Showing posts with label შეჯამება. Show all posts
Showing posts with label შეჯამება. Show all posts

Friday, April 6, 2018

უცხოგრაფი - მარტის შეჯამება (2018)






გქონდეს უამრავი საქმე და იყო მოწესრიგებული - ეს ჩემი მიზანია.

ჩემთვის წესრიგი იქიდან იწყება, როცა მე ყველაფერს თავის სახელს ვარქმევ და შესაბამის ადგილს ვუჩენ. ადრე ქაოსური ვიყავი, მაგრამ ახლა ჩემ ძველ მეს ვაჯობე და ვცდილობ ყველაფერი დავახარისხო. მათ შორის გასული თვის მონაპოვარის დახარისხებაც ჩემი ტრადიცია გახდა.

მართალია ეს პოსტი გასული თვის ბოლოს უნდა დაწერილიყო, მაგრამ საქმეებიდან გამომდინარე, ის დაგვინდა და აგერ 6 დღის შემდეგ გამოვაქვეყნე.


მარტში სულ სტუდიაში 10 შეკვეთა შემოვიდა , 

11 ფოტო და 1 ვიდეო მომსახურება, მათგან ყველა წარმატებით შესრულდა.

გავაგრძელეთ - 

ერთი ვიდეო მომსახურების შესრულება, რომელიც 9 თვიანი პროექტია.

ასევე შედგა მოლაპარაკება 4 თვიან რეალითი შოუს პროექტზე რომელიც აპრილში იწყება.




















პირველი სელფი უცხოგრაფის ახალი ოფისიდან

სულ შესრულებული 9 ფოტო მომსახურებიდან:

1 კომეციული ფართის ინტერიერის და ექსტერიერის ფოტოები,
4 ტრენინგის,
1 პროექტული ფოტორეპორტაჟის,
1 საფეხბურთო ფოტორეპორტაჟის,
2 საკონკურსო ღონისძიების.

მარტში შესრულებული 10 შეკვეთიდან: 

1 - B2B ( Business to Bussiness)
9 - B2O ( Business to Organisations).

შემდეგი თვისათვის ამ ეტაპზე 1 შეკვეთა მივიღეთ.

მარტის გამორჩეული მოვლენა 1 წარმატებული ბლოგ პროექტი "თამარას ფოტო ამბები" და ოფისის გახსნაა.







რაც შეეხება სოც მედიას და ბლოგს:

ამ თვეში ფეისბუქის გვერდი საკმაოდ აქტიურად მუშაობდა და შესაბამისად მაღალი ჩართულობაც იყო;

სულ ბლოგზე 19 პოსტი გამოვაქვეყნეთ რაც რეკორდულია. "400 000 გეგმის" მიხედვით, რომელიც ჩვენი წლის გეგმაა, სულ ამ თვეში 13 სტატია გვჭირდებოდა (სულ წელიწადში 150) და ის წარმატებით შევასრულეთ.

ასევე წლის გეგმის შესასრულებლად თვიური 35 402 ნახვა იყო საჭირო, რომელის ნაცვლადაც 40 811 ნახვა მივიღეთ.



ამ ეტაპზე სულ ეს იყო;

გაგვიაზიარეთ რას ფიქრობთ ჩვენ შესახებ, რამდენად მოგწონთ ჩვენი შეჯამებები და შემართება?

მომავალ შეხვედრამდე.

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი



Tuesday, February 27, 2018

უცხოგრაფი - თებერვლის შეჯამება (2018)




























გქონდეს უამრავი საქმე და იყო მოწესრიგებული - ეს ჩემი მიზანია.

მოწესრიგებულობა კი მხოლოდ ფოტოგრაფიაში არ გამოიხატება. ის აგრეთვე იმ მცირე დეტალებშია, რომლებიც ერთიანად ქმნიან ბიზნესს. ბიზნესის წარმოვება კი მისი შედეგებისთვის თვალყურის დევნების გარეშე ცხადია შეცდომაა.

ტრადიციულად თვის ბოლოს მინდა გასული დღეების შედეგები შევაჯამო და თავი მოვუყარო ყველაფერ იმას რაც თებერვალში "უცხოგრაფში" მოხდა.


სულ სტუდიაში 12 შეკვეთა შემოვიდა, რომელთაგან ერთს დროის უქონლობის გამო უარი ვუთხარით.

11 შეკვეთიდან  - 

7 ფოტო,
2 ვიდეო,
1 დიჯეი,
1 ანიმაციური ვიდეო მომსახურებაზე იყო.

სულ შევასრულეთ:

8 ფოტო შეკვეთა (აქედან ორი წინა თვეს დაჯავშნილი შეკვეთა);
2 ვიდეოს შეკვეთა (დეკემბერში დაწყებული 2 პროექტი დავასრულეთ);
1 დიჯეი მომსახურება ;

დავიწყეთ - 

ერთი ვიდეო მომსახურების შესრულება, რომელიც 9 თვიანი პროექტია.

ასევე ანიმაციური ვიდეოს პროექტი, რომელიც მარტში უნდა დავასრულოთ;

მოლაპარაკების პროცესში ვართ - 

ერთ ვიდეო სერიების პროექტზე, რომელიც 4 თვეს გრძელდება;


 

უცხო გადაღებაზე (ლევან დვალის ფოტოები)

სულ შესრულებული 8 ფოტო მომსახურებიდან:

1 ქორწილის,
2 დასუფთავების აქციის,
2 ტრენინგის,
2 კორპორატიული წვეულების,
1 პროდუქციის სარეკლამო ( მინანქარის სამკაულების) ფოტო მომსახურება გავწიეთ.

თებერვალში შესრულებული 11 შეკვეთიდან: 

5 - B2O ( Business to Organisation)
4 - B2C ( Business to Customers)
1 - B2B ( Business to Business)
1 - B2G ( Business to Government) იყო.

შემდეგი თვისათვის ამ ეტაპზე არცერთი შეკვეთა არ მიგვიღია, გარდა ვიდეო სერიების მომზადებისა, რომელიც თუ მოლაპარაკება შედგება 15 მარტიდან უნდა დაიწყოს;

თებერვლის გამორჩეული მოვლენა 2 წარმატებული პროექტი "გასული კვირის ფოტოები საქართველოდან" და "კვირის სეირნობები"-ია, რომელიც ჩვენ ბლოგზე მიმდინარეობს.



რაც შეეხება სოც მედიას და ბლოგს:

ამ თვეში ფეისბუქის გვერდი საკმაოდ აქტიურად მუშაობდა და შესაბამისად მაღალი იყო ჩართულობა;

ბლოგზე კი ამ სტატიის ჩათვლით 14 პოსტი გამოვაქვეყნეთ;

"400 000 გეგმის" მიხედვით, რომელიც ჩვენი წლის გეგმაა, სულ ამ თვეში 13 სტატია გვჭირდებოდა (სულ წელიწადში 150) და ის წარმატებით შევასრულეთ.

დაგვემატა 2 ახალი ბლოგერი სალომე მჭედლიშვილი და გვანცა დოლუაშვილი;

ასევე წლის გეგმის შესასრულებლად თვიური 35 613 ნახვა იყო საჭირო, რომელიც ამ სტატიის მომზადების მომენტში 35 818-ს შეადგენს. (სტატია იწერება 27 თებერვალს, 22:30 წუთზე).






ამ ეტაპზე სულ ეს იყო;

გაგვიაზიარეთ რას ფიქრობთ ჩვენ შესახებ, რამდენად მოგწონთ ჩვენი შეჯამებები და შემართება?

მომავალ შეხვედრამდე.

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი















Wednesday, January 31, 2018

უცხოგრაფი - იანვრის შეჯამება (2018)





















გასულ წელს იმდენად ბევრი რამე მოხდა უცხოგრაფში და მის გარშემ, რომ წლის ბოლოს ხეირიანად ანგარიშის დაწერაც ვერ მოვახერხე, რადგან არსად მეწერა და არც არაფერი მქონდა აღრიცხული.

სწორედ ამიტომ 2018-ის დასაწყისში მყარად გადავწყვიტე ბიზნეს კალენდარის და რაპორტების წარმოება, ასევე ყველაფრის ბლოგზე თავმოყრა. მგონი მშვენიერი აზრია წლის შემაჯამებელი სტატიის გასაადვილებლად. ფაქტიურად 12 რეპორტს მოვამზადებ და მერე იქიდან ერთს უმარტივესად ავაწყობ, თანაც ისე, რომ ყველაფერი ცხადად მექნება ხელისგულზე და არაფერიც გამომეპარება.

ახლა საქმეზე და იანვარზე გადავალ.

მოკლედ იანვარში უცხოგრაფში 10 შეკვეთა შემოვიდა, რომელიც დავაკმაყოფილეთ: ამათგან
7 ფოტოზე,
1 ვიდეოსა და
2 "სხვა" კატეგორიაში, რომელშიც ინავარში DJ მომსახურება შევიდა.





ფოტოს 7 შეკვეთიდან:

3 კორპორატიული წვეულების,
1 ქორწილის,
1 დაბადების დღის,
1 ბიზნეს მითინგის და კონფერენციის,
1 სარეკლამო (ღვინი ბოთლების პორტფოლიო) გადაღებაზე.

1 დაბადების დღის ვიდეოს და 2 კორპორატიულის DJ გაფორმებაზე.

შემოსული და შესრულებული 10 შეკვეთიდან 

3 -  B2B -  ( Business to Business)
7 - B2C - ( Business to Customer)

ამ თვეში ერთი ვიდეო დავამზადეთ, რომელიც წინა თვეს გადავიღეთ და ის B2O (Business to Organisation) შეკვეთა იყო.

იანვარში მივიღეთ შემდეგი თვის 2 შეკვეთა, რომელიც ფოტო მომსახურებას ეხება.

იანვრის გამორჩეული მოვლენა "უცხოგრაფის" ოფისის სარემონტო სამუშაოების დასრულებაა, სადაც თებერვლიდან გადავალთ.

კორპორატიული წვეულების გადაღება კოლეგასა და მეგობარ გიო მაჭავარიანთან ერთად


რაც შეეხება სოციალურ მედიას:

ბლოგზე მხოლოდ 3  სტატია გამოვაქვეყნეთ. რამაც ნახვების და ვიზიტორების ვარდნა გამოიწვია და მთლიანობაში თვიური 8000 ნახვა მივიღეთ. რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია გასული ერთი წლის განმავლობაში.

ამჯერად სულ ეს იყო ;)

საინტერესო იყო თქვენთვის ასეთი ფორმით თვის შემაჯამებელი ანგარიშის ხილვა?
რა შეიძლება დავამატოთ მომავალ თვეს?
მოგვწერეთ ;)

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი




Thursday, December 28, 2017

20 მიზანი რომელიც უნდა შემესრულებინა 2017 წელს (და შესრულდა თუ არა ისინი)



2017 წელი საინტერესო წელი იყო.

იმდენად საინტერესო რომ ბევრ რამეს არც მოველოდი რაც მოხდა, თუმცა წლის შეჯამებას ცალკე დავწერ თან ორ ნაწილად (პერსონალური) და (კარიერული).

ამ სტატიაში მინდა შევაჯამო და გავიარო ის 20 მიზანი, რომელიც ერთი წლის წინ დავწერე. სხვათაშორის ამ სტატიას 2500-მდე ნახვა აქვს, რაც როგორც ჩანს, იმას ნიშნავს, რომ 20 მიზნით არამხოლოდ მე და დანარჩენი "უცხოგრაფელები" ვიყავით დაინტერესებული, არამედ კიდევ სხვა 2500 ადამიანი.



მოდი მივყვეთ სათითაოდ და გავერკვეთ რა შესრულდა და რა ვერა:

1. დავწერო ბლოგპოსტები პერმანენტულად.

სიმართლე უნდა ითქვას, ბლოგპოსტებს მაშინ ვწერ, როცა კომერციული სამუშაო და შეკვეთები იკლებს. ასე კი მხოლოდ თებერვალში და მაქსიმუმ მარტში ხდება.

წელს მიზნად მქონდა 100 სტატიის დაწერა. თუმცა ამ სტატიის ჩათვლის მხოლოდ 53  დამიწერია. ახლა თავს იმით ვინუგეშებ, რომ ნახევარი მაინც შევასრულე და რაც მთავარია რაოდენობა ყოველთვის უმნიშვნელოა ხარისხთან შედარებით. წელს კი ერთი ნამდვილად რეკორდული სტატია გამომივიდა (რატომ უნდა ღირდეს ფოტომომსახურება საქართველოში ძვირი - 20 000 ნახვა).

მისიის სტატუსი: სანახევროდ შესრულებულია

2. დავარეგისტრირო უცხოგრაფი, როგორც ბიზნესი.

შპს "უცხოგრაფი" უკვე არსებობს.

მისიის სტატუსი: შესრულებულია



3. ვაწარმოვო ჟურნალი შემოსავლისა და გასავლის შესახებ.

ჟურნალის ექსელ ფაილში წარმოვება აქტიურად დავიწყე და ამ ყველაფერს წლის პირველ ნახევარში კარგად ვაკეთებდი. თუმცა მეორე ნახევრიდან ვეღარ შევძელი, რამაც ხელი შეუშალა იმას, რომ წლის ფინანსური ანგარიშის მომზადება ვარაუდებით მიწევს.

ეს არის მიზანი, რომელიც 2018-შიც დაისახება და აუცილებლად შევასრულებ.

მისიის სტატუსი: შეუსრულებელია

4. ვიმოგზაურო მინიმუმ 5 ქალაქში, სადაც ჩავატარებ ვორქშოფს ფოტოგრაფიაზე.

ამ მიზნის დასახვა თავიდანვე შეცდომა იყო. ვიცოდი რა ჩემი არანორმალური გრაფიკის შესახებ, ის საერთოდ არ უნდა ჩამეწერა სიაში. 5-ში კი არა მგონი ერთშიც არ ჩამიტარებია ვორქშოფი წელს (თუ არ ჩავთვლით ბორჯომში, ქვაბისხევში ჩატარებულ ვორქშოფს ბუნების ფოტოგრაფიაზე). ამ მხრივ გასულ წლებში უფრო აქტიურად ვმოძრაობდი.

მისიის სტატუსი: შეუსრულებელია



5. მოვაწყო მინიმუმ ერთი ფოტოტური ზაფხულში.

მიუხედავად იმისა რომ წელს ლამის ნახევარი საქართველო შემოვიარე ჩვენი კომერციული შეკვეთებიდან გამომდინარე, ცალკეულად აღებული, ჩვენივე დაორგანიზებული და დაგეგმილი ფოტოტური არ განგვიხორციელებია.

მისიის სტატუსი: შეუსრულებელია

6. დავბეჭდო ახალი სავიზიტო ბარათები.

ამ მხრივ საქმე ძალიან კურიოზულად მიდგას. როგოც ჩანს სანამ სტამბიდან არ დამირეკავენ, მოდი ბარათები აგიწყეთ და დაგიბეჭდეთო, წაიღე და დაისვენეო, მანამდე არაფერი მეშველება. სტუდიაში რომ 3 პრინტერი გექნება კაცს, მაგრამ საკუთარ სავიზიტობარათებსაც ვერ დაბეჭდი, აი ეს დიდ ნამდვილად დიდ პრობლმად მიმაჩნია. თუმცა ამ მხრივ განსხავებული და საინტერესო აზრი ჩამოვაყალიბე, რომელსაც სულ მალე გავაცნობ საზოგადოებას.მაგრამ ფაქტია, ამ ეტაპზეც კი ბარათები ჯერ არ დამზადებულა.

მისიის სტატუსი: შეუსრულებელია

7. შევქმნა კონტრაქტის ფორმა და გადავახედო ადვოკატს.

რეალურად ამ მიზნის შესრულება ძალიან მარტივია. მილიონობით ფორმაა ინტერნეტში, დააკოპირებ და შეიტან შენტვის საინტერესო ცვლილებებს. მერე წახვალ "საია"-ში და გადაახედებ კომპეტენტურ ხალხს. მაგრამ ვერც ამისთვის მოვიცალე წელს.

მისიის სტატუსი: შეუსრულებელია




8. შევინახო იმეილები და გავაკეთო ბაზა.

ბაზის კეთება, ამ თვეში დავიწყე და არც ისე ადვილი საქმე აღმოჩნდა. დროს მოითხოვს და ყურაღებას, თუმცა Gmail-ზე ეს ყველაფერი იმდენად კარგად ლაგდება ლეიბლებში, რომ აზარტული და საინტერესოა. იმედს ვიტოვებ შემდეგ სამ დღეში მოვასწრე ბაზის დასრულებას. ამ ეტაპზე კი ის სანახევროდაა გაკეთებული.

მისიის სტატუსი: სანახევროდ შესრულებულია

9. გადაღებებზე წასულმა ყოველთვის თან წავიღო ყავა თერმოსით, ჰამბურგერი და კონიაკის მცირე მათარა.

კუჭზე რომ გადის ისეთი მისიების შერულებაში ქართველები (და არამხოლოდ, ზოგადად კავკასიელები) მგონი ყველაზე მაგრები ვართ. მე კი ამ მაგრებში სანახევროდ მაგარი გამოვდივარ. ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაზე იშვიათად ჰამბურგერი, შემდეგ კონიაკი და ბოლოს კი ყავა მიმაქვს. როგორც ყავაზე დამოკიდებული ადამიანი, თერმოსს ხშირად დავატარებ, ამიტომ შეგვიძლია მივიჩნიოთ რომ ეს მისია ნაწილობრივ შესრულებულია.

მისიის სტატუსი: სანახევროდ შესრულებულია



10. წავიკითხო მინიმუმ 3 წიგნი მცირე ბიზნესის განვითარებაზე და მინიმუმ 5 წიგნი ფოტოგრაფიაზე.

აქ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 3 წიგნი სულაც არ იყო საჭირო იმისთვის, რომ გამეცნობიერებინა რა შეცდომებს ვუშვებდი ჩემი ბიზნესის კეთებისას. ერტმა წიგნმა, რომელიც იანვარში წავიკითხე, თავდაყირა დააყენა ჩემი წარმოდგენები ბიზნესზე და სრულიად შეცვალა ეს წელი. სწორედ ამ წიგნის წყალობით გამოვედი სტრესული მდგომარეობიდან, რომელშიც საკუთარი ფეხიტ შევედი და რომელსაც ჩემი ბიზნესგარემო ქმნიდა. მართალია გეგმა წიგნებზე ვერ შევასრულე, მაგრამ ვთვლი რომ შედეგი, რაც ამ წიგნებს უნდა მოეტანა, მოვიდა.

მისიის სტატუსი: სანახევროდ შესრულებულია

11. დავიწყო საკუთარი ფოტოგრაფიის წიგნის წერა. ( გადადებულია მომავალი წლისათვის. ავტორის შენიშვნა / ჩასწორება 06.04.2017).

სანაცვლო მიზნად დავისახე - დავწერო "ოპერაციების სახელმძღვანელო"

ვინც არ იცით ეს რა დოკუმენტია, ეგ არაფერი, მაგრამ თუ ტქვენ ბიზნესში ხართ, გყავთ დაქირავებული თანამშრომლები, რომლებთანაც კონტრაქტი გაქვთ გაფორმებული და საოპერაციო მენუალს არ იყენებთ - ძალიან შემცდარხართ. მავანი იტყვის მოსცლია და წერსო. მაგრამ ოერაციების სახელმძღვანელოს უნდა ეყრდნობოდეს კონტრაქტი, რომელშიც ყველაფერს ვერ ჩავწერთ, ყველაფერი, ნებისმიერი სახის ვალდებულება თუ მოთხოვნა დეტალურად სწორედ საოპერაციო მენუალში იწერება.

ამ ეტაპზე ფოტოგრაფის საოპერაციო სახელმძღვანელო დავწერე. ეს პირველი შემთხვევა იყო ჩემთვისაც და სიმართლე ვთვა, კმაყოფილი ვარ. მომავალ წელს ყველა თანმშრომლისას გავამზადებ და სწორედ მათზე დაყრდნობით გავაფორმებ კონტრაქტებს.

მისიის სტატუსი: შესრულებულია

12. შევქმნა სია რა ტექნიკური აბდეითია საჭირო სტუდიაში და თავალსაჩინო ადგილას გამოვაკრა.

ერთხელ კი არა წელს მგონი სამჯერ თუ ოთხჯერაც ჩამოვწერე და გამოვაკარი.

მისიის სტატუსი: შესრულებულია

13. დავასრულო ბლოგის ტექნიკური მხარე.

მისიის სტატუსი: შესრულებულია



14. დავასრულო ფოტოების და ვიდეოს არქივაცია. 

გამომდინარე იქიდან, რომ წელს ორჯერ შევიცვალე სამუშაო კომპიუტერი და ერთხელ სამუშაო გარემო, არქივაციის პროცესი ჯერ კიდევ დაუსრულებელია. თუმცა საკუთარი ტავის რაც მომწონს, ის არის, რომ პერმანენტულად ვალაგებ და ვაჯგუფებ ფაილებს. რაც საკმაოდ რთული საქმეა ბევრი ჩემი მეგობრისა თუ კოლეგისთვის. დარწმუნებული ვარ უახლოეს თვეებში არქივაციას რომ მოვრჩები საბოლოოდ დავმშვიდდები და უფრო მარტივი გახდება საქმიანობა თუ სხვადასხვა მასალების მოძიებაც.

მისიის სტატუსი: სანახევროდ შესრულებულია


15. უკეთესად შევისწავლო და დავაჯგუფო ბაზარი და მისი მოთამაშეები, მოვახდინო ძველი და ახალი კლიენტების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება. გავარკვიო ვინ ვინ არის. 

ამ მისიასთან გულგრილად მოპყრობამ წელს ერთი მთავარი კლიენტი დაგვაკარგინა. სამწუხაროა, მაგრამ არა ტრაგიკული. მთავარია რომ სწორედ მას შემდეგ მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანია კარგად იცნობდე ბაზარს. იცნობდე და გეგმავდე და არა გაუცნობიერებლად ქაოტურად მისდევდე დინებას, შეკვეთებს და თუნდაც ფულს. სწორედ ამიტომ წლის ბოლოსკენ (დეკემბერში) დავიწყე ბაზრის, მოთამაშეების და სერვისების კვლევა - დაჯგუფება. ვერ ვიტყვი რომ ამას ამ წელში მოვასწრებ, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

მისიის სტატუსი: შეუსრულებელია

16. მივმართო რომელიმე ფოტოგრაფ მეგობარს და გადავიღო პროფესიონალური პორტრეტები ვებ საიტებისათვის. 

ამ მისიაში აქა-იქ გადაღებული ფოტოები არ ითვლება, აქ უფრო სტუდიური სტოკ ფოტოებს ვგულისხმობდი. მივმართე კიდეც, ზოგს არ ეცალა, ზოგს ეცალა და მერე მე გავქრი. მოკლედ ვერ ავუწყეთ ერთმანეთს ფეხი.

მისიის სტატუსი: შეუსრულებელია



17. კარგად გავწერო ფოტო მომსახურების პაკეტები და შევქმნა PDF ვერსია ბლოგისთვის.

2017 წელი იმდენად ცვალებადი და ზრდადი აღმოჩნდა, რომ რა სერვისები და ფასებიც იანვარში ქონდა სტუდიას, ლამის რადიკალურად შეიცვალა აგვისტოში. შეიძლება ითქვას, რომ წელს ძალიან ბევრი რამ შეიცვალა (გავიზარდეთ) და რაღაც ვარიანტში კარგიცაა, წლის დასაწყისში რომ არ გვქონდა მომსახურების პაკეტები ფიქსირებული ფასებით. (რადგან ამ ბიზნესში ფასებიც საკმაოდ ცვალებადია, როგორც ყველაფრის ფასი ზოგადად).

მისიის სტატუსი: შეუსრულებელია

18. გადავიღო დოკუმენტური მოკლე მეტრაჟიანი ვიდეოები უცხოგრაფის სტუდიის და შიდა სამზარეულოს შესახებ.

ამის მცდელობა ნამდვილად იყო "უცხოს შოუს" ფორმატში, თუმცა სამ გადაცემაზე მეტი არ გადამიღია. მიზეზები ბევრი იყო, რატომ შევწყვიტე ეს შოუ, თუმცა მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ დიდი დრო და ადამიანურ-ენერგიული რესურსი მიქონდა. პერმანენტურლი შოუს კეთებას საკმაოდ დიდი დრო ჭირდება. მოკლემეტრაჟიანი ვიდეობი კი არც ისე რთული გადასაღებია. ნაწილს ისედაც ვირებთ ხოლმე გადაღებაზე როცა ვართ, უბრალოდ ვერ ხერხდება დროის გამოძებნა, რომ ისინი ერთ თემად შევკრათ და საინტერესოდ გამოვიტანოთ ჩვენი გვერდის ფოლოვერებისა და გულშემატკივრებისთვის.

მისიის სტატუსი: შეუსრულებელია

19. დავაჯგუფო ზემოთ წარმოდგენილი 18 მიზანი პრიორიტეტებისა და თვეების მიხედვით.

დავაჯგუფე. მართალია ნაწილი ვერ შერსულდა და ნაწილიც ნაწილობრივ, მაგრამ დაჯგუფებით დავაჯგუფე. 

მეტსახელად გიორგი დამჯგუფებელიც შეგიძლიათ მიწოდოთ.

მისიის სტატუსი: შესრულებულია



20. ყოველ შაბათ-კვირა გადავხედო ამ სიას და შევამოწმო, შესრულდა თუ არა დაწერილი მიზნები.

ეჰ სად იყო დრო თორემ ვინ ოხერი, არ გადამემოწმებინა :D 

უფრო თვეში ერთხელ თუ შევავლებდი ხოლმე თვალს.

ამიტომ - მისიის სტატუსი: სანახევროდ შესრულებულია

ვინც ბოლომდე მომყევით და გაუძელით ამხელა რეპორტს მადლობა ყველას და ბრავო ტქვენს გაძლებას. რადგან ამდენი წაიკითხეთ, აზრიც გაგიჩნდებოდათ სხვადასხვა თემაზე და თუ კომენტარებშიც მოიწერებით, გამიხარდება.

საბოლოოო შეფასება და ქულა კი ასეთია:

5 შესრულებული, 6 ნახევრადშესრულებული და 9 შეუსრულებელი მისია.

100 დან - 40 % შესრულებულია.

საინტერესო იყო?

ჩემთვის კი!

პირველ რიგში იმის აღმოჩენა, რომ საკუთარი მიზენიბის მხოლოდ 40% შემისრულებია, მაშინ როცა ყველაზე წარმატებული წელი მას შემდეგ რაც საკუთარი ბიზნესი წამოვიწყე სწორედ 2017 იყო. წარმომიდგენია მომავალ წელს დასახული მიზნების 60% შესრულება რომ შევძლო რა მაგარი და კიდევ უფრო საინტერესო იქნება. 


ყველას წარმატებულ და გამარჯვებულ 2018 წელს გისურვებთ, არ დაიზაროთ მომავალი წლის მიზნების ჩამოწერა და შემდეგ გადამოწმება. ასე უფრო მეტს მიაღწევთ :*

დროებით,

პ.ს. ყურადღებით იყავით და არ გამოტოვოთ უცხოგრაფის 2017 წლის შეჯამების კიდევ 2 სტატია და 2018 წლის გეგმები.

პ.ს.ს. არც საკუთარი აზრის კომენტარებში გამოხატვა დაგავიწყდეთ.

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი




Tuesday, October 10, 2017

ბულაჩაურის მწვანე ცენტრი / Bulachauri Green Center



ეს ბულაჩაურის მწვანე ცენტრია, ადგილი სადაც ზაფხულის 7 თუ 8 დაუვიწყარი დღე გავატარე. ადგილი სადაც CENN-ის მიერ ორგანიზებული ბანაკები იყო და გარდა იმისა, რომ ბევრი საინტერესო და ახალი ინფორმაცია გავიგე, ასევე ახალი, ჩემზე ასაკით უმცროსი მეგობრებიც შევიძინე. მხოლოდ მე არა, ამ ცენტრში მამუკაც იყო, უცხოგრაფის მთავარი ოპერატორი და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უცხოგრაფმა ჩაატარა ცენტრში ზაფხულის თითქმის ყველა ბანაკი და მნიშვნელოვანი ღონისძიებები.

ფოტოები კი რასაც აქ ნახავთ სულ ბოლოს სპეციალურად ვებ გვერდისათვის გადავიღე, მაგრამ გულმა ვერ მომითმინა და გადავწყვიტე ჩვენს ბლოგზეც დავდო. ვიცი ეს ადგილი ზაფხულის შემდეგ ჩემნაირად ბევრ ბანაკელ ახალგაზრდას ენატრება და სწორედ ამ ნოსტალგიის შესავსებად გადავწყვიტე ფოტოების ერთად თავმოყრა და სტატიად შეკვრა.

აქვე წარმატება მინდა ვუსურვო მწვანე ცენტრს. დაე, ყოველთვის საინტერესო ტრენინგებსა და სემინარებს უმასპინძლოს. იმედს ვიტოვებ კიდევ ბევრჯერ აღმოვჩნდები ამ საოცარ ადგილას <3






















































































ფოტოები: გიორგი ბეჟანიშვილი, მამუკა ჭიკაძე
ფოტორედაქტორი: დავით კობიაშვილი

Utskhography @ 2017