Showing posts with label სტატისტიკა. Show all posts
Showing posts with label სტატისტიკა. Show all posts

Sunday, January 20, 2019

ნახევარმილიონერა





ნახევარ ქათამა ალბათ გეცოდინებათ.

აქ კი იმის გასაგებად შემოხვედით ნახევარმილიონერა რაღააო ხო?

ეს ჩვენ ვართ ნახევრად მილიონერები, რადგან არც  მეტი და არც ნაკლები ანგარიშზე ზუსტად ნახევარი მილიონი გვაქვს. უფრო სწორად კი, გვექნება, მანამ სანამ თქვენ ამას წაიკითხავთ უკვე ნახევრად მილიონერები ვიქნებით.

ბოლო ორი დღეა იმას ვფიქრობ რომელი უფრო რთულია განვლილ 5 წელიწადში ნახევარი მილიონი ლარი იშოვო თუ ნახევარი მილიონი ნახვა ბლოგზე? ან რომელი უფრო გაუხარდებოდა ფოტოგრაფს თუ ფოტოსტუდიას.

სიმართლე რომ ითქვას, მგონი ორივე ძალიან რთულია.

ნუ ჩემს გარშემო მე ჯერ არავინ მინახავს ფოტოგრაფიით ნახევარი მილიონი ეშოვოს გასულ 5 წელიწადში. ეს იმას ნიშნავს რომ წელიწადში 100 000-იანი მოგება უნდა ჰქონდეს. ვიქნები გულახდილი და გაგიმხელთ რომ ერთი - ორზე მაქვს ეჭვი რომ, სადღაც ახლოს მიდიან ამ 100-თან, მაგრამ მაინც წარმოუდგენელი მგონია ნახევარ მილიონერობა ფულში ფოტოგრაფიით.

ცხადია არც მეორე თემაში ვიცნობ ვინმეს. ჰო, მართლა არ ვიცი არავინ ვინც ნახევარი მილიონი დააგროვა ბლოგით. აქ ცალსახად არ ვგულისხმობ ვებ გვერდებს, ნიუს თუ რაღაც მსგავს ინტერნეტ გვერდებს. არა მეგობრებო, ბლოგზე მაქვს საუბარი.

2015-ში ბლოგინგს და სოც. მედია მარკეტინგს ვასწავლიდი ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში. დაახლოვებით 100-მდე 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდას გავატარეთ ეს კურსი და აბა თუ გამოიცნობთ მათგან ახლა რამდენია ბლოგერი. არ გაგიჭირდებოდათ ვიცი. პასუხი - ნოლია. სამწუხაროდ ეს ის ქვეყანაა სადაც ბლოგის კულტურა საერთოდ არ არსებობს. აი ქუბერებსაც კი აჯილდოვებენ (ვენაცვალე, განა რამე მაქვს საწინააღმდეგო), მაგრამ ბლოგერებისათვის მსგავსი რამ არც კი გაგვაჩნია. იდეაში ბლოგი რა ხილია, ხალხი დაბერდა და ისიც ვერ გაარკვია. Anyway.

იმას ვამბობ რომ ისევე როგორც განახევარმილიონერობა ფულით, ბლოგის ნახვებითაც რთულია ამ ერთი ბეწო ქვეყანაში.





ვერ ვიტყვი რომ არ ვიცი როგორ გავქაჩეთ აქამდე.

ვიცი.

მე მიყვარს წერა და გამიმართლა რომ ჩემს გარშემო აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც ასევე უყვართ წერა და თარგმნა. მართალია დღეს ამ ბლოგზე სულ ორი ბლოგერი, მე და თამარ შოშიტაშვილი ვართ, მაგრამ იყო დრო როდესაც 5-6 ადამიანი ყოველკვირეულად ამზადებდა მასალებს. აქვე მადლობა მინდა მოვუხადო სალომე აფციაურს, მარიამ ფედროვს, ნინო კაპანაძეს ბლოგერობისათვის. განსაკუთრებული მადლობა ნინოს, რომელმაც ჩვენს გუნდში 2 წელზე მეტი იმუშავა და 50-ზე მეტი სტატია თარგმნა ფოტოგრაფიაზე.

ეს პოსტი უფრო საზეიმო, გულის ამაჩუყებელი მინდოდა გამოსულიყო, მაგრამ მცირე მშრალ სტატისტიკას მაინც ვერ ავცდებით. მე ვარ ასეთი ჯიუტი ყველგან სტატისტიკის ჩაკვეტება მიყვარს. გან რა არის, მაგრამ იყოს მაინც. აი მერე დიდი გოგო ბიჭები რომ გავხდებით, მილიონერები. მერე სტატისტიკასაც გემრიელად ჩავანალიზებთ და გასული წლებისასაც გადავხედავთ.


პირველი პოსტი:

კომუნიკაცია -  რა არის შენი სათქმელი

21 ივნისი, 2014 წელი.

სწორედ ამ დღეს შეიქმნა უცხოგრაფის ბლოგი. (თავად სტუდია 2014-ის 5 მაისს.)


პირველი ჰიტ პოსტი:

ჩემი ძმა, ერთი აქეთაც გადაგვიღე!

2 აგვისტო, 2014 წელი.

ამჟამად აღარაა ლიდერი სტატია, მაგრამ ეს იყო პირველი ჩანაწერი, რომელიც ფართოდ გადაზიარდა სოც. ქსელში.

პირველი co-ბლოგერი:

ნინო კაპანაძე

30 იანვარი, 2016 წელი.

წელიწადნახევრიანი მარტო შრომის შემდეგ პირველად ბლოგზე მოხალისეობრივი მუშაობა სწორედ ნინომ დაიწყო. რომელიც პატარას უვლიდა სახლში და მოცალეობისას ჩვენთვის სტატიებს თარგმნიდა ინგლისურიდან ქართულად.


ამჟამად ბლოგზე 341 გამოქვეყნებული სტატიაა.

ჩვენი ნახევარმილიონერა შვილობილი ახლა ორი ადამიანის მხრებზე დგას. თამარი რომ არ იყოს არ ვიცი, რა ეშველებოდა ბლოგს. მგონი მართლა შვილივით უყვარს და გასული ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ წელს რომ ვთქვით დავბრუნდეთო, ჩემზე მეტადაც გაუხარდა ვიცი.

გარშემო მყოფი ბევრი ადამიანი გვეუბნება ან გვწერს, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ. რაც ჩვენ კიდევ უფრო დიდ მუხტს და ინსპირაციას გვაძლევს, რომ უფრო მეტად გავამდიდროთ ქართული ბლოგ სივრცე ფოტოგრაფიის მასალებით.

ეს ბლოგი მართლა ჩემი სახლივითაა. როცა რაღაც მაქვს სათქმელი სულ აქ შემოვდივარ და ვწერ. თან ისე შინაურულად, როგორც ამას სახლში ან სამეგობროში ვიზამდი. ჰოდა მადლობა ყველას, ვინც კითხულობს, ათვალიერებს, აზიარებს, ზრუნავს და თანამშრომლობს.

2019 წელი ბლოგის და წერის წელია ჩემთვის. მჯერა უფრო მეტს მივაღწევთ და ამ არაფრის მთქმელი ნახევარმილიონიანი სტატისტიკის მიღმა რა სარგებელიც მოგვიტანია, იმის გაათმაგებულ შედეგს და სარგებელს მოვუტანთ ფოტოგრაფიას.

მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ!

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი








Tuesday, October 31, 2017

200 000 ვიზიტორი 2017-ში - მიზანი რომელიც შესრულებულია



გამარჯობა

მერამდენედ ხარ ამ საიტზე? პირველად? მეათედ? მეასედ?

პირველად როდის მოხვდი ჩვენთან? ან საიდან გვიპოვე?

რა იცი ამ ბლოგის შესახებ?

გაგიკვირდათ ალბათ სტატია რომ არა ამბის თხრობით არამედ კითხვებით დავიწყე.

სიმართლე გითხრათ ჩემთვის ამ კითხვებზე პასუხები უფრო საინტერესოა, არამხოლოდ ჩემთვის არამედ მთელი ჩვენი გუნდისათვის.

რადგან ამბავი, რაც ამ სტატიაში შეიძლება მოვყვე უკვე ფრაგმენტებად ბევრგან მაქვს მოყოლილი, თითქმის ორ ან სამ დღეში ერთხელ ვიღაც მეკითხება ბლოგზე. მეც ვდგავარ და სიამაყით ვუყვები. რადგან ჭეშმარიტად მგონია, ის რაც აქაა თავმოყრილი საკმაოდ ძვირაფასია ფოტოგრაფებისათვის.

275 სტატია ფოტოგრაფიაზე და ათასობით ფოტოსურათი.

ესაა უცხოგრაფის ბლოგი, ესაა ჩვენი სიამაყე. თუმცა პათეტიკას რომ ავცდე , დღეს თქვენი ყურადღება ძალიან მნიშვნელოვან რიცხვებზე მინდა შევაჩერო.

პირველად ბლოგის კეთება რომ დავიწყე, ეს იყო 2014 წლის ივნისი. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ის ნახვები რაც დღეს სტატისტიკად უნდა მოვიტანო ოდესმე იქნებოდა ჩვენს საიტზე.






 მგონი აქამდე საჯაროდ არ მითქვამს, რომ ჩვენ გვქონდა მიზანი: მიზანი ბლოგს დაეგროვებინა 200 000 ვიზიტორის ნახვა 2017 წელს.

კარგია, როცა სქრინშოტებს ვინხავთ ხოლმე. სქრინშოტების დახმარებით, ყოველთვის ვცდილობდით ერთმანეთის მობილიზებას გუნდში. გუნდში რომელშიც სულ პირველი ნინო კაპანაძე შემოვიდა, შემდეგ კი თამარა შოშიტაშვილი და მარიამ ფედროვი შემოუერთდა, ბოლოს კი სალომე აფციაური და თენგო ჯალიაშვილი, რომელიც სულაც ახლა ამზადებს მის პირველ სტატიას ჩვენი ბლოგისათვის.

ჯერ კიდევ 2017 წლის დასაწყისში ჩვენი ნახვები 130 000-სს შეადგენდა. სწორედ მაშინ დავგეგმე 200 000-იანი ნახვების თამაში. ეს იყო გუნდის შიდა თამაში და გამოწვევა. და სწორედ ორიოდ დღის წინ ჩვენ ის დავძლიეთ. სულაც ორი თვით ადრე ვიდრე 2017 წელს გავაცილებდეთ.







დღეს ჩვენ ყველა ძალიან ბედნიერი და ამაყი ვართ, რომ მიზანი რომელიც წლის დასაწყისში დავისახეთ შესრულებულია. რომ ბლოგს მუდმივად ყავს დამთვალიერებელი და დამფასებელი.





და აქვე ამ მოკლე სტატიაში მინდა ახალი მიზნის შესახებ გამოვაცხადო, რომელის ჩვენ, შიდა გუნდში უკვე გაანალიზებული გვაქვს. მომავალ წელს 2018-ში 400 000 ვიზიტორის მიღებას ვგეგმავთ. ახალი 400 000 - იანი გეგმა უფრო მეტ გამოწვევებს და ენერგიას მოითხოვს და ვფიქრობ ჩვენ ამისთვის მზად ვართ. სქრინშოტებს კვლავ ისტორიისთვის შევინახავთ და დარწმუნებული ვარ მომავალ წელს ამ დროს ისევ გამცნობთ ამ ფანატასტიური რიცხვების ნაადრევად დაძლევის შესახებ ;)

და ბოლოს მადლობა ყველას ვინც გვაფასებთ და ჩვენთან ხართ. მადლობა ასე რომ გვახარებთ თქვენი ყურადღებით, ასე რომ უჭერთ მხარს ფოტოგრაფიას და აძლიერებთ გუნდს, რომელიც ერთ დღეს დარწმუნებული ვარ დიდი ფოტოგრაფიის ჟურნელის რედაქციად მოგევლინებათ. მე ამის მჯერა. მადლობა ყველას!

პ.ს. კითხვები რომლებიც თავში დავსვი, უყურადღებოდ არ დატოვოთ, გამოგვეხმაურეთ კომენტარებში. ;)

Wednesday, January 11, 2017

25 ყველაზე პოპულარული სტატია "უცხოგრაფზე"





















უცხოგრაფი, როგორც ბლოგი უკვე მესამე წელს ითვლის. ამ დროის მანძილზე ორასზე მეტი სტატია დაგვიწერია. თემატიკა მრავალფეროვანია, თუმცა დღეს გადავწყვიტეთ ამ სტატიებიდან ყველაზე პოპულარული 25 სტატიას მოვუყაროთ ერთად თავი. ამ სტატიების საერთო ნახვები 68 000-ია, რაც ბლოგის ნახვების ნახევარია.

სტატიებში ყველაზე მეტად უცხოგრაფის კომერციული სტატიები და ფოტო კოლაჟები ჭარბობს. ძირითადად ბანკეტის, ქორწილის და კორპორატიული წვეულების ფოტოები. სტატიების უმრავლესობა 2016 წელსაა დაწერილი.

გადაავლეთ თვალი და მოგვწერეთ რომელია თქვენი ფავორიტი  სტატია 😉


25. მსოფლიო რბენა 2016
24როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი ფოტოგრაფია ორი უბრალო გადაწყვეტილებით
23. ბანკეტი 2016 - მეოთხე სკოლა
22. ბანკეტი 2016 - კურდღელაურის სკოლა
21. გუგას და ნანუკას ქორწილი 


20. გიოს და ნინოს ქორწილი
19. სიყვარულით თელავიდან - ფლეშმობების სერია კახური არომატით 
18. ბანკეტი 2016 - საქობოს სკოლა
17. ჩემი ნორვეგიული დღიური
16. 10 საუკეთესო ციფრული აპარატი დამწყებთათვის


15. სტუმრად შალოშვილის მარანში
14. ბანკეტი 2016 - სიღნაღის სკოლა
13. ტაქსის მძღოლთან არ სათქმელი  
12. ფესტივალი "თელავინო 2016"  
11.  გადამღებები მოვიდნენ, ქოჩორი გაისწორე პაწრო! 


10. საქართველოს ბანკის თელავის ფილიალის კორპორატიული წვეულება 2016
9. "გიშერი" - ახალი კაფე თელავში
8. ბანკეტი 2016 - ქვემო ალვნის სკოლა
7. გიოს და ქეთას ქორწილი
6. საქართველოს ბანკის თელავის ფილიალის კორპორატიული წვეულება 2016


5. თელავის ფლეშმობი
4. ჩემი ძმა! ერთი აქეთაც გადაგვიღე!
3. მამუკას და ნატალის ქორწილი
2. ჯეფის და ეკას ქორწილი
1. რატომ უნდა ღირდეს ფოტომომსახურება საქართველოში ძვირი 

გიორგი ბეჟანიშვილი





Friday, December 30, 2016

2016 წლის შეჯამება (ფოტო + ბლოგი)



ტრადიციას არ დავარღვევ და როგორც 2016 წლის ვიდეო მონაგარი შევაჯამე, ისე ფოტო გადაღებებზეც დავწერ ქვემოთ. 

მაშ ასე 2016 წლის "უცხოგრაფის" კომერციული ფოტო გადაღებების სია ასე გამოიყურება:

ქორწილი - 14

ვორქშოფი - 7

კორპორატული - 7

ბანკეტი - 6

პროექტი - 4

აქცია - 3

სასტუმროს რეკლამა - 3

ნათლობა - 2

ინდივიდუალური ფოტოსესია - 2

დაბადების დღე - 2

გამოფენა - 2

ბანაკი - 2

ფესტივალი - 2

და კიდევ მცირე რაღაცეები, რაც სტატისტიკაში შესატანად არ ჩავთვალე.

წლის გამორჩეულ მოვლენად შემიძლია დავასახელო ფოტოგრაფიის ბანაკი. სადაც პირველი ფაზა საქართველოში, ხოლო მეორე ნორვეგიაში გაიმართა. ამ ბანაკმა მომცა დიდი გამოცდილება როგორც ფოტოგრაფიის, ისე პროექტების წერისა და ორგანიზების კუთხით. რაც მთავარია შევიძინე ბევრი უცხოელი კოლეგა და მეგობარი.

ეს წელი გამორჩეული იყო ქორწილების მზარდი რიცხვითაც. თუ გასულ წლის სტატისტიკას დავეყრდნობით, მაშინ მხოლოდ 4 ქორწილი გადამიღია, წელს კი - 14. ვთვლი რომ ამ თვალსაზრისით საკმაოდ წინ წავიწიე და გამოცდილებაც მოვიმატე.

ეს წელი კიდევ გამოირჩეოდა იმით რომ ჩვენს გუნდს 2 ბლოგერი და 1 ფეისბუქ გვერდის ადმინისტრატორი შემოემატა, რომლებიც თქვენთვის საინტერესო სტატიებს ამზადებენ და სოც. მედიის საშუალებით მუდმივად გაწვდიან.

გამორჩეული და რეკორდული წელი იყო ბლოგისთვის, რომელიც მალე ახალ მისამართზე გადავა. 

თუმცა მანამდე სტატისტიკა:

გასულ წელს 2016 წლის 20 იანვარს გამოქვეყნებული ფოტო ცხადყოფს რომ ბლოგი მხოლოდ 23 000 ნახვაზე იყო.




ახლა კი 130 000 ნახვაზეა!!!




ანუ მხოლოდ ამ წელში 108 000 ნახვით გავიზარდეთ. იმედია ტემპი და ინტერესი 2017 წელს უფრო გაიზრდება ;)

მოკლედ წინ დიდი გეგმები გვაქვს. იმედია 2017 წელი კიდევ უფრო ნაყოფიერი და საინტერესო გამოდგება ;)

ყველას დიდ წარმატებებს გისურვებთ და გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!!!

კეთილი სურვილებით,

გიო 




Sunday, December 25, 2016

2016 წელი უცხოგრაფის ლინზაში (ვიდეო მასალების შეჯამება)



გამარჯობა,

ტრადიციულად ვაჯამებ წელს რომელიც უკვე მიიწურა და საცაა დაგვტოვებს. გასულ წელსაც შევაჯამე, მაგრამ მაშინ ერთ სტატიად დავწერე, ახლა კი გადავწყვიტე, ცალკე ვიდეო შეჯამების გაკეთება. ფოტო რეპორტსაც სულ მალე შემოგთავაზებთ.

ვიდეოს თვალსაზრისით ეს წელი ასე გამოიყურებოდა:

6 სკოლის ბოლო ზარი და ბანკეტის ვიდეო + ვიდეო კლიპი.




ახაგაზრდა სოციალისტების პროექტი "შენ აქტიური მოქალაქე" და მის ირგვლივ მომზადებული სიუჟეტები + საპროექტო ფილმი, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა.




4 საფესტივალო და სადღესასწაულო ვიდეო:



5 ფლეშმობ ვიდეო ქალაქის მერიის დაკვეთით:



2 სარეკლამო პოლიტიკური ვიდეო რგოლი :




1 უცხოგრაფის სარეკლამო რგოლი :




2 პრომო ვიდეო რგოლი პროექტისთვის "მომავალი შენია" :




ასევე:

15 ტრენინგ - ლექცია NIMD - ის ზამთრის ბანაკი "იდენტობისათვის"
5 საქორწინო ვიდეო და 1 საქორწინო დოკუმენტური ფილმი:
2 ვიდეო რგოლი "World Vision Georgia"- სათვის.
2 ვიდეო რგოლი ქართულ აფხაზური მშვიდობისა და შერიგების პროექტის შესახებ.
1 დაბადების დღის ვიდეო.

- რომლებიც ზოგი მზადების პროცესშია და ზოგიც დამკვეთის ჩენელზე დევს. ასევე ნაწილს დამკვეთის ნებართვის გარეშე არ ვდებთ.

შეიძლება რაღაც გამომრჩა, თუმცა ძირითად ნამუშევრებს მაინც მოვუყარე თავი. სამწუხაროდ ზუსტი სტატისტიკა ვერ მომყავს სულ რამდენი ნახვა დაგროვდა, რადგან ვიდეოები მთელი წლის მანძილზე სხვადსხვა სოც ქსელებში იდებოდა და იუთუბზე მათი თავმოყრა წლის მიწურულს მოვახერხეთ, ისიც მხოლოდ ნაწილის.

იმედს ვიტოვებთ მომავალ წელს უფრო საინტერესო და გადასაღებად რთული პროექტები შეგვხვდება გზად. ვფიქრობ წლევანდელი წელი ნაყოფიერი იყო: განვითარებისა და გამოცდილების თვალსაზრისით.

სტატიის დასასრულს მინდა გკითხოთ და გთხოვოთ: დაგვისახელოთ თქვენი ფავორიტი ვიდეო 2016 წლის უცხოგრაფის არქივიდან. ასევე მოგვწეროთ კიდევ რისი ხილვა გაინტერესებთ უცხოგრაფის ლინზაში უფრო ხშირად. ;)

მადლობა ყურადღბისთვის,
მომავალ სტატიამდე!

გიო ბეჟანიშვილი