Showing posts with label რჩევები ფოტოგრაფიაზე. Show all posts
Showing posts with label რჩევები ფოტოგრაფიაზე. Show all posts

Monday, January 28, 2019

7 სუპერ ადგილი თელავის გადასაღებად / (ნაწილი 2)





რამდენადაც საინტერესო და ლამაზია ქალაქი, იმდენად მნიშვნელოვანია იმ ადგილების ცოდნა, საიდანაც ის უკეთ ჩანს.

ვინც პირველი სტატია იხილეთ, უკვე მოგეხსენებათ რომ ეს სტატია ქალაქისა და ფოტოგრაფიის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ცოდნა და გამოცდილება რაც გასულ წლებში შევიძინე სწორედ ამ ორნაწილიან ბლოგპოსტში გავაერთიანე და ამჯერადაც გთავაზობთ 7 სუპერ-დუპერ ადგილს თელავ ქალაქის უკეთ გადასაღებად.

იმედს ვიტოვებ წინა სტატიაში მოცემული რუკა გამოგადგათ და ამ იმედით გულმოცემული ახალი სტატიის დასასრულსაც გთავაზობთ ლოკაციების ადგილმდებარეობებს Google map-ზე.

მაშ ასე 7 სუპერ ადგილი თელავის გადასაღებად:


1. გიგოს გორა


ეს გორა თავის მხრივ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე შემაღლებულ ადგილს ქალაქში, განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილში. ის თვით გამორჩეულ ფოტოგრაფიულ ლოკაციას - ნადიკვარის პარკასაც კი ზემოდან გადმოყურებს. გორაზე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია და სამრეკლოა, სწორედ სამრეკლოდან ჩანს ქალაქის სხვადსხვა ნაწილი, განსაკუთრებით ზემოთხსენებული პარკი და რამდენიმე ქუჩა.

მათ ვისაც მეტის ხილვა გსურთ, გაფრთხილებთ, რომ გორიდან გადასაღებად კარგია შემოდგომა ფოტოლცვენის შემდეგ, ზამთარი და გაზაფხული, სანამ იქ არსებული ფლორა გაყვავდება და რამდენიმე ლოკაციაზე ხედვას შეზღუდავს.














































2. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

უნივერსიტეტის 5 სართულიანი მთავარი კორპუსი ყველაზე შემაღლებულ ადგილზე არსებული ყველაზე მაღალი შენობაა.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ფოტოგრაფები ნაკლებად ვწყალობთ ამ ადგილს, აი მეც კი არქივში მხოლოდ ერთი ფოტო აღმოვაჩინე, მიუხედავად იმისა რომ ამ უნივერსიტეტში ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გამიტარებია.

საქმე იმაშია, რომ უნივერსიტეტის წინ არსებული ნაძვები ხედვის არეალს ძალიან ავიწროვებს, და ქალაქის მხოლოდ შუა ნაწილი მოჩანს მისი მეხუტე სართულის ფანჯრებიდან.



3. გორა დავით რექტორის ქუჩის თავზე

ეს გორა ჩემი ხედვის არეალში ჯერ კიდევ წლების წინ მოექცა, მაგრამ მის აღმოსაჩენად და დასალაშქრად მხოლოდ გასულ წელს მოვიცალე. თავისმხრივ გორა ძალიან ჯადოსნურ და წყნარ ადგილს წარმოადგენს, რომელსაც განსაკუთრებული ხიბლი გააჩნია.

გიგოს გორისაგან განსხვავებით ის ქალაქის განაპირა დასავლეთ მხარეშია მოქცეული და აქედან დანახულ თელავს სულ სხვა მუღამიც აქვს.











 


















4. გორიჯვარის ეკლესიის ეზო და გალავანი

კიდევ ერთი საოცარი ლოკაცია გორიჯვარის ეკლესიაა, რომლის ეზოს ერთი ნაწილიდან ქალაქის სამხრეთ მხარე, ანუ ზედა ნაწილი, ხოლო გალავნიდან მისი ჩრდილოეთ ნაწილი მოჩანს.

სხვათაშორის ეს ერთადერთი ადგილია საიდანაც ძალიან კარგად ჩანს ჭავჭავაძის ქუჩა, რომელიც ქალაქის დასავლეთ შემოსასვლელი და ერთ-ერთი ძველი ქუჩაა.





 





5. ღვთაების ეკლესიის გორა

გორა რომელზეც ღვთაების სახელობის ეკლესია დგას, ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია და კარგად გადაყურებს ქალაქის ქვედა ჩრდილოეთ მხარეს.

ამ გორაზე გაფენილი სახლების ნაწილი დაკეტილი დამხვდა, მხოლოდ ორჯერ მოვახერხე სახლების გავლით იმ ეზოებში შესვლა, რომლებიც გორის კიდეზეა განფენილი და ლამაზ კავკასიონის ხედს გასცქერის. ჩემდა სამწუხაროდ ორივეჯერ ბურუსიანი და ავდრიანი ამინდი დამხვდა, შესაბამისად ფოტოც არ მაქვს თუ რა შეიძლება ჩანდეს მაგ ადგილიდან. მაგრამ ამ შემთხვევაში სიტყვაზე მოგიწევთ მენდოთ, რომ მართლაც კარგი ლოკაციაა თუ შემსავით უიღბლოდ არ მიხვალთ და ამინდსაც სწორად შეარჩევთ.

6. კორპუსი ცენტრალურ მოედანზე

ეს კორპუსი საუკეთესო ლოკაციაა ქალაქის ცენტრალური მოედნის და ერეკლე მეორის ქუჩის გადასაღებად.

შენობა როგორც მახსოვს 6 სართულიანია და მისი ბოლო სართულის აივნიდან მართლაც სასწაული ხედი იშლება. იქ მგონი სულ ორჯერ ვარ ნამყოფი, არ მიყვარს ადამიანების შეწუხება და მათი სახლის გავლით გადასაღებ ლოკაციებზე მოხვედრა.








 













7. ბურჯი

ბურჯზე ასვლა ოფიციალურად არ შეიძლება.

თუმცა ფოტოგრაფების გარდა იქ მიბობღავს ყველა, რიგითი ტურისტი თუ ცნობისმოყვარე თელაველი მოზარდები.

ბურჯიდან ყველა მხარეს საინტერესო ხედები იშლება, განსაკუთრებით ლამაზი კი ძველი ბაღი და ერეკლე მეფის ქანდაკების მხარეა.





 




 





აქვე გთავაზობთ რუკას და კიდევ იმ ადგილების ჩამონათვალს, სადაც ვერ ან რთულად მოხვდებით, მაგრამ გადასაღებად კარგია:


1. თელავის თეატრი

თელავის თეატრი საკმაოდ მაღალი შენობაა და თანაც ქალაქის ცენტრალურ მოედანზეა. პრობლემა იმაშია, რომ ის დაკეტილია გარეშე პირებისათვის და მის სახურავზე მოხვედრა ძნელია.

2. სასტუმრო ინტურისტი

სასტუმრო ინტურისტი ქალაქის ყველაზე მაღალი შენობა იყო, მაგრამ ახლა მისგან მხოლოდ ნახევარია დარჩენილი. მისი დაშლის პროცესი უკვე ორი თვეა მიმდინარეობს და მასზე მოხვედრა ამჟამად მხოლოდ იქ მომუშავე პერსონალს შეუძლია.


3. სასტუმრო "ტურბაზა"

"ტურბაზა" ამ ეტაპზე დაკეტილია. არადა მისი ლოკაცია ნამდვილად ხელსაყრელია საინტერესო კადრების გადასაღებად.


ლოკაციების რუკა


























იმედია მეორე ნაწილიც ისეთივე სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა, როგორც პირველი.

წარმატებები მინდა გისურვოთ სუპერ ადგილების შემოვლის და ფოტოგრაფირების საქმეში. მადლობა რომ თვალს ადევნებთ ბლოგს და ველი თქვენს გამოხმაურებებს.


ავტორი: გიო ბეჟანიშვილი


Thursday, November 16, 2017

შავ-თეთრი ფოტოგრაფია დამწყებთათვის

photo by Daniel Hammelstein


თუ აქამდე არასოდეს გიფიქრიათ შავ-თეთრ ფოტოგრაფიაზე, შესაძლოა გაინტერესებდეთ მაინც რა როგორ ხდება.  არის ის შავ-თეთრი ტელევიზიის ან უხმო ფილმის მსგავსი - ძველი დროის გადმონაშთი ჩვენს მაღალტექნოლოგიურ ეპოქაში?


ნამდვილად არა! 

ფოტოგრაფიაში შავ-თეთრი ხელოვნების დონემდეა აყვანილი. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ მხოლოდ საუკეთესოები მუშაობენ მონოქრომულ რეჟიმში  და ეს მდიდარ ისტორიასა და ნათელ მომავალს შორის შუალედია (სამაგალითოდ შეხედეთ ანსელ ადამსის, ედუარდ ვესტონის და ანრი კარტიე ბრესონის ნამუშევრებს).

იმდენად მნიშვნელოვანია შავი და თეთრი, რომ მისი საშუალებით შეგიძლიათ უკეთესი ფოტოგრაფი გახდეთ.

როგორ?

მთავარი კომპოზიციაა.

ფერი ძალიან ძლიერია და ხშირად იმდენად დომინირებს ფოტოზე, რომ ძნელია შეამჩნიო სხვა ელემენტები, როგორიცაა ფერების კონტრასტი, ტექსტურა, ფორმა და განათების ხარისხი.

გამოცდილი ფოტოგრაფები ასეთ რაღაცეებს ინსტიქტურად ხედავენ, მიუხედავად იმისა, თუ რაზე მუშაობენ ძირითადად - ფერზე თუ შავ-თეთრზე. მაგრამ თუ თქვენ ახლა დაიწყეთ, შესაძლოა ცოტა დახმარება დაგჭირდეთ.



     ამ პეიზაჟზე შავი და თეთრი კლდეების და ზღვის ტექსტურას ხაზს უსვამს.

ბუნებრივია არსებობს რაღაცეები, რომელთა გადაღებაც შავ-თეთრში უკეთესია. ასეთი ორი განსაკუთრებული რამაა პეიზაჟი და პორტრეტი. თუ თქვენ პირველად იღებთ შავ-თეთრ ფოტოს, ამ ჟანრებით დაიწყეთ.



                   შავ-თეთრი პორტრეტი ხაზს უსვამს გამომეტყველებას და განათების                                                                                 ხარისხს.

შავ-თეთრი თქვენს კამერაში

ციფრულ ფოტოგრაფიამდე შავ-თეთრში მუშაობის ერთადერთი გზა  შავ-თეთრი ფილმი იყო. საბედნიეროდ ახლა ბევრად მარტივია შავ-თეთრში მუშაობა, თქვენ მხოლოდ კამერაში უნდა გააქტიუროთ მონოქრომული რეჟიმი (შეამოწმეთ კამერის გზამკვლევი, ან თუ არ ხართ დარწმუნებული როგორ გააკეთოთ ეს, შეხედეთ ფოტოს სტილის პარამეტრებს - Picture Styles settings).

კამერებს ელექტრონული სახედით ავტომატურად გამოაქვთ შავ-თეთრი ფოტო ეკრანზე და გეხმარებათ შეხედოთ მას, თუ როგორ გამოიყურება სანამ გადაღების ღილაკს დააწვებით. თუ ციფრული SLR გაქვთ იგივე ეფექტს მიიღებთ ცოცხალი ხედვის რეჟიმით. ეს მოსახერხებელი იქნება თუ შტატივთან ერთად მუშაობთ, მაგ: პეიზაჟის გადაღებისას.

როგორც წესი ამ ეტაპისათვის მე Raw ფორმატის გამოყენებას გირჩევთ. გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ადვილი იქნება JPEG-ს გამოყენება და უკეთეს ხარისხსაც მიიღებთ. თუმცა ვაფასებ, რომ შესაძლოა ახალი ხართ ფოტოგრაფიაში და უკვე JPEG-ში მუშაობთ.




მუშაობა მონოქრომულ რეჟიმში

როდესაც გადართავთ მონოქრომულ რეჟიმზე რამოდენიმე დამატებით ვარიანტს დაინახავთ. ისინი დაგეხმარებიან კამერის მოწყობაში ისე, რომ საუკეთესო შედეგი მიიღოთ. და კვლავ ჩაიხედეთ ინსტრუქციაში თუ არ იცით სად იპოვოთ იგი.

ფერის ფილტრები

ფერის ფილტრების პარამეტრები ფილმის ფოტოგრაფიის დღეებიდან მოდის. ფოტოგრაფები ყიდულობდნენ ფერად ფილტრებს და შავ-თეთრ ფოტოებზე ფერების შესაცვლელად იყენებდნენ. მაგ: თუ კადრში ლურჯი ცაა, ყვითელი ფილტრის გამოყენებით ოდნავ მუქი გახდება, ნარინჯისფერი ფილტრით უფრო მუქი და წითელით კიდევ უფრო მუქი.


     ეს სცენა შავ-თეთრში საკმაოდ კარგია, თუმცა ვერ არის ისეთი დრამატული, როგორიც       შეიძლება ყოფილიყო.



    წითელი ფილტრის პარამეტრის გამოყენებით ლურჯი ცა უფრო მუქი ხდება და იმავე        ვერსიის უფრო დრამატულ სცენას ქმნის.

ასევე არის მწვანე ფილტრები, რომლებსაც მწვანე საგნების დეტალები უფრო ახლოს მოაქვთ, მაგ, ფოთლოვანი ტყეები. ამ ოთხმა ფერადმა ფილტრმა (წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი და მწვანე) დაიმკვიდრა ადგილი ციფრულ ფოტოგრაფიაში, როგორც შავ-თეთრის პარამეტრებმა.

კონტრასტი

თუ ფოტოს ოთახის განათების პირობებში იღებთ (მაგ: ვიღაცის პორტრეტი, რომელიც ჩრდილში დგას) შესაძლოა ბრტყლად გამოიყურებოდეს(ორ განზომილებიანად). ამ შემთხვევაში საჭიროა კომპენსაცია კონტრასტის მომატებით. თქვენ ამის გასწორება შეგიძლიათ ფოტოშოპში ან ლაითრუმში მას შემდეგ რაც გადაიღებთ, ან გადაღებამდე კამერაში კონტრასტის პარამეტრებში.


     ამ ფოტოს გადაღებისას მოდელი ჩრდილში იყო. განათება აკლებს კონტრასტს და შავ-       თეთრი ფოტო ბრტყელია. 



         კონტრასტის მომატება ბევრად ძლიერ ფოტოს ქმნის.

მოჭრა და ოთხკუთხედი ფორმატი

ყველაზე თანამედროვე კამერები გაძლევენ საშუალებას ცვალოთ ასპექტის თანაფარდობა. მიზეზები, რის გამოც შესაძლოა ამის გაკეთება მოგინდეთ ცოტა კომპლექსურია, თუმცა მთავარი არის ის, რომ იგი საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ ოთხკუთხედ ფორმატში, რაღაც მსგავსი აპლიკაცია შესაძლოა გამოგიყენებიათ კიდეც ინსტაგრამზე, ან თქვენს  სმარტფონში. თუ თქვენს კამერას ელექტრული სახედი აქვს გიჩვენებთ ოთხკუთხედ სურათს და უფრო ადვილად შეადგენთ კომპოზიციას.


     ოთხკუთხედ ფორმატში მოჭრა ქოთნის ფორმებს ხაზს უსვამს.

გაერთეთ

შავი და თეთრი სამუშაოში ლამაზი შუალედია, რომელსაც პრაქტიკაში მეტად დააფასებთ. გაერთეთ და ისიამოვნეთ. თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ შავ-თეთრი ფოტოგრაფიის შესახებ მოგვწერეთ კომენტარის სახით.


წყარო: https://digital-photography-school.com/beginners-guide-black-white-photography/
თარგმანი: ნინო კაპანაძე


Thursday, November 9, 2017

წვიმა და ქუჩის ფოტოგრაფია


მე ნამდვილად მიყვარს ქუჩის ფოტოგრაფიისა და წვიმის კომბინაცია, რადგან წვიმა განწყობას და ქალაქს მთლიანად ცვლის. შედეგად ყველაზე მოსაწყენი რამ დრამად, იდუმალად და პოეტურადაც კი გადაიქცევა ხოლმე. გთავაზობთ სამ რჩევას, რომელიც წვიმაში გადაღებისათვის დაგეხმარებათ:

1. ქოლგა - აღჭურვილობის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი

ყველაზე მარტივი რჩევა, რაც კი ოდესმე წვიმაში გადაღების შესახებ მიმიღია არის, ატარეთ ქოლგა.

ეს აშკარაა, ქოლგა ნამდვილად გთავაზობთ თქვენი და თქვენი აღჭურვილობის ძირითად დაცვას. ასე რომ მე ქოლგა ჩემი ფოტოგრაფიული აღჭურვილობის არსებით ნაწილად ვაქციე, ისევე როგორც წყვილი ბატარეები, ან სათადარიგო მეხსიერების ბარათი.

და მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ქოლგის ქვეშიდან წვიმის გადაღება მხოლოდ მეტად სასიამოვნო კი არ არის, არამედ ნამდვილად ბევრად კარგი ფოტოებიც გამოგივათ. ფოტოების გადაღებისას დაცულად ყოფნა მეტ სიმშვიდეს და დროს გაძლევთ.


      მე და ჩემი ქოლგა. Photo © Uwa Scholz



2. ხელმისაწვდომი კამერა

ჩემი აზრით Ricoh GR საუკეთესო კამერაა ქუჩის ფოტოგრაფიისათვის და მისი ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია.

მე შემიძლია ვიყიდო მეორადი აპარატი 400 ევროდ ან დოლარად და არ შემეშინდეს დაზიანების. აგრეთვე Ricoh GR-ს წვიმისაგან ცოტა მეტის მიღებაც შეუძლია. ბევრჯერ მინახავს წვიმიან ამინდში კამერაზე დახვეული ტანსაცმელი, რადგან იგი ძალიან ძვირი, ან სათუთია.

3. განათების მნიშვნელობა

როდესაც საქმე ქუჩის ფოტოგრაფიას და წვიმას ეხება საინტერესო განათების პოვნა აქტუალური საკითხია. ამავე დროს ის აგრეთვე ყველაზე გამომწვევი ამოცანაა, რადგან წვიმის დროს ჩვეულებრივ მოსაწყენი განათებაა.

თუ ნამდვილად გაგიმართლებთ, წვიმა და მზე ერთად იქნება, თუმცა ქალაქის განათება, მანქანის ფარები და ნეონური სინათლე მშვენიერი განათების წყაროებია. მაშინაც კი თუ განათება მოსაწყენია მიწის და გუბეების ანარეკლებს ფოტოს გაძლიერება შეუძლია  - ეს კარგად გამოუვიდა ანრი კარტიე ბრესონს თავის ცნობილ ფოტოში ,,გუბეზე ხტუნვა".



      გადაიღეთ მზის საწინააღმდეგო მხრიდან



      იგივე მდებარეობა, მზის მხრიდან



დრამა




იდუმალი



ნეონის ღამე




წყარო: https://petapixel.com/2016/08/09/street-photography-rain-3-lessons-learned/
თარგმანი: ნინო კაპანაძე