Friday, April 28, 2017

19 ცნობილი გამონათქვამი ფოტოგრაფიაზე

- საუკეთესო ფოტოები ისინია, რომლებიც ინარჩუნებენ ძალას და გავლენას წლების დინების მიუხედავად.

- ჩემი აზრით  ემოციური შინაარსი ფოტოსურათის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია და არა ტექნიკური მხარეები. უმრავლეს ნამუშევრებს რასაც დღესდღეობით ვხედავ სწორედ ემოციური გავლენა აკლია, რათა მიიზიდოს მაყურებელთა ყურადღება და დარჩნენ მათ გულებში.


Anne Geddes
1956

გედესი ცნობილია მისი გამორჩეული, სტილიზებული საბავშვო ფოტოებით.












- იქ, სადაც სინათლეა, ყოველთვის შეიძლება ფოტოს გადაღება.


Alfred Stieglitz
1864 – 1946

შტიგლიცი ამერიკელი ფოტოგრაფი იყო, რომელსაც მსოფლიო იცნობს, როგორც თანამედროვე ფოტოგრაფიის პიონერს.





- კამერა გავიწყებს რომ შენ იქ ხარ. ეს არ ნიშნავს რომ შენ იმალები, არა, შენ უბრალოდ გავიწყდება საკუთარი თავის არსებობა გადაღების ადგილზე.

Annie Leibovitz
1949

ენი ლეიბოვიცი ცნობილი ფოტოგრაფია, თუმცა სახელი ყველაზე მეტად მაშინ გაითქვა, როდესაც 10 წელი ჟურნალ "Rolling Stones"-ის მთავარი ფოტოგრაფი გახდა.






- 12 მნიშვნელოვანი ფოტო ერთ წელიწადში? მშვენიერი მოსავალია.

- კარგმა ფოტოგრაფმა ყოველთვის იცის სად დადგეს.




Ansel Adams
1902 – 1984
ანსელი ის ფოტოგრაფია, ვისაც განსაკუთრებული წარდგენა აღარ სჭირდება. ის მსოფლიო მასშტაბით ცბოლია როგორც ერთ-ერთი უდიადესი პეიზაჟისტი და საუკეთესო ზოგადად ფოტოგრაფებს შორის.




- არ არსებობს ფოტოგრაფიაში  ჩრდილები, რომლებიც არ ანათებენ.

August Sander
1876 – 1964
სანდერი - გერმანელი პორტრეტისტის და დოკუმენტალისტი - მოიხსენიება, როგორც მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი გერმანელი ფოტოგრაფი.


- პეიზაჟური ფოტო კვეთს ყველანაირ პოლიტიკურ თუ ნაციონალისტურ საზღვრებს და ყოველთვის ყოველგვარ კულტურულ და ენობრივ შეზღუდვებზე მაღლა დგება.

Berenice Abbott
1898 – 1991

ამერიკელი ფოტოგრაფი ებოტი 60 წელი ემსახურა ფოტოგრაფიას. მისი შავთეთრი  ნიუ იორკის ფოტოები ქალაქისა და არქიტექტურის ცვლილებების ფართო მიმოხილვას გვთავაზობს.




- ფოტოგრაფია იღებს მომენტს დროის ჩარჩოდან და ახდენს ცხოვრების ცვლილებას მისი მომენტის შეჩერებით. 



- კამერა არის მშვენიერი საშუალება იმისათვის რომ ვისწავლოთ, როგორ დავინახოთ კამერის გარეშე.

Dorothea Lange
1895 – 1965

დოროთეა ლანჟი ცნობილი ფოტოჟურნალისტი იყო, რომელმაც ამერიკის 1930 წლების დიდი დეპრესიის ფოტოსერიებით გაითქვა სახელი.


- მიყვარს ადამიანების მანამდე გადაღება, სანამ გაიგებენ რომელია მათი საუკეთესო საპროფილე მხარე.

Ellen Von Unwerth
1954

ელენი ცნობილი იყო მისი გამორჩეულად ეროტიკული სტილით მოდის ფოტოგრაფიაში. ის იღებდა რამდენიმე მაღალი კლასის მოდის ჟურნალებისთვის, მათ შორის მუშაობდა "ვოგისათვის".




- არ ვარ დაინტერესებული ახალი რაღაცეების გადაღებით - მე მაინტერესებს ძველი რაღაცეების ახლებურად დანახვა.

- ნებისმიერ სიტუაციაში არსებობ მხოლოდ შენ და შენი კამერა. ლიმიტი არსებობს ისევ და ისევ შენში. სხვანაირად რომ ვთქვა, რასაც ვხედავ ის ვართ თავად ჩვენც.

Ernst Haas
1921 – 1986

ჰაასი იყო ერთ-ერთი პირველი ფოტოჟურნალისტი, რომელმაც ფერადი ფოტოები შემოიტანა. მისი კარიერა თავბრუდამხვევია. ის იყო მაგნუმის პრეზიდენტი და გამოცემული აქვს ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წიგნი.







- ჩემი როგორც პორტრეტისტი ფოტოგრაფის საქმე ცდუნება, გამხიარულება და გართობაა.


Helmut Newton
1920 – 2004
ნიუტონის სექსუალურად დატვირთული მოდის ფოტოები დღემდე გავლენა ახდენს თანამედროვე ფოტოგრაფიაზე.




- ჩემი ფოტოებიდან რომელია ჩემთვის ყველაზე საყვარელი? აი ის, ხვალ რომ გადავიღებ.
Imogen Cunningham
1883 – 1976
კუნინგემის ნამუშევრები ნამდვილად უსწრებდა და ექსპერიმენტურლი იყო იმ დროსთან შედარებით, როცა ის მოღვაწეობდა. მისი ფართო თემატური შემოქმედება მოიცავს პორტრეტებს, ყვავილებსა და ნუდ ფოტოებს.



- არასოდეს  ჩაკეცო ჩანთაში შენი კამერა სანამ ლოკაციას არ დატოვებ.
Joe McNally
1952
მაკნალი საქვეყნოდ აღიარებული ფოტოგრაფია, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია ასოციაცია "National Geographic"-თან თანამშრომლობით. ასევე გამორჩეულია მისი ფოტოები 2001 წლის ნიუ-იორკის ტერაქტის ადგილიდან.




- ცხადია ყოველთვის იქნებიან ისეთები ვინც ტექნიკას უყურებენ და კითხულობენ "როგორ", როცა მათ გვერდით უფრო მეტად ცნობისმოყვარე ადამიანები სვამენ კითხვას "რატომ". მე პირადად მირჩევია მქონდეს ინსპირაცია ინფორმაციის ნაცვლად.
Man Ray
1890 – 1976
რეი იყო მოდის და პორტრეტის ფოტოგრაფი, რომელიც ძალიან აქტიურად იყო ჩართული სურეალისტურ მოძრაობაში. მას ყველაზე მეტად მისი ავაგარდული ფოტოების წყალობით იცნობენ.



- რაც მეტ კადრს ხედავ, მით უფრო ძლიერი ფოტოგრაფი ხარ.

Robert Mapplethorpe
1946 – 1989

მაფელთორფი ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფია, რომელმაც სახელი მისი დიდი ზომის ფოტოსურათებით გაითქვა. მისი ჰომოეროტიული ფოტოები ხშირად გამხდარა მწვავე დებატებისა და კრიტიკის საგანი.



- გადაიღე მხოლოდ ის - რაც გიყვარს!

Tim Walker
1970

ვოლქერი ცნობილი  ბრიტანელი მოდის ფოტოგრაფია, რომელიც სხვადსხვა ჟურნალთან თანამშრომლობდა, მათ შორის სახელგანთქმულ "ვოგთან".


თარგმნა გიო ბეჟანიშვილმა



Wednesday, April 26, 2017

"უცხოს შოუ" (ანონსი)






"უცხოს შოუ" ჩემი ახალი პროექტია, რომელიც მაისიდან დაიწყება ;)

"უცხოს შოუ"-ში იქნება უცხო და მისი ცხოვრება, ფაქტიურად ეს იქნება რეალითი შოუ სოც. მედია ფორმატში.

შოუს ექნება სერიალის ხასიათი და დასაწყისისთვის კვირაში ერთი ეპიზოდი გამოვა.

რას ვნახავთ შოუში?

შოუში ვნახავთ ბევრ ფოტო ტუტორიალებსა და გაკვეთილებს (მგონი ეს ორი ერთიდაიგივეა). კომენტარებს შუა გადასაღები მოედნებიდან. ან რჩევებს ფოტოების დამუშავების შესახებ, როცა კომერციულ თუ საკუთარ პროექტებზე ვიმუშავებ,

შოუში შევეხებით შემდეგ თემებს: ბლოგინგი და სოც. მედია. გაგაცნობთ ვინ, სად და როგორ მუშაობს უცხოგრაფის გუნდში. ასევე შევეხებით დიზაინს, ყოველთვის როცა დიზაინ შეკვეთები მექნება.

ერთი სიტყვით ყველაფერი რაც გადამხდება თავს - მაისიდან მოხვდება შოუში.

"უცხოს შოუ" ყველაფერთან ერთად სოც. ექსპერიმენტიცაა, რომელსაც ფაქტიურად საკუთარ თავზე ვატარებ და ამმხრივაც საინტერესოა: გამომივა თუ არა, რამდენხანს გავქაჩავ, როგორ განვავითარებ და ასე შემდეგ.
თითო ეპიზოდის ხანგრძლივობა 3-5 წუთი იქნება და დატვირთული იქნება საინტერესო იდეებით, ლოკაციებით და პროექტებით.

შოუ სავარაუდოდ ყოველ შაბათს ან კვირას დაიდება იუთუბის ჩემ საკუთარ ჩენელზე.

რადგან შოუს შესახებ ახლაც ვფიქრობ და იდეებს  ვალაგებ, გამიხარდებოდა, თუ თქვენც გამოთქვამდით თქვენ აზრს და გამიზიარებდით იდეებს - კიდევ რა შეიძლება იყოს შოუში . . .

დანარჩენ დეტალებზე ცოტა მოგვიანებით უკვე შოუდან შეიტყობთ ;)

მადლობა ყურადღებისათვის :*

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი


Sunday, April 23, 2017

არიქა, ფოტოგრაფს დაურეკეთ! იქნებ ხვალისთვის ეცალოს...

Pedro Cabrera-ს ფოტო
2 დღის წინ თელავიდან გურჯაანში მომიწია მგზავრობა, სადაც გზაში მოვისმინე ისტორია ფოტო და ვიდეო სერვისის შესახებ.

გოგონა რომელიც 3 წლის წინ გათხოვდა მიყვებოდა, თუ რა საშინლად არ გაუმართლათ არც ფოტოგრაფში და არც ოპერატორში.

რომ ვიდეო სამსაათიანია და მტრისას! ვერ უყურებ ისეთია. რომ ფოტოგრაფი მოხუცი კაცი იყო, რომელიც მალ-მალე იღლებოდა და წყვილს ტუქსავდა აქეთ-იქით ამდენს ნუ დამარბენინებთო. რომ ბოლოს ფოტოები დისკით რაც მისცა, ის დისკი ცარიელი აღმოჩნდა, ხოლო ფოტოები წაშალა კომპიუტერიდან და წყვილს მხოლოდ დაბეჭდილი ალბომი შერჩა ხელში.

ორ-სამ საათში გურჯაანიდან თელავში მოვემგზავრებოდი სხვა მანქანით, სადაც ახალი ისტორია მოვისმინე იმის შესახებ თუ როგორ იმედგაცრუებული დარჩა კიდევ ერთი წყვილი ქორწილის ფოტოგრაფით, რომელიც გადაღების აზრზე არ იყო და კიდევ კარგი ბიძაშვილს აღმოაჩნდა ფოტოკამერა და მან გადაუღოთ ფოტოები. 

მსგავსი ისტორიები მგონი ყველას აქვს მოსმენილი. მეც ხშირად ვისმენ ხოლმე. თუმცა ასე ერთჯერზე მოსმენილმა ინსპირაცია მომცა, რომ ეს პოსტი დამეწერა. რომლის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდა წყვილების გაფრთხილება და დაკვალიანება.

Jorge Romero-ს ფოტო


5 რამ რაც უნდა გააკეთოთ რომ იმედგაცრუებული არ დარჩეთ :

1. არ ენდოთ მამამთილს (სიმამრს, მამას, ბიძას, ნათლიას)!

ხშირად ოჯახის თავკაცები ზედმეტ ინიციატივას იჩენენ ხოლმე და საკუთარი ბიჭის ქორწილში "მუზიკანტებისა" და "გადამღებების" ორგანიზებას თავის თავზე იღებენ. აქ თუ არ ჩაერევით, იცოდეთ ძალიან ინანებთ. მესმის რომ ყველაფერი გემოვნების საკითხია და შეიძლება სულაც გადასარევი გემოვნების სასიმამრო გყავთ, მაგრამ თქვენი ქორწილი თქვენი ქორწილია და ის მთავარი კომპონენტები, როგორიცაა ფოტო და ვიდეო მომსახურება, თქვენ უნდა აიღოთ თქვენს თავზე. რომ ნახოთ ის ვისაც ენდობით, რომ გყავდეთ გამოცდილი ქორწილის ფოტოგრაფი და არა ზარმაცი, ტლანქი და უნიჭო ფოტოგრაფი, რომელიც "ყველაფერჩიკ" მუშას უფრო გავს, რომელიც ყველაფრის "რემონტს" აკეთებს, მაგრამ ხეირიანად ვერაფერი გამოსდის. 

დაიმახსოვრეთ არანაირი - "აი მამამთილი და თავისი ძმაკაცები შეარჩევენ" და "მამამ უკეთ იცის". 

არა! შენზე უკეთ არავინ იცის, როგორი ფოტოები გინდა რომ, იყო კმაყოფილი და ბედნიერი.

Katya Mukhina-ს ფოტო



2. არ დაარეკინოთ სხვას!

მესმის რომ შეიძლება პირველი რჩევა გათვალისწინებული იყოს, მაგრამ შემდეგ მეორე შეცდომის ჯერი დგება, როცა წყვილი თავად კი შეარჩევს ფოტოგრაფს, მაგრამ "აუ მე ვერ დავურეკავ", "მიტყდება, რა ვკითხო არ ვიცი" და მსგავსები იწყება. და ყურმილს აძლევენ, ვიღაცას, ვინც უფრო გამოცდილი (უკვე გათხოვილ/დაქორწინებული) ან უფრო კომუნიკაბელურია. გთხოვთ, თქვენი ქორწილის დეტალებზე და გეგმაზე სხვას ნუ ალაპარაკებთ. მოლაპარაკება თავად აწარმოვეთ. რომ მერე არ იყოს რაიმე გაურკვეველი დეტალები, რომ შუა ქორწილში ფოტოგრაფმა არ გამოგიცხადოთ მე ამადაამის გადაღებაზე არ შეგთანხმებივართო. ან სულაც სურათების ჩაბარების შემდეგ არ დაიწყოთ რეკვა იმ "ელჩთან" (დესპანიც მოუხდებოდა აქ), რომ რატოა მხოლოდ 200 ფოტო, მე 1000 მინდოდაო და ასე შემდეგ.

Anna Evgrafova-ს ფოტო


3. არ დაჯავშნოთ ბრმად!

ნუ მოექცევით საკუთარ თავს და ქორწილს უყურადღებოდ. მე მესმის რომ დაკავებული ხართ. იქ კაბაო, იქ მაკიაჟიო, თმაო და ასე შემდეგ. მაგრამ მოიცალეთ და თუნდაც ტაქსიში, ქალაქში გადაადგილების დროს, ტელეფონით შეხედეთ თქვენი სავარაუდო ფოტოგრაფი კანდიდატების პორტფოლიოებს. 

ნუ აჰყვებით ექოს და ხმებს "აუ ეგ ტიპი ძაან მაგარი ფოტოგრაფია", "აი მეგის ქორწილი მაგან გადაიღო და ძალიან კმაყოფილები არიან". მეგი მეგია და თქვენ ხართ თქვენ. თქვენ და მეგის ხომ შეიძლება განსხვავებული გემოვნება გქონდეთ? სრულიად შესაძლებელია კი არადა მეტად სავარაუდოცაა. ამიტომ ის რაც მოეწონა მეგის და მის მეუღლე ლევანს (კაკოს, ჯუბოს და ასე შემდეგ.) შეიძლება სულაც არ მოგეწონოთ თქვენ. გამოსავალი კი მარტივია. კარგად შეისწავლეთ სავარაუდო კანდიდატის (კანდიდატების) პორტფოლიოები და ისე დაჯავშნეთ.


Allesandro Delia-ს ფოტო


4. დაუსვით შეკითხვები, გააცანით მოთხოვნები!

პორტფოლიოს რომ შეისწავლით და ჩამოყალიბდებით ბოლოს ვინ მიგყავთ, მეგის ქორწილში რომ იყო ის თუ აი ის ანუკამ რომ გირჩიათ. სამამამთილოსაც უარს რომ გამოუცხადებთ თავის მოსაწონ კანდიდატზე და თქვენს ბიძაშვილსაც რომ კატეგორიულად ეტყვით, რომ თავად დაეკონტაქტებით ფოტოგრაფს, ჯერი კითხვებსა და მოთხოვნილებებზე დგება.

ხშირად (უფრო ევროპასა და ამერიკაში და ნუ სხვაგანაც) ქორწილის ფოტოგრაფს წყვილი წინასწარ ხვდება. ჩემი აზრით ეს აუცილებელია. თუ რატომ, ამაზე აღარ დავწვრილმანდები, სხვა სტატიებში ხშირად ვწერ ხოლმე. თუ დროის დეფიციტი გაქვთ და ფოტოგრაფსაც არ სცალია შეხვედრისათვის, შეგიძლიათ ტელეფონით ისაუბროთ. 

დაურეკეთ და გაეცანით მის სამუშაო სტილსა და გეგმებს. გააცანით თქვენი დღის გეგმა და შეთანხმდით დეტალებზე. უთხარით თქვენი მოთხოვნები თამამად, რომ ფოტოგრაფი მოვიდეს მომზადებული. თქვენ შეიძლება რაღაც კადრი გაქვთ ჩაფიქრებული და ფიქრობთ რომ ამას ფოტოგრაფი ისედაც გადაიღებს ადგილზე, სპონტანურად. მაგრამ იმ კადრს, შეიძლება სჭირდებოდეს სპეციფიური ლინზა ან განათება, რომელიც ფოტოგრაფმა არ წამოიღოს ან სულაც არ ქონდეს და თუ წინასწარ ეტყვით, ითხოვებს, ან იქირავებს. მოკლედ ამ თემაზე ცალკე სტატია მაქვს დაწერილი და იქ გაეცანით ზუსტად რა კითხვები უნდა დაუსვათ თქვენს ფოტოგრაფს.

Aleksandr Medvedenko-ს ფოტო



5. დარეკეთ დროულად, საუკეთესოებს მალე ჯავშნიან.

ეს თავიდათავია მთელ ამ ამბავში! თუმცა სპეციალურად შემოვიტოვე ბოლოსთვის, რომ უფრო კარგად დაიმახსოვროთ!

რაც მალე დაიწყებთ ფოტოგრაფის ძიებას და დაჯავშნას, მით მეტი არჩევანი გექნებათ.
რომ მერე არ მოგიწიოთ პანიკა და ყვირილი - არიქა ფოტოგრაფს დაურეკეთ! იქნებ ხვალისთვის ეცალოს.

აი მაგალითად სამი თვით ადრე თუ დაიწყებთ ამას, თქვენ 100-დან 90 პროცენტიანი შანსი გაქვთ, რომ სწორედ ის დაჯავშნოთ ვინც გულით გინდათ. 

ერთი თვით ადრე თუ დარეკავთ შანსი დაახლოვებით 50% ჩამოდის.

ერთი კვირით ადრე თუ დარეკავთ შანსი ჰა და ჰა 5 - 10%-ია.

ხოლო იმდღისით თუ დარეკავთ :D  იცინით ხომ? თქვენ იცინეთ და ორჯერ მქონდა მსგავსი შემთხვევა, ერთხელ გასულ წელს და მეორედ გუშინ, სანამ ჯვრისწერაზე წავიდოდნენ მანამდე დამიკავშირდნენ . . .

ამ თემაზე ცალკე სტატია მაქვს მომზადებული, თავისი აუდიო ინტერვიუებით ფოტოგრაფებთან და შეგიძლიათ აქ იხილოთ.

გიო ბეჟანიშვილის ფოტო
შეჯამებისთვის კი მინდა გითხრათ, რომ ის რაზეც ამ და სხვა სტატიებში წერია, ბევრი არ ლაპარაკობს. მგონი მსგავსი სტატიები ქართულად არც არსებობს. რაღაც სახელმძღვანელო გაიდლაინური, ტუტორიალ ბლოგები. ამას იმიტომ კი არ ვწერ რომ თავი შევიქო, არამედ იმისთვის, რომ მოგიწოდოთ გაუზიაროთ და გააცნოთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდებათ, რომ მერე არ იყოს ისეთი ისტორიები, რომელიც ამ სტატიის თავში წერია. რომ მერე არ ნანობდნენ და არ ამბობდნენ ნეტავ აქამდე მენახა ან მცოდნოდაო. 

იმედს ვიტოვებ საქორწინო ფოტოგრაფიის ხარისხის ზრდასთან ერთად, საქორწინო ორგანიზების კულტურაც გაიზრდება. მიმაჩნია, რომ ეს ორი ერთმანეთს თუ არ ავსებს შედეგი მაინც ვერ იქნება ისეთი, როგორსაც როგორც წყვილები, ისე პროფესიონალი ფოტოგრაფები იმსახურებენ.

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი.






Saturday, April 22, 2017

7 სავარჯიშო, რომელიც უფრო სპონტანურს გაგხდით ქუჩის ფოტოგრაფიაში




უფრო გამოცდილი და მოხერხებული რომ გახდეთ ქუჩის ფოტოგრაფიაში, უნდა გააცნობიეროთ და დაიწყოთ იმ წესის შეცვლა, რომლითაც იღებთ. რაც უფრო მეტს დააკვირდებით, მეტ კონცენტრაციას მოახდენთ იმაზე რაც მოგწონთ, თქვენი სამუშაო გაცილებით გაუმჯობესდება. ამ მომენტში, შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს სპონტანურობის ჩართვა იმ წესში, რითიც მუშაობთ.

ამგვარად მოვლენის პირველი კადრი, რომელსაც იღებთ ხშირად იქნება საუკეთესო, ბევრ მიზეზს ვერ ავხსნი, გარდა იმისა რაც არის თქვენი ნებისყოფა და ინსტიქტი, რომლებსაც ფოტოგრაფიის ეს ჟანრი მოიცავს. მეტად გამოცდილი რომ გახდეთ, მეტად სიცოცხლისუნარიანი უნდა იყოთ. 



აქ ის რჩევებია, რაც დამეხმარა გადამეღო უფრო სპონტანური სტილით.

1. აირჩიეთ თქვენი კამერის პარამეტრები, ისე, რომ შეძლოთ მათი არსებობის დავიწყება. 


პირველი ნაბიჯია - თქვენი კამერის პარამეტრები შეისწავლოთ, ისე რომ შეძლოთ მათი დავიწყება. არ უნდა იდარდოთ თქვენ კამერაზე ან პარამეტრების შეცვლაზე როცა იღებთ. როცა თავს კარგად გრძნობთ, ხშირად იგრძნობა, რომ კამერა იქ არაა. 


თუ ღრუბლიანი დღეა და განათება მდგრადი, ეს გაგიადვილებთ ადვილად აირჩიოთ თქვენი პარამეტრები და ბევრი არ იდარდოთ მათზე. მაგრამ სიტუაცია რთულდება, როდესაც იღებთ პირდაპირ მზის სინათლეს, სადაც ზოგი ადგილი განათებულია უკიდურესი გამოსხივებით და სხვები ჩრდილში არიან.


ამ სიტუაციებში, რასაც გავაკეთებ არის შემდეგი: შევცლი ჩემ კამერას დიაფრაგმის პრიორიტეტული რეჟიმით,
f/8-ის გარშემო და ვზრდი აისოს დაახლოებით 1600-მდე. დარწმუნებული ვარ როდესაც ვუმიზნებ კამერას ჩრდილიან ადგილებს, მივიღებ საკმარისად სწრაფ ჩამკეტის სიჩქარეს, როგორიცაა წამის 1/250 და გაყინულ მოძრაობას ხალხში. შემდეგ როდესაც კამერას ვუმიზნებ მზიან ადგილებს, ჩამკეტის სიჩქარე იქნება რაღაც გიჟური, შეიძლება წამის 1/1000 ან უფრო მეტი.

ცხადია ეს პარამეტრები იდეალური არ არის მზიანი ადგილებისთვის აისოს გაზრდის შემდეგ, მაგრამ განახლებული კამერით, 1600 აისოთი გამოიყურება შესანიშნავად. ამ პარამეტრებით გადაღებას ვამჯობინებ, რადგან ნებას მრთავს დავივიწყო ჩემი პარამეტრები მიუხედავად იმისა, რომ ხშირად აჭრილი განათება შემოდის. ეს დღეს უფრო მხიარულს და შემამსუბუქებელს ხდის, და შემიძლია მეტი ენერგია ფიქრს და ძიებას 
დავხარჯო

2. შეანელე და გადაიღე სწრაფად 


როდესაც ვმუშაობ ახალბედა ფოტოგრაფებთან, ხშირად ვხედავ მათ გადაადგილებას ადგილიდან ადგილზე. მოუხელთებელი, ეფექტური მომენტის ძიებაში, თითქოს მეტია მოტივაცია, რომ ამ მომენტების უმრავლესობამ  დაფაროს სარგებელი. ამ მომენტებს ასე თუ ისე ადგილი აქვთ, როდესაც სწაფად მოძრაობთ. გარდა ამისა, როცა სწრაფად მოძრაობთ, ვერ კონცენტრირდებით იმ ადგილზე, სადაც ხართ ამ მომენტში. საინტერესო კადრები ყველგანაა, განსაკუთრებით იმ ადგილზე, რომელიც წინასწარ უგულებელყავით. 


ნელი გადაადგილებით, უფრო სწრაფად შეძლებთ რეაგირებას როდესაც რაიმე ხდება.
თქვენი ინფორმირებულობის გაზრდით, საშუალებას მისცემთ საკუთარ თავს გახდეთ უფრო სპონტანური. გექნებათ მეტი ნებისყოფის უნარი თვალი ადევნოთ. ასევე საშუალებას მოგცემთ უფრო სწრაფად 
რეაგირდეთ, როცა ნამდვილად იღებთ ფოტოს.




3. მეტი დრო დაუთმეთ თქვენი თვალებით 
ძიებას, ვიდრე ხედმძებნით.

ქუჩის ფოტოგრაფიაში, თქვენი თვალები უნდა იყოს ნამდვილი ხედმძებნი. თქვენი ენერგია კონცენტრირებულია ძიებაზე. 
ამის გაკეთება ნამდვილად რთულია, მითუფრო თუ თქვენ ადვილად იბნევით ან ხშირად გადაადგილდებით. გააცნობიერე შესაძლებლობა, რომელსაც აღმოაჩენს თქვენი თვალები და მიიღე პოზიცია, ხედმძენი და კამერა უფრო მარტივად გამოგყვებათ. თავს  ისე უნდა გრძნობდეთ, თითქოს კამერა საერთოდ არ გაქვთ და თვალით იღებთ - გახსოვდეთ ყველაზე რთული სამუშაო სწორედ მანამდე სრულდება სანამ კამერა თქვენს თვალთან მოხვდება. 

4. გაარკვიეთ როგორ გადაიღოთ კარგი ფოტოები ყველგან.

შეწყვიტეთ რაიმეს მტკიცება. შეწყვიტეთ ნეგატიური ფიქრები "რომ აქ გადასაღები არაფერია", რაც მეტს შეეცდებით, უკეთეს კადრებს აღმოაჩენთ
. უმეტეს წილად შეიძლება ხეირიანი მართლა ვერაფერი აღმოაჩინოთ, მაგრამ გაოცდებით რა მაგარი სავარჯიშოა თქვენი გონებისა და თვალებისათვის. 

ეს ასევე საშუალებას გაძლევთ შექმნათ უნიკალური და საინტერესო ფოტოები. გადაღების ადგილზე, სადაც არაა ბევრი სხვა ფოტო, თქვენი კარგი კადრი იქნება მოულოდნელი. ამას ხალხიც დაგიფასებთ.





5. შეინარჩუნეთ ნებისყოფა.


ჩვენ უკვე ბევრი ვისაუბრეთ თქვენი ნებისყოფის შენარჩუნებაზე, მაგრამ რას გულისხმობს ეს სინამდვილეში? როცა გადაღებაზე არ ხართ, თქვენ გეგმავთ იგრძნოთ ის მომენტები, რაც ხდება. ადამიანების უმრავლესობა იცდის რომ ნამდვილად მოხდეს რაიმე მანამ, სანამ გადაიღებენ და ხშირად ეს მომენტები უჩინარდება. 


როდესაც გრძნობ რომ რაღაც კარგი ხდება, აღბეჭდე მომენტი სწრაფად და სპონტანური გზით. მიყევი ინსტიქტურად - გამოიყენეთ თქვენი ინსტიქტები თქვენი უპირატესობისა და მათი განვითარებისთვის. კადრების უმრავლესობა არაფრის მომცემი იქნება, მაგრამ როგორც კი გამოიჭერთ შესანიშნავ მომენტს, დაგრჩებათ წარმოუდგენელად მაგარი ფოტო, რასაც სხვა შემთხვევაში ვერ გადაიღებდით. 


ამიტომ, იყავით სპონტანური!




6. არ იდარდოთ სრულყოფილებაზე.


ახალბედა ფოტოგრაფები ხშირად დარდობენ ფეხებთან მოჭრილ ადამიანების კადრებსა და  ასიმეტრიულ ფოტოებზე. მომისმენია ბევრი ისეთი კომენტარიც სურვილზე, რომ ადამიანი, ჯგუფი ან ობიექტი არ იყოს ფონზე ან გარკვეულ ლოკაციაზე. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია პერსონალის განხილვა. მაგრამ როცა მესმის ამ კომენტარების არსებობის შესახებ, აღმოვაჩინე, რომ ასეთი სახით მათი გამოხატვა არის გამაღიზიანებელი, რადგან ისინი ანადგურებენ ფოტოს სრულყოფილებას. 

გიჩვენებიათ ოდესმე ფოტო ვინმესთვის და პირველი, რაც აღნიშნეს არის ეს არეული ფონის დეტალი, რომელიც აშკარად შესამჩნევია? ესაა მეტისმეტი ფოკუსირების ნაწილი სრულყოფილებაზე და შეიძლება ამან გიბიძგოთ, რომ გაგიჟდეთ. თუ კი ცდილობთ, რომ მიიიღოთ ყველაზე სრულყოფილი და სუფთა ფოტო, ეს იშვიათადაა შესაძლებელი ქუჩის ფოტოგრაფიაში. იღებთ იმას, რაც გეძლევათ. აქ მთავარია რომ საინტერესო მომენტი არის საინტერესო მომენტი. მორჩა!


ქუჩის ფოტოგრაფიას განზრახული აქვს იგრძნოს რეალობა, და ამ ზემოთ ჩამოთვლილმა ნაკლოვანებებმა აქ შეიძლება დადებითი როლიც შეასრულოს. შეიძლება დაამატოს და უფრო გააძლიეროს სპონტანური მომენტის
 შეგრძნება. მათ შეუძლიათ გააუმჯობესონ ფოტო ზუსტად ისე, როგორც შეუძლიათ გაანადგურონ ის. ეცადეთ ჩართოთ ეს ნაკლოვანებები და იყოთ რეალური და განსაკუთრებული მომენტის ნაწილი. 




 

7. არ შეშინდეთ უცანაური ფოტოს გადაღებისას.

ეს ფოტოები თქვენთვისაა. 


არაა საჭირო ისეთი ფოტოს გადაღება, რომელიც უკლებლივ ყველას მოეწონება. არ არის აუცილებელი ყველაფერი იყოს სრულყოფილი, გრანდიოზული და მიმზიდველი. დააფიქსირეთ ფოტოები, რომლებიც არ არიან სტანდარტული, არ ჯდებიან ზოგიერთ კომპოზიციის წესში და პლუს უცნაურიცაა. ფოკუსირდით იმაზე, რამაც დაგაინტერესათ და ეცადეთ მოუფრთხილდეთ მას. სწორედ ამ შემთხვევაში დაიწყებს თქვენი ფოტო ნამუშევრები ლაპარაკს გაბრწყინებას და თავის თავზე ლაპარაკს. 







წყარო: https://digital-photography-school.com/7-ways-spontaneous-street-photography/

თარგმნა: თამარ შოშიტაშვილმა






Friday, April 21, 2017

7 შეკითხვა რომელიც დაგეხმარებათ აირჩიოთ საუკეთესო ლინზა ნებისმიერ სიტუაციაში

კამერები და ლინზები - ეს ხშირად ფოტოგრაფებს შორის მწვავე დებატებს იწვევს. ადამიანებს უყვართ იმის განხილვა, თუ რომელი ლინზა უნდა იყიდოთ, ან გამოიყენოთ ამა თუ იმ სიტუაციაში. ასე რომ ჩავთვალე საინტერესო იქნებოდა დამეწერა რამოდენიმე მთავარი სცენარი და შეკითხვა, თუ რომელი ლინზა უნდა გამოიყენო თითოეულ შემთხვევაში.

ეს სტატია წარმოადგენს დებატების ოდნავ განსხვავებულ პერსპექტივას, რადგან პასუხებზე ვიხელმძღვანელებთ კრეატიული მოსაზრებებით. ლინზების არჩევანი ხშირად სუბიექტურია - რაც ერთი ფოტოგრაფისთვის შეიძლება სწორი იყოს, მეორესთვის ის შესაძლოა მცდარი არჩევანი აღმოჩნდეს.


აქ მოცემულია ზოგიერთი რამ, რაზეც უნდა იფიქროთ მაშინ, როცა საქმე ლინზების გამოყენებაზე მიდგება. პრაქტიკულად, რა თქმა უნდა თქვენი არჩევანი შეზღუდულია იმ ლინზების გამო, რასაც ფლობთ. მაგრამ ეს მოსაზრებები მაინც სასარგებლოა და სამომავლოდ დაგეხმარებათ ლინზის ყიდვაში.

შეკითხვა 1: გსურთ მთელი სცენა ფოკუსში იყოს?

ფოტოს ტიპებს, სადაც მთელი სცენის ფოკუსში მოხვედრა გენდომებათ მოიცავს: ლანდშაფტის ფოტოგრაფია, ქუჩის ფოტოგრაფია, მოგზაურობის ფოტოგრაფია და გარემოს პორტრეტები.

რა რაოდენობის ფოკუსური სიღრმე გნებავთ ფოტოში - შემოქმედებითი გადაწყვეტილებაა. მას შემდეგ, რაც ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ ფიქრობთ იმის შესახებ, თუ რა ტიპის ლინზა უნდა გამოიყენოთ, რომ ასე მოხდეს.

როდესაც ფართო (ბევრი) ფოკუსური სიღრმე გსურთ, ფართოკუთხიანი ლინზები ბუნებრივი არჩევანია. არსებობს გამონაკლისები, მაგ: ტელეფოტო ლინზებით თქვენ შეგიძლიათ ფოკუსირდეთ რაიმე შორ ადგილას და გამოიყენოთ მცირე დიაფრაგმა რათა დარწმუნდეთ, რომ ჩარჩოში ყველაფერი მკვეთრია.

თუმცა ზოგადად, ფართოკუთხიანი ლინზები საუკეთესო არჩევანია. ისინი აგრეთვე გეხმარებათ მოიცვათ სცენის უფრო დიდი ნაწილი. ზოგი ფოტოგრაფი ფართოკუთხიან ლინზებზე, როგორც ამბის მთხრობელებზე ისე მიუთითებს. ფრაზა აღწერს გზას, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ლინზა, რათა მოიცვათ საკმარისი დეტალი და ჩასვათ გადაღების ობიექტი კონტექსტში. ეს მიდგომა ხშირად სახასიათო პორტრეტებში და დოკუმენტურ სამუშაოში გამოიყენება.


18მმ_იანი ფართოკუთხიანი ლინზა გამოვიყენე,რათა მთელი სცენა მკვეთრ ფოკუსში ყოფილიყო.


ამ სცენის გადასაღებად 40მმ - იანი ლინზა გამოვიყენე (მკაცრად რომ ვთქვა, სრულჩარჩოიან კამერაზე ფართოკუთხიანი ლინზა სუპერი არ არის, მაგრამ უფრო ფართოა ვიდრე ნორმალური). ამ ფოტოში გარემო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მუსიკოსები, ასე რომ მსურდა მკვეთრი ყოფილიყო.

შეკითხვა 2: გსურთ ბოკე?

თუ არ გსურთ მთელი სცენის ფოკუსში ყოფნა, ალბათ აპირებთ წახვიდეთ სხვა გზით და კომპოზიციაში ბოკე გამოიყენოთ. ამის გაკეთება ზუმობიექტივით შეგიძლიათ, თუმცა ნამდვილად დაგჭირდებათ ტელეფოტო ლინზა მაქსიმალური დიაფრაგმით  f/2.8 ან f/4.

ბოკეს შექმნა პრაიმ ლინზებით ადვილია, რადგან დიაფრაგმა ბევრად ფართოა. თქვენ აგრეთვე უფრო მეტი არჩევანი გაქვთ. ულტრა-ზედაპირული ფოკუსური სიღრმის მისაღებად შეგიძლიათ ლინზის ყველაზე ფართო დიაფრაგმა გამოიყენოთ, ან უფრო კონსერვატიული პარამეტრები, როგორიცაა f/2.8, ეს ფონს გაბლარავს, მაგრამ საგნებს უფრო მეტად მკვეთრ ფოკუსში ჩასვავს.

თუ ბოკე ,,თქვენია“ გამოიყენეთ პრაიმ ლინზები.


ეს ფოტო 85მმ - იანი ლინზით შევქმენი f/1.8 - ზე. ფართო დიაფრაგმამ ფონი ხვლიკის უკან სრულად გაბლარა.

შეკითხვა 3: რამდენად უნდა მიაახლოვოთ საგანი?

ტელეფოტო ლინზები უფრო ხშირად ველური ბუნების და სპორტის ფოტოგრაფიისათვის არის აუცილებელი. მათ თავიანთი მიზნებიც აქვთ ქუჩის ფოტოგრაფიაში. თუ არსებობს რაღაც, რაც ხელს გიშლით გადასაღებ ობიექტთან ფიზიკურად მიახლოებაში, ამ მანძილის გადასალახად ტელეფოტო ლინზები დაგჭირდებათ.


ამ შეჯიბრის გადასაღებად ტელეფოტო ლინზა გამოვიყენე. შეუძლებელი იყო ცხენთან და მხედართან ამაზე ახლოს მისვლა.

შეკითხვა 4: რა რაოდენობის სიმძიმე გინდათ ატაროთ?

მაცდურად წინადადება ჟღერს, ატაროთ ლინზები წყობისად ისე, რომ გადაიღოთ ყველანაირი სიტუაცია. პრობლემა ისაა, რომ მძიმის ტარება დაგღლით. ასეთ დროს ძნელი იქნება კონცენტრირება, კრეატიულობა და კარგი ფოტოების გადაღება.

ხანდახან ფიქრობთ, გადაიღოთ ქუჩაში ფოტოები რამოდენიმე საათის განმავლობაში, თუ წახვიდეთ სადმე ერთი თვით. ყურადღებით იფიქრეთ ლინზების რაოდენობაზე, რაც მოგზაურობისას თან უნდა ატაროთ. რაც მეტი გაქვთ, მით უფრო მძიმდება კამერის ჩანთა და უფრო ძნელია მისი ყველგან ტარება. ორი ან სამი ლინზა საკმარისია.

რა თქმა უნდა არის დრო, როცა ბევრი ლინზა გჭირდებათ. ეს ძირითადად ეხება მათ ვინც კომერციულ გადაღებებზე მუშაობს, რათა ყველანაირი მოვლენა გადაიღოს. ეს სამუშაოს ნაწილია და უნდა გაკეთდეს, თუმცა პირადი სამუშაოსთვის ნაკლებად სავარაუდოა ბევრი მექანიზმი დაგჭირდეთ.


ბოლოს მოგზაურობისას ჩინეთში ფოტოების 73%-ის გადასაღებად 35მმ ლინზა გამოვიყენე (ეს ფოტო ერთ-ერთი მათგანია). დანარჩენი გადავიღე 18მმ ლინზით. ასე ადვილად - გადავიღე მხოლოდ 2 ლინზით.

შეკითხვა 5: გადაიღებდით შტატივის გარეშე დაბალი განათებისას?

თუ კი, მაშინ უნდა გაითვალისწინოთ, როგორ გაუმკლავდეთ დაბალი განათების დონეებს. საბედნიეროდ, ბევრი კამერის მაღალი შუქმგრძნობელობა იმდენად კარგია, რომ შეგიძლიათ დააყენოთ ის 6400-ზე, ან უფრო მაღლა (კამერაზეა დამოკიდებული). როცა საქმე სწრაფ ჩამკეტის სიჩქარეზე მიდგება ეს ძალიან დაგეხმარებათ მკვეთრი ფოტოს მისაღებად.

თუმცა არსებობს რამოდენიმე რამ, რაზეც უნდა იფიქროთ. პრაიმ ლინზები აგრეთვე დაგეხმარებათ გადაიღოთ ფართო დიაფრაგმით, თუ საჭიროა.


50მმ-იან Leica Noctilux M-ს აქვს ფართო დაფრაგმა  f/0.95 - ხუთი რიცხვით სწრაფია, ვიდრე ტიპიური კიტ ლინზის f/5.6-იანი დიაფრაგმა. ის აგრეთვე ძალიან ძვირია (თუ გაინტერესებთ 10000$_ზე მეტი ღირს), თუმცა ნამდვილად გამოგადგებათ თუ დაბალი განათების პირობებში მუშაობთ.

ობიექტივი გარკვეული სახის იმიჯსტაბილიზატორით ჩამკეტის დაბალი სიჩქარისას მკვეთრი ფოტოების გადაღებაში დაგეხმარებათ. თუმცა დაიმახსოვრეთ, ამ შემთხვევაში ფონი იქნება მკვეთრი და რაც მოძრაობს, მაგ: ადამიანები, გაიბლარება.

აგრეთვე დაგეხმარებათ ფართოკუთხიანი ლინზები, რადგან ისინი საჭიროებენ უფრო დაბალ ჩამკეტის სიჩქარეს უსაფრთხო ხელით ჭერისთვის (გამოიყენეთ ერთ-ერთი ფოკუსური სიღრმის წესი). მაგ: როდესაც ვიყენებ 56 მმ-იან ლინზას მირჩევნია ჩამკეტის სიჩქარე სულ მცირე 1/250წამზე დავაყენო გარანტირებული სიმკვეთრისათვის. მაგრამ 18მმ-იანი ფართოკუთხიანი ლინზის შემთხვევაში შემიძლია 1/60 კომფორტულად გამოვიყენო - ორი რიცხვით განსხვავებული იქნება.

შეკითხვა 6: პორტრეტები უნდა გადაიღოთ?

თუ კი, უნდა გადაწყვიტოთ რა მანძილიდან გსურთ გადაღება. ერთი ვარიანტია გამოიყენოთ ტელეფოტო ლინზა. ჰორიზონტალური პერსპექტივა მოდელს გამოყოფს ფონიდან.

ფართოკუთხიანი ლინზა დოკუმენტური სტილის გადასაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუმცა ამ ტიპის ლინზით, გირჩევთ ძალიან ახლოს არ მიხვიდეთ, თუ განზრახ არ გნებავთ მოდელის სახის გამრუდება.


ამ პორტრეტზე მოდელის ფონიდან გამოსაყოფად 85მმ გამოვიყენე.

შეკითხვა 7: გჭირდებათ განსაკუთრებული ლინზა?

არის შემთხვევები, როდესაც სპეციალური ლინზები გჭირდებათ, როგორიცაა მაკრო, fisheye ლინზა, tilt-shift ან Lensbaby. თუ იცით რომ გადასაღებად სპეციალური ოპტიკა გჭირდებათ (ან გაფართოების მილის მსგავსი რაიმე აქსესუარი), შეგიძლიათ შეიძინოთ, ითხოვოთ, ან დაიქირაოთ, თუ უკვე არ ფლობთ.


ეს ფოტო 85მმ-იანი ლინზით გადავიღე გაფართოების მილით, რათა ასე ახლოს მივსულიყავი პატარა ყვავილთან.

და ბოლოს

იმის ნაცვლად რომ გითხრათ განსაზღვრული ლინზა, რომელი კონკრეტული სიტუაციისათვისაა საჭირო, განსხვავებულად მოგიდგებით და გეტყვით, რომ გადაღებამდე დაფიქრდეთ იმაზე, რისი მიღწევა გსურთ და ამის მიხედვით თავად შეარჩიოთ შესაფერისი ობიექტივი. ეს არის ლინზების შერჩევის განსხვავებული მიდგომა, რომელიც ტექნიკურ მოსაზრებებზე წინ, კრეატიულს აყენებს.


რა ლინზებს იყენებთ თქვენ და რატომ? გთხოვთ მოგვწეროთ კომენტარებში. ველი თქვენს პასუხებს.


თარგმანი: ნინო კაპანაძე
წყარო: https://digital-photography-school.com/7-questions-choose-best-lens-situation/



Tuesday, April 18, 2017

ცუდი ამინდი = კარგ ფოტოგრაფიას



ყველა ფოტოგრაფი ვინც გარეთ იღებს და განსაკუთრებით ლანდშაფტის ფოტოგრაფები დამოკიდებულები არიან ამინდზე. ყველა გადაღება ემყარება მაღალი და დაბალი წნევის სისტემის ზეგავლენას. ამინდი მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში მეტნაკლებად პროგნოზირებადი და სტაბილურია, ზოგან კი მისი პროგნოზი ნამდვილად არაა სანდო და მშვენიერი ამინდი წუთებში შეიძლება გაუარესდეს.

Canon EOS 1Ds Mark III, 24-105mm F4 @ 35mm, FS22, 20 sec. @ ISO 100, polarizer; tripod.

ნაკადულების და მდინარეების გადასაღებად საუკეთესო დროა მძიმე წვიმისას და მის შემდეგ. მოძებნეთ ხეებიანი ადგილი, დაელოდეთ სველ და მშრალ გაზაფხულის ან შემოდგომის დღეს და კარგი ფოტოს გადასაღებად ყველა ინგრედიენტი გექნებათ.


ფოტოგრაფობა არ ნიშნავს, რომ მიიმალოთ მანამ სანამ ქარი ჩადგება, წვიმა გადაიღებს და მზე კვლავ გამოანათებს. ირლანდიისნაირ ქვეყანაში, სადაც ამინდი ძალიან არაპროგნოზირებადი და ცვალებადია ძალიან ადვილად სწავლებადია, როგორ მიიღოთ ცუდი და ულამაზოსგან მისი საუკეთესო მხარე.

 Canon EOS 5D Mark III, 24mm TS-E, F14, 1/13 sec, HDR (+/- 3 stops), tripod.

ციფრული ტექნოლოგია ისეა მოწყობილი, რომ ცუდ ამინდში კარგი ფოტო ბევრად მარტივად გადაიღოთ. შეუიარაღებელი თვალით ცის ეს სცენა ღია ნაცრისფერი იყო. HDR ტექნიკის და ციფრულ ტონალურ კონტრასტული ფილტრის გამოყენებამ ფოტოს დეტალები და ფერი შესძინა.


ტყეები

Canon EOS 5D Mark II, 24mm TS-E, F22, 0.6 sec @ ISO 400, polarizer + soft-focus filter, tripod. 

ეს ფოტო შეიქმნა მოსაწყენ და ნაცრისფერ ირლანდიურ ზამთრის დღეს. რბილი ფოკუსის ფილტრის გამოყენებამ გაზარდა სცენაში მისტიკური ელემენტი.


როდესაც ქარი უბერავს და თავსხმა წვიმაა, პირველი არჩევანი არის ტყიდან თავის დაღწევა. თუმცა ტყე არა მხოლოდ გთავაზობთ რამოდენიმე თავდაცვის ელემენტს, აგრეთვე ის შეიძლება ცუდ ამინდში ყველაზე ფოტოგენურიც კი აღმოჩნდეს. სველი ფოთლები და გაჟღენთილი ხავსები თითქოს მხურვალებას ასხივებენ და შეუძლიათ ფოტოს რაღაც განსაკუთრებული შესძინონ. აქ მნიშვნელოვანი იარაღი პოლარიზებული ფილტრია. იგი სველი ფოთლებიდან კონტრასტს და გაჯერებულობას, აგრეთვე ანარეკლის კონტროლს ზრდის.

Canon EOS 5D Mark II, 24mm TS-E, F16, 1/6 sec @ ISO 200, polarizer and tripod.

ეს დღე იყო მსუბუქი წვიმის, წვიმის და სეტყვის ნაზავი და ეს კონკრეტული ფოტოც გადაღებულია მძიმე სეტყვის დროს. მიმაგრებული პოლარაიზერის გამო არ შემეძლო ლინზების სახურავების გამოყენება, ასე რომ ჩემი მთავარი პრობლემა იყო ლინზების და ფილტრის დაცვა წვიმის წვეთებისაგან. გადაღებებს შორის ოთხი ექსპოზიცია მოვსინჯე თან გამალებით  ვწმენდდი ლინზებს.


ძლიერი ქარის დროს მუდმივად მოძრავი ტოტები და მცენარეები შესაძლოა პრობლემა იყოს. თუმცა შეგიძლიათ ეს თქვენს უპირატესობად გამოიყენოთ და შეგნებულად აირჩიოთ ხნგრძლივი ექსპოზიცია სცენის გასაბლარად. თუ გაქვთ განსაკუთრებული კლდის, ან ტოტის სცენა საინტერესო ფოტო შექმენით. ექსპოზიციის დრო დამოკიდებულია ქარის სიძლიერეზე და იმაზე, თუ რა ეფექტის მიღწევა გსურთ. 4 წამი მოგცემთ მსუბუქი ბლარის ეფექტს, რომელიც ქმნის მოძრაობის ეფექტს ფოთლებში. 20 წამიანი ან უფრო დიდხნიანი ექსპოზიცია წაშლის ყველა დეტალს და შედეგი უფრო მეტად აბსტრაქტული იქნება.

ლანდშაფტი

ლანდშაფტისთვის საუკეთესო პირობები ხშირად შესაძლოა ცუდი ამინდის ზღვარზე მოძებნოთ. შემომავალ დაბალ წნევას დრამატული ღრუბლების და განათების მოტანა შეუძლია, რაც სრულყოფილი პირობებია კარგი ფოტოს შექმნისთვის. როდესაც ნაცრისფერი ცის მრავალფეროვანი არჩევანი არ არის (ან უინტერესო ლურჯი ფერია), კარგი ალტერნატივაა ლანდშაფტზე დეტალები მოძებნოთ.

Canon EOS 1Ds Mark III, 70-200 F4 @ 109mm, F22, 0.6 sec, polarizer and tripod

შემოდგომა საუკეთესოა ლანდშაფტზე დეტალების აღბეჭდისათვის . უკვე მდიდარი ფერები სისველის ეფექტითაა გაუმჯობესებული.


ჰორიზონტის და დრამატული ცის ნაკლებობა (რომელიც ჩვეულებრივ ჩარჩოს მინიმუმ 1/3-ს იკავებს და ფოტოს განწყობაზე ძირითად გავლენას ახდენს) მოითხოვს ექსტრემალური ფოტოს შექმნას, რაც ნამდვილი გამოწვევა და კარგი სავარჯიშოა. სასიამოვნო ფოტოს გადასაღებად ფორმები და ფერები თავად მოაწყეთ - ამან შესაძლოა რამოდენიმე საათითაც კი დაგაკავოთ მაშინაც კი, როდესაც თავსხმა წვიმაა.

Canon EOS 1Ds Mark III, 90mm TS-E, F18, 1/15 sec. @ ISO 200, tripod. 

ამ დღეს გვიან ზაფხულს, მუდმივი წვიმა და ნიავი იყო გაბატონებული და დღის უმეტესი ნაწილი გავატარე ბურენის ეროვნულ პარკში მდელობის კვლევაში. თუ შეძლებთ ამ ქაოსში კარგი კომპოზიციის პოვნას, მაშინ ყველგან იპოვნით.


Canon EOS 1Ds Mark III, 24-105 F4 @ 88mm, F22, 1/8 sec. @ ISO 100, tripod.


თუ ირგვლივ ყველაფერი მოსაწყენი და ნაცრისფერია მიწის ნაკვეთმა შესაძლოა საჭირო ფერი უზრუნველყოს. ამ ზაფხულის დღეს პირობები ძალიან ცუდი იყო: გრიგალივით ქარი, წვიმა და თითქმის ყველგან ღრუბელი. არ ვთვლი რომ ეს ფოტო შედევრია, თუმცა გამოდგება.

სანაპირო

ცივ ამინდში სანაპიროები თანაბრად პროდუქტიული და საშიშია. შტორმის დროს მაღალი კლდეები ყველაზე საშიში ადგილებია, თუმცა ხშირად საუკეთესო შესაძლებლობებს გვთავაზობს. ყოველწლიურად ქარის და არანორმალური ტალღების სტუმრობას სიცოცხლე ეწირება, ასე რომ სანამ მოეწყობით შეხედეთ ზღვის არეალის ამინდის პროგრამას, შეამოწმეთ ზღვის მიმოქცევა და უთხარით ვინმეს სად მიდიხართ და როდის გეგმავთ დაბრუნებას. ადგილზე შეხედეთ პირობებს მანამ, სანამ არ მოგივათ ტალღის და ქარის მოქმედების იდეა, ეს დაგეხმარებათ აარჩიოთ საუკეთესო აზრი, როგორ იყოთ უსაფრთხოდ. ყოველთვის სათანადოდ იყავით დაშორებული კლდის კიდეს და თუ ექსტრემალურად ველურ ადგილას ხართ, ქურთუკი არის ის აქსესუარი, რომელზედაც უნდა იფიქროთ. თუ გადაურჩებით უეცარ შემთხვევას იგი წყლის მაღლა მოტივტივე მორზე  გამყოფებთ იმდენ ხანს, რომ გადარჩეთ.

Canon EOS 1Ds Mark III, 24-105 F4 @ 40mm, F22, 1/13 sec. @ ISO 50, tripod, 1-stop ND grad,                       ThinkTank raincover. 

ეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი შტორმი იყო, რაც ირლანდიის დასავლეთ სანაპიროზე გამოვცადე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი ძალიან კარგად ვიცი და შემიძლია ქარის და ტალღების ქცევის წინასწარმეტყველება, იყო მომენტები, როდესაც ნახევარი საათი გავატარე უმოქმედოდ. ვმუშაობდი კომპოზიციაზე და მთელი დღე ველოდებოდი სრულყოფილ ტალღას. 


ძლიერ შტორმს ტალღების გამაოგნებელი მოქმედება და უნიკალური ფოტოების გადაღების საუკეთესო შანსი მოაქვს. მოქმედების გადაღების ორი გზა არსებობს: გაყინოთ ტალღები ექსპოზიციით 1/1500 წმ-ზე, ან უფრო სწრაფით გადაიღოთ.  პირადად მე მომწონს მოძრაობის გრძნობის და შესაბამისად ცოტა ბლარის დამატება მოძრაობისას. ექსპოზიციის დრო ტალღების ძალაზე და სიჩქარეზეა დამოკიდებული, მაგრამ 1/20 ყოველთვის კარგი საწყისი ნაბიჯია. თუ შესაძლებელია ვიყენებ პოლარაიზერს, ის ზრდის ექსპოზიციის დროს და ფერებს ცოტა მეტ ელფერს სძენს.

Canon EOS 5D, 24-105 F4 @ 47mm, F20, 20 sec., 2-stop ND grad + 3- stop ND, tripod

ეს იყო ერთ-ერთი იმ რამოდენიმე შემთხვევიდან, როდესაც მე ბედნიერი ვიყავი ცუდი ამინდით. კიმის სანაპირო თითქმის ყველა ირლანდიურ ტურში შედის და ღრუბლებმა და წვიმამ მაიძულა მეცადა რაღაც განსხვავებული ვიდრე ჩეულებრივი მზიანი დღე. წყალს შესანიშნავი ამრეკლი ზედაპირი აქვს და შეუძლია პატარა სინათლე გაზარდოს, როგორც ამ შემთხვევაში.


Canon EOS 1Ds Mark II, 17-40 F4 @ 40mm, F22, 6 sec. @ ISO 100, tripod, polarizer.

სანაპირო აგრეთვე არის დიდებული ადგილი ქვიშის და დეტალების გამოსაკვლევად, კლდეებს და წყალს დაუსრულებელი შესაძლებლობები აქვს.


მთები

Canon EOS 5D; 70-200/4 @ 131mm; f20; 2 sec.; ISO 100; tripod.

თბილი ფერების ნათებამ შესაძლოა შეცვალოს ფოტო თითქოს ის მოსაწყენი და ნაცრისფერია. ცივის (=ლურჯს) და თბილის (=ყვითელი/წითელი/ყავისფერი ტონები) კონტრასტმა შექმნა ეს ფოტო.


ცუდ ამინდში მთები დიდ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ღრუბლები ხშირად მთების წვერს ფარავენ და ეს დაბალი ღრუბლები უფრო ხშირად მეტად ანათებენ, ვიდრე მაღლები. კონტრასტმა დიდებული მთის ლანდშაფტთან ერთად კომბინაციაში, შესაძლოა ძალიან დრამატული ფოტო მოგვცეს. გრძელი ექსპოზიციის დრო, დაახლოებით 5-დან 20 წამამდე, დამოკიდებულია ქარის სიჩქარეზე, შეგიძლიათ აღბეჭდოთ თუ როგორ აამოძრავებს ღრუბლებს ქარი.

მთის ნაკადების გადასაღებად ხშირი წვიმის პერიოდები აგრეთვე საუკეთესო დროა. მოგზაურობა მთებში ცუდი ამინდისას აშკარად სახიფათოა და მხოლოდ გამოცდილ მთიელებთან ერთად ჯობია იყოთ. თუმცა ხედი დაბლიდან ჩვეულებრივ უკეთესია.

Canon EOS 5D MK3; 45mm TS-E; f8; 1/20 sec.; ISO 100; tripod; SatNav

დაბალი ღრუბლები და წვიმა მთას პირქუშ და მისტიკურ ადგილად გარდაქმნის და დარწმუნდით, რომ უკან დასაბრუნებელი გზა იცით! და კვლავ ფერები (ბალახი და ხეები) სცენის სიმშრალეს თავიდან გაცილებთ.


გადაიღეთ მონო

როდესაც გარეთ ნაცრისფერი ფერი ჭარბობს, ლოგიკურია ამ ნაცრისფერის ჩრდილები გამოიყენოთ მონოქრომული პეიზაჟისთვის. როდესაც განათება და ფერი არ გყოფნით მხოლოდ ფორმები გრჩებათ პეიზაჟზე.

Canon EOS 5D Mark III, 24mm TS-E + 1.4x converter, f14, 1/80 sec. @ ISO 400, tripod

ძველი კოტეჯი და ხეების რიგი უბრალოდ ყვირის გადამიღეო. განათების ნაკლებობა, მოსაწყენი ცა და ძველი თოვლი შეუძლებელს ქმნის შექმნათ კარგი ფერადი ფოტო. მონოქრომულ გადაწყვეტილებას მოაქვს სცენის საუკეთესო ნაწილი, ფოკუსირდება იმაზე, რასაც თვალები იჭერს: ხეები და კოტეჯი.


დაიცავით მექანიზმი

ცუდ ამინდში გადაღებებისას ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მექანიზმის უსაფრთხოდ შენახვა. გარეული სამყაროს და სპორტის ფოტოგრაფებისათვის შექმნილია წვიმისგან დამცავები და გრძელი ლინზების შემთხვევაში უფრო კარგად მუშაობს, უფრო მოკლე ფოკუსური სიღრმის ლინზებისათვის კი მოუხერხებელია. ჯერჯერობით არავინ გამოჩნდა რომ აწარმოოს დამცავი მოკლე ლინზებისათვის. თუ ძლიერი წვიმა არაა კარავის პირსახოცი კარგად ასრულებს საქმეს, თუ არის - სახლში დამზადებული მოწყობილობა, მაგ: დაჭრილი პოლიეთილენის ჩანთა სუპერმარკეტიდან, ან ხმარებიდან გამოსული წვიმისგან დამცავის  კამერის ჩანთად გამოყენება კამერას და ლინზებს მშრალად შეინახავს.

ერთი რამ, რაც უნდა გახსოვდეთ არის ის, რომ არასდროს გადაიღოთ ქარის საწინააღმდეგოდ წვიმიან და ქარიან პირობებში, წვიმის წვეთები, რომლებიც დაბერვისას ლინზაზე მოხვდება გამოიწვევს რბილი ფოკუსის ეფექტს და ჯობია მშრალად გქონდეთ ლინზები. ზოგიერთი ლინზის სახურავი ეხმარება მის წინა ელემენტს წვეთების არ მოხვედრისაგან.

აღჭურვილობის გასუფთავება აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სანაპირო ადგილებში გადაღების შემდეგ. ნესტიანი ქსოვილი კამერას, ლინზებს და შტატივს მარილის ნარჩენებს მოაცლის. ჩემთვის ეს რიტუალივითაა, მე თითქმის ყოველი გადაღების შემდეგ ვამოწმებ და ვასუფთავებ ჩემს ხელსაწყოებს, განსაკუთრებით ლინზის წინა და უკანა ელემენტებს, სარკეს... სინთეტიკური ტანსაცმელი და პირსახოცები, საჰაერო ვინტილიატორი, ფუნჯი და სპეციალური გამწმენდები დაგეხმარებათ ხანგრძლივად შეინარჩუნოთ მექანიზმი მშრალად და მშვენიერ მუშა მდგომარეობაში.


კარშტენ კრიგერი - პროფესიონალი ველური ბუნების და ლანდშაფტების ფოტოგრაფი დასავლეთ ირლანდიიდან.


თარგმანი: ნინო კაპანაძე
წყარო: https://www.dpreview.com/articles/0829745759/bad-weather-good-photography



Related Posts Plugin for WordPress, Blogger...