Showing posts with label ანონსი. Show all posts
Showing posts with label ანონსი. Show all posts

Wednesday, March 7, 2018

"საუბრები ფოტოგრაფიაზე" ახალი პროექტი ქართველი ფოტოგრაფებისათვის




დღეს ფოტოგრაფია პოპულარობის ზენიტშია. სწორედ დღეს,  როგორც არასოდეს ყველა მასზე საუბრობს. საუბრობენ კამერებზე, ფერებზე, სტილზე, პოზებზე, სხეულის ენაზე და ფოტოს შინაარსზე. კიდევ ათას რამეზე. დღეს ფოტოგრაფია ტოტალური და სახალხო გახდა. მან ეს თავისი არსებობის ისტორიაში რამდენჯერმე გაიმეორა.

პირველად მაშინ გახდა სახალხო, როცა კოდაკმა 1900 წელს ფოტოკამერა "Brownie" გამოუშვა, რომელიც გაგიკვირდებათ და მხოლოდ 1 დოლარი ღირდა.

ფოტოგრაფიის პოპულარობის კვადაკვალ უამრავი ფოტოჟურნალი და წიგნი გამოიცემა. უფრო იმატა ფოტო კონკურსებმა თუ დაჯილდოვებებმა. გაიზარდა ფოტოგრაფიული წიგნების და ვებ გვერდების რიცხვიც.





მაგრამ საქართველოში ფოტოგრაფიაზე სულ თითზე ჩამოსათვლელი წიგნებია. არც ახალი და პროფესიული მასალაა ხშირად ხელმისაწვდომი, რომელიც ქართულ ენაზე იქნება. ამ მხრივ მართლაც თითზე ჩამოსათვლელი საიტები და წყაროებია.

ჩვენი ბლოგის მიზანი უკვე მეოთხე წელია უცვლელია. ჩვენი მიზანია ფოტოგრაფიის შესახებ ქართულ ენოვანი ინფორმაციის უწყვეტი გავრცელება.

ჩვენი რამდენიმე პროექტი უკვე იქცევს მოყვარული, ჰობისტი, დამწყები თუ  შემდგარი ფოტოგრაფების ყურადღებას.

მაგრამ ჩვენ მეტი გვინდა.

ჩვენი მიზანია უფრო მეტი ინფორმაციის გავრცელება არამარტო მსოფლიო ფოტოგრაფიაზე ან ზოგადად ფოტოგრაფიაზე, არამედ ქართულ ფოტოგრაფიაზე. ქართველ თანამედროვე ფოტოგრაფებზე.

ამ მიზნით ამჟამად ორი პროექტი " გასული კვირის ფოტოები საქართველოდან" და ინტერვიუების სერია დავიწყეთ. თუმცა კვირის ბლოგ კალენდარში კიდევ ერთი თავისუფალი დღე გვაქვს, რომელსაც სიამოვნებით დავუთმობთ ყველას ვისაც ფოტოგრაფიაზე  საუბარი სურს.

სტატიის ავტორი ნებისმიერი თქვენთაგანი შეიძლება იყოს.

თქვენ ამას ბლოგის სტუმრის ამპლუაში გააკეთებთ.




სტატიის შინაარსი ცხადია ფოტოგრაფიას უნდა ეხებოდეს, მაგრამ ჩვენ არ გვინდა რაიმე ჩარჩო დავაწესოთ. ამიტომ ვიფიქრეთ იყოს არჩევანის თავისუფლება. ფორმატი შეუძლია თავად ავტორმა გადაწვიტოს. სტუმარს შეეძლება საკუთარი გამოცდილება გაგვიზიაროს კონკრეტული ჟანრის გარშემო, ან სულაც რაიმე სასაცილო ისტორია მოყვეს გადაღების შესახებ (რასაც მე პირადად ხშირად მივმართავ ხოლმე ამ ბლოგზე) ან შეიძლება დღიურის სტილში დაწეროს და მოგვიყვეს ფოტოგრაფის ერთი დღის ან ერთი კვირის შესახებ. მოკლედ არჩევანი სტუმრისათვის მიგვინდია.

ის რასაც არ მივესალმებით, როგორც რედაქცია - არის ტექსტები, რომელიც შეიძლება სიძულვილის ენას შეიცავდეს. ახდენდეს რაიმე ფორმით ვინმეს დისკრედიტაციას. ან აკნინებდეს კონკურენტი სტუდიების სახელს, თუ ეს კომერციულ ფოტოგრაფიას შეეხება. ან იყოს მხოლოდ სარეკლამო სახის. მსუბუქი რეკლამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს.

ჩვენი პროექტი სტარტს ამ დღიდან აიღებს და სტუმრებს ჩვენ სივრცეს ყოველ ოთხშაბათს დავუთმობთ.

სტატიის თემატიკა შეგიძლიათ წინასწარ შეგვითანხმოთ ჩვენ ფეისბუქ გვერდზე. ან სულაც დასრულებული სტატია გადმოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე (utskhography@gmail.com)

სტატიების რაოდენობა და მოცულობა შეზღუდული არ იქნება.



ცხადია რედაქცია უფლებას იტოვებს რომელიმე სტატია არ გამოაქვეყნოს, ან მოახდინოს მსუბუქი რედაქტირება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოგვმართოთ.

იმედია საინტერესო სტუმრებს და ავტორებს აღმოვაჩენთ.

პ.ს. არ დაგავიწყდეთ ეს სტატია თქვენს ფოტოგრაფ მეგობრებს გაუზიაროთ.


იდეის ავტორი: თამარ შოშიტაშვილი
სტატიის ავტორი: გიო ბეჟანიშვილი
© უცხოგრაფი




Tuesday, February 13, 2018

კვირის TOP ფოტოები საქართველოდან - ახალი ფოტო პროექტის ანონსი




ოდესმე მაინც თუ მოხვედრილა თქვენი ფოტო სადმე არჩეულ ფოტოებს შორის, მაშ გეცოდინებათ ის სიხარული, როცა გრძნობთ რომ შეგარჩიეს და დაგაფასეს.

ჩვენ ეს სიხარული რამდენჯერმე გამოვცადეთ.

თუმცა სამწუხაროდ ჩვენთან თითქმის არ არსებობს არცერთი გამოცემა თუ საიტი, რომელიც საქართველოში გადაღებულ ფოტოებს შეაჯამებდა და ყოველკვირას ისე მოგვაწვდიდა, როგორც ამას The Guardian, National Geographic, NYC Times და სხვა გამოცემები აკეთებენ.

და მართლაც, ვინ არ ისურვებდა, რომ კვირის ბოლოს საუკეთესო ქართულ ფოტომასალას გაცნობოდა (იგულისხმება საქართველში გადაღებული და არა მხოლოდ ქართველების მიერ გადაღებული). მითუფრო რომ დღეს ფოტოგრაფია სუპერ პოპულარულია ჩვენთან. სოციალური მედია კი უსაზღვრო საშუალებაა ფოტოების გაზიარებისა და უფრო მეტი კადრი აღმოჩენისათვის.

ჩვენ სწორედ სოც. მედიაში მიმოფანტული, ცნობილი თუ სრულიად უცნობი, დამწყები თუ პროფესიონალი ფოტოგრაფების ნამუშევრების შეკრება და თქვენთვის ყოველი კვირის ბოლოს მოტანა გადავწყვიტეთ.

ვფიქრობთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ფოტოგრაფებისთვის, არამედ მათთვის, ვინც ჩვენი გადაღებული ფოტოებით ვიზუალურ სიამოვნებას იღებს.




"კვირის TOP ფოტოები საქართველოდან" - ეს იქნება ყოველკვირეული სტატიის სახელი, რომელიც ამ ბლოგზე დაიდება.

სტატიაში 10-დან 25 ფოტომდე განთავსდება. ჟანრობრივი ან სხვა სახის შეზღუდვა ჩვენ არ გვექნება. ფოტოებს მივიღებთ ელ. ფოსტაზე და ნაწილს ჩვენ თავად ამოვარჩევთ სოც. მედიიდან. ყველა ფოტოს მითითებული ექნება ავტორი და მცირე კომენტარი ფოტოს გადაღების თუ ამბის შესახებ, რომელსაც ის ასახავს.

გვინდა ხაზი გავუსვათ -  ეს ფოტო კონკურსი არაა. არც არავინ ეჯიბრება ერთმანეთს, შემოსულ ფოტოებს ბლოგის რედაქცია (ბლოგერები და ფოტოგრაფები) შეარჩევს. ასევე ყოველ 3 თვეში მოვიწვევთ 3 პროფესიონალ ფოტოგრაფს, რომლებიც რედაქციაში ფოტოების შერჩევაში დაგვეხმარებიან.

იმედს ვიტოვებთ ახალი პროექტი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ფოტოგრაფიის და ვიზუალური ამბის თხრობის პოპულარიზაციას საქართველოში. უფრო მეტად გაააქტიურებს როგორც ფოტოგრაფებს, ისე დამთავლიერებლებს და დამღლელი სამუშაო კვირის ბოლოს ვიზუალურ დესერტს მიაწვდის მათ.




მაშ ასე, ჩვენი ბლოგის კარი ღიაა, ველოდებით თქვენს ფოტოებს ელ. ფოსტაზე - utskhography@gmail.com.

გთხოვთ გამოგზავნისას გაითვალისწინოთ:

ა) ფოტოს სიგრძე - არანაკლებ 3500 პიქსელი. 
ბ) ფოტო ფორმატი - JPEG,  ფაილის რეზოლუცია - 300 DPI.
გ) მობილური ფოტოს ზომა უნდა იყოს მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 7 მბ. ფოტო ფაილის რეზოლუცია უნდა იყოს 300 DPI.

პ.ს. გთხოვთ გაუზიარეთ თქვენს ნაცნობ -მეგობრებს, ყველას ვინც შეიძლება დაინტერესებული იყოს რომ მათი ნამუშევრები საუკეთესო და რჩეულ ფოტოებს შორის მოხვდეს.

დამატებითი შეკითხვებისათვის მოგვმართეთ ფეისბუქის გვერდზე.

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი









Wednesday, April 26, 2017

"უცხოს შოუ" (ანონსი)






"უცხოს შოუ" ჩემი ახალი პროექტია, რომელიც მაისიდან დაიწყება ;)

"უცხოს შოუ"-ში იქნება უცხო და მისი ცხოვრება, ფაქტიურად ეს იქნება რეალითი შოუ სოც. მედია ფორმატში.

შოუს ექნება სერიალის ხასიათი და დასაწყისისთვის კვირაში ერთი ეპიზოდი გამოვა.

რას ვნახავთ შოუში?

შოუში ვნახავთ ბევრ ფოტო ტუტორიალებსა და გაკვეთილებს (მგონი ეს ორი ერთიდაიგივეა). კომენტარებს შუა გადასაღები მოედნებიდან. ან რჩევებს ფოტოების დამუშავების შესახებ, როცა კომერციულ თუ საკუთარ პროექტებზე ვიმუშავებ,

შოუში შევეხებით შემდეგ თემებს: ბლოგინგი და სოც. მედია. გაგაცნობთ ვინ, სად და როგორ მუშაობს უცხოგრაფის გუნდში. ასევე შევეხებით დიზაინს, ყოველთვის როცა დიზაინ შეკვეთები მექნება.

ერთი სიტყვით ყველაფერი რაც გადამხდება თავს - მაისიდან მოხვდება შოუში.

"უცხოს შოუ" ყველაფერთან ერთად სოც. ექსპერიმენტიცაა, რომელსაც ფაქტიურად საკუთარ თავზე ვატარებ და ამმხრივაც საინტერესოა: გამომივა თუ არა, რამდენხანს გავქაჩავ, როგორ განვავითარებ და ასე შემდეგ.
თითო ეპიზოდის ხანგრძლივობა 3-5 წუთი იქნება და დატვირთული იქნება საინტერესო იდეებით, ლოკაციებით და პროექტებით.

შოუ სავარაუდოდ ყოველ შაბათს ან კვირას დაიდება იუთუბის ჩემ საკუთარ ჩენელზე.

რადგან შოუს შესახებ ახლაც ვფიქრობ და იდეებს  ვალაგებ, გამიხარდებოდა, თუ თქვენც გამოთქვამდით თქვენ აზრს და გამიზიარებდით იდეებს - კიდევ რა შეიძლება იყოს შოუში . . .

დანარჩენ დეტალებზე ცოტა მოგვიანებით უკვე შოუდან შეიტყობთ ;)

მადლობა ყურადღებისათვის :*

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი