნამუშევრების ფართო გავრცელებისათვის. თუმცა რაც მეტი ვებ გვერდია, მით უფრო მეტ დროს მოითხოვს მათი მართვა.

ვაცხადებთ უცხოგრაფის ბლოგისთვის განაცხდების მიღებას ბლოგერის ვაკანტურ ადგილზე.

ძირითადი მოთხოვნები:

* კომპიუტერული უნარ ჩვევები;
* ინგლისურის ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

* მაღალი მოტივაცია
* კომუნიკაბელურობა
* პასუხისმგებლობის გრძნობა
* გუნდური მუშაობის უნარი



სასურველია თუ კვირაში ერთხელ მოამზადებს და დადებს ერთ ან ორ სტატიას. სტატიის შერჩევა მოხდება ერთობლივად. შერჩეულ სტატიას მიეთითება მისი სახელი და გვარი, როგორც მთარგმნელის და ბლოგერის. სტატიის თარგმნა შესაძლებელია ინტერნეტით, ანუ შერჩეული კანდიდატის გეოგრაფიულ მდებარეობას და საცხოვრებელ არეალს ჩვენთვის მნიშვენლობა არ აქვს.

გაითვალისწინეთ - ეს სამუშაო მოხალისეობრივია და მასზე ანაზღაურება არ არის გამოყოფილი.


თუმცა შერჩეულ კანდიდატს ჩვენის მხვრივ ვპირდებით:

ა) ის იქნება ერთ-ერთი აქტიური და პერსპექტიული სტუდიის და ბლოგის გუნდის წევრი.

ბ) ნებისმიერი ანაზღაურებადი საქმიდან, რომელიც მომავალში შეეხება ბლოგს (შიდა რეკლამა, პროექტის შექმნა და გაყიდვა და ა.შ.) მიიღებს ფულად შემოსავალს.

გ) გავუწევთ რეკომენდაციას ნებისმიერ ადგილას, როგორც ბლოგერს და ჩვენი გუნდის წევრს.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ :

ა) ელექტრონულ ფოსტაზე: utskhography@gmail.com
ბ) ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 მარტი.

თუ თვლით, რომ ეს სათქვენო საქმე არაა, ან დრო არ გეყოფათ, რომ ჩემთან ერთად აწარმოვოთ ბლოგი, გაუზიარეთ ეს სტატია მას ვინც შეიძლება დაინტერესდეს და მომავალში ჩვენი თანაბლოგერი გახდეს ;)

პ.ს. ორიოდ სიტყვა ჩვენს ბლოგზე:

ბლოგმა ფუნქციონირება 2014 წლის მაისიდან დაიწყო.
ამჟამად ბლოგზე 300-ზე მეტი სტატიაა ფოტოგრაფიაზე.
ბლოგის მომზადებაზე მუშაობს გუნდი 3 ბლოგერის შემადგენლობით.

მადლობა ყურადღებისთვის! <3



Tuesday, January 19, 2016

ბლოგერის ვაკანსია "უცხოგრაფში"

გიყვარს ფოტოგრაფია?

გაინტერესებს გაიგო უფრო მეტი უცხოელი ფოტოგრაფების შესახებ?

იცი ინგლისური და შეგიძლია სტატიების გადათარგმნა?

მაშინ "უცხოგრაფი" შენ გელოდება!

ვის ვეძებ?

გამომდინარე იქიდან, რომ მაქვს დროის სერიოზული დეფიციტი და ვეღარ ვახერხებ ეს ბლოგი კომერციულთან ერთად შემეცნებითიც იყოს, გადავწყვიტე გამოვაცხადო ვაკანსია. ვეძებ ადამიანს რომელსაც შეეძლება ინგლისურენოვანი სტატიების გადათარგმნა და ბლოგპოსტად დაწერა (ფოტოების ატვირთვა და პოსტის გაშეარება). ადამიანს, რომელსაც უყვარს ფოტოგრაფია და აქვს სურვილი ჩაიბაროს ჩემი ბლოგის შემეცნებითი ნაწილი. 

ვეძებ ადამიანს რომელიც იქნება "უცხოგრაფის" თანაავტორი. მთავარია გააჩნდეს სურვილი და შეეძლოს თარგმანის გაკეთება. სოციალური მედიის საბაზისო ელემენტებში ტრენინგს თავად მე ჩავუტარებ. 

რა იქნება ანაზღაურება?

გამომდინარე იქიდან, რომ მე როგორც ბლოგერს არ მაქვს ანაზღაურება და ამ საქმეს მთლინად ენთუზიასტურად ვაკეთებ, თანაავტორსაც ამ ეტაპზე ფულად ანაზღაურებას ვერ შევთავაზებ. 

სამაგიეროდ:

ა) ის იქნება ერთ-ერთი აქტიური და პერსპექტიული სტუდიის და ბლოგის გუნდის წევრი
ბ) ნებსმიერი ანაზღაურებადი საქმიდან, რომელიც მომავალში შეეხება ბლოგს (შიდა რეკლამა, პროექტის შექმნა და გაყიდვა და ა.შ.) მიიღებს ფულად შემოსავალს.
გ) გავუწევ რეკომენდაციას ნებისმიერ ადგილას, როგორც ბლოგერს და ჩვენი გუნდის წევრს.
დ) ჩაერთვება ტრენინგების და ბლოგზე დაგეგმილი პროექტების პროცესში.
ე) დანარჩენს ერთად მოვიფიქრებთ.

სამუშაოს აღწერილობა და გრაფიკი:

სამუშაოს გრაფიკი განისაზღვრება ერთობლივი სცენარით. სასურველია თუ კვირაში ერთხელ მოამზადებს და დადებს ერთ ან ორ სტატიას. სტატიის შერჩევა მოხდება ერთობლივად ჩემი და მისი მოლაპარაკების შედეგად. შერჩეულ სტატიას მიეთითება მისი სახელი და გვარი, როგორც მთრგმნელის და ბლოგერის. სტატიის თარგმნა შეუძლია ინტერნეტით, ანუ შერჩეული კანდიდატის გეოგრაფიულ მდებარეობას და საცხოვრებელ არეალს ჩემთვის მნიშვენლობა არ აქვს. თავისთვად არც ასაკს, არც კანის ფერს, სქესს და ა.შ. 

როგორ უნდა შემეხმიანოთ?

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მომწეროთ 

ა) ელექტრონულ ფოსტაზე: g.bejanishvili@gmail.com
ბ) ან ჩემს ფეისბუქზე

თუ თვლით, რომ ეს სათქვენო საქმე არაა, ან დრო აქ გეყოფათ, რომ ჩემთან ერთად აწარმოვოთ ბლოგი, გაუზიარეთ ეს სტატია მას ვინც შეიძლება დაინტერესდეს და მომავალში ჩემი თანაბლოგერი გახდეს ;)

მადლობა ყურადღებისთვის! <3