ხშირად მოგისმენიათ ფრაზები: "ვერ გაიგებენ, საქართველოა", "არა, მე კი მესმის მარა, ხო იცი თელავია", "ეეეჰ ვერა ძმაო აქ არ არის მაგის კულტურა", "დამიჯერე აზრი არ აქვს", "ისე ქენი როგორც მასას (ან მამას) უნდა" და ა.შ. რა საკითხზეც არ უნდა მქონდეს საუბარი - საყურის ტარებიდან დაწყებული ფოტოგრაფიის თემებით დამთავრებული სულ ერთიდაიგივე სტერეოტიპული ფრაზები მხვდება წინ. ყველა ერთიდაიგივეს იმეორებს, თითქოს ერთ მასწავლებელთან დადიოდნენ და ყველამ ენა ერთდროულად...