Showing posts with label თამარის სტატიები. Show all posts
Showing posts with label თამარის სტატიები. Show all posts

Saturday, March 31, 2018

ფოტო ამბავი "ოქროს თევზი"




ვფიქრობდი.

ბევრს ვფიქრობდი იმაზე, თუ ამჯერად რომელი ამბავი მომეყოლა თქვენთვის. 

ხან ხომ არსებობს ისეთი პერიოდი, როცა არ იცი რა თქვა, რა გააკეთო.

როგორც ნებისმიერ ხელოვანს, ფოტოგრაფსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც აქვს შემოქმედებითი კრიზისი, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ მას.

რთულია ერთი და იმავე გარემოში მუდამ განსხვავებული აკეთო.

თუმცა, შეიძლება პირიქით მოხდეს და ერთფეროვანი ყოველდღიურობა მეტი სტიმული იყოს ახალი და განსხვავებული იდეის განსახორციელებლად.

ბოლოს ძალა მოვიკრიბე და საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ახლაც უნდა მესაუბრა თქვენთან ამ ფორმით.

მე ეს მჭირდებოდა.

შეიძლება თქვენც.

როგორც თითოეული თქვენთაგანი, მეც ვებრძვი საკუთარ თავში იმ თვისებებს, რომლებიც ხშირად ხელს მიშლიან ვაკეთო რაიმე, უმნიშველოც კი.

ხშირად ვამარცხებ და ერთ დღესაც თუ ვერ შევძელი, ვერც მორიგ ამბავს მოგიყვებით.

არ მინდა ასე მოხდეს. არც მოხდება.

ბავშვობაში ათას სხვადასხვა ნივთს ვაგროვებდი, მერე მათი გადაყრა მიძნელდებოდა და ოთახი უამრავი წვრილმანით მქონდა სავსე.

მას მერე ცოტა გადავეჩვიე, მაგრამ დღესაც ხანდახან მახასიათებს მსგავსი აკვიატება.

აი, რამდენიმე კვირის წინ პოლიეთილენის ფერადი პარკების შეგროვება დავიწყე.

მართლა არ ვიცი რატომ.

მათი ხსენებისას ყველას ნაგავი, დაბინძურება გვახსენდება.

შეიძლება ესეც იყო მიზეზი, რომ ნეგატიურის გარდა სხვა დატვირთვაც შეიძლება ჰქონოდა.

რატომაც არა?!

ერთ არაფრით განსხვავებულ, მოწყენილობით გაჟღენთილ დღეს, მზე ჩასვლის პირას იყო, ჰორიზონტს უახლოვდებოდა. განათებაც არაჩვეულებრივი იყო გადაღებისთვის, აი, ისეთი „ოქროს საათს“ რომ ვეძახით.

უცებ შევამჩნიე, თუ როგორ ეცემოდა მზის სხივი ოთახში ქაოტურად მიმობნეულ პოლიეთილენის პარკებს.

საინტერესო არა ეს პროცესი, არამედ მისი შედეგი, ფერები იყო.

განსაკუთრებით საინტერესო ფერებად ნარინჯისფერსა და ყვითელ პარკში შემოღწეული სხივები გარდაიქმნებოდა.

„ოქროს თევზს" ჰგავდა.

ზღაპრების სამყაროში „ოქროს თევზს“ ნებისმიერი სურვილის შესრულება შეუძლია, მაგრამ რეალობაში ხომ ვიცით, რომ ასე არ ხდება.

მგონია, რომ ჩვენც შეგვიძლია საკუთარ თავს სურვილი ავუსრულოთ.

ან ხომ შეიძლება, რომ თავადაც ვიყოთ „ოქროს თევზი“.

რატომაც არა?!

პ.ს. შთაბეჭდილებების გაზიარება არ დაგავიწყდეთ. ^_^























ავტორი:  თამარ შოშიტაშვილი










Friday, April 14, 2017

რა არის ჩამკეტის სიჩქარე ციფრულ ფოტოგრაფიაში







გიყვართ ფოტოგრაფია და არ იცით საიდან დაიწყოთ? მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.

სამი მთავარი რამ, რაც კამერაში შეიძლება დაარეგულიროთ არის აისო, აპერტურა და ჩამკეტის სიჩქარე. სხვა სტატიებში ყურადღება გავამახვილეთ აისოს მართვაზე და ახლა მსურს თქვენი ყურადღება გადავიტანო ჩამკეტის სიჩქარეზე.

რა არის ჩამკეტის სიჩქარე?

როგორც უკვე დავწერე სხვაგან, სადაც საფუძვლიანადაა აღწერილი - ჩამკეტის სიჩქარე არის დროის ის რაოდენობა, რომელშიც ჩამკეტი ღიაა.

ფირის ფოტოგრაფიაში ეს იყო დროის ხანგრძლივობა, რომელშიც კადრს, რომელსაც იღებდით ფირი დაყოვნებით აღბეჭდავდა და ამგვარად ციფრულ ფოტოგრაფიაში ჩამკეტის სიჩქარე არის დროის ხანგრძლივობა, რომელშიც თქვენი გამოსახულების სენსორი „ამბობს“ კადრი, რომელიც წამოიწყე დაჭერილია.

ნება მომეცით ვცადო „ჩამკეტის სიჩქარის“ თემატურად ჩაშლა გარკვეული დანაწევრებული ზომის ნაწილად, რაც დაგეხმარებათ ციფრული კამერის მფლობელებს თავი იგრძნოთ ჩამკეტის სიჩქარის მბრძანებლებად. 

ჩამკეტის სიჩქარე იზომება წამებში - ან უმრავლეს შემთხვევაში წამების მეასედებში. რაც უფრი დიდია მნიშვნელი უფრო სწრაფია სიჩქარე (მაგ:
 1/1000 უფრო სწრაფია ვიდრე 1/30).

უმრავლეს შემთხვევაში ალბათ იყენებთ 1/60 ჩამკეტის სიჩქარეს ან უფრო სწრაფს.
ეს იმიტომ, რომ რაც უფრო ნელია სიჩქარე, უფრო რთულდება კამერის გამოყენება რხევის გარეშე. კამერა მაშინ ირხევა, როცა თქვენი კამერა მოძრაობს გახსნილი ჩამკეტის დროს და შედეგად გადღაბნილ ფოტოებს იღებთ.

თუ იყენებთ ნელი ჩამკეტის სიჩქარეს (უფრო დაბალს ვიდრე 1/60
), ყოველ ჯერზე დაგჭირდებათ გამოიყენოთ შტატივი, ან ფოტო სტაბილიზაციის სხვადასხვა სახეობა.

ჩამკეტის სიჩქარეები შესაძლებლობას გაძლევთ, ჩამკეტის დრო გააორმაგოთ. შედეგად გექნებათ პარამეტრები შემდეგი ჩამკეტის სიჩქარეებისთვის -
1/500, 1/250, 1/125, 1/60, 1/30, 1/15, 1/8 და ა.შ. ეს "დუბლირება" მოხერხებულია, თან გაითვალისწინეთ რომ დიაფრაგმიდან შემოსული სინათლეც გაგიორმაგდებათ. თუ ჩამკეტს შეაყოვნებთ ერთი ნაბიჯით, ხოლო დიაფრაგმასაც დააკლებთ ერთი ნაბიჯით, განათების იგივე შედეგს მიიღებთ. თუმცა მოდი ამაზე შემდეგ სტატიებში ვისაუბროთ.

ზოგიერთი კამერა ასევე გაძლევთ არჩევანის საშუალებას ყველაზე ნელი ჩამკეტის სიჩქარისთვის, რაც არ არის წამების მეასედები
, მაგრამ გაზომილია წამებში (მაგალითად ერთი წამი, 10 წამი, 30 წამი და ა.შ.). ისინი გამოიყენება ყველაზე დაბალი განათების დროს, როდესაც იყენებთ სპეციალურ ეფექტებს ან/და როდესაც ცდილობთ გადაიღოთ მრავალი მოძრაობა ერთი კადრით. ზოგიერთი კამერა ასევე გაძლევთ არჩევანის საშუალებას გადაიღოთ “B” რეჟიმით (ან „Bulb“). Bulb რეჟიმი გაძლევთ საშუალებას შეინარჩუნოთ ჩამკეტი ღია მდგომარეობაში მანამ სანამ ხელი გაქვთ დაჭერილი ჩამკეტის ღილაკზე. 

როდესაც ფიქრობთ, თუ რომელი ჩამკეტის სიჩქარე გამოიყენოთ გამოსახულებაში, ყოველთვის ჰკითხეთ საკუთარ თავს რაიმე ხომ არ მოძრაობს თქვენ კადრში და როგორ გინდათ გადაიღოთ ეს მოძრაობა. თუ არის მოძრაობა თქვენ კადრში, გაქვთ არჩევანი გაყინულ მოძრაობას ან მოძრავი ობიექტის განზრახ ბუნდოვანი მოსახულობას (იძლევა მოძრაობის შეგრძნებას) შორის.


მოძრაობის გაყინვით გამოსახულებაში (როგორც ზემოთ ჩიტების კადრები და ქვემოთ სერფინგისტი) შეგიძლიათ აირჩიოთ უფრო სწრაფი ჩამკეტის სიჩქარე და ნება დართოთ მოძრაობას გაიყინოს, გაქვავადეს. ან აირჩიოთ უფრო ნელი ჩამკეტის სიჩქარე და მოძრავი საგნები გაიდღაბნოს. მიმდინარე სიჩქარეებს 
კადრში ირჩევთ თქვენ სუბიექტის სიჩქარის მიხედვით და იმის მიხედვით თუ რამდენად გსურთ, რომ ის გაიდღაბნოს. 

ზემოთ ჩიტის გამოსახულების ჩამკეტის სიჩქარე იყო წამის 1/250, რაც ჩიტების ფრთების სწრაფი რხევის მიუხედავად მაინც "გაიყინა" დროში. ქვემოთ ტალღებზე ცურაობის კადრს გადაღებისას ჰქონდა წამის 1/4000 ჩამკეტის სიჩქარე, წყლის წვეთების მკვეთრად შხაპუნის დროსაც კი.







მოძრაობა ყოველთვის არ არის ცუდი. ვესაუბრე ერთი ციფრული კამერის მფლობელს გასულ კვირას, რომელმაც მითხრა, რომ ის ყოველთვის იყენებდა სწრაფი ჩამკეტის სიჩქარეებს და ვერ გაეგო, რატომ სურდათ მოძრაობა მის გამოსახულებებში. 

არის დროის მონაკვეთები, როდესაც მოძრაობა კარგია. მაგალითად, როდესაც იღებთ ჩანჩქერის ან ზღვის პეიზაჟის ფოტოს და გსურთ აჩვენოთ თუ როგორ სწრაფად მიედინება წყალი, ან როდესაც იღებთ სპორტული ავტომობილის კადრს და გსურთ მიანიჭოთ სიჩქარის შეგრძნება, ან როდესაც იღებთ ჩამოვარდნილი ვარსკვლავის კადრს და გსურთ აჩვენოთ თუ როგორ მოძრაობენ ვარსკვლავები დროის უმეტეს პერიოდში. ამ მაგალითების უმრავლესობაში არჩეული უფრო გრძელი ჩამკეტის სიჩქარე იქნება წინსვლის გზა. თუმცა ყველა ამ შემთხვევებაში უნდა გამოიყენოთ შტატივი ან იქნებით კადრების გაფუჭების რისკის ქვეშ კამერის მოძრაობით (გაითვალისწინეთ ბლარის ტიპი განსახვავებულია ვიდრე მოძრაობის ბლარი).

მაგალითად მიმდინარე ზღვის პეიზაჟში ჩამკეტის სიჩქარე იყო წამის 1/3 და ამგვარად ვხედავთ მოძრაობას წყალში. 





გვირაბის კადრში ჩამკეტის სიჩქარე იყო ერთი წამი, ამიტომ მატარებლების მოძრაობა სუბიექტის ორივე მხარეს ლამაზად ბუნდოვანია.






ფოკუსის მანძილი და ჩამკეტის სიჩქარე. კიდევ ერთი რამ, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია ჩამკეტის სიჩქარის შერჩევისას, არის იმ ლინზის ფოკუსური მანძილი რომელსაც იყენებთ. უფრო გრძელი ფოკუსური მანძილები ყურადღებას გაამახვილებს კამერის რხევის რაოდენობაზე და ამგვარად უნდა აირჩიოთ უფრო სწრაფი ჩამკეტის სიჩქარე (თუ არ გაქვთ ფოტო სტაბილიზატორი თქვენ ლინზაში ან კამერაში). არამდგრადი გამოსახულების თავიდან ასაცილებლად არჩეული ჩამკეტის სიჩქარე ჯობია იყოს უფრო დიდი, ვიდრე ლინზის ფოკუსური მანძილი. მაგალითად, თუ გაქვთ ლინზა, რომელიც არის 50 მმ 1/60 შესაძლებელია რომ კარგია, მაგრამ თუ გაქვთ 200 მმ ლინზა უმჯობესია გადაიღოთ გარშემო 1/250 სიჩქარეზე

ჩამკეტის სიჩქარე - შეთანხმება


დაიმახსოვრეთ, რომ ჩამკეტის სიჩქარეზე განყენებული ფიქრი არც თუ კარგი იდეაა. გახსოვდეთ რომ ექსპოზიციაზე სამ კომპონენტია პასუხისმგებელი (ჩამკეტი, დიაფრაგმა და აისო). როგორც კი შეცვლი ჩამკეტის სიჩქარეს უნდა შეცვალო ერთი ან ორივე სხვადასხვა ელემენტი სინათლის რეგულირებისათვის.

მაგალითად, თუ ზრდით ჩამკეტის სიჩქარეს ერთი გაჩერებით (მაგ; 1/125 დან 1/250 მდე), ეფექტურად უშვებთ განათების ნახევარს თქვენ კამერაში. ამ ზარალის ანაზღაურებისთვის ალბათ უნდა გაზარდოთ თქვენი დიაფრაგმა ერთი გაჩერებით (მაგალითად
f/16 დან f/11მდე). სხვა ალტერნატივა იქნებოდა აგერჩიათ უფრო სწრაფი აისო კატეგორია (მაგალითად გადასავლა 100 - დან 400 -ზე).

იმედია უფრო გაგიმარტივდათ წარმოდგენა ჩამკეტის სიჩქარეზე. შევეცდები მომავალში კვლავ მოგაწოდოთ სტატიები ექსპოზიციის სამკუთხედის შესახებ.


მოამზადა თამარ შოშიტაშვილმა

ორიგინალი სტატია: https://digital-photography-school.com/shutter-speed/


Saturday, March 11, 2017

სებასტიაო სალგადო - ფოტოჟურნალისტიკის ცოცხალი ლეგენდა


სებასტიაო სალდაგო სახელგანთქმულია როგორც თანამედროვე მშრომელთა ფოტოგრაფი. ის ყურადღებას ამახვილებს ტალახში ამოსვრილ მშრომელებზე, რომლებიც მიწის სიღრმიდან იღებენ რკინის მადანს, რითაც იტვირთება გემები ნახევარ მსოფლიოში, სადაც ფოლადის მსხმელი ადამიანი მას ფოლადად გარდაქმნის, რაც შემდეგ იგზავნება დედამიწის სხვადასხვა წერტილში, სადაც მისგან გამოჰყავთ ველოსიპედები. 





მისი ხედვა მაკროეკონომიკურია; 

მისი ფოტოებიც მაკროეკონომიკურია. 

ის განასახიერებს თანამედროვე პრინციპს - „იფიქრე გლობალურად, იმოქმედე ადგილობრივად,“ რაც თანამედროვე ფოტოგრაფებისთვის შეიძლება გამოხატული იყოს როგორც,  „ფოკუსირება ფართოდ, გადაღება ახლოს.“

მისი მშობლიური ფესვები, პროფესიული განათლება და არტისტული თვითშეფასება გაერთიანდა მისი უნიკალურობის უზრუნველსაყოფად. ის გაიზარდა ფერმაში, სადაც მამამისი ზრდიდა მსხვილ რქოსან საქონელს, აიმორისის მუნიციპალიტეტში მინას გეარის შტატში, რომელიც დიდი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ხმელეთით გარშემორტყმული შტატია ცენტარლურ ბრაზილიაში. 

მე-18 საუკუნეში მინას გეარისი იყო პორტუგალიის იმპერიის ეკონომიკური ცენტრი. ის ნახევარი მსოფლიოს  ოქროსთან ერთად, დიდი რაოდენობის ალმასით და ძვრიფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებით ამარაგებდა. კოლონიის უჩვეულო სიმდიდრემ ის განაკუთრებული კულტურული მოღვაწეობის ცენტრად აქცია. იგი განვითარდა როგორც ჯერ კიდევ ძირითადი  შორეული ბაროკოს არქიტექტურის, მხატვრობის, ძერწვის და მუსიკის ცენტრი ახალ მსოფლიოში. კოლონიური პერიოდის შემდგომ, უარყოფის მიუხედავად, შტატმა დატოვა ბაროკოს ნაწილის კვალის ნაშთები და მისი დიადი წარსულით გაჟღენთილი სიამაყის მტკიცე გრძნობა.



სალგადო დიდი მოდერნისტული აღზევების პერიოდის ბრაზილიაში გაიზარდა. მნიშვნელოვანი მოვლენები ფოტოგრაფიაში გაჩნდა პირველ წამყვან ფოტო ჟურნალებში, „ქრუზეირო" და "მანჩეტე“. სწორედ ისინი იყვნენ ძირითადი მამოძრავაბელი თვლები ფოტოჟურნალისტიკისათვის ბრაზილიაში. ფოტოგრაფია როგორც ხელოვნების ფორმა, აღმოცენდა სალგადოს წინამორბედი სახელგანთქმული ფოტოგრაფებისგან: Jose´ Oiticica Filho (1906–1964) და Mario Cravo Neto (1947–). 

საშუალო განათლების დასრულების შემდეგ, ადრეულ 1960-იანებში, პოლიტიკურად ყველაზე დატვირთულ პერიოდში თანამედროვე ბრაზილიის ისტორიაში, სალგადო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა „ვიტორიაში,“ „ესპირიტო სანტოს“ დედაქალაქში. 

1964 წელს ბრაზილიაში სამხედრო გადატრიალება მოხდა და დამყარდა რეჟიმი, რომელიც უფრო და უფრო რეპრესიული ხდებოდა, განსაკუთრებით უნივერსიტეტის სტუდენტი მემერაცხენეებისა და დისიდენტების მიმართ. ბევრი მათგანი იქნა დაპატიმრებული და ნაწამები; ნაწილმა გადასახლება ამჯობინა, როგორც სალდაგომ, განსაკუთრებით ტალღა პარიზს მიაწყდა. 

სან პაულოსა და ვანდერბილტის უნივერსიტეტში ეკონომიკის კურსის დასრულების შემდეგ, სალდაგომ პროფესიული კარიერა როგორ ეკონომისტმა ბრაზილიის ფინანსთა სამინოსტროში 1968 წელს დაიწყო. ეს ის პერიოდია, როცა სამხედრო რეჟიმის მიმართ რეაქციული სიბრაზე უმაღლეს საფეხურს აღწევს




სალგადომ ბრაზილია კიდევ ერთხელ 1969 წელს მიატოვა და ეკონომიკის შესასწავლად პარიზში „სორბონის" უნივერსიტეტს მიაშურა. სწორედ მაშინ დაინტერესდა პირველად ფოტოგარფიით. მისი ცოლს, როგორც არქიტექტურის კურსის სტუდენტს ხშირად ესაჭიროებოდა რეზიდენციიებისა და ინტერიერების გადაღება. ამ ხელოვნებამ ისე მოხიბლა, რომ დაიწყო ინტენსიურად პრაქტკა, როგორც მოყვარული ფოტოგრაფი  მისი ცოლის და მოგვიანებით საკუთარი შვილების პორტრეტებსს იღებდა. 

1973 წელს ის შეურთდა მნიშვნელოვან, წამყვან  სააგენტოს ბრაზილიის ეკონომიკაში, საერთაშორისო ყავის ორგანიზაციას ლონდონში. აფრიკაში განაწილებისას, მან დაიწყო გვალვის მიერ განადგურებული გარემოს კადრების გადაღება ეთიოპიაში. მან უმალ გააცნობიერა, რომ  როგორც ფოტოგრაფს უფრო ეფექტურად  შეეძლო გამოეხატა თავისი დამოკიდებულება ეკონომიკური გარემოპირობებისა და ადამიანების როლის მიმართ განვითარებად ქვეყნებში. მან იგრძნო რომ შეეძლო გადმოეცა არა მარტო ამ ადამიანების გასაჭირის გრძნობა, არამედ მათი კეთილშობილება და მოქნილობა და მათი დამოკიდებულება და ჩართულობა ცხოვრების მიმართ.










მის ესთეტიკურ განვითარებაზე და როგორც ფოტოგრაფზე დიდი გავლენა მოახდინა ანრი კარტიე-ბრესონმა. ბრესონი მიიჩნევდა რომ ფოტოგრაფიულმა სურათმა უნდა დაიჭიროს სცენის ელემენტების ბალანსი. ფოტოგრაფმა აუცილებლად უნდა იცოდეს „გადამწყვეტი მომენტი“ ამ ბალანსის ხელში ჩასაგდებად. ამ მოცემულობასთან ერთად, სალდაგოს ფოტოგრაფიის არსი დაფუძნებული იყო ჰუმანისტურ ვალდებულებაზეც, რასაც ასე ჭარბად ვხვდებით იუჯინ სმიტისა თუ ვოლქერ ევანსის საქმიანობაში. ამ სამუშაოს ფორმა ფოტოჟურნალისტიკიდან იყო ნაკარნახევი. შუა 1970-იანი წლებში, მას ურთიერთობა ჰქონდა სიგმას სააგენტოსთან; ასევე თანამშრომლობდა "გამა" და "მაგნუმ" სააგენტოებთან. 1994 წელს კი პარიზში საკუთარი სააგენტო „ამაზონიის სურათები" დაარსა.







1977 წლიდან 1984 წლამდე ფოტოებს იღებდა მექსიკაში, პერუში, ეკვადორში და ბრაზილიაში. 1984-1985 წლებში ის გახდა გვალვის მოწმე საჰელში, დასავლეთ აფრიკაში. 1986 წელს მან დაიწყო გასაოცარი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა გადაეღო ფიზიკურად მომუშავე მშრომელი ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში, როგორიცაა ბრაზილია, კუბა, საფრანგეთი, ინდოეთი, ბანგლადეში, საბჭოთა კავშირი და შეერთებული შტატები. ამ საქმის ნაყოფი შუა 1980-იან წლებიდან ადრეულ 1990-იანებამდე ხშირად ხვდებოდა გამოფენებსა და პუბლიკაციების სერიებში. 










მისი ძირითადი სერიები შედგება: საჰელი: Sahel: L’Homme en De´tresse (1986), Other Americas (1986), An Uncertain Grace (1990), Workers: An Archaeology of the Industrial Age (1993), and The Children: Refugees and Migrants and its companion volume, Migrations
(2000).. „გაურკვეველი მიმზიდველობა“ არის სალდაგოს სურათების ძალის ბრწყინვალე კრებული. აქ თქვენ შეხვდებით მშრომელების მომაჯადოებელ ფოტოებს სერა პელადას, ბრაზილიის უზარმაზარ ოქროს საბადოებიდან, სადაც მათი ტალახიანი გზა აღმა-დაღმა მიდის თავად ისინი კი მიწის ფართო ღრმულში მომუშავე ჰუმანოიდი ჭიანჭველების არმიას გვანან. ამ კრებულშივეა ძლიერი სიღარიბის კადრები საჰელიდან. ეს არის გაბედული, ქუდებით მოვაჭრე ინდოელი ქალებისა და მათი ბავშვების გადასახლება სასაზღვრო მთებით გარშემორტყმულ მდელოებზე. 










პორტრეტებზე აღბეჭდილი დევნილი ბავშვების გაჭირვებული მდგომარეობის ქრონიკები მთელი მსოფლიოდან,  გვაჩვენებს ეთნიკური წმენდით გამოწვეულ ნგრევას, არასტაბილურ პოლიტიკას, ომს, და უკიდურეს სიღარიბეს. ფოტოგამოფენა დასპონსორებული იყო გაეროს მიერ და ფოტოებმა მთელი შეერთებული შტატები შემოაიარა.


















სალდაგო გახდა მრავალი ჯილდოს მფლობელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მიუხედავად ამისა, კრიტიკოსები ამტკიცებენ რომ ის ახდენს უბედური ცხოვრების დრამატიზებას. სალგადოს პასუხი კრიტიკზე ასეთია: „ზოგჯერ ჩვენ სამხრეთ ნახევარსფეროდან გვაოცებს, რომ თქვენ ჩრდილოეთში ფიქრობთ რომ გაქვთ სილამაზის, კეთილშობილებისა და სიმდიდრის მონოპოლია. ეთიოპია არის ქვეყანა კრიზისში, სადაც ადამიანები ძლიერ იტანჯებიან, და მაინც ეთიოპიელები ყველაზე ლამაზი, ყველაზე კეთილშობილი ადამიანები არიან მსოფლიოში. აზრი არ აქვს იქ ჩასვას ამ აზრის გასაბათილებლად . . . მე მჯერა რომ მსოფლიოს ადამიანები არ იქნებიან ისეთები, ვისაც ძირითადი მატერიალური სიკეთეები აკლიათ. ნებისმიერი მოცემული მომენტში, თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს, ამჟამინდელი მდიდარი ერები სიღარიბეში ყოფილან და პირიქით ღარიბ ერებს ქონიათ დიდი ფუფუნება. დავიმახოსვროთ, რომ არ არსებობს არც სილამაზის და არც სიმდიდრის მონოპოლია. მე მჯერა, რომ  ჩვენ არ უნდა ვანადგურებდეთ ადამიანის კეთილშობილებისა და სილამაზის ცნებას... ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ (სამხრეთიდან) ჩვენ თავებს როგორც ჩვენი საკუთარი სიცოცოხლის აგენტებს ისე ვუყურებთ, და არა უბრალოდ უცხოური სააგენტოების "მსხვერპლებს.“"

აპარატურის თვალსაზრისით, სალდაგო შედარებით მწირი რესურსებით მუშაობს. ის ფოტოებს ძირითადად შავ-თეთრში იღებს. არ იყენებს არანაირ განათებას და „სამფეხას“ (შტატივი). ის ატარებს სამ კამერას 28, 25 და 60 მილიმეტრიანი ლინზებით. იშვიათად იყენებს ლინზას ცვლადი ფოკუსური მანძილით. ის მეტ დროს უთმობს თავისი ფოტოისტორიების სუბიექტები გაცნობას და რათა არ გადაიღოს ისინი იმ გზით, რომელიც მათ დაამცირებს. 

Sebastião Salgado. GENESIS from TASCHEN on Vimeo.

სალგადოს როგორც ფოტოგრაფს და ბუნების მოყვარულ და მასზე მზრუნველ ადამიანს ხშირად იწვევენ გადაცემებსა თუ ფორუმებზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სალგადოს საჯარო გამოსვლა TED-ზე.



2014 წელს სალგადოს 40 წლიანი შემოქმედების შესახებ ფილმი გადაიღეს. "The Salt of the Earth" ერთ-ერთი იმ ფილმთაგანია, რომელიც ფოტომოყვარულებსა თუ პროფესიონალ ფოტოგრაფებს აუცილებლად უნდა ქონდეთ ნანახი.





Edward A. Riedinger

თარგმნა თამარ შოშიტაშვილმა