Thursday, December 28, 2017

20 მიზანი რომელიც უნდა შემესრულებინა 2017 წელს (და შესრულდა თუ არა ისინი)



2017 წელი საინტერესო წელი იყო.

იმდენად საინტერესო რომ ბევრ რამეს არც მოველოდი რაც მოხდა, თუმცა წლის შეჯამებას ცალკე დავწერ თან ორ ნაწილად (პერსონალური) და (კარიერული).

ამ სტატიაში მინდა შევაჯამო და გავიარო ის 20 მიზანი, რომელიც ერთი წლის წინ დავწერე. სხვათაშორის ამ სტატიას 2500-მდე ნახვა აქვს, რაც როგორც ჩანს, იმას ნიშნავს, რომ 20 მიზნით არამხოლოდ მე და დანარჩენი "უცხოგრაფელები" ვიყავით დაინტერესებული, არამედ კიდევ სხვა 2500 ადამიანი.



მოდი მივყვეთ სათითაოდ და გავერკვეთ რა შესრულდა და რა ვერა:

1. დავწერო ბლოგპოსტები პერმანენტულად.

სიმართლე უნდა ითქვას, ბლოგპოსტებს მაშინ ვწერ, როცა კომერციული სამუშაო და შეკვეთები იკლებს. ასე კი მხოლოდ თებერვალში და მაქსიმუმ მარტში ხდება.

წელს მიზნად მქონდა 100 სტატიის დაწერა. თუმცა ამ სტატიის ჩათვლის მხოლოდ 53  დამიწერია. ახლა თავს იმით ვინუგეშებ, რომ ნახევარი მაინც შევასრულე და რაც მთავარია რაოდენობა ყოველთვის უმნიშვნელოა ხარისხთან შედარებით. წელს კი ერთი ნამდვილად რეკორდული სტატია გამომივიდა (რატომ უნდა ღირდეს ფოტომომსახურება საქართველოში ძვირი - 20 000 ნახვა).

მისიის სტატუსი: სანახევროდ შესრულებულია

2. დავარეგისტრირო უცხოგრაფი, როგორც ბიზნესი.

შპს "უცხოგრაფი" უკვე არსებობს.

მისიის სტატუსი: შესრულებულია



3. ვაწარმოვო ჟურნალი შემოსავლისა და გასავლის შესახებ.

ჟურნალის ექსელ ფაილში წარმოვება აქტიურად დავიწყე და ამ ყველაფერს წლის პირველ ნახევარში კარგად ვაკეთებდი. თუმცა მეორე ნახევრიდან ვეღარ შევძელი, რამაც ხელი შეუშალა იმას, რომ წლის ფინანსური ანგარიშის მომზადება ვარაუდებით მიწევს.

ეს არის მიზანი, რომელიც 2018-შიც დაისახება და აუცილებლად შევასრულებ.

მისიის სტატუსი: შეუსრულებელია

4. ვიმოგზაურო მინიმუმ 5 ქალაქში, სადაც ჩავატარებ ვორქშოფს ფოტოგრაფიაზე.

ამ მიზნის დასახვა თავიდანვე შეცდომა იყო. ვიცოდი რა ჩემი არანორმალური გრაფიკის შესახებ, ის საერთოდ არ უნდა ჩამეწერა სიაში. 5-ში კი არა მგონი ერთშიც არ ჩამიტარებია ვორქშოფი წელს (თუ არ ჩავთვლით ბორჯომში, ქვაბისხევში ჩატარებულ ვორქშოფს ბუნების ფოტოგრაფიაზე). ამ მხრივ გასულ წლებში უფრო აქტიურად ვმოძრაობდი.

მისიის სტატუსი: შეუსრულებელია



5. მოვაწყო მინიმუმ ერთი ფოტოტური ზაფხულში.

მიუხედავად იმისა რომ წელს ლამის ნახევარი საქართველო შემოვიარე ჩვენი კომერციული შეკვეთებიდან გამომდინარე, ცალკეულად აღებული, ჩვენივე დაორგანიზებული და დაგეგმილი ფოტოტური არ განგვიხორციელებია.

მისიის სტატუსი: შეუსრულებელია

6. დავბეჭდო ახალი სავიზიტო ბარათები.

ამ მხრივ საქმე ძალიან კურიოზულად მიდგას. როგოც ჩანს სანამ სტამბიდან არ დამირეკავენ, მოდი ბარათები აგიწყეთ და დაგიბეჭდეთო, წაიღე და დაისვენეო, მანამდე არაფერი მეშველება. სტუდიაში რომ 3 პრინტერი გექნება კაცს, მაგრამ საკუთარ სავიზიტობარათებსაც ვერ დაბეჭდი, აი ეს დიდ ნამდვილად დიდ პრობლმად მიმაჩნია. თუმცა ამ მხრივ განსხავებული და საინტერესო აზრი ჩამოვაყალიბე, რომელსაც სულ მალე გავაცნობ საზოგადოებას.მაგრამ ფაქტია, ამ ეტაპზეც კი ბარათები ჯერ არ დამზადებულა.

მისიის სტატუსი: შეუსრულებელია

7. შევქმნა კონტრაქტის ფორმა და გადავახედო ადვოკატს.

რეალურად ამ მიზნის შესრულება ძალიან მარტივია. მილიონობით ფორმაა ინტერნეტში, დააკოპირებ და შეიტან შენტვის საინტერესო ცვლილებებს. მერე წახვალ "საია"-ში და გადაახედებ კომპეტენტურ ხალხს. მაგრამ ვერც ამისთვის მოვიცალე წელს.

მისიის სტატუსი: შეუსრულებელია




8. შევინახო იმეილები და გავაკეთო ბაზა.

ბაზის კეთება, ამ თვეში დავიწყე და არც ისე ადვილი საქმე აღმოჩნდა. დროს მოითხოვს და ყურაღებას, თუმცა Gmail-ზე ეს ყველაფერი იმდენად კარგად ლაგდება ლეიბლებში, რომ აზარტული და საინტერესოა. იმედს ვიტოვებ შემდეგ სამ დღეში მოვასწრე ბაზის დასრულებას. ამ ეტაპზე კი ის სანახევროდაა გაკეთებული.

მისიის სტატუსი: სანახევროდ შესრულებულია

9. გადაღებებზე წასულმა ყოველთვის თან წავიღო ყავა თერმოსით, ჰამბურგერი და კონიაკის მცირე მათარა.

კუჭზე რომ გადის ისეთი მისიების შერულებაში ქართველები (და არამხოლოდ, ზოგადად კავკასიელები) მგონი ყველაზე მაგრები ვართ. მე კი ამ მაგრებში სანახევროდ მაგარი გამოვდივარ. ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაზე იშვიათად ჰამბურგერი, შემდეგ კონიაკი და ბოლოს კი ყავა მიმაქვს. როგორც ყავაზე დამოკიდებული ადამიანი, თერმოსს ხშირად დავატარებ, ამიტომ შეგვიძლია მივიჩნიოთ რომ ეს მისია ნაწილობრივ შესრულებულია.

მისიის სტატუსი: სანახევროდ შესრულებულია



10. წავიკითხო მინიმუმ 3 წიგნი მცირე ბიზნესის განვითარებაზე და მინიმუმ 5 წიგნი ფოტოგრაფიაზე.

აქ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 3 წიგნი სულაც არ იყო საჭირო იმისთვის, რომ გამეცნობიერებინა რა შეცდომებს ვუშვებდი ჩემი ბიზნესის კეთებისას. ერტმა წიგნმა, რომელიც იანვარში წავიკითხე, თავდაყირა დააყენა ჩემი წარმოდგენები ბიზნესზე და სრულიად შეცვალა ეს წელი. სწორედ ამ წიგნის წყალობით გამოვედი სტრესული მდგომარეობიდან, რომელშიც საკუთარი ფეხიტ შევედი და რომელსაც ჩემი ბიზნესგარემო ქმნიდა. მართალია გეგმა წიგნებზე ვერ შევასრულე, მაგრამ ვთვლი რომ შედეგი, რაც ამ წიგნებს უნდა მოეტანა, მოვიდა.

მისიის სტატუსი: სანახევროდ შესრულებულია

11. დავიწყო საკუთარი ფოტოგრაფიის წიგნის წერა. ( გადადებულია მომავალი წლისათვის. ავტორის შენიშვნა / ჩასწორება 06.04.2017).

სანაცვლო მიზნად დავისახე - დავწერო "ოპერაციების სახელმძღვანელო"

ვინც არ იცით ეს რა დოკუმენტია, ეგ არაფერი, მაგრამ თუ ტქვენ ბიზნესში ხართ, გყავთ დაქირავებული თანამშრომლები, რომლებთანაც კონტრაქტი გაქვთ გაფორმებული და საოპერაციო მენუალს არ იყენებთ - ძალიან შემცდარხართ. მავანი იტყვის მოსცლია და წერსო. მაგრამ ოერაციების სახელმძღვანელოს უნდა ეყრდნობოდეს კონტრაქტი, რომელშიც ყველაფერს ვერ ჩავწერთ, ყველაფერი, ნებისმიერი სახის ვალდებულება თუ მოთხოვნა დეტალურად სწორედ საოპერაციო მენუალში იწერება.

ამ ეტაპზე ფოტოგრაფის საოპერაციო სახელმძღვანელო დავწერე. ეს პირველი შემთხვევა იყო ჩემთვისაც და სიმართლე ვთვა, კმაყოფილი ვარ. მომავალ წელს ყველა თანმშრომლისას გავამზადებ და სწორედ მათზე დაყრდნობით გავაფორმებ კონტრაქტებს.

მისიის სტატუსი: შესრულებულია

12. შევქმნა სია რა ტექნიკური აბდეითია საჭირო სტუდიაში და თავალსაჩინო ადგილას გამოვაკრა.

ერთხელ კი არა წელს მგონი სამჯერ თუ ოთხჯერაც ჩამოვწერე და გამოვაკარი.

მისიის სტატუსი: შესრულებულია

13. დავასრულო ბლოგის ტექნიკური მხარე.

მისიის სტატუსი: შესრულებულია



14. დავასრულო ფოტოების და ვიდეოს არქივაცია. 

გამომდინარე იქიდან, რომ წელს ორჯერ შევიცვალე სამუშაო კომპიუტერი და ერთხელ სამუშაო გარემო, არქივაციის პროცესი ჯერ კიდევ დაუსრულებელია. თუმცა საკუთარი ტავის რაც მომწონს, ის არის, რომ პერმანენტულად ვალაგებ და ვაჯგუფებ ფაილებს. რაც საკმაოდ რთული საქმეა ბევრი ჩემი მეგობრისა თუ კოლეგისთვის. დარწმუნებული ვარ უახლოეს თვეებში არქივაციას რომ მოვრჩები საბოლოოდ დავმშვიდდები და უფრო მარტივი გახდება საქმიანობა თუ სხვადასხვა მასალების მოძიებაც.

მისიის სტატუსი: სანახევროდ შესრულებულია


15. უკეთესად შევისწავლო და დავაჯგუფო ბაზარი და მისი მოთამაშეები, მოვახდინო ძველი და ახალი კლიენტების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება. გავარკვიო ვინ ვინ არის. 

ამ მისიასთან გულგრილად მოპყრობამ წელს ერთი მთავარი კლიენტი დაგვაკარგინა. სამწუხაროა, მაგრამ არა ტრაგიკული. მთავარია რომ სწორედ მას შემდეგ მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანია კარგად იცნობდე ბაზარს. იცნობდე და გეგმავდე და არა გაუცნობიერებლად ქაოტურად მისდევდე დინებას, შეკვეთებს და თუნდაც ფულს. სწორედ ამიტომ წლის ბოლოსკენ (დეკემბერში) დავიწყე ბაზრის, მოთამაშეების და სერვისების კვლევა - დაჯგუფება. ვერ ვიტყვი რომ ამას ამ წელში მოვასწრებ, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

მისიის სტატუსი: შეუსრულებელია

16. მივმართო რომელიმე ფოტოგრაფ მეგობარს და გადავიღო პროფესიონალური პორტრეტები ვებ საიტებისათვის. 

ამ მისიაში აქა-იქ გადაღებული ფოტოები არ ითვლება, აქ უფრო სტუდიური სტოკ ფოტოებს ვგულისხმობდი. მივმართე კიდეც, ზოგს არ ეცალა, ზოგს ეცალა და მერე მე გავქრი. მოკლედ ვერ ავუწყეთ ერთმანეთს ფეხი.

მისიის სტატუსი: შეუსრულებელია



17. კარგად გავწერო ფოტო მომსახურების პაკეტები და შევქმნა PDF ვერსია ბლოგისთვის.

2017 წელი იმდენად ცვალებადი და ზრდადი აღმოჩნდა, რომ რა სერვისები და ფასებიც იანვარში ქონდა სტუდიას, ლამის რადიკალურად შეიცვალა აგვისტოში. შეიძლება ითქვას, რომ წელს ძალიან ბევრი რამ შეიცვალა (გავიზარდეთ) და რაღაც ვარიანტში კარგიცაა, წლის დასაწყისში რომ არ გვქონდა მომსახურების პაკეტები ფიქსირებული ფასებით. (რადგან ამ ბიზნესში ფასებიც საკმაოდ ცვალებადია, როგორც ყველაფრის ფასი ზოგადად).

მისიის სტატუსი: შეუსრულებელია

18. გადავიღო დოკუმენტური მოკლე მეტრაჟიანი ვიდეოები უცხოგრაფის სტუდიის და შიდა სამზარეულოს შესახებ.

ამის მცდელობა ნამდვილად იყო "უცხოს შოუს" ფორმატში, თუმცა სამ გადაცემაზე მეტი არ გადამიღია. მიზეზები ბევრი იყო, რატომ შევწყვიტე ეს შოუ, თუმცა მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ დიდი დრო და ადამიანურ-ენერგიული რესურსი მიქონდა. პერმანენტურლი შოუს კეთებას საკმაოდ დიდი დრო ჭირდება. მოკლემეტრაჟიანი ვიდეობი კი არც ისე რთული გადასაღებია. ნაწილს ისედაც ვირებთ ხოლმე გადაღებაზე როცა ვართ, უბრალოდ ვერ ხერხდება დროის გამოძებნა, რომ ისინი ერთ თემად შევკრათ და საინტერესოდ გამოვიტანოთ ჩვენი გვერდის ფოლოვერებისა და გულშემატკივრებისთვის.

მისიის სტატუსი: შეუსრულებელია

19. დავაჯგუფო ზემოთ წარმოდგენილი 18 მიზანი პრიორიტეტებისა და თვეების მიხედვით.

დავაჯგუფე. მართალია ნაწილი ვერ შერსულდა და ნაწილიც ნაწილობრივ, მაგრამ დაჯგუფებით დავაჯგუფე. 

მეტსახელად გიორგი დამჯგუფებელიც შეგიძლიათ მიწოდოთ.

მისიის სტატუსი: შესრულებულია



20. ყოველ შაბათ-კვირა გადავხედო ამ სიას და შევამოწმო, შესრულდა თუ არა დაწერილი მიზნები.

ეჰ სად იყო დრო თორემ ვინ ოხერი, არ გადამემოწმებინა :D 

უფრო თვეში ერთხელ თუ შევავლებდი ხოლმე თვალს.

ამიტომ - მისიის სტატუსი: სანახევროდ შესრულებულია

ვინც ბოლომდე მომყევით და გაუძელით ამხელა რეპორტს მადლობა ყველას და ბრავო ტქვენს გაძლებას. რადგან ამდენი წაიკითხეთ, აზრიც გაგიჩნდებოდათ სხვადასხვა თემაზე და თუ კომენტარებშიც მოიწერებით, გამიხარდება.

საბოლოოო შეფასება და ქულა კი ასეთია:

5 შესრულებული, 6 ნახევრადშესრულებული და 9 შეუსრულებელი მისია.

100 დან - 40 % შესრულებულია.

საინტერესო იყო?

ჩემთვის კი!

პირველ რიგში იმის აღმოჩენა, რომ საკუთარი მიზენიბის მხოლოდ 40% შემისრულებია, მაშინ როცა ყველაზე წარმატებული წელი მას შემდეგ რაც საკუთარი ბიზნესი წამოვიწყე სწორედ 2017 იყო. წარმომიდგენია მომავალ წელს დასახული მიზნების 60% შესრულება რომ შევძლო რა მაგარი და კიდევ უფრო საინტერესო იქნება. 


ყველას წარმატებულ და გამარჯვებულ 2018 წელს გისურვებთ, არ დაიზაროთ მომავალი წლის მიზნების ჩამოწერა და შემდეგ გადამოწმება. ასე უფრო მეტს მიაღწევთ :*

დროებით,

პ.ს. ყურადღებით იყავით და არ გამოტოვოთ უცხოგრაფის 2017 წლის შეჯამების კიდევ 2 სტატია და 2018 წლის გეგმები.

პ.ს.ს. არც საკუთარი აზრის კომენტარებში გამოხატვა დაგავიწყდეთ.

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი




Thursday, November 16, 2017

შავ-თეთრი ფოტოგრაფია დამწყებთათვის

photo by Daniel Hammelstein


თუ აქამდე არასოდეს გიფიქრიათ შავ-თეთრ ფოტოგრაფიაზე, შესაძლოა გაინტერესებდეთ მაინც რა როგორ ხდება.  არის ის შავ-თეთრი ტელევიზიის ან უხმო ფილმის მსგავსი - ძველი დროის გადმონაშთი ჩვენს მაღალტექნოლოგიურ ეპოქაში?


ნამდვილად არა! 

ფოტოგრაფიაში შავ-თეთრი ხელოვნების დონემდეა აყვანილი. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ მხოლოდ საუკეთესოები მუშაობენ მონოქრომულ რეჟიმში  და ეს მდიდარ ისტორიასა და ნათელ მომავალს შორის შუალედია (სამაგალითოდ შეხედეთ ანსელ ადამსის, ედუარდ ვესტონის და ანრი კარტიე ბრესონის ნამუშევრებს).

იმდენად მნიშვნელოვანია შავი და თეთრი, რომ მისი საშუალებით შეგიძლიათ უკეთესი ფოტოგრაფი გახდეთ.

როგორ?

მთავარი კომპოზიციაა.

ფერი ძალიან ძლიერია და ხშირად იმდენად დომინირებს ფოტოზე, რომ ძნელია შეამჩნიო სხვა ელემენტები, როგორიცაა ფერების კონტრასტი, ტექსტურა, ფორმა და განათების ხარისხი.

გამოცდილი ფოტოგრაფები ასეთ რაღაცეებს ინსტიქტურად ხედავენ, მიუხედავად იმისა, თუ რაზე მუშაობენ ძირითადად - ფერზე თუ შავ-თეთრზე. მაგრამ თუ თქვენ ახლა დაიწყეთ, შესაძლოა ცოტა დახმარება დაგჭირდეთ.



     ამ პეიზაჟზე შავი და თეთრი კლდეების და ზღვის ტექსტურას ხაზს უსვამს.

ბუნებრივია არსებობს რაღაცეები, რომელთა გადაღებაც შავ-თეთრში უკეთესია. ასეთი ორი განსაკუთრებული რამაა პეიზაჟი და პორტრეტი. თუ თქვენ პირველად იღებთ შავ-თეთრ ფოტოს, ამ ჟანრებით დაიწყეთ.



                   შავ-თეთრი პორტრეტი ხაზს უსვამს გამომეტყველებას და განათების                                                                                 ხარისხს.

შავ-თეთრი თქვენს კამერაში

ციფრულ ფოტოგრაფიამდე შავ-თეთრში მუშაობის ერთადერთი გზა  შავ-თეთრი ფილმი იყო. საბედნიეროდ ახლა ბევრად მარტივია შავ-თეთრში მუშაობა, თქვენ მხოლოდ კამერაში უნდა გააქტიუროთ მონოქრომული რეჟიმი (შეამოწმეთ კამერის გზამკვლევი, ან თუ არ ხართ დარწმუნებული როგორ გააკეთოთ ეს, შეხედეთ ფოტოს სტილის პარამეტრებს - Picture Styles settings).

კამერებს ელექტრონული სახედით ავტომატურად გამოაქვთ შავ-თეთრი ფოტო ეკრანზე და გეხმარებათ შეხედოთ მას, თუ როგორ გამოიყურება სანამ გადაღების ღილაკს დააწვებით. თუ ციფრული SLR გაქვთ იგივე ეფექტს მიიღებთ ცოცხალი ხედვის რეჟიმით. ეს მოსახერხებელი იქნება თუ შტატივთან ერთად მუშაობთ, მაგ: პეიზაჟის გადაღებისას.

როგორც წესი ამ ეტაპისათვის მე Raw ფორმატის გამოყენებას გირჩევთ. გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ადვილი იქნება JPEG-ს გამოყენება და უკეთეს ხარისხსაც მიიღებთ. თუმცა ვაფასებ, რომ შესაძლოა ახალი ხართ ფოტოგრაფიაში და უკვე JPEG-ში მუშაობთ.




მუშაობა მონოქრომულ რეჟიმში

როდესაც გადართავთ მონოქრომულ რეჟიმზე რამოდენიმე დამატებით ვარიანტს დაინახავთ. ისინი დაგეხმარებიან კამერის მოწყობაში ისე, რომ საუკეთესო შედეგი მიიღოთ. და კვლავ ჩაიხედეთ ინსტრუქციაში თუ არ იცით სად იპოვოთ იგი.

ფერის ფილტრები

ფერის ფილტრების პარამეტრები ფილმის ფოტოგრაფიის დღეებიდან მოდის. ფოტოგრაფები ყიდულობდნენ ფერად ფილტრებს და შავ-თეთრ ფოტოებზე ფერების შესაცვლელად იყენებდნენ. მაგ: თუ კადრში ლურჯი ცაა, ყვითელი ფილტრის გამოყენებით ოდნავ მუქი გახდება, ნარინჯისფერი ფილტრით უფრო მუქი და წითელით კიდევ უფრო მუქი.


     ეს სცენა შავ-თეთრში საკმაოდ კარგია, თუმცა ვერ არის ისეთი დრამატული, როგორიც       შეიძლება ყოფილიყო.



    წითელი ფილტრის პარამეტრის გამოყენებით ლურჯი ცა უფრო მუქი ხდება და იმავე        ვერსიის უფრო დრამატულ სცენას ქმნის.

ასევე არის მწვანე ფილტრები, რომლებსაც მწვანე საგნების დეტალები უფრო ახლოს მოაქვთ, მაგ, ფოთლოვანი ტყეები. ამ ოთხმა ფერადმა ფილტრმა (წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი და მწვანე) დაიმკვიდრა ადგილი ციფრულ ფოტოგრაფიაში, როგორც შავ-თეთრის პარამეტრებმა.

კონტრასტი

თუ ფოტოს ოთახის განათების პირობებში იღებთ (მაგ: ვიღაცის პორტრეტი, რომელიც ჩრდილში დგას) შესაძლოა ბრტყლად გამოიყურებოდეს(ორ განზომილებიანად). ამ შემთხვევაში საჭიროა კომპენსაცია კონტრასტის მომატებით. თქვენ ამის გასწორება შეგიძლიათ ფოტოშოპში ან ლაითრუმში მას შემდეგ რაც გადაიღებთ, ან გადაღებამდე კამერაში კონტრასტის პარამეტრებში.


     ამ ფოტოს გადაღებისას მოდელი ჩრდილში იყო. განათება აკლებს კონტრასტს და შავ-       თეთრი ფოტო ბრტყელია. 



         კონტრასტის მომატება ბევრად ძლიერ ფოტოს ქმნის.

მოჭრა და ოთხკუთხედი ფორმატი

ყველაზე თანამედროვე კამერები გაძლევენ საშუალებას ცვალოთ ასპექტის თანაფარდობა. მიზეზები, რის გამოც შესაძლოა ამის გაკეთება მოგინდეთ ცოტა კომპლექსურია, თუმცა მთავარი არის ის, რომ იგი საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ ოთხკუთხედ ფორმატში, რაღაც მსგავსი აპლიკაცია შესაძლოა გამოგიყენებიათ კიდეც ინსტაგრამზე, ან თქვენს  სმარტფონში. თუ თქვენს კამერას ელექტრული სახედი აქვს გიჩვენებთ ოთხკუთხედ სურათს და უფრო ადვილად შეადგენთ კომპოზიციას.


     ოთხკუთხედ ფორმატში მოჭრა ქოთნის ფორმებს ხაზს უსვამს.

გაერთეთ

შავი და თეთრი სამუშაოში ლამაზი შუალედია, რომელსაც პრაქტიკაში მეტად დააფასებთ. გაერთეთ და ისიამოვნეთ. თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ შავ-თეთრი ფოტოგრაფიის შესახებ მოგვწერეთ კომენტარის სახით.


წყარო: https://digital-photography-school.com/beginners-guide-black-white-photography/
თარგმანი: ნინო კაპანაძე


Friday, November 10, 2017

წვიმიანი თელავი / Rainy Telavi (Vol. 1)




თელავი რომ ერთ-ერთი გამორჩეული, სუფთა, კოპწია და საყვარელი ქალაქია, ეს ბევრჯერ თქმულა. აქ ამ ბლოგზეც მრავლადაა თელავის ფოტოები და ჩვენს ფეისბუქის გვერდზეც.

თელავისთვის სხვადასხვა სამოსის შეკერვა და ახალთახალი კოლექციების წარდგენა ჩემი ჰობია და ამის მსგავს სიამოვნებას ფოტოგრაფიაში ცოტა რამ თუ მანიჭებს. გასულ წელს დავიწყე შეგროვება და ახლა უკვე 4 კოლექცია გვაქვს: საოცარი თელავი, საოცარი თელავი 2, ღამის თელავი და თოვლიანი თელავი. ოთხივე კოლექციაში სულ სხვადსხვანაირია ჩემი ქალაქი, მაგრამ წვიმა მაინც კიდევ სხვანაირს ხდის მას. 

ანარეკლებს ასფალტზე, გუბეებს, შუქებსა და ჩრდილებს სულ სხვა მაგიურ სამყაროში გადაყავთ ისედაც საოცარი და ჯადოსნური ქალაქი. ამიტომ გადავწყვიტე ერთ სტატიაში მომეყარა თავი ძველი თუ ახალი ფოტოებისთვის და თქვენთვის მცირე გასეირნება მომეწყო წვიამიან და ნისლიან თელავში.

იმედია ისიამოვნებთ და კიდევ უფრო შეგიყვარდებათ ეს გამორჩეული, სუფთა, კოპწია და საყვარელი ქალაქი.













































თუ ფოტოები მოგეწონათ და მომავალშიც გსურთ იმოგზაუროთ თელავში - დატოვეთ თქვენი შეფასება (Review) ჩვენ ფეისბუქ გვერდზე.

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი




Related Posts Plugin for WordPress, Blogger...