Showing posts with label კამერები და ტექნიკა. Show all posts
Showing posts with label კამერები და ტექნიკა. Show all posts

Tuesday, December 13, 2016

5 ყველაზე გავრცელებული ფოტო ლინზა – როდის უნდა გამოვიყენოთ ისინი

თუ თქვენ ახალ DSLR_ს, ანუ ციფრულ სარკულ კამერას ფლობთ ცვლადი ობიექტივით, მისი წყალობით შეგიძლიათ უკეთესი ფოტოების შემქმნელი გახდეთ. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს რაიმე ფოტოგრაფიული კანონების კრებული რომელიც ფოკუსურ მანძილს და დიაფრაგმას შეეხება, არსებობს რამოდენიმე პრაქტიკული წესი, რაც უნდა დავიმახსოვროთ.

ლინზები, როგორც წესი იყოფა ფოკუსური მანძილის მიხედვით. იხილეთ ყველაზე გავრცელებული ლინზების რამოდენიმე მაგალითი და სიმბოლური ხაზები, რითაც მათ ახედში ამოვიცნობთ.



იხილეთ გიფი, რომელიც გვიჩვენებს ერთსა და იმავე ობიექტს, თუ როგორ გამოიყურება იგი სხვადასხვა ლინზით. ყურადღება მიაქციეთ შეკუმშვას და გაფართოებას.



თუ ცდილობთ გაიუმჯობესოთ ფოტოგრაფიული უნარი, აუცილებელია თქვენი აღჭურვილობის შესახებ ძალიან კარგად იცოდეთ. გთავაზობთ გავრცელებული ფოტო ლინზების 5 ნიმუშს და აგიხსნით რისთვისაა ისინი კარგი და როდის უნდა გამოვიყენოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თვალთან მიმართებაში, თუ რას აღიქვავს იგი, ფოკუსური მანძილის ექვივალენტის ზუსტი გამოთვლა არ არსებობს, full-frame კამერებისათვის ეს მანძილი დაახლოებით 50მმ_ია და Nikon APSC_სთვის, ან მისი ექვივალენტი სენსორებისათვის –  27მმ. ეს ნიშნავს, რომ ის რისი დანახვაც ობიექტივის ფოკუსური მანძილის საშუალებით შეგიძლიათ, დაახლოებით არის ის, რასაც ისურვებდით  დაგენახათ შეუიარაღებელი თვალით.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თქვენი კამერის სენსორის ზომას შეუძლია დიდი განსხვავების შექმნა რეალურ ფოკუსურ მანძილში. ზოგიერთი ლინზა მოიცავს ,,მორგებულ“ ფოკუსურ მანძილს , მაგრამ თუ ეს არ გაქვთ,  შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს მოსახერხებელი ლინზების მულტიპლიკაციური გამომთვლელი Digified.net._ისგან.

ფართოკუთხიანი ლინზები



ფართოკუთხიანი ლინზები ძირითადად ,,შორს დასაშორებელი“ ლინზებია. მას შეუძლია დაიჭიროს იმაზე მეტი, ვიდრე ადამიანის თვალმა შეიძლება აღიქვას. ტიპიური ფართოკუთხიანი ობიექტივებს ფოკუსური მანძილი არის 24-35მმ. ულტრა ფართოკუთხიან ობიექტივებს, რომლებიც სცენის უფრო მეტ ნაწილს იღებენ აქვთ ძალიან მოკლე ფოკუსური მანძილი 24მმ, ან ნაკლები.

იმის გამო, რომ ამ ტიპის ლინზებს ძალიან ფართო ხედვა აქვთ, ფოტოს კიდეებთან ახლოს სწორი ხაზები შეიძლება საბოლოოდ მოხრილად გამოიყურებოდეს. სწორხაზოვანი (Rectilinear)  ლინზები ამას ასწორებს, ქმნის სწორ ხაზებს, მაგრამ გარკვეული სახის საინტერესო პერსპექტივის ცვლას იწვევს –  ფოტოს კიდეებთან ახლოს მყოფი საგნები ჩანს ცოტა დიდად ვიდრე შორს მყოფები. თევზისთვალა (Fisheye) ლინზები სწორი ხაზების მრუდებს ზრდის და შედეგად ძალიან გამორჩეულ ფოტოებს ვიღებთ.



ფოტოებში ამ ტიპის ობიექტივების გამოყენება სცენაში ,,ყველაზე მცირეზე“  იქცევს ყურადღებას, რომელიც დაჭერილია ჰორიზონტის შორს ხედვის მეშვეობით. ბევრი ტიპის პეიზაჟების გადაღებისთვის ფართოკუთხიანი ლინზები დიდებული რამაა. თუ გსურთ, მნახველის გაოცების გრძნობა გაზარდოთ, აუცილებლად უნდა მიაღწიოთ ფართო კუთხეს. იმისათვის, რომ საუკეთესო შედეგი მიიღოთ, კარგი იქნება თუ წინაპლანზე გექნებათ რაიმე, რაც განამტკიცებს ფოტოს და მიიტაცებს მნახველის ყურადღებას (მაგ: ფოტო ზემოთ).

ფართოკუთხიანი ლინზების გამოყენება ასევე შეგიძლიათ პატარა საგნების ,,ქულ“ ეფექტებისათვის. მაგ: ყვავილებიანი მინდვრის გადაღება ფართოკუთხიანი ლინზებით წარმოაჩენს ყვავილებს წინა პლანზე უფრო დიდად, ვიდრე უკანებს. მაგრამ საერთო ეფექტად მთლიან მინდორს მაინც გადაიღებს. სწორხაზოვანი ლინზების გაამოყენება (ან გამრუდების კორექტირება დამუშავების დროს) დაიცავს ფოტოს გამრუდებული კიდეებისგან.

ფართოკუთხიანი ლინზების გამოყენებისას შესაძლოა გარკვეული დრო დაგჭირდეთ პერსპექტივის ცვლასთან და სწორი ხაზების დამახინჯებასთან შეგუებაში, ასე რომ თუ გადაწყვეტთ მისით დაწყებას, კარგი იქნება თუ სხვადასხვა სიტუაციებში გამოიყენებთ, რათა ნახოთ როგორ მუშაობს განსხვავებულ სიტუაციებში.

იხილეთ ვიდეო, სადაც რამოდენიმე რჩევაა ფართოკუთხიანი ლინზების გამოყენების შესახებ:

https://www.youtube.com/watch?v=caKcktLQFW8


სტანდარტული Kit ლინზები



DSLR, ანუ ცვლადობიექტივიანი კამერას შეძენისას აუცილებლად მოყვება სტანდარტული კიტ ლინზა. ეს ლინზები საკმაოდ მრავალფეროვანია და მათი ფოკუსური მანძილი 35 და 70მმ_ს შორისაა. როგორც მიხვდით, სტანდარტული ლინზები ერთ–ერთი ყველაზე ადვილად გამოსაყენებელია, რადგან იგი უზრუნველყოფს იგივე ხედვის კუთხეს, რასაც ადამიანის თვალი აღიქვავს.




არ აქვს მნიშვნელობა რის გადაღებას აპირებთ: ლანდშაფტის, პორტრეტის, ქალაქის, თუ სხვა რაიმის, სტანდარტული ლინზა ყველგან იმუშავებს. ისინი საუკეთესოდ მუშაობენ ახლო და საშუალო მანძილზე და მაშინ, როდესაც არ გჭირდებათ რაიმეს ძალიან შორიდან დაზუმება ან პატარა საგნების ძალიან ახლოს მოყვანა. ეს ლინზები მრავალმხრივი გამოყენებისათვისაა შექმნილი, სწორედ ამიტომ ის უმეტეს კამერებს მოყვება როგორც კიტ ლინზები.

ამ ლინზების გამოსაყენებლად ერთ–ერთი საუკეთესო დროა მოგზაურობა, რადგან იგი კარგად აწყობილი ლინზაა, შეგიძლიათ წაიღოთ თან და შესაძლოა ერთი სხვა ლინზაც გააყოლოთ ნაცვლად ორი ან სამი დამატებითი ლინზისა.

ტელეფოტო და სუპერზუმი



ტელეფოტო ლინზებს 70მმ_ზე მეტი ფოკუსური მანძილი აქვს და შექმნილია იმისათვის, რომ შორს მყოფი საგანი თქვენთან რაც შეიძლება ახლოს აღმოჩნდეს. სუპერზუმი იგივეა, რაც ტელეფოტო ლინზა, თუმცა ისინი ფოკუსური მანძილის ფართო არჩევანს გვთავაზობენ. მაგ: მეორე ობიექტივი, რაც კამერისთვის შევიძინე იყო 55-200მმ_იანი სუპერზუმი. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ უფრო ფართო სპექტრი 55-300მმ_ის მსგავსი, მაგრამ დამატებითი მანძილი, თანხის დამატებას გულისხმობს.



ტელეფოტო და სუპერზუმ ლინზები საუკეთესოა შორი საგნის ახლოს მოსატანად. ეს შესაძლოა იყოს მშენებლობა ჰორიზონტზე, რომლის დანახვა სტანდარტული ლინზებით არ შეგიძლიათ, ან სახე, რომელიც გსურთ გამოარჩიოთ ხალხმრავალი ადგილისაგან. ან შესაძლოა ცხოველის გადასაღებად, რომელთანაც ახლოს მისვლა არ შეგიძლიათ, როგორც მაღლა ფოტოზე.

ტელეფოტო და სუპერზუმი გეხმარებათ მიიღოთ ფოტო, რომელიც მნახველს საგანთან ახლოს აგრძნობინებს თავს. მოკლე ტელეფოტო ლინზები პორტრეტებისათვის დიდებული რამაა, რადგან ისინი, როგორ წესი თქვენს საგანს ნამდვილად გამოარჩევს უკანა ფონისგან.

მაკრო



მაკრო ლინზები არის სპეციალური ლინზები, რომლებიც შესანიშნავია ,,ახლო“ ფოტოგრაფიაში და ბევრი მათგანი აწარმოებს ფოტოს 1:1, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი საგანი კამერის სენსორზე აღბეჭდილია რეალური ზომით, რაც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ უამრავი რაოდენობის დეტალი. ყვავილების, მწერების  და სხვა პატარა საგნების უამრავი ფოტო გადაღებულია ასეთი მაკრო ლინზებით, თუმცა მათი გამოყენება რა  თქმა უნდა სხვა სიტუაციებშიც შეიძლება.

მიუხედავად იმისა, რომ მაკრო ფოტოგრაფიის მნიშვნელოვან ნაწილს ყვავილები და მწერები შეადგენენ, ნებისმიერი რამის ახლო მოტანა მომხიბლავ ფოტოებს ქმნის. მონეტები, ძველი მექანიკური ნაწილები, ხე, ყოველდღიური მიწიერი საგნები, მაგ, როგორიცაა გასაღები, ან მინის ჭიქა შესაძლოა ტექსტურის და ნიმუშების უზარმაზარი პეზაჟი აღმოჩნდეს, რომელიც აქამდე არც კი შეგინიშნავთ. მაკრო ლინზები ასევე შესანიშნავია ზედაპირული სიღრმის მქონე ფოტოების შექმნაში – ფოკუსი იყოს მხოლოდ წინა პლანზე, როგორც მაღლა ფოტოში.

თუ გსურთ ჩვეულებრივი ჯადოსნური გახადოთ, მაკრო ობიექტივი ამის შესანიშნავი საშუალებაა. აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა მაკრო ლინზები ამ ტიპის ფოტოგრაფიაში საუკეთესო შედეგს იძლევა მსგავსი ფოტოების გადაღება მაკრო ლინზების გარეშეც შესაძლებელია.

პრაიმ ლინზა



პრაიმ ლინზები ზუმ ლინზების შებრუნებული ვარიანტია: მას აქვს ერთი ფოკუსური მანძილი. თქვენ შეგიძიათ მიიღოთ პრაიმ ლინზა ნებისმიერი ფოკუსური მანძილით, სხვადასხვა ობიექტივებისგან: დაწყებული ულტრაფართო ობიექტივიდან დამთავრებული ტელეფოტო ობიექტივით. რადგან ნებისმიერ ფოკუსური მანძლის მქონე ლინზაზე მიგვიწვდება ხელი, თითქოს ისე გამოდის, რომ პრაიმ ლინზების გამოყენება ტექნოლოგიურად უკანგადადგმული ნაბიჯია, თუმცა არსებობს რამოდენიმე მკაფიო უპირატესობა.

მაგალითად იმის გამო, რომ მათ ნაკლებად მოძრავი ნაწილები აქვთ, პრაიმ ლინზები ხშირად აწარმოებენ უფრო მაღალი ხარისხის მქონე ფოტოებს, რომლებიც ექსტრემალურად ნათელია და ამის გამო ისინი ძალიან პოპულარულია პორტრეტებში. კიდევ ერთი დიდი უპირატესობა არის ის, რომ ხშირად მათ უფრო სწრაფი დიაფრაგმა აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ გადაიღონ უკეთესი ფოტოები დაბალი, ან არაოპტიმალური განათების პირობებში, ისინი ძალიან კარგია ღამით და სპორტულ ფოტოგრაფიაში.  და რაც მთავარია, უმოძრაო ნაწილი ნიშნავს, რომ ისინი შეიძლება იყოს საკმაოდ იაფი, ვიდრე ზუმ ლინზები.



პრაიმ ლინზის გამოყენება რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ კარგავთ მიახლოვების უნარს. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ეს არასახარბიელო მდგომარეობაა, მაგრამ ბევრ ფოტოგრაფს სჯერა, რომ ,,გადიდება საკუთარი ფეხით“  ხდის მას უკეთეს ფოტოგრაფად, რადგან საჭიროა ფოტოების გადასაღებად ისწავლოს საუკეთესო პოზიცია მისთვის და მისი აპარატისთვის.

როდის შეგიძლიათ პრაიმ ლინზის გამოყენება? ნებისმიერ დროს, როცა გსურთ მიიღოთ მკვეთრი, მაღალი ხარისხის ფოტო. პრაიმ ლინზას ძირითადად იყენებენ პორტრეტებში, ღამის ფოტოში და სამოქმედო კადრებისათვის, მაგრამ ფოკუსური მანძილი 10მმ_იდან 300მმ_მდე და მეტიც ნიშნავს, პრაიმ ობიექტივი შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის ფოტოგრაფიაში აღმოაჩინოთ. 50მმ_იანი პრაიმი ყველა ლინზაზე კარგია და პროფესიონალი ფოტოგრაფები პორტრეტისათვის 85მმ_ს ამჯობინებენ, თუმცა სელფ პორტრეტებისათვის მშვენიერი არაა.

წესები იმისთვისაა, რომ დაირღვეს

რა თქმა უნდა რაც ფოტოგრაფიას სახალისოს ხდის არის ის, რომ შეგიძლიათ გაავრცელოთ თქვენი საკუთარი სტილი ნებისმიერ რამეზე, რაზეც მუშაობთ – შეგიძლიათ ეს ლინზები იმ მიზნებისათვის გამოყენოთ, რასაც რეკომენდაციას უწევენ, მაგრამ შეგიძლიათ განსხვავებულადაც მოიხმაროთ. შეგიძლიათ პორტრეტისათვის სტანდარტული ლინზები გამოიყენოთ, ან ტელეფოტო ლინზებით პერსპექტივები ცვალოთ. ან შეგიძლიათ იგივე სცენა გადაიღოთ ულტრა ფართო კუთხით და ნახოთ რა მოხდება.


გთავაზობთ რამოდენიმე ვიდეო გაკვეთილს, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ გაერკვეთ იმაში, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ეს ვიდეოები ძირითადად განკუთვნილია ადამიანებისათვის, რომლებიც ფილმებს ქმნიან, მაგრამ ლინზების ფუნდამენტური პრინციპები იგივეა.

Behind the Glass Part 1: An Intro to Lenses from Vimeo Video School on Vimeo.


Behind the Glass Part 2: Focal Length from Vimeo Video School on Vimeo.


Behind the Glass Part 3: Depth of Field from Vimeo Video School on Vimeo.

ასევე იხილეთ ლინზების ფანტასტიური ისტორია და ახსნა, როგორ მუშაობს ისინი.





თარგმნა ნინო კაპანაძემ
წყარო: http://www.makeuseof.com/tag/5-common-photo-lenses-use/
             https://photographyicon.com/lens/







Sunday, February 28, 2016

10 საუკეთესო ციფრული აპარატი დამწყებთათვის

ჩვენ დაგეხმარებით, აარჩიოთ კარგი კამერა ბევრი ფულის დახარჯვის გარეშე.


თუ თქვენ აღარ გაკმაყოფილებთ ჩვეულებრივი პატარა აპარატი და გრძნობთ, მზად ხართ ფოტოგრაფიის შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად, საწყისი დონის სარკული ციფრული აპარატი (DSLR) მშვენიერი არჩევანია. თქვენ შესაძლოა ალტერნატივად განიხილოთ კამერა სარკეების გარეშე, მაგრამ იმ ფასად, რასაც თქვენ გადაიხდით DSLR კამერაში, რომელსაც აქვს ხედმძებნი, ვერ იშოვით ხედმძებნიან კამერას სარკეების გარეშე.

DSLR კამერა კომპაქტური კამერის შემდეგ  დიდი ნაბიჯია: უკეთესი გამოსახულების ხარისხი, ბევრად მეტი ხელით მართვის რეჟიმის კონტროლი და შესაძლებლობა  ლინზების შეცვლის და სხვადასხვა პროექტებთან გამკლავების. აშკარაა, რომ რაც მეტი ფუნქცია გნებავთ, მით მეტი უნდა გადაიხადოთ კამერაში, მაგრამ ნამდვილად გჭირდებათ ის? კამერა, რომელიც ჩვენი სიის თავში არის ერთ-ერთი უიაფესია ბაზარზე, მაგრამ მაინც გვთავაზობს შთამბეჭდავ სანახაობას და გამოსახულების ხარისხს, ამასთან ერთად საკმარისი ფუნქციები აქვს გაუმკლავდეთ დავალებებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ხართ.



1. Nikon D3300

იგი არ არის ყველაზე ძვირი დამწყები DSLR, მაგრამ ვფიქრობთ, რომ საუკეთესოა.

სენსორი: APS-C CMOS | მეგაპიქსელები: 24.2  | Lens mount: Nikon DX | ეკრანი: ფიქსირებული 3ინჩი, 921,000 წერტილი უწყვეტი გადაღების სიჩქარე:  5 კადრი წამში |  ვიდეოს მაქსიმალურირეზოლუცია: 1080p | მომხმარებლის დონე: დამწყები.

გამოსახულების მშვენიერი ხარისხი
გზამკვლევის რეჟიმი (Guide mode)
ფიქსირებული ეკრანი
არ აქვს ვაი ფაის მხარდაჭერა

D3300_ის 24.2 მეგაპიქსელიანი სენსორი აქვს, ასევე 3200 მგრძნობელობამდე (ISO) მინიმალური გამოსახულების ხმაურით და უფრო მაღალ სენსორის მგრძნობელობაზე ნორმალურ შედეგს გვაძლევს. ის სამუშაოდ ძალიან ადვილი კამერაა. მისი ჭკვიანი გზამკვლევი სასარგებლო სასწავლო ინსტრუმენტია, რომელიც გვაძლევს განმარტებებს რეალურ დროში მნიშვნელოვანი ფუნქციების შესახებ მაშინ, როდესაც  18-55 მმ _იანი ლინზა შესანიშნავია  დასაწყისისათვის. სირცხვილია არ გქონდეთ სენსორული ეკრანი, ან ვაი ფაი, თუმცა ნიკონი აწარმოებს იაფ ვაი ფაი ადაპტერის პლაგინს.



2. Nikon D3200

დიდი სანახაობა პატარა ფასად, დაიტაცეთ, როგორც კი შეძლებთ

სენსორი: APS-C CMOS | მეგაპიქსელები: 24.2 | Lens mount: Nikon DX | ეკრანი: ფიქსირებული 3ინჩი, 921,000 წერტილი|უწყვეტი გადაღების სიჩქარე:  5fps | ვიდეოს მაქსიმალურირეზოლუცია: 1080p | მომხმარებლის დონე: დამწყები.

მაღალი რეზოლუციის სენსორი
გზამკვლევის რეჟიმი
ეკრანის გაურკვეველი ფერები

ვერ წვდება თქვენი ბიუჯეტი D3300_ს? მაშინ მიმოვიხილოთ მისი წინამორბედი D3200. მიუხედავად იმისა, რომ ნიკონ D3300_მა ტექნიკურად ჩაანაცვლა იგი, D3200 მის წინამორბედზე დიდ განახლებული იყო და შესაბამისად მისი მახასიათებლები დღეს ჯერ კიდევ კონკურენტუნარიანია. მას გაყიდვის მიზნით იპარავენ. D3200 აგრეთვე შეესაბამება მის ჩამნაცვლებელს შთამბეჭდავი უწყვეტი გადაღების სიჩქარით 5 კადრი წამში, რომელიც საკმაოდ მოხერხებულია DSLR_ების ბიუჯეტისათვის. ვაი ფაის მხარდაჭერა არ აქვს , თუმცა D3300_ის მსგავსად, მასაც შეგიძლიათ შეუძინოთ იაფი ვაი ფაის ადაპტერი.



3. Canon EOS 750D (Rebel T6i)

უმაღლესი დონის ერგონომიკის და შესანიშნავი სენსორის მყარი კომბინაცია

სენსორი: APS-C CMOS | მეგაპიქსელები: 24.2 | Lens mount: Canon EF-S |ეკრანი: 3 ინჩიანი მეტყველი სენსორული ეკრანი , 1,040,000 წერტილი |უწყვეტი გადაღების სიჩქარე:  5fps | ვიდეოს მაქსიმალურირეზოლუცია: 1080p | მომხმარებლის დონე: დამწყები/ენთუზიასტი

საოცარი სენსორი 
ვაი ფაი ელექტრული ხედმძებნთან ერთად 
ბატარიის სიცოცხლის  საშუალო ხანგრძლივობა            
ხედმძებნის მხოლოდ 95%_ის გაშუქება

ქენონი 750D არის ახალი და ჯერ კიდევ საკმაოდ ძვირადღირებული, მისი ახალი 24.2 მეგაპიქსელიანი სენსორი გვაძლევს განსაცვიფრებელ გამოსახულების ხარისხს შთამბეჭდავ დაბალ ხმაურის დონესთან ერთად მაღალ მგრძნობელობაზე. იგი აგრეთვე ქენონის ძველ 700D  მოდელზე ბევრად გაუმჯობესებულ ავტოფოკუსს და ექსპონომტერს გვაძლევს, ასევე ჩამონტაჟებულია ვაი ფაი NFC გაზიარებით. მიუხედავად იმისა, რომ იგი გარეგნულად 700D_ს მსგავსია, არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მიიღებთ იგივე მგრძნობიარე სენსორულ ეკრანს. თუ დავუშვებთ, რომ 750D_ს ფასი შეესაბამება ნიკონ D5500_ს, ქენონი ჩვენი სასურველი არჩევანია ყოვლისმომცველი კონტროლის წყალობით და გამოსახულების ხარისხის მცირედი გაუმჯობესებით.



4. Nikon D5500

ქენონსა და ნიკონს შორის არჩევანი ძალიან ძნელია

სენსორი: APS-C CMOS | მეგაპიქსელები: 24.2 | Lens mount: Nikon DX |ეკრანი: 3.2 ინჩიანი მეტყველი სენსორული ეკრანი , 1,040,000 წერტილი უწყვეტი გადაღების სიჩქარე:  5fps | ვიდეოს მაქსიმალურირეზოლუცია: 1080p | მომხმარებლის დონე: დამწყები/ენთუზიასტი
უმაღლესი რეზოლუცია
მეტყველი სენსორული ეკრანი
ნელი ცოცხალი ხედვის ფოკუსი        
არ აქვს ჯიპიესი

დამწყები DSLR_ების ბაზარზე D5500 ბოლომდე უწევს კონკურენციას ქენონ 750D_ს. იქ, სადაც ნიკონი D3000_ის სერიის კამერები განკუთვნილია, როგორც იაფი ღირებულების დამწყები DSLR_ები, D5000 სერიის აპარატები უკეთესია მეტი კრეატივის მისაღებად.ეს უკანასკნელი სერია დღემდე აფეთქებასავით არის და პირველი ნიკონის DSLR_ია, რომელსაც აქვს სენსორული ეკრანის კონტროლი და ვაი ფაის მხარდაჭერა, თუმცა, დასანანია, რომ D5300_დან არ არის გადატანილი ჯიპიესი და ცოცხალი ხედვის სიჩქარე სწრაფი არ არის. მეტი შეცდომა 24.2 მეგაპიქსელიან სენსორზე D5500_ში აღარ არის. შესაძლოა ეს ძველი D5300_გან ჩქმეტაა, მაგრამ ის ჯერ კიდევ გვაძლევს გამოსახულების შესანიშნავ ხარისხს.



5. Nikon D5300

იგი აღარაა ნიკონის უახლესი და უდიდესი დამწყები DSLR, მაგრამ მაინც

სენსორი: APS-C CMOS | მეგაპიქსელები: 24.2 | Lens mount: Nikon DX | ეკრანი: 3.2 ინჩიანი მეტყველი სენსორული ეკრანი , 1,037,000 წერტილი უწყვეტი გადაღების სიჩქარე:  5fps | ვიდეოს მაქსიმალურირეზოლუცია: 1080p | მომხმარებლის დონე: დამწყები/ენთუზიასტი

ჩამონტაჟებული ჯიპიესი
ნელი ცოცხლად ხედვის ფოკუსი
არასენსორული ეკრანი

D5300  იყო ყველგან, სანამ ერთი წლის შემდეგ D5500 მას ტექნიკურად ჩაანაცვლებდა. თუმცა განსხვავებით ქენონ 700D_სგან D5300 ჯერ კიდევ თანამედროვე კამერაა. იგი იზიარებს  იმავე 24.2 მეგაპიქსელიან სენსორს იდენტური მაქსიმალური 25600 მგრძნობელობთ, როგორც D5500. ხოლო D5300_ის EXPEED4 გამოსახულების პროცესორი და 39 პუნქტიანი ავტოფოკუსის სისტემა გადავიდა მის ჩამნაცვლებელზე. მიუხედავად იმისა, რომ D5300-ს არ აქვს სენსორული ეკრანის კონტროლი, სამაგიეროდ ჯიპიესი აქვს. D5300-ის 600 ჯერ გადაღების შემდეგ ბატარეა მკვდარია, თუმცა ის უფრო მდგრადია ვიდრე 750D_ზე. D5300_ის ყიდვა ჯერ კიდევ ჭკვიანურია.



6. Canon EOS 700D (Rebel T5i)

ჯერ კიდევ ახალია გარეთ.

სენსორი: APS-C CMOS | მეგაპიქსელები: 18 | Lens mount: Canon EF-S | ეკრანი: 3ინჩიანი მეტყველი სენსორული ეკრანი , 1,040,000 წერტილი უწყვეტი გადაღების სიჩქარე:  5fps | ვიდეოს მაქსიმალურირეზოლუცია: 1080p | მომხმარებლის დონე: დამწყები/ენთუზიასტი

საუცხოო ერგონომიკა 
სენსორული ეკრანი
მოძველებული სენსორი    
-ა რა ვაი ფაი

გამოიჩინეთ ერთგულება 700D_ს შემდეგ 750D_ზე და გააგებინეთ ყველას, რომ ახალმა კამერამ 700D _სგან არაჩვეულებრივი ერგონომიკა და წამყვანი კლასის სენსორული ეკრანი მემკვდრეობით მიიღო. მისი ძველი ღილაკის კონტროლიც კი უფრო ყოვლისმომცველია, ვიდრე კონკურენტი ნიკონის. 700D მიუხედავად თქვენი უნარისა ინტუიციური გამოყენებისთვისაა შექმნილი. თუმცა 700D_ს სენსორის ფესვები შესაძლოა 2010 წელს გამოშვებული 550D_სგან მოდის  და სჯობნის მას ხმაურის ჩახშობის და დინამიური დიაპაზონის თვალსაზრისით. 9 პუნქტიანი ავტოფოკუსის სისტემა აგრეთვე 2010_იანია და არ აქვს ვაი ფაის მხარდაჭერა. 700D_ს შემცირებული ფასი მაცდურია, მაგრამ 750D უფრო სამომავლოდ გასათვალისწინებელი არჩევანია.



7. Canon EOS 1200D (Rebel T5)

ქენონის უიაფესი DSLR სახეების მჭიდრო კონკურენცია

სენსორი: APS-C CMOS | მეგაპიქსელები: 18 | Lens mount: Canon EF-S | ეკრანი: 3ინჩიანი მეტყველი სენსორული ეკრანი , 460,000 წერტილი უწყვეტი გადაღების სიჩქარე:  3fps | ვიდეოს მაქსიმალურირეზოლუცია: 1080p | მომხმარებლის დონე: დამწყები

დაბალი ფასი
გამოსახულების კარგი ხარისხი
ნელი ცოცხალი ხედვის ფოკუსი
არა ვაი ფაი და სენსორული ეკრანი

700D_ზე შევთანხმდით, მაგრამ EOS 1200D მაინც უფრო იაფია. დღეისათვის ნიკონი ამაყობს შესანიშნავი ფასებით DSLR-ებში და 1200D არის ქენონის სვლა. ყველაზე იაფი გზაა იყიდო ახალი ქენონის აპარატი, მაგრამ 1200D ოდნავ უფრო იაფია, ვიდრე უბრალო გასართობი კამერა. მისი 18 მეგაპიქსელიანი სენსორი ცოტა მწირია და კიდევ კარგი, არ შეუძლია შეესაბამოს ნიკონ D3300ის 24.2 მეგაპიქსელს.1200D_ს  უწყვეტი გადაღების სიჩქარე - 3fps, აგრეთვე ნელია ნიკონის 5fps_თან შედარებით და თან მასში ჩამონტაჟებულია გზამკვლევი, ქენონის გზამკვლევი კიდევ ცალკე სმარტფონში უნდა ჩამოტვირთოთ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, 1200D ქენონის მოყვარულთათვის მაინც ეფექტური კამერაა გონივრულ ფასად.



8. Pentax K-50

საუკეთესო დამწყები DSLR სათავგადასავლო ფოტოგრაფიისათვის

სენსორი: APS-C CMOS | მეგაპიქსელები: 16.3 | Lens mount: Pentax K | ეკრანი: 3ინჩიანი, 921,000 წერტილი უწყვეტი გადაღების სიჩქარე:  6fps | ვიდეოს მაქსიმალურირეზოლუცია: 1080p | მომხმარებლის დონე: დამწყები/ენთუზიასტი

ამინდგამძლე
ხედმძებნის გაშუქება 100%_ით
ხმაურიანი მოქმედება
ფიქსირებული ეკრანი

პენტაქსი ცნობილია DSLR_ების წარმოების მაქსიმალური ხმაურით  და K-50 გამონაკლისი არაა. ამინდგამძლე DSLR_ები, რომლებიც წვიმაში და ნესტში ძლებენ ჩვეულებრივ ძვირი ღირს მაგრამ K-50 გვთავაზობს ამ უპირატესობას დაბალ ფასად, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ ნებისმიერ პირობებში. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ითანამშრომლოთ უფრო ძვირ ამინდგამძლე ლინზებთან, რათა მიიღოთ სრული სარგებელი. მიუხედავად იმისა, თუ რა ლინზებს იყენებთ, პენტაქსის კამერაში Shake Reduction სისტემა წყვეტს კამერის ნჯღრევას და შესაძლოა მივიღოთ ოდნავ ასიმეტრიული ჰორიზონტი. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც K-50 ჩვენს სიაში უფრო მაღლა დგას არის პენტაქსის შედარებით შეზღუდული ლინზების ზღვარი (სპექტრი).


9. Sony Alpha a58

მაინცდამაინც DSLR არ არის, მაგრამ თავის სარგებლიანობით a58_ის ალტერნატივაა

სენსორი: APS-C CMOS | მეგაპიქსელები: 20.1| Lens mount: Sony A | ეკრანი: 2.7ინჩიანი, 460,800 წერტილი უწყვეტი გადაღების სიჩქარე:8fps | ვიდეოს მაქსიმალურირეზოლუცია: 1080p | მომხმარებლის დონე: დამწყები/ენთუზიასტი

კარგი EVF (ელექტრული ხედმძებნი)
კარგად მომუშავე დაბალი განათების პირობებში 
ეკრანის დაბალი რეზოლუცია
არა სენსორული

ქენონის და ნიკონის მეტოქეობაში შეჭრა ადვილი არ არის, მაგრამ ვერ უარვყოფთ სონის მყარ SLT (ერთი ლინზის გამჭვირვალობა) კამერას, როგორიცაა a58. SLT ტექნოლოგია ნიშნავს, მიიღო ელექტრული ხედმძებნი (EVF)ჩვეულებრივი, ოპტიკურის მაგივრად. a58_ის EVF არის ნათელი და სუფთა. ტექნოლოგია ნამდვილად ბრწყინავს, როდესაც საქმე ეხება ლაივ ვიუს ავტოფოკუსს, იგი გაცილებით სწრაფია, აქ მოყვანილ DSLR_ებთან შედარებით. a58_ის ლაივ ვიუ ყოველთვის ეფექტურია. კიდევ ერთი უპირატესობა არის სუპერსწრაფი 8fps უწყვეტი გადაღების სიჩქარე. სონი ახლა კომპაქტური სისტემის კამერებზე კონცენტრირდება, მაგრამ a58 ნამდვილად არსებობს და ის რეალური გარიგებაა.



10. Pentax K-S1

თუ ფუფუნება გიყვართ, ოცნებები სრულდება

სენსორი: APS-C CMOS | მეგაპიქსელები: 20.1 | Lens mount: Pentax K | ეკრანი: 3ინჩიანი, 921,000 წერტილი უწყვეტი გადაღების სიჩქარე:  5.4fps | ვიდეოს მაქსიმალურირეზოლუცია: 1080p

ტანის იმიჯსტაბილიზატორი
თანამედროვე დიზაინი
ხმაურიანი ძირითადი ლინზები 
არა ვაი ფაი

ფიქრობთ, რომ K-50 ნორმისგან ოდნავ განსხვავებული იყო? კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ! პენტაქსმა ყველაფერი გააკეთა რათა შეექმნა K-S1, გამორჩეული განათებით და კონტროლის უჩვეულო განლაგებით, პლიუს ტანის სქემის კაშკაშა ფერებით. მაგრამ სტილის ქვეშ არსებობს არსი, როგორც მორიგი ძალიან ეფექტური პენტაქსის DSLR. მის 20 მეგაპიქსელიან სენსორს არ აქვს anti-aliasing ფილტრი მკვეთრი გამოსახულების მისაღებად და ის ინახავს მასპენტაქსის არაჩვეულებრივ სენსორზე, რომელიც დაფუძნებული Shake Reduction სისტემაზე. საუბედუროდ, K-S1 დაბლა ეშვება ხმაურიანი კიტ ლინზების გამო, მისი პომპეზური შესახედაობა კი დაგიჯდებათ უმნიშვნელო პრემია. 


http://www.techradar.com/news/photography-video-capture/cameras/buying-guide-best-slrs-for-beginners-1251700


მთარგმნელი - ნინო კაპანაძე

Monday, January 19, 2015

მეხსიერების ბარათები: რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ?

გამარჯობა

მას მერე რაც სმარტფონებზე, მპ3 ფლეიერებზე, ფოტო და ვიდეო კამარებზე მოთხოვნა გაიზარდა უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდა ციფრული მეხსიერების დაცვა და შენახვა. თითქმის ნებისმიერი პროდუქცია, რომელიც იღებს ფოტოს ან უკრავს მუსიკას მოითხოვს მეხსიერების ბარათებს, რომლებიც არქივისათვის დამატებით ადგილს გვთავაზობენ. უფრო ვრცლად რომ ვთქვათ, უმრავლესობა მათგანი იყენებს სხვადასხვა ფირმის SD (Secure Digital) ბარათებს. SD დღეს წარმოადგენს ყველაზე გაყიდვად ციფრულ მეხსერების ბარათს. ამ ტიპის ბარათების მთავარი განმასხვავებელი ნიშნებია: ფორმატი, ზომა და ხელმისაწვდომი სიჩქარე. ამიტომ მათი სწორად შერჩევა ხშირად ძალიან რთულია. სამივე ნიშანს აქვს თავისი მინიჭებული კლასი და თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი მეორე კლასის 1 GB  ბარათიდან დაწყებული 532 GB UHC-1 SDXC ბარათამდე.

მოდი განვიხილოთ ისინი.



ფიზიკური ფორმატი

პირველი რაც უნდა გაითვალისწინოთ მეხსიერების ბარათის შეძენისას, არის ის, თუ სად აპირებთ მის გამოყენებას. სხვადასხვა კამერები და ტელეფონები სხვადასხვა ზომის ბარათებს იყენებენ.

სტანდარტულ SD ბარათი ყველაზე დიდი ზომისაა (32X24X2.1 HWD), იწონის 2 გრამს და გამოირჩევა წაკვეთილი კუთხით. უმრავლესი ციფრული კამერები სწორედ სტანდარტულ SD ბარათებს იყენებენ. მიუხედავად იმის რომ ისინი ყველაზე დიდ ბარათებად ითვლებიან,  ზომაში  მაინც პატარები და ჯუჯებია Compact Flash ბარათებთან შედარებით, რომლებსაც მაღალი დონის პროფესიონალები იყენებენ ისეთ კამერებში როგორიც მაგალითად Canon 1D Mark IV-ია. თუმცა უფრო პატარა ბარათებსაც შევხვდებით.

MINISD ბარათები დღესდღეობით ყველაზე ნაკლებად მოთხოვნადი ბარათებია. მისი ზომაა 21.5 X 20 X 1.4 (HWD) და მხოლოდ 1 გრამს იწონის. ის SD ბარათების ნახევარი ზომისაა.

MicroSD ბარათები, რომლებსაც უმრავლესი ტელეფონები და სმარტფონები იყენებენ ყველაზე ლილიპუტებია (15 X 11 X1 მმ (HWD)) დაიწონიან მხოლოდ ნახევარ გრამს. იმისათვის რომ ერთი SD ბარათი მიიღოთ მოგიწევთ 9 მიკრო SD ბარათის შეერთება.

თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნოთ რომ, მიკრო SD ბარათები უფრო ძვირი ღირს ვიდრე იგივე ტევადობის და სიჩქარის კლასის სტანდარტული SD ბარათები.

ტევადობა

SD ბარათები გვთავაზობენ სხვადასხვა ტევადობის მეხსიერებას და სწორედ ეს ტევადობის რაოდენობა განსაზღვრავს ბარათების  ზომის კლასიფიკაციას. ერთი უცნაურობა: მიკრო SD ბარათები თქვენს სმარტფონებში სულაც არაა მიკრო SD-ები. ისინი მიკრო SDHC ბარათებია და იშიფრება როგორც: Secure Digital High Capacity. "სტანდარტული" SD ბარათები იტევენ მაქსიმუმ 2GB მეხსიერებას, რაც დამოკიდებულია მათ კლასიფიკაციასა და კონტროლერზე, რომელსაც იყენებს მხოლოდ SD მოწყობილობები. უმრავლესობა SD ბარათები, რომლებსაც თქვენ დღეს შეხვდებით ბაზარზე, ტექნიკურად SDHC ფორმატებია, რომლებიც იტევენ 4 GB-და 32 GB-მდე მეხსიერებას. ყველაზე დიდი კლასია SDXC ანუ Secure Digital Extended Capacity, რომლებსაც შეუძლიათ დაიტიონ 64 გიგაბაიტიდან 2 ტერებაიტამდე მეხსიერება. (თუმცა ჯერ-ჯერობით არცერთი ბარათი არაა, რომელიც 2 ტერებაიტ მეხსიერებას გვთავაზობს, ყველაზე მაღალი ამდროისათვის 532 გიგაბაიტიანი ბარათებია.)



რათქმაუნდა ბარათი რაც უფრო დიდია მით უკეთესია, მაგრამ თქვენ მის შეძენამდე კარგად უნდა შეამოწმოთ, შეუძლია კი თქვენს მოწყობილობას გამოიყენოს დიდი ფორმატის ბარათები. SD/ SDHC/SDXC კლასიფიკაცია მხოლოდ ბარათებისთვის კი არაა, არამედ მოწყობილობებისათვისაც. ძველ ციფრულ კამერებს ძეუძლიათ წაიკითხონ მხოლოდ SD ფორმატის ბარათები, ასევე ის კამერები, რომლებიც არ არიან SDXC ფორმატის მხარდამჭერები ვერ წაიკითხავენ 64 GB-იან ბარათებს. დღეს არსებული მოწყობილობების უმრავლესობა SDHC ფორმატისებია, თუმცა კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ ისინი, სანამ მათთვის  SDHC ბარათს შეიძენდეთ. ასევე შეამოწმეთ თქვენი ახალი ტექნიკა თუ აქვს მას SDXC ბარათების მხარდაჭერა.

სიჩქარის კლასი

SD ბარათების კიდევ ერთი განმასხვავებელი თავისებურება სიჩქარეებია. თუ თქვენ Point-and-shoot  ციფრულ კამერას იყენებთ ან სტანდარტულ ჯიბის Camcorder-ს სიჩქარის კლასს მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა თუ თქვენ მაღალი რეზოლუციის RAW ფაილებით მუშაობთ, მაშინ  გჭირდებათ ბარათი რომელსაც შეუძლია გადაიღოს ორი ან სამი კადრი ერთდროულად. SD ბარათები ძირითადად იყოფა მათი სიჩქარის კლასებით, რომელიც იწყება მეორე კლასიდან  (ყველაზე დაბალი) და ადის მეათე კლასამდე (ყველაზე სწრაფი). კიდევ ერთი სიჩქარე UHS class1-ია (Ultra High Speed), ის ყველაზე სწრაფი კატეგორიაა, თუმცა კამერების ნაწილი ამ ბარათს ვერ იყენებენ.

მეორე კლასის ბარათებით შესაძლებელია სტანდარტული გაფართოების ვიდეოების გადაღება, როცა კლას 4-ს და 6-ს შეუძლია მაღალი გაფართოების ვიდეოების ჩაწერა. კლას 10 არის შექმნილი HD ვიდეოების მისაღებად. სხვადსხვა მწარმოებლების სხვადასხვა კლასის ბარათებს აქვთ სხვადასხვა სიჩქარის დიაპაზონები. Sandisk-ის განმარტებით კლას 4-ს შეუძლია წაიკითხოს და ჩაწეროს 15 მეგაბაიტი წამში, მეექვსე კლასის 20-ის, და მეათე კლასის  ბარათებს 30-ის ზევით. სხვა პარამეტრები აქვს Kingston-ს, რომლის მეოთხე კლასს 4მბ, მეექვსე კლასს 20 მბ, ხოლო მეათე კლასის ბარათებს 40 მბ-ს და მეტის გადაწერის საშუალება აქვს.

დასკვნისთვის უნდა ავღნიშნოთ, რომ თუ თქვენი მიზანი HD ხარისხის ვიდეოების გადაღებაა ან ბევრ მაღალი ხარისხის ფოტოს იღებთ, შეიძინეთ მეათე კლასის ბარათები. ხოლო თუ გეგმავთ უბრალო ფოტოების გადაღებას, შეგიძლიათ მეოთხე ან მეექვსე კლასიც აირჩიოთ. ვინაიდან დღესდღეობით თითქმის ყველა კამერას აქვს HD ხარისხის ვიდეოების გადაღების ფუნქცია, მეორე კლასის ბარათები თითქმის გამოუყენებელია. მეხსიერების ბარათების ფასები კლასებისა და სიჩქარეების მიხედვით სხვადასხვაა. ამჟამად amazon.com-ზე SanDisk Ultra 32GB Class 10 SDHC 40მბ წამიანი ბარათი 16.99 დოლარი, SanDisk Extreme 32GB UHS-I/U3 SDHC 60მბ წამზე მაღალი 24.99 დოლარი, ხოლო SanDisk Extreme PRO 32GB UHS-1/U3 SDHC 95 წამზე მაღალი და 4K ულტრა HD-Ready - 39.95 დოლარი ღირს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ სანამ შეიძენთ მეხსიერების ბარათს გადაამწმეთ თქვენი კამერის შესაძლებლობები.

http://www.pcmag.com/article2/0,2817,2388408,00.asp

თარგმნა გიორგი ბეჟანიშვილმა