Showing posts with label აქცია. Show all posts
Showing posts with label აქცია. Show all posts

Tuesday, March 21, 2017

ახალი აქცია "სააპრილო ფოტოსესია" უცხოგრაფისგან!





სამარტო და სააპრილო აქციები უკვე ტრადიციად იქცა "უცხოგრაფში". ფოტოსესიების სერია 2015 წელს დავიწყეთ და ტრადიციას არც წელს გვინდა ვუღალატოთ. თუმცა წელს ფოტოსესიას შეჯიბრის სახე აქვს და მასში გამარჯვება მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეეძლება.

სანამ წესებზე გადავალთ გეტყვით, რომ სააპრილო სესია 1 და 2 აპრილს გაიმართება.

პირველ აპრილს ფოტოსესია თელავში, პარკ ნადიკვარზე და ჩოლოყაშვილის ქუჩაზე იქნება. 2 აპრილს კი თბილისში.

აქციაში მონაწილების მსურველები ჩაერთვებიან ერთ კვირიან მარათონში, რომელიც 22 მარტიდან 30 მარტამდე გაგრძელდება.

მარათონის წესები მარტივია:

➠ ბლოგიდან სადაც თქვენ ახლა სტატიას კითხულობთ უნდა ამოარჩიოთ ერთი სტატია, რომელიც მთელი კვირის მანძილზე უნდა გააპიაროთ.

➠ სტატიის არჩევის შემდეგ, სანამ გააპიარებდეთ, მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე სტატიის სათაური. ჩვენგან მიიღებთ სტატიის უნიკალურ ლინკს, რომელსაც მთვლელი ექნება ჩართული და დაითვლის პროგრამულად რამდენმა ადამიანმა ნახა აღნიშნული სტატია 22-დან 30 მარტამდე.

მარათონის დასასრულს დაითვლება სტატიების ნახვები და პირველ სამეულს საჩუქრად გადავცემთ ბარათს, რომლითაც ისინი პირველ ან ორ აპრილს უფასო ფოსტოსესიით ისარგებლებენ. ვინაიდან აქცია ორ ქალაქში იმართება გვეყოლება თელავისა და თბილისის ჯგუფი. ანუ კონკურსში სულ 6 (სამი თელავის და კახეთის მასშტაბით და სამი თბილისის) ადამიანი გაიმარჯვებს.

აქციაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს 18 წლიდან.

სტატიების გაზიარება შეგიძლიათ ყველგან სადაც საჭიროდ ჩათვლით. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, პირველ რიგში მიიღოთ სტატიის უნიკალური ლინკ-კოდი ;)

დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ უცხოგრაფის ფეისბუქ გვერდზე.




Sunday, August 28, 2016

ფასდაკლების ვაუჩერები უცხოგრაფისგან

მარიამობის დღესასწაულს გილოცავთ ;)

სულ ვგეგმავდით თქვენთვის, ჩვენი ერთგული კლიენტებისთვის საჩუქარი გაგვეკეთებინა. ვფიქრობთ ეს კარგი მომენტია დავაანონსოთ ჩვენი საჩუქრების სია:


- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

60% ფასდაკლების ბარათი ყველა წყვილს ვინც ჩვენთან გადაიღო საქორწინო ფილმი.

ბარათი ვრცელდება ივენთებზე : ნათლობა, დაბადების დღე, საოჯახო ალბომი, სამოყვარულო ფოტოსესია და პირადი წვეულებები.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

50% ფასდაკლების ბარათი ყველა წყვილს ვინც ჩვენ დაგვიკვეთა საქორწინო ფოტოსესია.

ბარათი ვრცელდება ივენთებზე : ნათლობა, დაბადების დღე, საოჯახო ალბომი, სამოყვარულო ფოტოსესია და პირადი წვეულებები.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 

40% ფასდაკლების ბარათი ყველა მეთორმეტე კლასელს ვინც წელს უცხოგრაფს დაუკვეთა ფოტო-ვიდეო სერვისი სკოლის დამამთავრებელი ბანკეტისთვის.

ბარათი ვრცელდება ივენთებზე : დაბადების დღე, სამოყვარულო ფოტოსესია და პირადი წვეულებები.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -  

30% ფასდაკლების ბარათი ყველას ვინც ჩვენ დაგვიკვეთა ნათლობის გადაღება.

ბარათი ვრცელდება ივენთებზე : დაბადების დღე, საოჯახო ალბომი, სამოყვარულო ფოტოსესია და პირადი წვეულებები.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 


ბარათი ძალაშია  თქვენი ღონისძიებიდან, რომელიც ჩვენ გადავიღეთ ერთი წლის მანძილზე. 

ბარათი ციფრულია, არ არის აუცილებელი მისი ფლობა, ის ავტომატურად ეკუთვნის ყველას, ვინც 2016 წლის 1 იანვრიდან ჩვენი კლიენტია.

აქციაში ასევე ჩაერთვება ყველა ვინც  2016 წლის 31 დეკემბრამდე ჩვენი კლიენტი გახდება.

დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ: https://www.facebook.com/Utskhography



Friday, May 6, 2016

სამაისო აქცია - შეაფასე უცხოგრაფი

გამარჯობა აქციები რომ ჩემი სისუსტეა ალბათ ყველას მოეხსენება, მარტის აქციამ #გააზიარეუცხოგრაფი შესანიშნავად ჩაიარა და მაშინვე გადაღების პროცესში გაჩნდა იდეა/მოთხოვნა შემდეგი აქციის შესახებ, რომელიც აპრილის თვეში ვერ შევძელი. თუმცა მინდა დანაპირები აქცია მაისში განვახორციელოთ ერთად, მაშ ასე ახალი აქცია:

#შეაფასეუცხოგრაფი

აქციის ფორმა:

აქციაში ჩართვისათვის საჭიროა, უცხოგრაფის ფეისბუქის გვერდზე დატოვოთ რევიუ ანუ შეფასება. შეფასების დაწერა მარტივია და შეგიძლიათ იხილოთ  ვიდეო გაკვეთილი აქ.

აქციის მიზანი:

აქციის მიზანია მივიღო და მოვისმინო შეფასებები თქვენგან. ზოგადად ადრე სტატიაც მქონდა რევიუს შესახებ. მიუხედავად მოწონებებისა და გაზიარებისა, სამწუხაროდ ნაკლებად ვიცით გვერდზე შეფასებების დატოვება. ეს აქცია ამ კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციისკენაა მიმართული.

აქციის მონაწილეები და გამარჯვებულები:

აქციაში მონაწილეობა შეუძლია ფეისბუქის ნებისმიერ მომხმარებელს. შეფასებებში თავისუფლები ხართ. თუმცა გამარჯვებისთვის შემდეგი კრიტერიუმები დაგეხმარებათ:

შეფასება უნდა იყოს:

ა) გულწრფელი, თავისუფალი ყოველგვარი პირფერობისაგან.
ბ) ორიგინალური
დ) მოკლე და ლაკონური.

სულ აქციის დასასრულს გამოვლინდება 5 გამარჯვებული.

აქციის თარიღები და პრიზები: 

აქცია მოქმედებაში შედის 6 მაისიდან და შეფასებები გვერდზე მიიღება ერთი კვირის მანძილზე - ანუ 13 მაისამდე. 14 მაისს გამარჯვებულებს დავუკავშირდებით და უფასო ფოტოსესიაზე დავიბარებთ 15 მაისს. ფოტოსესია გაიმართება თელავში ცენტრსა და პარკ ნადიკვარზე. გამარჯვებულებს დაეთმობათ ნახევარი საათი ფოტოსესიისთვის. გადაღებული ფოტოები დამუშავდება და მეილით გადეგზავნებათ გამარჯვებულ პირებს.

აქციის დამატებითი დეტალები:

მათ ვისაც უკვე დაწერილი აქვს რევიუ, შეუძლია ძველი შეფასება წაშალოს და ის ახლიდან დაწეროს გვერდზე. აქციაში მხოლოდ ახალი შეფასებები მიიღება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდით ფეისბუქის გვერდზე.

წარმატებები, მომავალ შეხვედრამდე :*



Saturday, April 2, 2016

უცხოგრაფის საგაზაფხულო აქცია დასრულდა

აქციების გაკეთება ჩემი სისუსტეა. . .

რომ მეცალოს ალბათ ყოველკვირა აქცია მექნებოდა. თუმცა გასულ თვეს მაინც შევძელი და ერთი აქცია #გააზიარეუცხოგრაფი "დავქოქე". აქციის მთავარი იდეა იყო ამ ბლოგიდან სტატიების გაზიარება და ფართოდ გავრცელება. ყველას ვინც 13 მარტიდან 23 მარტამდე დღეში ერთ სტატიას გააზიარებდა, 26-ში აქციაზე ველოდებოდი.

თავიდან ეს ყველაფერი ზოგს ხუმრობა ეგონა, ზოგმა კი პირადადაც მომწერა და ჩემგან  დასტური აიღო რომ ფოტოებს ნამდვილად გადავუღებდი. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც უთქმელად გააზიარეს. მოკლედ აქციაში 25-მდე ადამიანი ჩაერთო. საბოლოოდ კი 26-ში გადაღებაზე 11 მათგანი მოვიდა. მიუხედავად მარტის სახასიათო არეული ამინდისა (ხან წვიმდა, ხან კი მზე გამოდიდოდა) თითოეულ მათგანს 10-15 წუთამდე დავუთმე და ფოტოებიც ვფიქრობ კარგი გამოგვივიდა.

შეფასება თქვენთვის მომინდია.  .  .

აქცია რომ დასრულდა ბევრმა სინანულით მკითხა კიდევ როდის იქნებოდა შემდეგი აქცია, ამიტომ გადავწყვიტე ხალხი დიდხანს არ ვალოდინო და აპრილის პირველივე კვირაში ახალი აქცია დავაანონსო. ასე რომ თუ ჩემს ობიექტივში მოხვედრა გსურთ, ყურადღებით ადევნეთ თვალი უცხოგრაფის ბლოგს ;)

მომავალ სტატიამდე :*