
საქორწინო ბლოგპოსტების გამოქვეყნება ძალიან მახარებს. სტატიებში დატანილი ფოტოები იძლევა საშუალებას უფრო სწორხაზოვნად და საინტერესოდ მოყვე ამბავი, გადმოსცე არამხოლოდ ცალკეული ემოცია, არამედ მთელი დღის მაჯისცემა და ტემპი. სწორედ ამიტომ მიყვარს კოლაჟით საქორწინო ამბების თხრობა, ვიდრე ცალკეული ფოტოებით სოციალურ ქსელებში.
დათოს და ნინოს ქორწილი ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ვინც მიცნობს იცის, რომ ბევრ ფოტოს ვიღებ, ყველგან და ყოველთვის ვითხოვ...