Showing posts with label სარეკლამო. Show all posts
Showing posts with label სარეკლამო. Show all posts

Tuesday, February 6, 2018

ბანკეტი 2018 / Prom 2018





ბოლო - ზარის და ბანკეტის გადაღება.

ყველა სერვისი და ფასები ერთ სტატიაში.





-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------



ჩვენთან 2018 წელს ბოლო ზარის პაკეტი ასეთია.


  • ფოტოგადაღება
  • ვიდეოგადაღება (დასრულებული ვიდეო ფაილის ხანგრძლივობა 1 საათი)
  • დრონით გადაღება
  • ვიდეოკლიპის გადაღება
  • ფოტოედიტირება (ყველა გადაღებული ფოტო დამუშავდება)
  • ვიდეო ედიტირება

სერვისის საფასური: 65 ლარი (ერთ მოსწავლეზე)





ბანკეტის გადაღების შემთხვევაში პაკეტი ასეთია:
     
  • ფოტოგადაღება
  • ვიდეოგადაღება (დასრულებული ვიდეო ფაილის ხანგრძლივობა 45 წუთი)
  • დრონით გადაღება
  • ვიდეოკლიპის გადაღება (3-4 წუთი)
  • ფოტოედიტირება (ყველა გადაღებული ფოტო დამუშავდება)
  • ვიდეო ედიტირება

სერვისის საფასური: 85 ლარი (ერთ მოსწავლეზე)







ორივე დღის გადაღების შემთხვევაში სერვისი მოიცავს:
  • ფოტოგადაღება
  • ვიდეოგადაღება (დასრულებული ვიდეო ფაილის ხანგრძლივობა 45 წუთი)
  • დრონით გადაღება
  • ვიდეოკლიპის გადაღება (3-4 წუთი)
  • ფოტოედიტირება (ყველა გადაღებული ფოტო დამუშავდება)
  • ვიდეო ედიტირება
                                  
                                   სერვისის საფასური: 150 ლარი (ერთ მოსწავლეზე)




გაითვალისწინეთ:


კლასებისთვის სადაც 15 - დან 20 მოსწავლემდეა, საფასური 30 % მეტია. 

20-დან 25-მდე - იგივე. 

ხოლო 25-ის ზევით -  30%-ით ნაკლები



-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გადაღებული მასალიდან ორ სხვადასხვა დისკზე მზადდება ერთ საათიანი ვიდეოები (ბოლო ზარს + ბანკეტი = 2 საათი ვიდეო).  ცალ-ცალკე დისკად მზადდება ფოტოები. 

ამ სერვისის დაკვეთის შემთხვევაში ასევე მომზადდება ერთი ვიდეო კლიპი (ბანკეტის მასალიდან).

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------



ჩვენ შესახებ:

უცხოგრაფი უკვე მეოთხე წელია რაც, როგორც ფოტო- ვიდეო სტუდია ბანკეტებს იღებს და საინტერესო ციფრულ ფაილებად ამუშავებს.

გუნდი რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვან დღეს გადაიღებს და დაამუშავებს წელს კოლაბორაციულია.

2018 წლის ბანკეტის და ბოლო - ზარის პროექტზე სტუდიასთან ერთად ჩვენი კოლეგები -  გიო მაჭავარიანი და ლევან დვალი იმუშავებენ. 

ეს პირველი შემთხვევა არაა როცა სტუდია სხვადასხვა არტისტებთან თანამშრომლობს. 

გამოცდილებამ გვიჩვენა რომ  საინტერესო ადამიანების დაკავშირება  მაღალ ხარისხს და საინტერესო შედეგს იძლევა.

გაიცანით, ეს ჩვენი გუნდია:









-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


სასურველი სერვისისა თუ მომსახურების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება  ჩვენს ფეისბუქ გვერდზე ან პირად ნომერზე დაკონტაქტებით შეგიძლიათ.



გასული წლების ბანკეტების ვიდეოკლიპების სანახავად ეწვიეთ ჩვენ ფლეილისტს youtube-ში.


პ.ს. სტუდია "უცხოგრაფის"  მდებარეობაა კახეთი, ქალაქი თელავი, თუმცა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სერვისის მიღება შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ კუთხესა და ქალაქში ფასების მოდერაციით. ზემოთ ჩამოთვლილი ფასები მოქმედებს კახეთის არეალზე. სხვა ქალაქებიდან სერვისისა და ფასების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.

●Instagram  ● Youtube  ● Pinterest ● Flickr ●
E-mail: g.bejanishvili@gmail.com
Tel: +995 598 00 52 00

Tuesday, March 21, 2017

ახალი აქცია "სააპრილო ფოტოსესია" უცხოგრაფისგან!





სამარტო და სააპრილო აქციები უკვე ტრადიციად იქცა "უცხოგრაფში". ფოტოსესიების სერია 2015 წელს დავიწყეთ და ტრადიციას არც წელს გვინდა ვუღალატოთ. თუმცა წელს ფოტოსესიას შეჯიბრის სახე აქვს და მასში გამარჯვება მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეეძლება.

სანამ წესებზე გადავალთ გეტყვით, რომ სააპრილო სესია 1 და 2 აპრილს გაიმართება.

პირველ აპრილს ფოტოსესია თელავში, პარკ ნადიკვარზე და ჩოლოყაშვილის ქუჩაზე იქნება. 2 აპრილს კი თბილისში.

აქციაში მონაწილების მსურველები ჩაერთვებიან ერთ კვირიან მარათონში, რომელიც 22 მარტიდან 30 მარტამდე გაგრძელდება.

მარათონის წესები მარტივია:

➠ ბლოგიდან სადაც თქვენ ახლა სტატიას კითხულობთ უნდა ამოარჩიოთ ერთი სტატია, რომელიც მთელი კვირის მანძილზე უნდა გააპიაროთ.

➠ სტატიის არჩევის შემდეგ, სანამ გააპიარებდეთ, მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე სტატიის სათაური. ჩვენგან მიიღებთ სტატიის უნიკალურ ლინკს, რომელსაც მთვლელი ექნება ჩართული და დაითვლის პროგრამულად რამდენმა ადამიანმა ნახა აღნიშნული სტატია 22-დან 30 მარტამდე.

მარათონის დასასრულს დაითვლება სტატიების ნახვები და პირველ სამეულს საჩუქრად გადავცემთ ბარათს, რომლითაც ისინი პირველ ან ორ აპრილს უფასო ფოსტოსესიით ისარგებლებენ. ვინაიდან აქცია ორ ქალაქში იმართება გვეყოლება თელავისა და თბილისის ჯგუფი. ანუ კონკურსში სულ 6 (სამი თელავის და კახეთის მასშტაბით და სამი თბილისის) ადამიანი გაიმარჯვებს.

აქციაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს 18 წლიდან.

სტატიების გაზიარება შეგიძლიათ ყველგან სადაც საჭიროდ ჩათვლით. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, პირველ რიგში მიიღოთ სტატიის უნიკალური ლინკ-კოდი ;)

დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ უცხოგრაფის ფეისბუქ გვერდზე.




Sunday, February 5, 2017

ბოლო ზარის და ბანკეტის გადაღება + დიზაინი (2017)



ბოლო - ზარებისა და ბანკეტების გადაღება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. შესაბამისად ამ სერვისის მიწოდებაზე საქართველოში ბევრი სტუდია თუ ოპერატორი მუშაობს.

სტუდიებს შორის კონკურენცია წლიდან წლამდე იზრდება. კონკურენტები კი მუდმივად ახალ და საინტერესო სერვისებს სთავაზობენ დამკვეთებს.

ვთვლით რომ "უცხოგრაფი" ერთ-ერთი იმ სტუდიათაგანია, რომელიც მუდმივად ცდილობს ამ სერვისებში სიახლეების შეტანას. 

წელს "უცხოგრაფი" ექსკლუზიურად "ტორეს ივენთსთან" თანამშრომლობით მრავალფეროვან სერვისებს გთავაზობთ. 

გადავწყვიტეთ, გარდა სტატიისა, ვიზუალური მასალაც მიგვეწოდებინა ჩვენი კლიენტებისათვის. პაკეტები რომლებსაც ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ექვს ერთეულად იყოფა.




იშვიათად, მაგრამ კლიენტები ცალკე ბოლ-ზარის გადაღებასაც ითხოვენ. სწორედ ამიტომ წელს ჩვენი სტუდია ბოლო ზარების ორ სასერვისო შეთავაზებას წარმოგიდგენთ.



"LAST BELL" Econom

დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ ბოლო ზარის ღონისძიების (სასცენო წარმოდგენის) და სასკოლო სეირნობის გადაღებას სამი ვიდეო კამერით. სცენა მუდმივი დინამიური ცვლადი კადრებით ყოველთვის უფრო საინტერესო სანახავია. ამასთან მიღებული მასალიდან მომზადდება ვიდეო კლიპი სოციალური ქსელისთვის. მოსწავლეების განწყობას ასევე აფიქსირებს ფოტოგრაფი.


"LAST BELL" Premium

ამ პაკეტში წინა პაკეტისგან განსხვავებით დრონის მომსახურება ემატება. ციდან გადაღება უფრო საინტერესოდ წარმოაჩენს ბოლო ზარის გარე აქტივობებს. 




  ცალკე ბანკეტის გადაღების შემთხვევაშიც ორი პაკეტი გვაქვს. 
     




















PROM Econom:

ბანკეტის ამ სერვისში კლიენტებს ვთავაზობთ 1 საათიანი მაღალი ხარისხის ვიდეოს, რომელსაც სამი ვიდეო ოპერატორი იღებს. გადაღებული მასალიდან 3 წუთიან ვიდეო კლიპს სოციალური ქსელებისთვის და ულიმიტო ფოტო მომსახურებას. აქვე დავამატებთ, რომ ჩვენთან ყველა ფოტო მუშავდება.


PROM Premium:

ამ სერვისის მომზადებაზე დიდი ხნის წინ დავიწყეთ მუშაობა.

პაკეტის მთავარი ღირსება იმაშია, რომ ის ვიდეო და ფოტო მომსახურების გარდა, საღამოს ორგანიზებასაც მოიცავს. გარდა 3 კამერის და დრონით მომსახურებისა, ჩვენი გუნდი გთავაზობთ: მაღალი დონის აუდიო აპარატურის უზრუნველყოფას, საღამოს წამყვანს (გასართობი პროგრამით: კარაოკე, ცეკვის კონკურსი...) და მომღერალს. ასევე  ღამის 23:00 საათიდან დიჯეი სეტებს - ყველა დროის საცეკვაო მუსიკით.




     
როგორც ნახეთ ზემოთ აღნიშნული სერვისები ცალკეულად არის შემოთავაზებული. ქვემოთ კი ბოლო ზარისა და ბანკეტის საერთო შეკვეთის შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას.




"LAST BELL" + PROM Econom 

ამ სერვის პაკეტის არჩევის შემთხვევაში თქვენს ბოლო ზარსა და ბანკეტსაც ოთხი ვიდეო (3 ძირს და ერთი ციდან) და ერთი ფოტო კამერით გადავიღებთ.

მიღებული მასალიდან 2 სხვადასხვა დისკზე მზადდება ერთ საათიანი ვიდეოები (ბოლო ზარს + ბანკეტი = 2 საათი ვიდეო). ასევე ცალ-ცალკე დისკად მზადდება თქვენი ფოტოები. ამ სერვისის დაკვეთის შემთხვევაში იწყობა ერთი ვიდეო კლიპი.


"LAST BELL" + PROM Premium

ეს ჩვენი სერვისებიდან ყველაზე ძვირადღირებულია.

ის აერთიანებს ყველა ზემოთჩამოთვლილ პაკეტებსა და მომსახურებებს. ამ სერვისის არჩევის შემთხვევაში კლასს მხოლოდ დარბაზის, ტორტისა და ფეიერვერკის შეკვეთა მოუწევს. გადაღებაზე, მუსიკალურ აპარატურაზე, საღამოს პროგრამასა და გართობაზე სტუდია იღებს პასუხისმგებლობას. 








კიდევ ერთი დიდი სიახლე და ორიგინალური სერვისი რაც წელს გვინდა შემოგთავაზოთ დიზაინ მომსახურებაა. 

გასული წლების გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ეს მნიშვნელოვანი ივენთები პროფესიონალი დიზაინერის  და დეკორაციების გარეშე უღიმღამო და უინტერესოა. სწორედ მეტი ვიზუალიზაციისა და            ორიგინალური მასალის შექმნის მიზნით გადავწყვიტეთ თანამშრომლობა TORESS Events-თან.


წელს TORESS Events და უცხოგრაფი ექსკლუზიური პარტნიორობის ფარგლებში წარმოგიდგენთ შემდეგ სერვისებს და ფასებს ერთ პერსონაზე.






















სპეც შემოთავაზება

იმ შემთხვევაში თუ აირჩევთ უცხოგრაფის "LAST BELL" + PROM Premium პაკეტს და Toress Events-ის დიზაინს "ფოტო ზონა + ფუშეტი + ბანკეტის დეკორაცია" ძველი ფასის - 150 + 20 + 40 + 50 = 260 ლარის ნაცვლად იმოქმედებს სპეც შემოთავაზება - 200 ლარი ერთ პერსონაზე.

სასურველი სერვისისა თუ მომსახურების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ამ სტატიის მეშვეობით, ასევე, ჩვენს ფეისბუქ გვერდზე ან პირად ნომერზე დაკონტაქტებით.

დიზაინთან დაკავშირებული შეკითხვებისთვის გთხოვთ მიმართოთ Toress Events.



გასული წლის ბანკეტების სანახავად ეწვიეთ ჩვენ ფლეილისტს იუთუბში.


პ.ს. სტუდია "უცხოგრაფის"  მდებარეობაა კახეთი, ქალაქი თელავი. 

თუმცა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სერვისის მიღება შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ კუთხესა და ქალაქში ფასების მოდერაციით. ზემოთ ჩამოთვლილი ფასები მოქმედებს კახეთის არეალზე. სხვა ქალაქებიდან სერვისისა და ფასების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.

●Instagram  ● Youtube  ● Pinterest ● Flickr ●
E-mail: g.bejanishvili@gmail.com
Tel: +995 598 00 52 00

Wednesday, January 18, 2017

კორპორატიული წვეულების გადაღების მომსახურების პირობები


























კორპორატიული საღამოების ფოტო და ვიდეო მომსახურების პირობები და საფასური დამოკიდებულია თავად დამკვეთის სურვილებსა და საღამოს სცენარზე. 









ასეთი საღამოების საფასური ძირითადად სტუმრების რაოდენობაზეა დამოკიდებული.  

რაც მეტი სტუმარია, მით უფრო მეტი შრომაა გასაწევი.



  
სტუდია "უცხოგრაფი" ყველა დაინტერესებულ კომპანიას თუ ჯგუფს თავაზობს კორპორატიული წვეულების როგორც ფოტო, ისევე ვიდეო გადაღებას. 





ფოტო მომსახურებაში შედის:

⇨ წვეულების დეკორაციის და დარბაზის გადაღება (თუ ეს კლიენტის სურვილია)
⇨ წვეულების სტუმრების ფოტოსესია ბანერთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
⇨ საღამოს გამომსვლელების და გათამაშებებისა თუ კონკურსების გადაღება
⇨ ჯგუფური ფოტოსესიის გადაღება
⇨ ცეკვების გადაღება
⇨ სპეც შემოთავაზება: სუვენირული ჭიქების და მაგნიტების დამზადება სტუმრებისათვის, მათივე ფოტოებით.






 
წვეულებაზე გადაღებული ყველა ფოტო დამუშავებული იქნება ციფრულ ფოტო რედაქტორში. ფოტოების ჩაბარების ვადები 3-დან  7 დღემდე მერყეობს.

ვიდეო გადაღება მიზნად ისახავს საბოლოოდ კომპანიამ მიიღოს 3-დან 7 წუთამდე ვიდეო კლიპი, რომელიც ზუსტად ასახავს იმ საზეიმო განწყობას და მთავარ მოვლენებს, რომელიც საღამოს შემადგენელი ნაწილია.






ვიდეო დამზადების ვადები 1 კვირიდან 2 კვირამდეა.

კორპორატიული წვეულების საფასური 300 ლარიდან იწყება. ზუსტი თანხის დადგენა შესააძლებელია სტუდიასთან დაკონტაქტების შემდეგ. ვიდეო კლიპის საფასური 500 ლარიდან იწყება და მისი თანხაც მოვლენის მასშტაბებზეა დამოკიდებული.

ყველა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.






  
ავტორი : გიო ბეჟანიშვილი







Monday, October 3, 2016

5 წინასაარჩევნო დაპირება "უცხოგრაფისაგან"

გამარჯობა!

კარს არჩევნები მოგვადგა და უამრავი დაპირებები ისმის. ყველა რაღაცას გვპირდება და გადავწყვიტეთ რომ ჩვენც დავდოთ წინასაარჩევნო დაპირებები. მერე რა თუ არცერთ პარტიას არ ვეკუთვნით, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა 5 მთავარ დაპირებაზე მინდა ვისაუბრო. ვისაუბრო ჩვენ ამომრჩეველთან, რომელიც ყველა ჯერზე, როცა ფოტო თუ ვიდეო სჭირდება სწორედაც რომ არჩევანს აკეთებს.





დაპირება N5: დრონით მომსახურება

ამ საარჩევნო დაპირებას ჩვენ ამომრჩეველს 8 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად ვპირდები. მიუხედავად იმისა რომ "სტუდიას" (პარტიას) არ აქვს დრონის შესაძენი სახსრები, ჩვენ შეგვიძლია ეს მაინც ვუზრუნველყოთ. ეს კი კოალიციური მუშაობით მიიღწევა იმ ადამიანთან რომელმაც უკვე შეიძინა დრონი და რომელიც მზად არის ნებისმიერ დროს ითანამშრომლოს ჩვენთან. სატესტო კოალიციური გადაღება 30 სექტემბერს "თელავინოზე" შედგა და ჩვენი ამომრჩეველი შედეგს სულ მალე იხილავს.

დაპირება N4: კიდევ უფრო მრავალფეროვანი საქორწინო პაკეტები

ჩვენ უკლებლივ ყველა ამომრჩეველს ვპირდებით უფრო მრავალფეროვან საქორწინო პაკეტებს. როგორც იცით, თვეების წინ ჩვენ მხოლოდ ფოტოებსა და დოკუმენტურ ვიდეო ფილმზე ვმუშაობდით. ჩვენი 8 ოქტომბრის შემდეგ არჩევის შემთხვევაში მომსახურების პაკეტებს დაემატება: ნახევარ საათიანი საქორწინო ვიდეო, 3 წუთიანი კლიპი და მეორე ფოტოგრაფი ქორწილში.

დაპირება N3: უფრო მეტი სტატიები და ვიდეო ტუტორიალები ბლოგზე

ჩვენ ნათლად ვაცნობიერებთ რომ მომავალი ფოტოგრაფიისაა, რომ დღითიდღე უფრო მეტი ადამიანი იჩენს ინტერესს ფოტოგრაფიის შესახებ. ყველა გზააბნეულ და დამწყებ ამომრჩეველ ფოტოგრაფს ვპირდებით რომ ჩვენი არჩევის შემთხვევაში, ისინი მიიღებენ უფრო მეტ და საინტერესო სტატიებს უცხოგრაფის ბლოგზე. ასევე ოქტომბრის ბოლოდან ავამუშავებთ ვიდეო ტუტორიალების პროგრამას, რომელიც აუცილებლაად შეუმსუბუქებთ ყოფას დამწყებ თუ მოყვარულ ფოტოგრაფებს.

დაპირება N2: გაზრდილი ფოტო-ვიდეო აქციები

ჩვენ ვაცნობიერებთ რომ ყველას არ აქვს საშუალება ჩვენი ძვირადღირებული სერვისებით ისარგებლოს, სწორედ ამიტომ ჩვენი გუნდის საუკეთესო ეკონომისტები ამუშავებენ "საყოველთაო აქციების" რეფორმას. აქციები შეეხებათ მათ ვისაც ფულის ნაცვლად აქვს ენერგია და ენთუზიაზმი გამოადგეს ქვეყანას და ჩვენს სტუდიას (პარტიას). აქციები რომლებიც ჩვენ გაზაფხულზე გვქონდა 8 ოქტომბრის შემდეგ გახდება უფრო ხშირი და ჩვენი ამომრჩეველი ამ ყველაფერს თავის თავზე არჩევნების მეორე დღიდანვე იგრძნობს.

დაპირება N1: განახევრებული ფოტო-ვიდეოს ჩაბარების ვადები

მას შემდეგ რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა თითქმის ყველა პარტია გვირდება ამას, მაგრამ დაპირება დაპირებად რჩება. წლიდან წლამდე იზრდება ფოტოსა თუ ვიდეოს ჩაბარების ვადები. ვიცით და ვაღიარებთ არც ჩვენც გვაქვს გრძელი ვადები, და დაგვიანებებიც მომხდარა, მაგრამ ამომრჩეველს ჩვენი "4 წლიანი სწრაფი განვითარების გეგმის" ფარგლებში ვპირდებით, რომ მინიმუმ ორჯერ შევამცირებთ ფოტოს ჩაბარების დროს. შეგახსენებთ ახლა ის თვეს, ზოგჯერ თვენახევარს შეადგენს. რაც შეეხება ვიდეოს - მისი ჩაბარების დროზე 2017 წლის გაზაფხულიდან ვიმუშავებთ და ისიც აუცილებლად განახევრდება.

ჩვენ გვესმის რომ წინასაარჩევნოდ მართლაც ბევრი მიმზიდველი დაპირებები ისმის, მაგრამ გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი დაპირებები ყველაზე რეალისტურია. სწორედ ამიტომ როცა გადაწყვეტილებისა და არჩევანის წინაშე დადგებით, გახსოვდეთ რომ ამ ბრძოლაში საუკეთესო არჩევანი სწორედ "უცხოგრაფია".

ღრმად გვწამს რომ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!

მშვიდობიან და გონივრულ არჩევნებს გისურვებთ ყველას <3

პატივისცემით, 
გიო ბეჟანიშვილი, დამოუკიდებელი კანდიდატი და "უცხოგრაფის" თავმჯდომარე.


Photo by Konstantin Tatar

Thursday, July 14, 2016

სტუმრად შალოშვილის მარანში

შალოშვილის მარანში სტუმრად ერთი სრული დღე გავატარე. გადასაღებად მისულს აბსოლუტურად განსხვავებული გარემო დამხვდა, ვიცოდი რომ ქალაქგარეთ მივდიოდი, მაგრამ იქ არსებული საოცარი აურა და მშვიდი სიტუაცია მალამოსავით მეამა. 

- ათასი საქმე მაქვს, მალე უნდა წავიდე მეთქი - დავიწუწუნე დილაუთენია მისულმა. საქმეები მოიცდის, დაისვენეო მითხრეს, თავიდან ვიფიქრე გადავიღებ და მალევე წავალ დავუბრუნდები თქო ქალაქს, მაგრამ ბოლოს კინაღამ იქ დავრჩი, სახლში შუაღამისას დავბრუნდი, კარგად დასვენებული და რაც მთავარია უგემრიელესი ღვინით შეზარხოშებული. 

ფოტოებს დღის განმავლობაში ვიღებდი, საღამოს სტუმრებიც გვეწვივნენ და აახმაურეს მარნის კარ-მიდამო. სუფრის თამადა, მსახიობი ვანო იანტბელიძე ქართულ ადათ წესებს და სიმღერებს აცნობდა სტუმრებს. შევეცადე მინიმალურ განათებაშიც დამეფიქსირებინა მარანი და მისი სტუმართმასპინძლობა. 

სახლში დაბრუნებულმა მყარად გდავწყვიტე დაბრუნება და რამდენიმე დღით დასვენება. ფილმის სცენარზე მუშაობისათვის იდეალური გარემოა, თუმცა ვფიქრობ მარანში ნებისმიერი ადამიანი იპოვის თავისი საქმის ინსპირაციას.