გამარჯობა, ვიცი ნაწილი თქვენთაგანი სტატიის წასაკითხად იმიტომ შემოვიდა, რომ გაუკვირდა რატომ უნდა ღირდეს კიდევ უფრო ძვირი, ისედაც ძვირადღირებული ფოტომომსახურება, რომელსაც ზოგჯერ საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახის ჯიბე ვერ წვდება. მაგრამ მომეცით საშუალება დაგარწმუნოთ, რომ დღეს საქართველოში ფოტომომსახურება არც თუ ისე ძვირი ღირს და პირიქით ძალიან ხშირ შემთხვევაში იაფიცაა.
თუმცა, მოდი ჯერ კლიენტის (დამკვეთის) თვალით შევაფასოთ სიტუაცია და
ვისაუბროთ იმაზე რატომ არ უნდა ღირდეს ძვირი ფოტო სერვისი ისედაც გაჭირვებულ საქართველოში:
"გადაღებას რა უნდა, მიუშვირე და აჩხაკუნე"
არ გაგიკვირდეთ ეს ფრაზა თუ გაიგოთ, მე საკმაოდ ხშირად მომისმენია. ზოგჯერ საქმეში გაუთვიცნობიერებელი კლიენტი ფიქრობს რომ მთავარია გქონდეს კარგი კამერა და მისი გადასაღებ ობიექტზე მიშვერა არ დაგავიწყდეს/ დაგეზაროს, დანარჩენს არც ცოდნა და არც ზედმეტი ხლაფორთი არ ჭირდება. ამ ლოგიკით კამერა შეგვიძლია შევადაროთ სიცხის საზომ თერმომეტრს, რომელიც მთავარია საჭირო ადგილას (იღლიაში, პირის ღრუში) მოვათავსოთ და დანარჩენს თვითონ იზავს. ასეთი მიდგომით კლიენტი ყოველთვის იძვირებს თუნდაც მინიმალურ ჰონორარს, რომელსაც თქვენ დაასახელებთ. მოდი ფასებით ვისაუბროთ: აი ასეთ კლიენტებთან ნათლობის გადაღება რომ 200 - 300 ლარი დააფასოთ აუცილებლად გაოცდებიან და იტყვიან ხომ არ გაგიჟებულაო.
"აიფონითაც კარგად გადავიღებთ, მაგას რო არ შევაჭამოთ ამოდოლა ფული"
ბოლო პერიოდში სმარტფონების და აიფონების პოპულარობამ მსგავსი გაგების კლიენტების წარმოშობაც გამოიწვია. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან რომ კი სჭირდება გადაღებას ცოდნა და მთლად თერმომეტრს არ ადარებენ ფოტოკამერას, მაგრამ მთავარი მაინც ფოტოკამერაა და არა ფოტოგრაფი. რომ მათი აიფონიც საკმაოდ კარგ და ზოგჯერ შეიძლება უკეთეს ხარისხს იძლევა ვიდრე კამერა, შესაბამისად ძვირის გადახდა სულაც არ უღირთ. ამ ტიპის კლიენტები ჯერ იკითხავენ ფასს და თუ ოდნავ ეძვირათ მაშინვე იპოვიან "სასტავში" ისეთს ვისაც, სმარტფონი ან აიფონი აქვს და ზემო ხსენებულ ფრაზასაც მიაყოლებენ ზედ. მსგავს კლიენტებს ნათლობის 200-300 ლარიან პაკეტზე ყბა არ ჩამოუვარდებათ, მაგრამ ყიდვაზეც ვერ დაითანხმებთ.
"მაინც საქართველოა და გაჭირვება და იქნებ იაფში გამოგვიყვანოთ"
ამ ფრაზას ყოველთვის მოსდევს:
"თან ბევრს და განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ, ძაანაც არ გაწვლებთ, დარბაზში რამდენიმე ფოტო გვინდა, მერე დაჯექი ძმაო და ჩვენთან ერთად იქეიფე."
მსგავსი კატეგორიის კლიენტი ნამდვილად აფასებს თქვენს ნიჭს და შემოქმედებას, წინა კატეგორიებისგან განსხვავებით უფრო მეტად ერკვევიან რომ კამერა ყოვლისშემძლე არაა და რომ მაინც ყველაფერი ფოტოგრაფზე და მის ხედვაზეა დამოკიდებული, მაგრამ მაინც საქართველოა და ეს თქვენ აუცილებლად უნდა გესმოდეთ. ასეთი ხალხი ყოველთვის ცდილობს თქვენთან ძმურად და შინაურულად დარეკონ და ფასიც ძალიან არ გაიოცონ, არც აოცებთ, მაგრამ მაინც მოგიწოდებენ რომ იქნებ ცოტა იაფში გამოიყვანოთ. ხშირად ისინი სუფრაზე მიწვევით და ნაკლები წვალებით ცდილობენ დაკლებული თანხის კომპენსირებას.
შეიძლება სხვა კატეგორიებიც არის, შეიძლება კი არა, არის! ახლა ბევრს არ გავაგრძლებ, ნაწილი თვქენც შეგიძლიათ გაიხსენოთ კომენტარებში. სტატიის შემდეგ ნაწილში მინდა შევეხო ამ სიტუაციების ფოტოგრაფების მხრიდან ხედვას.
რატომ ღირს საქართველოში ფოტოსერვისი იაფი?
თუ ფასებს შევეხებით ჯობია კონკრეტიკას მივყვეთ და ციფრებით ვისაუბროთ. მოდი ქორწილის ფოტოგრაფების ანაზღაურება განვიხილოთ. ვიცი ფასები ამ სფეროში საკმაოდ მრავალფეროვანია და სტაჟზე და ცნობადობაზეა დამოკიდებული, მაგრამ მაინც მოდი საშუალო ფასები განვიხილოთ.
ქორწილის ფოტოგრაფი 12 საათით :
ამერიკაში - 3000 - 7000 $
მექსიკაში - 1500 - 2500 $
კანადაში - 4000 - 6000 $
ავსტრალია - 1000 -2500 $
იაპონია - 3000 - 4000 $
ინდოეთი - 700 - 2000 $
სამხრეთ აფრიკა -700 - 2100 $
გერმანია - 1500 - 4500 $
უკრაინა - 600 - 800 $
ნორვეგია - 3000 - 4000 $
რაც შეეხება საქართველოს ჩვენთან რეგიონებში ფასები 200-400 ლარამდეა ანუ 80 - 160 $. თბილისში კი ფასების ფართო სპექტრია: დაწყებული 200 ლარიდან 1500 - 2000 ლარამდეა. ანუ 160 - დან 900 დოლარამდე. დაახლოებით იგივე ფასია რაც უკრაინასა და ინდოეთშია, ან თუნდაც სამხრეთ აფრიკაში. სხვა ქვეყნებთან შედარებით თბილისში საქორწინო ფოტომომსხურება 3 ან 4 უფრო ნაკლებია, რეგიონებში ხომ შედარებაც არ შეიძლება. ფასი 10- ჯერ ნაკლებია.
ვიცი, ვიცი რასაც ფიქრობთ.
- შე კაი კაცო გერმანიისა და ამერიკის ცხოვრებას ადარებ თბილისისა ან თუნდაც ჩხოროწყუს პირობებსო? ან ფოტოგრაფებს რას ადარებო, იტყვის მავანი. მესმის რომ ისინი განვითარებული, ხოლო ჩვენ განვითარებადი ქვეყნები ვართ. მაგრამ მინდა ერთი საიდუმლო გაგანდოთ:
- ფოტოტექნიკა ასე სეპარირებულად განვითარებული და განვითარებადი ქვეყნებისთვის არ გამოდის.
ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ ნიკონის 24 - 70 მმ 2.8 დიაფრაგმიანი ლინზა (ობიექტივი) ამერიკელისთვისაც, გერმანელისთვისაც და ქართველისთვისაც იგივე ფასში 1. 796 დოლარში იყიდება.
ჰო ეს ლარებში 4238.26-ია!!!
4238.26 :)
ანუ მხოლოდ ამ ლინზის შესაძენად რომ ფული მოაგროვოს რეგიონში მოღვაწე ფოტოგრაფმა, მაგალითად მე - უნდა გადაიღოს - 11 ცალი 400 ლარიანი ქორწილი. უარეს შემთხვევაში 22 ცალი 200 ლარიანი. ანუ კვირაში რომ ერთი ქორწილი გადაიღოს და ყოველ კვირას ქონდეს შეკვეთა ამ თანხაზე მან ზუსტად ხუთნახევარი თვე უნდა იშრომოს. მხოლოდ ამ ერთი ობიექტივის შესაძენად, თან სხვა არაფერში არ უნდა გაფლანგოს ეს ფული. ანუ ცარიელ პურზე უნდა იყოს, რომ ნახევარ წელში ეს ერთი ლინზა მაინც მოიქონიოს, როცა მისი კოლეგა გერმანიიდან თუ ავსტრალიიდან ერთი ქორწილის გადაღების შემდეგ შეიძენს. ხოლო იაპონელ ფოტოგრაფს ორიც კი მოუვა.
აი რატომ უნდა ღირდეს ფოტომომსახურება ძვირი, იმიტომ რომ ტექნიკა არის საოცრად ძვირი. რომ კარგი ტექნიკის გარეშე შედეგს მიღება გაგიჭირდება, ყოველშემთვევაში კარგი ლინზების გარეშე.
კამერა ჯადაბას!
ფაქტია რომ მაღალი კლასის ლინზები უფრო ძვირია, ვიდრე კამერები.
არადა ნებისმიერ წყვილს რომ კითხო თავისი ქორწილისთვის საუკეთესო აპრატურით აღჭურვილი საუკეთესო ხედვის ფოტოგრაფი უნდათ. მაგრამ რამდენის გადამხდელები არიან? გადაიხდიან რეგიონებში სადაც ყოველი მეორე 200 - 300 ლარად იღებს, 800-1000 ლარს ფოტომომსახურებაში? ან თბილისში გადაიხდის ვინმე 3000 - 4000 ლარს მხოლოდ ფოტოგრაფში?
ფაქტია რომ ჩვენ ფოტოგრაფები მომსახურების სფეროში ვაბანდებთ ათასობით ლარს, ქორწილებში მივდივართ ჩანთებით რომლის შიგნითაც 5000-დან 15 000-მდე ლარის აპარატურაა. მაგრამ ამ ქორწინებიდან მხოლოდ 200 - დან 400 ლარამდე ვიღებთ.
სწორედ ამიტომ ვფიქრობ რომ ფასები უნდა გაიზარდოს. ხალხი უნდა მიხვდეს რომ მაღალი დონის ფოტოები უფრო ძვირი უნდა ღირდეს ვიდრე მათ ქორწილის ბოლოს ნასროლი ფეიერვერკი ან სულაც დაქირავებული მუსიკა. რომ ერთი კვირისა თუ ერთი თვის შემდეგ აღარავის ემახსოვრება რა ჭამა და რა დარჩა სუფრაზე შეუჭმელი, მაგრამ ყოველთვის მოიგონებს იმ საღამოს საოცარ დროსტარებას ფოტოებით თუ ვიდეო ჩანაწერით.
ვფიქრობ ეს წერილი, ერთნაირად დააფიქრებს როგორც დამკვეთებს, ისე ფოტოგრაფებს, რომლებიც დაბალ ფასზე მუშაობენ, ისევე როგორც მე. მე რომელიც ვიღებდი 50 და 100 ლარებად უზარმაზარ ივენთებს, მათ შორის ქორწილებს.
ჩვენ უნდა მივხვდეთ რომ თუ ფასი არ აიწევს წლიდან წლამდე ვერც ერთი ჩვენთაგანი ვერ იყიდის თუნდაც ერთ ობიექტივს, ახალ კამერასა და დანარჩენ ტექნიკაზე აღარც მაქვს საუბარი.
და ვივლით ასე სულ ერთ წრეზე, შეზღუდული შესაძლებლობებითა და გაცვეთილი ტექნიკით.
აქ მე შევისვენებ და დაგითმობთ ასპარეზს თქვენ.
გთხოვთ თუ ამის სურვილი გაგიჩნდებათ კომენტარებში გამოთქვათ თქვენი აზრი და შეხედულებები.
დროებით, მომავალ სტატიამდე.
პ.ს. არ დაგავიწყდეთ რომ აქ მხოლოდ ფოტოგრაფიაზე ვსაუბრობთ, რომ ვიდეო მომსახურებას ცალკე ფასები აქვს.
პატივისცემით გიო ბეჟანიშვილი
https://www.facebook.com/Utskhography