Showing posts with label პროექტი. Show all posts
Showing posts with label პროექტი. Show all posts

Friday, March 23, 2018

"ეს დროშა მშვიდობაში" - საპროტესტო ფოტოპროექტი




მარიამ შაქარაშვილი ერთ-ერთი წარმატებული მხატვარი და არტისტია საქართველოში, ის არაერთი საინტერესო პერფორმანსის იდეის ავტორია. ეს მისთვის პროტესტის ერთგვარი გამოხატვის ფორმაა.

აღნიშნული პროექტი ჩვენი საერთო, დასრულებული პროექტია.

პერფორმანსის სახელწოდებაა "ეს დროშა მშვიდობაში", რომელიც ეძღვნება არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას.

ეს იყო როგორც აღნიშნული ტრაგედიის მიმართ პროტესტი, ამასთან გადმოვეცით ის თუ რა შეიძლება განიცადოს დედამ, რომელსაც უკლავენ შვილს და საშუალება არ აქვს მისი ცხედარი მაინც დაიტიროს.

ეს იყო პროტესტი ადამიანის გრძნობების არაფრად ჩაგდებისა, ქალების ტკივილისა და იმ ყველა ნეგატიური პროცესისა რაც წლების განმავლობაში თან სდევს მცოცავ ოკუპაციას.

ლოკაციად გორის ქარის ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია შევარჩიეთ, როგორც თანამედროვე სამყაროს სახე, სადაც სივრცე იმდენად დიდია, რომ ჩვენი, ადამიანების ემოციები იკარგება.

აქვე გთავაზობთ მარიამის სიტყვებს, რაც პრინციპში პერფორმანსს დაედო საფუძლად და უკეთ გამოხატავს ფოტოების არსს:

"თანამედროვე სამყაროში ტკივილი შეუმჩნეველი გახდა, ემოციები - გამოუთქმელი.

შეიცვალა იარაღები და დღეს აქტუალური იგნორი, ცინიზმია... უკვალოდ ქრებიან ჩვენი ფიქრები და ქარში იფანტებიან სისხლიანი მოგონებები წარსულზე და გვაშინებს მომავალი. გვტანჯავს გამოუთქმელი ფიქრები და ვიცით, რომ ვერ მივაწვდენთ ხმას ჩვენი ტკივილის ადრესატს. ახლოა წითელი ზღვარი, რომელიც დაგვიწესეს თვითმარქვიებმა და მაინც, არ ძალგვიძს მისი გარღვევა. ომი გვაცარიელებს, ომი გვაიძულებს, განვაგრძოთ ცხოვრება დაუძლურებულებმა. და ჩვენც გავშეშდით დაუცველნი თანამედროვე სამყაროს წინაშე, სადაც ჩვენს სიტყვას ფასი არა აქვს, სადაც არ გვისმენენ..

და არ გვტოვებენ სისხლიანი მოგონებები თქვენზე, მათზე, ჩვენზე..

თეთრი ფერი ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული სიწმინდისა და სისპეტაკის სიმბოლო-ჰიპოსტასად აღიქმებოდა. მორალური პრინციპების თანახმად, უძველესი დროიდან ომშიც კი უბრუნებდნენ მიცვალებულებს ერთმანეთს. თეთრი ფერი - როგორც მოწოდება მორალისაკენ."






























ავტორი:  თამარ შოშიტაშვილი














Wednesday, March 7, 2018

"საუბრები ფოტოგრაფიაზე" ახალი პროექტი ქართველი ფოტოგრაფებისათვის




დღეს ფოტოგრაფია პოპულარობის ზენიტშია. სწორედ დღეს,  როგორც არასოდეს ყველა მასზე საუბრობს. საუბრობენ კამერებზე, ფერებზე, სტილზე, პოზებზე, სხეულის ენაზე და ფოტოს შინაარსზე. კიდევ ათას რამეზე. დღეს ფოტოგრაფია ტოტალური და სახალხო გახდა. მან ეს თავისი არსებობის ისტორიაში რამდენჯერმე გაიმეორა.

პირველად მაშინ გახდა სახალხო, როცა კოდაკმა 1900 წელს ფოტოკამერა "Brownie" გამოუშვა, რომელიც გაგიკვირდებათ და მხოლოდ 1 დოლარი ღირდა.

ფოტოგრაფიის პოპულარობის კვადაკვალ უამრავი ფოტოჟურნალი და წიგნი გამოიცემა. უფრო იმატა ფოტო კონკურსებმა თუ დაჯილდოვებებმა. გაიზარდა ფოტოგრაფიული წიგნების და ვებ გვერდების რიცხვიც.





მაგრამ საქართველოში ფოტოგრაფიაზე სულ თითზე ჩამოსათვლელი წიგნებია. არც ახალი და პროფესიული მასალაა ხშირად ხელმისაწვდომი, რომელიც ქართულ ენაზე იქნება. ამ მხრივ მართლაც თითზე ჩამოსათვლელი საიტები და წყაროებია.

ჩვენი ბლოგის მიზანი უკვე მეოთხე წელია უცვლელია. ჩვენი მიზანია ფოტოგრაფიის შესახებ ქართულ ენოვანი ინფორმაციის უწყვეტი გავრცელება.

ჩვენი რამდენიმე პროექტი უკვე იქცევს მოყვარული, ჰობისტი, დამწყები თუ  შემდგარი ფოტოგრაფების ყურადღებას.

მაგრამ ჩვენ მეტი გვინდა.

ჩვენი მიზანია უფრო მეტი ინფორმაციის გავრცელება არამარტო მსოფლიო ფოტოგრაფიაზე ან ზოგადად ფოტოგრაფიაზე, არამედ ქართულ ფოტოგრაფიაზე. ქართველ თანამედროვე ფოტოგრაფებზე.

ამ მიზნით ამჟამად ორი პროექტი " გასული კვირის ფოტოები საქართველოდან" და ინტერვიუების სერია დავიწყეთ. თუმცა კვირის ბლოგ კალენდარში კიდევ ერთი თავისუფალი დღე გვაქვს, რომელსაც სიამოვნებით დავუთმობთ ყველას ვისაც ფოტოგრაფიაზე  საუბარი სურს.

სტატიის ავტორი ნებისმიერი თქვენთაგანი შეიძლება იყოს.

თქვენ ამას ბლოგის სტუმრის ამპლუაში გააკეთებთ.




სტატიის შინაარსი ცხადია ფოტოგრაფიას უნდა ეხებოდეს, მაგრამ ჩვენ არ გვინდა რაიმე ჩარჩო დავაწესოთ. ამიტომ ვიფიქრეთ იყოს არჩევანის თავისუფლება. ფორმატი შეუძლია თავად ავტორმა გადაწვიტოს. სტუმარს შეეძლება საკუთარი გამოცდილება გაგვიზიაროს კონკრეტული ჟანრის გარშემო, ან სულაც რაიმე სასაცილო ისტორია მოყვეს გადაღების შესახებ (რასაც მე პირადად ხშირად მივმართავ ხოლმე ამ ბლოგზე) ან შეიძლება დღიურის სტილში დაწეროს და მოგვიყვეს ფოტოგრაფის ერთი დღის ან ერთი კვირის შესახებ. მოკლედ არჩევანი სტუმრისათვის მიგვინდია.

ის რასაც არ მივესალმებით, როგორც რედაქცია - არის ტექსტები, რომელიც შეიძლება სიძულვილის ენას შეიცავდეს. ახდენდეს რაიმე ფორმით ვინმეს დისკრედიტაციას. ან აკნინებდეს კონკურენტი სტუდიების სახელს, თუ ეს კომერციულ ფოტოგრაფიას შეეხება. ან იყოს მხოლოდ სარეკლამო სახის. მსუბუქი რეკლამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს.

ჩვენი პროექტი სტარტს ამ დღიდან აიღებს და სტუმრებს ჩვენ სივრცეს ყოველ ოთხშაბათს დავუთმობთ.

სტატიის თემატიკა შეგიძლიათ წინასწარ შეგვითანხმოთ ჩვენ ფეისბუქ გვერდზე. ან სულაც დასრულებული სტატია გადმოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე (utskhography@gmail.com)

სტატიების რაოდენობა და მოცულობა შეზღუდული არ იქნება.



ცხადია რედაქცია უფლებას იტოვებს რომელიმე სტატია არ გამოაქვეყნოს, ან მოახდინოს მსუბუქი რედაქტირება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოგვმართოთ.

იმედია საინტერესო სტუმრებს და ავტორებს აღმოვაჩენთ.

პ.ს. არ დაგავიწყდეთ ეს სტატია თქვენს ფოტოგრაფ მეგობრებს გაუზიაროთ.


იდეის ავტორი: თამარ შოშიტაშვილი
სტატიის ავტორი: გიო ბეჟანიშვილი
© უცხოგრაფი




Tuesday, February 13, 2018

კვირის TOP ფოტოები საქართველოდან - ახალი ფოტო პროექტის ანონსი




ოდესმე მაინც თუ მოხვედრილა თქვენი ფოტო სადმე არჩეულ ფოტოებს შორის, მაშ გეცოდინებათ ის სიხარული, როცა გრძნობთ რომ შეგარჩიეს და დაგაფასეს.

ჩვენ ეს სიხარული რამდენჯერმე გამოვცადეთ.

თუმცა სამწუხაროდ ჩვენთან თითქმის არ არსებობს არცერთი გამოცემა თუ საიტი, რომელიც საქართველოში გადაღებულ ფოტოებს შეაჯამებდა და ყოველკვირას ისე მოგვაწვდიდა, როგორც ამას The Guardian, National Geographic, NYC Times და სხვა გამოცემები აკეთებენ.

და მართლაც, ვინ არ ისურვებდა, რომ კვირის ბოლოს საუკეთესო ქართულ ფოტომასალას გაცნობოდა (იგულისხმება საქართველში გადაღებული და არა მხოლოდ ქართველების მიერ გადაღებული). მითუფრო რომ დღეს ფოტოგრაფია სუპერ პოპულარულია ჩვენთან. სოციალური მედია კი უსაზღვრო საშუალებაა ფოტოების გაზიარებისა და უფრო მეტი კადრი აღმოჩენისათვის.

ჩვენ სწორედ სოც. მედიაში მიმოფანტული, ცნობილი თუ სრულიად უცნობი, დამწყები თუ პროფესიონალი ფოტოგრაფების ნამუშევრების შეკრება და თქვენთვის ყოველი კვირის ბოლოს მოტანა გადავწყვიტეთ.

ვფიქრობთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ფოტოგრაფებისთვის, არამედ მათთვის, ვინც ჩვენი გადაღებული ფოტოებით ვიზუალურ სიამოვნებას იღებს.




"კვირის TOP ფოტოები საქართველოდან" - ეს იქნება ყოველკვირეული სტატიის სახელი, რომელიც ამ ბლოგზე დაიდება.

სტატიაში 10-დან 25 ფოტომდე განთავსდება. ჟანრობრივი ან სხვა სახის შეზღუდვა ჩვენ არ გვექნება. ფოტოებს მივიღებთ ელ. ფოსტაზე და ნაწილს ჩვენ თავად ამოვარჩევთ სოც. მედიიდან. ყველა ფოტოს მითითებული ექნება ავტორი და მცირე კომენტარი ფოტოს გადაღების თუ ამბის შესახებ, რომელსაც ის ასახავს.

გვინდა ხაზი გავუსვათ -  ეს ფოტო კონკურსი არაა. არც არავინ ეჯიბრება ერთმანეთს, შემოსულ ფოტოებს ბლოგის რედაქცია (ბლოგერები და ფოტოგრაფები) შეარჩევს. ასევე ყოველ 3 თვეში მოვიწვევთ 3 პროფესიონალ ფოტოგრაფს, რომლებიც რედაქციაში ფოტოების შერჩევაში დაგვეხმარებიან.

იმედს ვიტოვებთ ახალი პროექტი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ფოტოგრაფიის და ვიზუალური ამბის თხრობის პოპულარიზაციას საქართველოში. უფრო მეტად გაააქტიურებს როგორც ფოტოგრაფებს, ისე დამთავლიერებლებს და დამღლელი სამუშაო კვირის ბოლოს ვიზუალურ დესერტს მიაწვდის მათ.




მაშ ასე, ჩვენი ბლოგის კარი ღიაა, ველოდებით თქვენს ფოტოებს ელ. ფოსტაზე - utskhography@gmail.com.

გთხოვთ გამოგზავნისას გაითვალისწინოთ:

ა) ფოტოს სიგრძე - არანაკლებ 3500 პიქსელი. 
ბ) ფოტო ფორმატი - JPEG,  ფაილის რეზოლუცია - 300 DPI.
გ) მობილური ფოტოს ზომა უნდა იყოს მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 7 მბ. ფოტო ფაილის რეზოლუცია უნდა იყოს 300 DPI.

პ.ს. გთხოვთ გაუზიარეთ თქვენს ნაცნობ -მეგობრებს, ყველას ვინც შეიძლება დაინტერესებული იყოს რომ მათი ნამუშევრები საუკეთესო და რჩეულ ფოტოებს შორის მოხვდეს.

დამატებითი შეკითხვებისათვის მოგვმართეთ ფეისბუქის გვერდზე.

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი









Saturday, September 30, 2017

Countryside Magic - პროექტის ფოტოდღიური / Project photo diary





პროექტი "Countryside Magic" ერასმუს + ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

პროექტში მონაწილეობას 6 ქვეყანა: ნორვეგია, დანია, იტალია, ესტონეთი, სომხეთი და საქართველო იღებდა. 30 ახალგაზრდის მისია იყო 7 დღის მანძილზე მოემზადებინა გრემის სოფლის ფესტივალი, რომელიც ორგანიზაცია "თემი კომუნას" ტერიტორიაზე, გრემში ჩატარდა.

ფესტივალის მიზანი იყო სოციალური საწარმოების პოპულარიზაცია და ადგილობრივი წარმოების ხელშოწყობა. ასევე სოფლის და კომუნის - იქ მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისთვის საინეტერსო და სახალისო პროგრამის შეთავაზება და მათი ფესტივალში ჩართვა.

პროექტში როგორც მონაწილე და ფოტოგრაფი ვიღებდი მონაწილეობას. ასევე გადავიღე ვიდეო, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ეს 7 დღე სოფელ გრემში პირადად ჩემთვის მართლაც დაუვიწყარი და მაგიური აღმოჩნდა. ამ სტატიით შევეცდები შეჯამება გავუკეთო არამხოლოდ ფესტივალს, არამედ სრულიად პროექტს.

იმედს ვიტოვებ კიდევ დავბრუნდები გრემში, სადაც ახლა უკვე მეგობრები მყავს. მეგობრები რომლებიც მელოდებიან.

პ.ს. აქვე გთვაზობთ სხვადასხვა დროს ჩაწერილ ხალხურ სიმღერებს, რომელსაც კომუნაში მცხოვრები გოგონა, ელენე ასრულებს.

-------

This is a Photo diary of an international youth exchange called “Countryside Magic” which is supported by European Commission Erasmus+ Programme. Participants from the following 6 countries: Denmark, Georgia, Estonia, Norway, Armenia and Italy were involved in planning and implementing the event. The project (and the festival) was hosted by TEMI organization, which is based in Gremi.

The main aim of the Project and festival was to promote the idea of social entrepreneurship and local production in Georgia by showing positive examples of TEMI community and other invited companies and organizations. 

On the event participated several social enterprises representing different regions of Georgia. Together with the exhibition-selling of the products, guests  had a chance to enjoy folk music, try local wine and food, get to know different enterprises represented at the event, and try some other attractions proposed by international participants of the event.

P.S. here with Photos I have some recorded songs from festival and project.

-------




First Day / პირველი დღე






















Preparation of the Festival / ფესტივალის მზადება







 








Harvest Party / რთველი






































Team working / გუნდური მუშაობა






















The Festival / ფესტივალი





























































Last Day / ბოლო დღე






















Photographer: Gio Bejanishvili (Utskhography)
Editing: David Kobiashvili