Saturday, May 30, 2015

ახალსოფლის სკოლა - ბოლო ზარი

გამარჯობა, როგორც იცით მაისი-ივნისის თვეში საქართველოში ბოლო ზარების ბუმია. თითქმის ყველა სკოლას თავისი გამოსამშვიდობებელი წარმოდგენა აქვს. ბოლო ზარების გადაღება ჩემი კომერციულ საქმიანობის ნაწილია. გთავაზობთ მცირე ფოტოკოლაჟს სოფელ ახალსოფლის პირველი სკოლის მეთორმეტე კლასის გამოსამშვიდობებელი საღამოდან.


სერიიდან: ყველაზე მაგარი ბოლო ზარის მაისური

ბატონი წამყვანები






მისტერ ზაურა







 მაყურებელი (აგენტი) მეორე სკოლიდან :)


ხელის სათხოვნელად მოსული უცხო მოყმე




უცნაური მანიფესტი

როცა ბიჭი თავს გაბეზრებს...

რეპერი ნიკა

It's SALTO Time

გასრულდა ესე ამბავი . . .



To be Continued . . .



ავტორი: გიორგი ბეჟანიშვილი
ბლოგერი. პროფესიონალი ფოტოგრაფი. ფოტოჟურნალისტიკის ლექტორი.

Facebook: https://www.facebook.com/Utskhography
Pinterest: https://www.pinterest.com/Utskhography/
Twitter: https://twitter.com/Utskhography
E-mail: g.bejanishvili@gmail.com
Tel: +995 598 00 52 00














Wednesday, May 13, 2015

უდაბნოს სოფლის ფესტივალი


გამარჯობა

უდაბნოს სოფლის ფესტივალის შესახებ მედია ორგანიზაცია "Go Group"-ისგან გავიგე. სწორედ ამ ორგანიზაციის მიწვევით ჩავედი სოფელ უდაბნოში. გზაში ვფიქრობდი, ნეტა რა ფესტივალი უნდა იყოს ამ უცნაურ და ცივილიზაციას მოწყვეტილ ადგილას მეთქი, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან ძალიან საინტერესო ხალხით სავსე დარბაზი და ბევრი სიურპრიზი დამხვდა უდაბნოში. 




გავარკვიე რომ ღონისძიება საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში უკვე მეორე წელია ტარდება და მას ორგანიზაცია "დრონი" და ამ ორგანიზაციის პარტნიორი ევროპული იორგანიზაციები ატარებენ. ზოგადად საღამოზე თვალშისაცემი იყო უცხოელების და სვანების რაოდენობა. სვანების რადგან, სოფელი უდაბნო სვანებით ყოფილა დასახლებული. ამ უცნაურმა სინთეზმა საკმაოდ საინტერესო შედეგი გამოიღო და ფესტივალის გახსნისთანავე აქტიურად დავიწყე ფოტოების გადაღება.

















დარბაზის ერთ კუთხეში მოწყობილი იყო "Go Group"-ის ავტორების ფოტო გამოფენები და მეც ვინაიდან ამ ორგანიზაციისთვის ფილმებს ვიღებდი, ჩართული ვიყავი გამოფენაში. სულ ჩემი 8 ფოტო იყო წარმოდგენილი. რომელთაგან "ხანუმების" და "უცნობი გოგონას" ფოტომ ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა.




გახსნის ცერემონიალის შემდეგ დაიწყო "უნარების" ვორქშოფები: ვიდეო გადაღებაზე, ცეკვაზე, ხელსაქმეზე და ფოტოგრაფიაზე, რომელსაც მე ვუძღვებოდი. ტრენინგის ჩატარება აუდიტორიიდან გამომდინარე ქართულ და ინგლისურ ენაზე მომიწია. დამსწრე საზოგადოებას 2 საათის განმავლობაში ვესაუბრე ფოტოგრაფიის ისტორიასა და კომპოზიციის ე.წ. წესების შესახებ.











შუადღეს ფესტივალს შოთა ადამაშვილი შემოუერთდა და თავისი ქანთრი მუსიკით ყველა ააცეკვა და აამღერა. 





















იყვნენ ადგილობრივი შემსრულებლებიც, მოცეკვავეები, მომღერლები . . .















აქვე მუშაობდა სამზარეულოც, სადაც ხაჭაპური, კუბდარი, ტკბილეული და წვენები იყიდებოდა.
















გამოფენისა დასასრულს ფოტოები სტუმრებმა მთხოვეს და მეც სიამოვნებით გავაჩუქე.




ფესტივალიდან ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი დავბრუნდი. ბევრი კრეატიული ადამიანი გავიცანი, მივიღე საინტერესო შემოთავაზებები და იმედს ვიტოვებ ფესტივალს მომავალ წელსაც ვეწვევი. 

პ.ს. ფოტოების გამოყენების შემთხვევაში გთხოვთ მონიშნოთ ფეისბუქის გვერდი - https://www.facebook.com/Utskhography.

მომავალ შეხვედრამდე!!! <3


Related Posts Plugin for WordPress, Blogger...