Showing posts with label ფოტო სავარჯიშო. Show all posts
Showing posts with label ფოტო სავარჯიშო. Show all posts

Wednesday, June 1, 2016

5 სავარჯიშო, რომელიც თავიდან შეგაყვარებთ ფოტოგრაფიას

ამ პოსტში მოცემული ყველა ფოტო ახალგაზრდა პორტუგალიელ ფოტოგრაფს ლუი ვალადარეს ეკუთვნის 500px_იდან, იგი შუა პოზიციას იკავებს 2016 წლის ძალიან მაგარ 365 პროექტში – ,,შეიყვარე ფოტოგრაფია.


ისევე, როგორც მუდმივი ზრუნვის გარეშე შესაძლოა რომანტიული სიყვარულის ცეცხლი ჩაქრეს, ასევე თქვენი სიყვარული ფოტოგრაფიის მიმართ შესაძლოა განელდეს, ან მოკვდეს თუ არ გაქვთ მოფიქრებული, როგორ შეინახოთ იგი ცოცხლად, აქტიურად და მუდმივად ვითარდებოდეს.

კარგი ამბავი გვაქვს! თუ გრძნობთ, რომ ლამაზი ფოტოების გადაღების ვნება მნიშვნელოვნად შემცირდა, არსებობს გზები, რათა ცეცხლი კიდევ ერთხელ ააგიზგიზოთ.  გთავაზობთ ასეთ 5 გზას.


1. ატარეთ კამერა ყველგან ერთი კვირით, არ გატყუებთ

როდესაც ვამბობ ყველგან, ნიშნავს – ყველგან_ს. გამონაკლისია შხაპის მიღება და ძილი, არ გამორთოთ კამერა მთელი კვირის მანძილზე.

რამდენჯერ შესწრებიხართ ლამაზ მომენტს, ან უბრალოდ ლამაზ განათებას ქუჩაში სეირნობისას, მაგრამ გადაწყვიტეთ არ გეცადათ გადაღება, რადგან თქვენ მხოლოდ სმარტფონი გაქვთ თან (ამაზე მოგვიანებით)?  ერთი კვირით, ან თუ მამაცი ხართ, ერთი თვით, არ გამორთათ კამერა.

როდესაც სრულყოფილ განათებას დაიჭერთ, გადამწყვეტი მომენტი მოვა, ან შთაგონება გეწვევათ, იარაღი თან გექნებათ.


2. გადაუღეთ ერთი ფოტო ერთსა და იმავე ობიექტს ყოველდღე ერთი თვის განმავლობაში.

ჩემი ფავორიტია ეს მეთოდი, რადგან, როდესაც ვცდილობდი გადამეღო ერთი და იგივე ობიექტი ყოველ დღე დიდი ხნის მანძილზე, რაღაც ძალიან მაგარ ფოტოსერიად გადაიქცა, რაც ოდესმე წარსულში გამიკეთებია.

წადით სულ მცირე ერთი კვირით, ან სასურველია არანაკლებ ერთი თვით და ნახავთ როგორი კრეატიული შეიძლება იყოთ მაშინ, როდესაც ყველა ,,სტანდარტული“ კომპოზიცია, კუთხეები და დღის მონაკვეთი უკვე გადაღებულია. როგორ გადაიღებთ ახლად ერთსა და იმავე ობიექტს 30ჯერ? 


3. ცვალეთ კამერის სისტემები

ჩვენ ფოტოგრაფები, როგორც წესი ვსაუბრობთ ხოლმე G.A.S_ის (აღჭურვილობის შეძენის სინდრომი) შესახებ, როგორც ცუდი რამ, რაც თავიდან უნდა იქნეს აცილებული. მაგრამ როდესაც თქვენ კრიზისში ხართ, ისეთი პატარა აღელვების ბიძგი, რომელიც მოდის ახალ კამერასთან, ლინზებთან, ან ფოტო აქსესუარებთან ერთად, შესაძლოა გაიზარდოს.

თავდაპირველად  ქენონის აღჭურვილობა გაყიდეთ და სონი შეარჩიეთ. ან ივაჭრეთ პენტაქსზე და ფუჯით გადაიღეთ. ახალი ბრენდული სისტემები – სასწავლად, ახალი ლინზების კატალოგი – საშოპინგოდ, ახალი ლამაზი ნიშნები – საექსპერიმენტოდ... თუ ეს ყველაფერი თქვენს გულის ცემას არ ააჩქარებს, მაშინ არ ვიცი, მეტი რა შეიძლება გააკეთოთ!


4. გადაიღე სმარტფონით, ან კამერით მხოლოდ ერთი თვე და გააზიარე მხოლოდ ერთი ფოტო დღეში.

სარგებლისგან თავის შეზღუდვა  გაზვიადებული არაა. ასე რომ ერთი თვის მანძილზე გადაიღეთ მხოლოდ სმარტფონით, ან ძვირიანი კამერით.

თუმცა ეს ყველაფერი არაა.

გამოიწვიეთ საკუთარი თავი და რაიმე საკმარისად კარგი გადაიღეთ, რათა ამ ერთი თვის განმავლობაში ყოველ დღე გააზიაროთ. თავად აღმოაჩენთ, დაეყრდნოთ უფრო მეტად მძიმე კომპოზიციას, განათებას, ფერს, ფორმას, ტექსტურას თუ კიდევ საგნებს, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია ფოტოგრაფიაში მაშინ, როდესაც თქვენ არ შეგიძლიათ დაეყრდნოთ ხანგრძლივ ექსპოზიციას, ბუნებასთან შერეულ ფილტრებს და მძიმე პოსტ დამუშავების ხრიკებს.


5. მიბაძეთ სხვა ფოტოგრაფებს ყოველ კვირას ერთი წლის მანძილზე.

ამბობენ, რომ იმიტაცია კომპლიმენტების გულწრფელობაა. ასე რომ, მოგიწოდებთ იმიტაციისაკენ ერთი წლის განმავლობაში. წლის ყოველ კვირას, აირჩიეთ განსხვავებული ფოტოგრაფი, რომელიც მოგწონთ, დააკოპირეთ მისი სტილი და ამ სტილში გადაიღეთ.

წლის ბოლოს გექნებათ გადაღებული და გაზიარებული 52 ფოტო, 52 ხელწერით და შესაძლოა აღმოაჩინოთ შერეული ხელწერა, რომელსაც თქვენს საკუთარ სტილს უწოდებთ.

ფოტოგრაფიის განსხვავებული სტილებს შეუძლიათ ცნონ ერთმანეთი, მაგრამ ლანდშაფტის ფოტოგრაფი იშვიათად ხარჯავს დროს დიდებული პორტრეტის გადაღებაში. იშვიათად ნახავთ ქალაქის ძიების მოყვარული ცდილობდეს მაკრო ფოტოგრაფიას, ან აბსტრაქტულ სამუშაოს. მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ ასე კეთებით ისწავლით რაიმეს ფოტოგრაფიის შესახებ , რომელსაც ვერასდროს ისწავლიდით, ყოველთვის ერთსა და იმავეს გადაიღებდით, სანაძლეო დადეთ!

ეს მეთოდი ერთ–ერთი ჩემი ფავორიტია, თუმცა ყველაზე დიდ ძალისხმევას მოითხოვს... 


შესაძლოა, უფრო მეტი გზაც არსებობს თავი დააღწიოთ ფოტოგრაფიულ კრიზისს ან ამ ხელოვნების მიმართ სიყვარული ხელახლა გააღვივოთ. ნაცადი და გატესტილი ტექნიკა არის 365 ან 52 პროექტი,რომელიც ზემოთ შემოგთავაზეთ – უნიკალური გადაღება, ერთი ფოტო დღეში, ან კვირაში.

თუ შემოგვთავაზებთ სხვა ხერხს, ან რაიმეს, რაც თქვენზე სასწაულად მოქმედებს, ნუ მოგერიდებათ! გაგვიზიარეთ კომენტარებში და მოგვიყევით ყველა სარგებელზე თქვენი გამოცდილებიდან.

როგორც ყოველთვის, იყავით შთაგონებულები და გადაიღეთ.


თარგმნა ნინო კაპანაძემ
https://iso.500px.com/5-exercises-thatll-help-you-fall-in-love-with-photography-all-over-again/

Saturday, June 28, 2014

3 ფოტო სავარჯიშო - როგორ შევზღუდოთ საკუთარი თავი და გავიზარდოთ როგორც ფოტოგრაფები


დღევანდელი ციფრული კამერები არის თანამედროვე ტექნოლოგიის საოცრებები. 

ისინი  საშუალებას აძლევენ ყველაზე გამოუცდელ ფოტოგრაფებსაც კი მიაღწიონ ფოტოხელოვნების იმ მდგომარეობას, რომელიც ათეული წლების წინ ხელმისაწვდომი მხოლოდ სუპერ კომპიუტერებისა და კვლევითი ინსტიტუტებისათვის იყო. იმ ფასების წყალობით, რომლებიც მუდმივად დაბლა და დაბლა ჩამოდის და საუკეთესოდ აღჭურვილი კამერებით, ფოტოგრაფიამ ყველგან შეაღწია. ყველას აქვს კამერა და შეუძლია ფოტოების გადაღება. თუმცა ზოგჯერ, თუ გსურთ განვითარდეთ როგორც ფოტოგრაფი, უმჯობესია არ გამოიყენოთ ყველაფერი რისი საშუალებაც აქვს თანამედროვე ფოტოკამრებს, არამედ პირიქით, დაუწესოთ თქვენ თავს ერთგვარი შეზღუდვებიც. ამ შეზღუდვების ფარგლებში, თქვენ ხშირად აღმოაჩენთ ახალ ფოტოგრაფიულ შესაძლებლობებს, რომელთა შესახებ არასოდეს გიფიქრიათ.


 1. შეზღუდეთ ფოტოების რაოდენობა

მეხსიერების ბარათები ძალიან იაფია. ამის გამო ხშირად ვყიდულობთ ყველაზე დიდ ბარათებს, რომლებიც ათასობით სურათს იტევს. მათი მეშვეობით მშვიდად ვართ გადაღებისას. მაგრამ არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ფოტოგრაფებმა დაიწყეს გადაღებების დროს ფოტოების რაოდენობის შემცირება. ადრე თითოეულ ფირს შეეძლო დაეტია მხოლოდ 36 კადრი, მათი ფასი კი ძალიან ძვირი იყო დღევანდელ სტანდარტებთან შედარებით. წარმოიდგინეთ, იხდით ათ ლარს მეხსიერების ბარათში, რომელსაც მხოლოდ მცირე რაოდენობის ფოტოების დატევა შეუძლია და თან ის ერთჯერადია! მიუხედავად ამისა,  ჩვენს წინამორბედებს შეეძლოთ გადაეღოთ საოცარი ფოტოები ასეთი ლიმიტის ფარგლებში. ეს შენც შეგიძლია!
 შემდეგში, როცა თქვენ გახვალთ გადასაღებად, დაუწესეთ თქვენ თავს ლიმიტი. აიღეთ კონკრეტული რიცხვი და მხოლოდ იმდენი ფოტო გადაიღეთ. საქმის კეთებისას თქვენ გახდებით უფრო მეტად მიზანდასახული და დაფიქრებული თუ რა გადაიღოთ. ნაცვლად იმისა რომ უბრალოდ „აჩხაკუნოთ“ და გადაიღოთ ასი ფოტო ეხლა და ამოარჩიოთ ერთი მოგვიანებით. აიღეთ უფრო მეტად ფრთხილი და ყურადღებიანი მიდგომა, რათა ნამდვილად შეისწავლოთ თქვენი გადასაღები ობიექტი და იპოვოთ საუკეთესო კადრი მისი მოზომილი დადგეგმვის მეშვეობით.
 პირველ ჯერზე შეიძლება იმედგაცრუებულიც აღმოჩნდეთ, მაგრამ სულ მალე აღმოაჩენთ, რომ თქვენ ანვითარებთ უფრო ინტიმურ ურთიერთობებს და ხედვებს გადასაღები საგნების, განათების, კომპოზიციისა და სხვა ფოტოგრაფიული ელემენტების მიმართებაში. შეზღუდოთ თავი რამოდენიმე ფოტოსურათით, დაგეხმარებათ გათვალოთ თვითოეული ფოტოსურათი და მიიღოთ მაღალი ხარისხი - მაღალი რაოდენობის ნაცვლად.
 2. შეზღუდეთ ფოკუსური მანძილი

ზუმ ლინზები არის საოცრებები. ისინი გვაძლევენ საშუალებას მივიდეთ ახლოს ან მოცემული სცენის ფართო კუთხე  ავიღოთ. წარმოიდგინეთ არ გქონდეთ საშუალება მოზუმოთ ან პირიქით! თქვენ მოგიწევთ ფიზიკურად გადაადგილდეთ რათა ახლოს მიხვიდეთ საგანთან რომელსაც იღებთ, რასაც დღესდღეობით ხალხი არაა მიჩვეული. თუმცა, ფოკუსური მანძილის შეზღუდვით აღმოაჩენთ ახალ შესაძლებლობებს.

როცა თავს უფელებას აძლევ ისარგებლო მხოლოდ ერთი ფოკუსური მანძილით, ის გაიძულებთ შეხედოთ სამყაროს განსხვავებული პერსპექტივით  და დაინახოთ სურათის ახალი შესაძლებლობები. ავიღოთ ასეთი მაგალითი: თქვენ ხართ გასული პარკში თქვენ ბავშვებთან ერთად. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ  გადგეთ განზე და მოზუმოთ ისინი, სცადეთ ჩაკეტოთ თქვენი ლინზა ერთ ფოკუსურ სიგრძეზე (მაგალითად 24მმ ან 35მმ) და ფიზიკური გადაადგილების საშუალებით მიუახლოვდით მათ. სულ მალე აღმოაჩენთ ახალ პერსპექტივებს, რომელთაც ვერ ხედავდით, რადგან დამოკიდებული იყავით მოზუმვაზე.  ან თუ  გიყვართ ლანდშაფტების ან არქიტექტურის გადაღება ფართო კუთხით (18მმ), ეცადეთ დააყენოთ ფოკუსური მანძილი 55 მმ-ზე და ნახეთ რა მოხდება.
სინამდვილე ისაა, რომ სურათები რომლებსაც თქვენ გადაიღებთ იქნება აბსოლუტურად განსხვავებული ძველი ფოტოებისგან, მაგრამ თქვენ დაინახავთ სამყაროს ახალი პერსპექტივით და იპოვით განსხვავებული ფოტოგრაფიული შესაძლებლობების ყველა სახეობას, რომლებიც აქამდე არ გაგიანალიზებიათ. თუ ცდუნებამ შემოგიტიათ ამოაძრაოთ თქვენ ზუმი, არ დანებდეთ - იმოძრავეთ თავად თქვენ. ეძებეთ გზა, იპოვოთ საუკეთესო კადრები ამ ლიმიტირებული გარემოპირობების შესაბამისად.


ცხადია ფოკუსური მანძილის ლიმიტირებისათვის საუკეთესოა თუ თქვენ შეიძენთ პრაიმ ლინზას. ამას მე დაბეჯითებით გირჩევთ. მისი საშუალებით თქვენ არამარტო ისწავლით თქვენი შესაძლებლობების გაუმჯობესებას, არამედ მიიღებთ დამატებით მოგებასაც გაცილებით ფართო დიაფრაგმის სახით, რაც თავის მხრივ ნიშნავს უკეთეს ფოტოებს დაბალი განათებისას და ასევე ლამაზ ბლარ ფონებს.

 3. შეზღუდეთ თქვენი გადასაღები ობიექტი.

რა იდეა დევს ამ სიტყვებში? იმის ნაცვლად რომ გადავიღოთ რამოდენიმე საგანი (მაგალითად ხეები), ავიღოთ და ფოკუსირება მოვახდინოთ ერთ-ერთ მათგანზე. შევისწავლოთ ის ყველა შესაძლო კუთხიდან და ვიპოვოთ გზები მისი საუკეთესო პოზიციის დაფიქსირებისათვის, რომელიც დაკვირვების გარეშე არც ჩანდა. სცადეთ დაბრუნდეთ დღის სხვადასხვა მონაკვეთებში, ან წელიწადის სხვადასხვა დროს და ნახეთ როგორ შეიცვალა ის. თქვენ შეიძლება გადაიღოთ ასი ან ათასი მოსაწყენი სურათი, მაგრამ შეიძლება გადაღება დაასრულოთ ძვირფასი ფოტოებით, რომლებსაც მანამდე ვერც კი წარმოიდგენდით თუ გადაიღებდით.

 შეზღუდოთ თქვენი თავი  ფოტოგრაფიული შესაძლებლობებისგან - თავიდან შეიძლება  გიჟურ იდეად ჩანდეს. თუმცა თუ ცდით, აღმოაჩენთ რომ მცირე შეზღუდვების დამატება დაგეხმარებათ იპოვოთ ახალი გზები და  საინტერესო ფოტო შესაძლებლობები, რაც აქამდე  ჩაკეტილი და მიუწვდომელი იყო.
ავტორი: Simon Ringsmuth
წყარო: http://digital-photography-school.com/three-exercises-to-limit-yourself-and-grow-as-a-photographer/

თარგმნა გიორგი ბეჟანიშვილმა